2016 წლის დანაშაულის სტატისტიკა და მისი ხელმისაწვდომობა

სამართალი

2016 წლის დანაშაულის სტატისტიკა და მისი ხელმისაწვდომობა

14 დეკ. 2016, 16:16:12

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 2016 წლის დანაშაულის სტატისტიკას და მისი ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ დღეის მდგომარეობით, დანაშაულის სტატისტიკა კვლავ არ ქვეყნდება სრულყოფილად, თანმიმდევრულად და პროაქტიულად, რაც ართულებს დანაშაულთან დაკავშირებული ტენდენციების გამოვლენას.

კვლევას "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წელს მასშტაბური ამნისტიის ფონზე, საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდებოდა, შესაბამისად ამ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა  საზოგადოებრივი ინტერესი დანაშაულის სტატისტიკის მიმართ.

მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, 2015 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო პროაქტიულად (მოთხოვნის გარეშე, საკუთარი ინიციატივით) არ ასაჯაროებდა სრულ სტატისტიკურ მონაცემებს, რაც საზოგადოებას შეუქმნიდა რეალურ სურათს ქვეყანაში არსებული დანაშაულის მდგომარეობის შესახებ. 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად უზრუნველყოფდა დანაშაულის დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნებას.

დღეის მდგომარეობით, დანაშაულის სტატისტიკა კვლავ არ ქვეყნდება სრულყოფილად, თანმიმდევრულად და პროაქტიულად, რაც ართულებს დანაშაულთან დაკავშირებული ტენდენციების გამოვლენას.  სამწუხაროდ, 2016 წლის იანვრის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ შეწყვიტა საკუთარ ვებგვერდზე ყოველთვიურად დეტალური სტატისტიკის განთავსება. მეტიც, ინფორმაციის ასეთი ხელმიუწვდომლობა ბადებს ეჭვს, რომ სამინისტროს მიერ სტატისტიკის გამოქვეყნების არათანმიმდევრულობა განპირობებულია სტატისტიკური მონაცემების შინაარსით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ვებგვერდზე საქართველოში არსებული დანაშაულის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მონაცემები, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა საპარლამენტო მოსმენისას ოპოზიციური პარტიის დეპუტატს დანაშაულის სტატისტიკის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, რომ სამინისტროს მიერ ყოველ კვარტალში ხდებოდა საქსტატისთვის მონაცემების მიწოდება.

დანაშაულის სტატისტიკის ანალიზი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2016 წლის 9 თვის  და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2014-2015 წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემების შედარებითი ანალიზიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 9 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. კერძოდ, 2016 წლის 9 თვეში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეგისტრირებულია 154 ერთეულით მეტი  დანაშაული,  ხოლო 2015 წელთან შედარებით 1394 ერთეულით მეტი.

2016 წლის 9 თვეში, ბოლო სამი წლის განმავლობაში დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება შემდეგ დანაშაულთა ჯგუფების მიმართებით:

- დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ

- დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ

- დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ

- დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ

- სატრანსპორტო დანაშაული

2016 წლის საწყისი 9 თვის განმავლობაში  სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 743 შემთხევა ფიქსირდება, მაშინ როდესაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირდა 623, ხოლო 2014 წელს - 499 შემთხვევა.  დანაშაულთა ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა: განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას, თვითმკვლელობამდე მიყვანას და სხვა.

ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების 3660 შემთხვევა ფიქსირდება 2016 წლის 9 თვეში,  რაც 52 შემთხვევით აღემატება 2015 წლის, ხოლო 788 შემთხვევით 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.   დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ოჯახში ძალადობა და სხვა.

2016 წლის საწყისი 9 თვის განმავლობაში განსაკუთრებული მატება შეიმჩნევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მატება დაახლოებით 70%-ს, ხოლო 2015 წელთან შედარებით - 45%-ს.  დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ტრეფიკინგი, მძევლად ხელში ჩაგდება, მუქარა და სხვა.

საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების 1543 შემთხვევა ფიქსირდება 2016 წლის 9 თვეში, რაც 89 ერთეულით აღემატება 2015 წლის, ხოლო 70 ერთეულით 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.  დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: ხულიგნობა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება და სხვა.

სატრანსპორტო დანაშაულის შემთხვევები 2014 წლიდან ყოველწლიურად მატულობს და 2016 წლის 9 თვის განმავლობაში 2725 შემთხვევა ფიქსირდება. დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა და სხვა. 

