შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

2017 იან 12 19:41:05

შს სამინისტრო 10 იანვარს, ინდოეთის მოქალაქის - გ.მ.-ს დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებამ მიმდინარე წლის 10 იანვარს დაიწყო გამოძიება ინდოეთის მოქალაქის - გ.მ.-ს დაყაჩაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.

დაზარალებულის განმარტებით, დანაშაულის ჩამდენი პირი მას თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N31-ში მდებარე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ ლომბარდში შეჰყვა, სადაც გ.მ.-მ 100 აშშ დოლარი შესაბამისი ოდენობის ლარზე გადაცვალა. გამოსვლისას უცნობმა პირმა დანის მუქარით გ.მ.-ს ფული მოსთხოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარის შესახებ დაზარალებულმა პოლიციას შეატყობინა. სამართალდამცველებმა შეტყობინების შემოსვლისთანავე მოახდინეს ოპერატიული რეაგირება. გამოკითხვისას გ.მ.-მ დეტალურად აღწერა, სავარაუდოდ, დამნაშავე პირი და აღნიშნა, რომ უცნობი მამაკაცი მას მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან გამოჰყვა.

პოლიცია ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა შპს-ს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ დირექტორს - გ.გ.-ს და კანონის შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების გადმოცემა სთხოვა, რაზეც გ.გ.-მ უარი განაცხადა.

ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ვითარების უკეთ ასახსნელად გ.გ.-ს საცხოვრებელ ბინაში მიაკითხეს. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ.გ. პოლიციელებს სადარბაზოში შეხვდა. იგი სამართალდამცველებს ცინიკურად ესაუბრებოდა და ჩანაწერების გადაცემაზე უარს აცხადებდა. პოლიციელებმა გ.გ.-ს წარუდგინეს პროკურორის დადგენილება - „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კომპიუტერულ სისტემაში არსებული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ“ და აუხსნეს, რომ მათი მოთხოვნა სრულიად კანონიერი იყო. ასევე, განუმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, შეეძლო, გაესაჩივრებინა იგი ზემდგომ პროკურორთან ან ედავა სასამართლოში.

მიუხედავად ამისა, გ.გ. არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და არ მისცა მათ საშუალება, განეხორციელებინათ საგამოძიებო მოქმედებები. გ.გ.-ს და მისი ოჯახის წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომელთა მიმართ აგრესიას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიუხედავად სამართალდამცველთა მხრიდან არაერთგზის მოწოდებისა, რომ გ.გ.-სა და მის ოჯახის წევრებს შეეწყვიტათ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედება, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა გ.გ. ადმინისტრაციული წესით დააკავეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში მიიყვანეს. დაკავებული პოლიციის განყოფილებაში სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმდა, რა დროსაც ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. შესაბამისი პროცედურების შემდეგ, გ.გ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მეორე დღეს იგი გადაყვანილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ დირექტორის - გ.გ.-ს ოჯახის წევრმა პოლიციას ლომბარდში არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები გადასცა, რის შედეგადაც მოხდა სავარაუდო დამნაშავის ვიზუალური იდენტიფიცირება. ამ დროისთვის აღნიშნული პირის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ დანაშაულის პრევენციისთვის, ასევე, საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად განხორციელების მიზნით, აუცილებელია მტკიცებულებების დროულად შეგროვება და რეაგირება. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ნუ შეუშლიან ხელს პოლიციას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში".




 ახალი ამბები
  • "შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება" _ ეკონომისტი ლარის გაუფასურების მიზეზებზესაქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი რამდენიმე წელია, რაც პერიოდულად იცვლება, დღეს კი ის 3 თეთრით გაუფასურდა. აღნიშნულ ცვლილებას ფინანსთა მინისტრი საგარეო ფაქტორს უკავშირებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი ლარის კურსის სტაბილიზაცია აუცილებლად მოხდება, თუმცა, ეროვნული ბანკისა და მთავრობისგან ლარის გაუფასურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაა საჭირო. რით არის განპირობებული ლარის კურსის დაცემა _ ამ კითხვით "გურია ნიუსმა" ეკონომისტ აკაკი ცომაიას მიმართა. ეკონომისტის თქმით, ლარის კურსის დაცემის მიზეზები კომპლექსურია, იმ პროგნოზის გაკეთება კი თუ რა შეიძლება მოხდეს ვალუტის კურსთან მიმართებაში ხვალ, ზეგ ანდა მაზეგ შეუძლებელია, რადგან გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს და რომელი ფაქტორი გადაწონის არავინ არ იცის, შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება. უცხოური ინვესტიციების შემცირება, ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობა, ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი_ ეს ის მიზეზებია, რასაც ეკონომისტი ლარის კურსის ვარდნის მიზეზად ასახელებს. "გაუფასურების მიზეზი კომპლექსურია. ერთ-ერთი არის, ის რომ უცხოური პირდაპირი ინვესტიციები პერმანენტულად მცირდება და ბუნებრივია, რომ ეს გავლენას მოახდენს ლარის კურსზე. უცხოური ინვესტიციების შემცირება ეკონომიკური მდგომარეობის დიაგნოზია. ინვესტორები ქვეყნიდან გადიან, ახალი ინვესტორები არ შემოდიან და ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი. ეს ფაქტორები იწვევს ინვესტიციების შემცირებას",_ამბობს ცომაია. მისივე თქმით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ლარისა და ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობა. "მთავარი პრობლემა, რაც ლართან არის დაკავშირებული არის ლარის მიმართ უნდობლობა, უნდობლობა ეროვნული ბანკის მიმართ, ამდენად ლარს ჩვენ,  ადამიანები ვიყენებთ იმდენად, რამდენადაც გვჭირდება კონკრეტული ტრანზაქციების, გარიგებების გასახორციელებლად, საქონლისა და