2016 წლის 9 თვის მონაცემებით ერთადერთ დანაშაულთა ჯგუფს წარმოადგენს მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, რომელთა შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება განვლილ 2 წელთან შედარებით.  კერძოდ, 2016 წელს (9 თვე) დაფიქსირდა 1537 შემთხვევა, მაშინ როდესაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში ფიქსირდებოდა 1799, ხოლო 2014 წლის - 2026 შემთხვევა. დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: ყალბი დოკუმენტების დამზადება და სხვა.

სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, როგორი ტენდენციები ფიქსირდება 2016 წელს თითოეული კონკრეტული დანაშაულის მიხედვით, რადგან არც სტატისტიკის სამსახურის მონაცემები არის ჩაშლილი დეტალურად და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არის წარმოდგენილი დეტალური მონაცემები 2016 წლის პირველი სამი კვარტლის მიხედვით.

დანაშაულის სტატისტიკის გასაჯაროების ქრონოლოგია

2010 წლის 30 აპრილს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმიშინაგან საქმეთა სამინისტროსთან (შსს). მემორანდუმის მიხედვით, სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები ყოველთვიურად უნდა წარედგინა საქსტატისთვის, რომელიც დამუშავებულ მონაცემებს  საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნებდა.

მემორანდუმის ფარგლებში მონაცემების საქსტატისთვის მიწოდება სამინისტრომ 2012 წელს შეწყვიტა, როდესაც შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში ამოქმედდა დანაშაულის აღრიცხვის შიდა მოხმარების ელექტრონული მოდული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების სტატისტიკის ერთიან ელექტრონულ  წარმოებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლამ მათ საშუალება მისცა, დაეხვეწათ დანაშაულის აღრიცხვის მეთოდოლოგია, რამაც სტატისტიკის წარმოება უფრო ზუსტი და სრულყოფილი გახადა. თუმცა, მეთოდოლოგიის ამ ცვლილებამ მიზანშეუწონელი გახადა 2012 წლის შემდეგ წარმოებული სტატისტიკის ძველ მონაცემებთან შედარება (იხ. სურათი #1). მაგალითისთვის, დანაშაულის აღრიცხვის ახალმა წესებმა ავტომატურად გაზარდა რეგისტრირებული დანაშაულის საერთო ოდენობა.

სურათი # 1 - ამონარიდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშიდან

2012-დან 2015 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო პროაქტიულად არ ასაჯაროებდა დანაშაულის შესახებ სრულ სტატისტიკურ მონაცემებს. მაგალითად, სამინისტროს ვებგვერდზე არსებულ განყოფილებაში „სტატისტიკა/კვლევები“ ვერ ვხვდებით 2012 წლის მონაცემებს; 2013 წელს გამოქვეყნებულია მხოლოდ პირველი 3 თვის ჯამური მონაცემები; ხოლო 2014 წელს - მხოლოდ პირველი 9 თვის ჩაშლილი მონაცემები. მიუხედავად ამისა, თავად უწყების ვებ-გვერდზე პერიოდულად იდებოდა საინფორმაციო ხასიათის ახალი ამბები დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით. მაგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 2014 წლის 9 იანვარს გამოქვეყნებულია სიახლე, რომლის მიხედვითაც სამინისტრო საზოგადოებას ამცნობს, რომ 2013 წელს  ქვეყნის მასშტაბით 2012 წელთან შედარებით  დანაშაულის 10 036 ერთეულით კლება დაფიქსირდა.  

2015 წელს, მთელი წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე ყოველთვიურად ათავსებდა დანაშაულის შესახებ დეტალურ (დანაშაულის სახეების მიხედვით) სტატისტიკას.

ამ პერიოდშივე, სამინისტრომ გამოაქვეყნა ანალიტიკური მასალები, რომლებიც ასახავდა 2012-2015 წლების დანაშაულის ტენდენციებს. ეს მასალები ასევე მოიცავდა 2013-2014 წლების სრულ მონაცემებს, რომლებიც მანამდე, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხოლოდ ნაწილობრივ იყო გასაჯაროებული. აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ 2015 წელს გამოქვეყნებულ ტენდენციებში დაფიქსირებული მონაცემები რადიკალურად განსხვავდება განვლილი წლებში ანალოგიურ პერიოდზე  შსს-მიერ საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაციისგან.  მაგალითად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ შსს-ს 2014 წლის 9 იანვრის სიახლის მიხედვით 2013 წელს ქვეყნის მასშტაბით სულ დაფიქსირდა 28 970 დანაშაული, რაც დაახლოებით 10 000 ერთეულით ნაკლები იყო 2012 წელთან შედარებით. 2015 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კი 2013 წელს ფიქსირდება 43 028 დანაშაული რაც, დაახლოებით 4 300 შემთხვევით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.  

სურათი # 2 - შსს-ს 2014 წლის 9 იანვარს გამოქვეყნებული სიახლე, რომლის მიხედვით 2013 წელს  დანაშაულის 10 036 ერთეული კლება დაფიქსირდა 2012 წელთან შედარებით.

სურათი # 3 - ამონარიდი, შსს-ს ვებ-გვერდზე 2016 წლის 5 თებერვალს გამოქვეყნებული სტატისტიკური ანგარიშიდან, რომლის მიხედვით  2013 წელს  დანაშაულის 4 292 ერთეულით მატება დაფიქსირდა 2012 წელთან შედარებით.

სამწუხაროდ, 2016 წლის იანვრის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ შეწყვიტა საკუთარ ვებგვერდზე ყოველთვიურად დეტალური სტატისტიკის განთავსება.

დანაშაულის კრიმინოგენული რუკა - შეუსრულებელი ვალდებულება

2014 წელს, “ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის” ფარგლებში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ რეკომენდაციით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო ვალდებულება, შეექმნა დანაშაულის ინტერაქტიული სტატისტიკა და კრიმინოგენული რუკა, რომელიც ხელს შეუწყობდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პროაქტიულ ღიაობას. დანაშაულის დეტალიზებული კრიმინოგენური რუკა უნდა ყოფილიყო ინტერაქტიული ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფდა დეტალური და მრავალფეროვანი სტატისტიკის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ფორმატში და ცვლადებით, მათ შორის, დროის, დანაშაულის ტიპის, რეგიონისა და სხვა პარამეტრების მიხედვით.

სამწუხაროდ, სამინისტრომ არ შეასრულა ეს ვალდებულება. სამინისტროსვე ცნობით, ვალდებულების შესრულებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა, გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადადგმული იყო, თუმცა, საბოლოოდ, პროცესი გაურკვეველი მიზეზით შეჩერდა.

დასკვნა და რეკომენდაციები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტატისტიკური ინფორმაციის არასრულად და არათანმიმდევრულად გამოქვეყნება აჩენს ეჭვებს,  რომ უწყება ხელოვნურად აფერხებს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.  ამასთან, ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გამოქვეყნება მნიშვნელოვნად აზიანებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს.

IDFI მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

1. სრულად, თანამიმდევრულად და ყოველთვიურად გამოაქვეყნოს დანაშაულის მაქსიმალურად დეტალიზებული სტატისტიკა, რათა საზოგადოებას შეექმნას რეალური სურათი ქვეყანაში არსებული დანაშაულის მდგომარეობის შესახებ;

2. დეტალურად განუმარტოს საზოგადოებას, თუ რა მეთოდოლოგიურმა ცვლილებებმა განაპირობა 2013 წელს დაფიქსირებული დანაშაულის შესახებ სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულ მონაცემებში რადიკალური განსხვავება;  

3. შეასრულოს დანაშაულის კრიმინოგენული რუკის შექმნის ვალდებულება, რომელიც სამინისტრომ “ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის” ფარგლებში აიღო;

4. ყოველთვიურად მიაწოდოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დეტალური/ჩაშლილი დანაშაულის  სტატისტიკური მონაცემები, ხოლო საქსტატმა თავის მხრივ უზრუნველყოს აღნიშნული მონაცემების საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება", _ აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.




 ახალი ამბები
  • რამდენმა ადამიანმა ისარგებლა სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობითსახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. „იმის გამო, რომ შექმნილმა ვითარებამ გავლენა იქონია როგორც ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილზე, ისე კომპანიებზე, სახელმწიფომ შეიმუშავა ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია არსებულ გამოწვევებზე. ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო გადაუდებელი დახმარება, რომლის განხორციელება მარტში (ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობამდე) დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს და მისი წარდგენა აპრილში მოხდა. პირველი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები წარმოადგენდა ერთგვარ გადაუდებელ დახმარებას, რომლის მიზანი პანდემიით გამოწვეული პირველადი უარყოფითი ეფექტების მინიმიზაცია იყო. ეს მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს: მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი - დახმარება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება - 200 მ3-ზე ნაკლები. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. სუბსიდირების აღნიშნული მექანიზმი სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე სამართლიანი და მიზნობრივია. ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტი აბონენტი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში - 670 ათასზე მეტი აბონენტი. პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ. ლარია.სახელმწიფომ დააზღვია, რომ არ მომხდარიყო გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეული ფასების მნიშვნელოვანი ზრდა 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე - გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების შერბილების მიზნით, განხორციელდა სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც კრიზისის საწყის ეტაპზე, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციური რისკები, ხელი შეუწყო პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების მერყეობის შემცირებას. ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელმაც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, მოახდინა 9 ძირითადი პროდუქტის შესყიდვა, სახელმწიფოს მიერ მოხდა სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება განსაზღვრული პირობებით. პროგრამის ბიუჯეტი 14 მლნ. ლარია. სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც ისარგებლა 600 000-მდე მსესხებელმა. ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ეტაპი ითვალისწინებს პირდაპირ ფინანსურ დახმარებას მოქალაქეებისსხვადასხვა კატეგორიისთვის. მხარდაჭერა ეხებათ როგორც დაქირავებით დასაქმებულებს, ისეთვითდასაქმებულებს და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს. კერძოდ: დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარს დახმარებით სარგებლობა შეეძლება დაახლოებით 350 000 მოქალაქეს. პროგრამის ბიუჯეტი 450 მლნ ლარამდეა.სხვადასხვა კატეგორიის თვითდასაქმებულები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარს. პირების იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული იქნება მოქალაქის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რომლითაც დადასტურდება, რომ ეპიდემიამდე აღნიშნულ მოქალაქეს ჰქონდა შემოსავალი პროგრამის ბიუჯეტი 75 მლნ. ლარს შეადგენს. სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, დამსაქმებელი მიიღებს საგადასახადო შეღავათს - 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. პროგრამის ბიუჯეტი 250 მლნ. ლარია“, - აღნიშნულია ... ...
  • კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 16 მოქალაქე გარდაიცვალაCOVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშის თანახმად, 22 მაისის ჩათვლით, საქართველოში მთავრობის დახმარებით, 12 720 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, საჰაერო გზით - 7 107, სახმელეთო გზით - 5 223 და საზღვაო გზით - 390 ადამიანი. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, დაბრუნებულთა შორისაა ქრონიკული დაავადების მქონე 483 პირი, 34 - შშმ პირი, 259 - ხანდაზმული, 102 - ორსული, 435 - მცირეწლოვანი, 173 - ონკოლოგიური პაციენტი, 1 118 - ტრანზიტული მგზავრი, 29 - მეზღვაური და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 90 პირი. აგრეთვე, საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი 794 სტუდენტი (საერთო ჯამში განსაკუთრებული საჭიროების მქონე - 3 517 მოქალაქე). „აღსანიშნავია, აშშ-ს მთავრობასთან თანამშრომლობით, აშშ-დან განხორციელებული სპეციალური რეისი, რომელმაც უზრუნველყო სამშობლოში 79 ქართველი მოსწავლის და სტუდენტის და სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვის დაბრუნება. გარდა ამისა, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ - 21 190 მოქალაქეს, მათ შორის, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, საკვების, მედიკამენტების, ასევე სხვა პირველადი და აუცილებელი საჭიროების პროდუქტების და მომსახურების მიწოდების გზით. ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. განხორციელდა 74 ავიარეისი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთი, ირანი, იტალია, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ. განხორციელებულ ფრენებს შორის - 33 პირდაპირი რეისი შეასრულა ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“. 22 მაისის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული იყო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 118 მოქალაქე, უმრავლეს შემთხვევებში სახეზეა დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები. ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 16 მოქალაქე (ავსტრია - 1, ესპანეთი - 4, თურქეთი - 1, ბრიტანეთი - 2, აშშ - 5, საფრანგეთი - 2, ლატვია - 1)“, - აღნიშნულია ... ...
  • რამდენი მილიონი დახარჯა მთავრობამ საკარანტინო ზონებისთვისსაკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. „ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი. პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო 23 მცირე ზომის (5-დან 40 ნომრამდე), 42 საშუალო (41-დან 100 ნომრის ჩათვლით) და 18 დიდი ზომის სასტუმროს (101 ნომერი და ზემოთ) ოპერირებას, რამაც უზრუნველყო როგორც სექტორის წარმომადგენლებისათვის, ისე სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის სამსახურისა და შემოსავლების შენარჩუნება. უნდა აღინიშნოს, რომ საკარანტინო ზონების პროექტის არსებობით ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, ქეითერინგი და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ. საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს 32.5 მლნ ლარს“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ასევე განმარტებულია, რომ საკარანტინო ზონების პროექტის დაწყებიდან, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან. ჯამში, მოლაპარაკებები წარიმართა დედაქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე 300-ზე მეტ სასტუმროსთან. „საკარანტინო სივრცედ სასტუმროს შეჩევის პროცესში საქართველოს მთავრობა ეყრდნობოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კრიტერიუმებს. სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნა დაიწყო 2020 წლის 10 მარტიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე. საზღვრებიდან სასტუმრომდე მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა მთავრობა. გრძელი მანძილების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყო ტრანსპორტში საკვების მიწოდება. ასევე, უზრუნველყოფილი იყო სასტუმროების პერსონალის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება და სხვა საჭირო აქტივობების განხორციელება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ჯერზე წარმოადგენდა მოლაპარაკების საგანს. 2020 წლის 21 მარტიდან ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსათვის ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას - 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენს 25 ლარს“, - ნათქვამია ... ...
  • თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს (R)ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ივნისის ჩათვლით თიბისი ეტაპობრივად დაუკავშირდება და შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას. ასევე, საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ბანკის მიერ არიან იდენტიფიცირებული და რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი. თიბისი სხვადასხვა არხის მეშვეობით შეატყობინებს მათ საშეღავათო პერიოდის გააქტიურების შესახებ.  საშეღავათო პერიოდი გავრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებზე, სასწრაფო სესხებზე, ავტოსესხებზე, განვადებაზე, საკრედიტო ბარათებზე, ოვერდრაფტებზე და სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს სესხებზე.  ბიზნეს და აგრო სესხების შემთხვევაში თიბისი სესხების გადავადებას შესთავაზებს ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა ბიზნესმაც მიიღო გრძელვადიანი ფინანსური სტრესი და მომავალ თვეებში ვერ შეძლებენ სესხზე შენატანის განხორიცილებას. ასევე იმ პირებს, რომლებიც შემოსავალების სამსახურში დარეგისტრირდნენ ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით.  ყველა სხვა შემთხვევას თიბისი ინდივიდუალურად განიხილავს. ამისათვის დაინტერებული პირი უნდა დაუკავშირდეს საკრედიტო ექსპერტს ან ბიზნეს ბანკირს, შეავსოს განაცხადი და დაელოდოს გადაწყვეტილებას. სესხების გადავადების პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია 13 ივნისიდან და იგი გაგრძელდება მომდევნო სამ თვეს. თიბისიმ სესხების გადავადება უკვე მეორედ შესთავაზა მომხმარებელს, პირველი ტალღა ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიწყო. მარტში სესხების გადავადების სამთვიანი პერიოდით მომხმარებლების 78%-მა ისარგებლა, ხოლო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის 59%-მა.  უფრო დეტალურად ინფორმაციას გაეცანით თიბისის ვებგვერდზე.                                                                                                                                                     ... ...
  • თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა (R)მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.  სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურველ თანხაზე მოთხოვნა ციფრული არხების საშუალებით, დისტანციურად უნდა დააფიქსირონ. ამისათვის კი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში მხოლოდ მარტივი განაცხადის შევსებაა საჭირო.  განაცხადის შევსებიდან ერთ სამუშაო დღეში თიბისის გუნდი მომხმარებელს დაუკავშირდება.  ინტერნეტ და მობაილბანკს  ახალი ფუნქციონალი უკვე დაემატა. გამარტივებული პროცედურით სარგებლობა  იმ მომხმარებლებს  შეუძლიათ, რომლებსაც  სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და სურთ დამატებითი თანხის მიღება.  თიბისის ციფრული არხებით შესაძლებელია  500-დან  60,000 ლარამდე თანხის მიღება, 6 თვიდან 48 თვემდე დაფარვის ვადით. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?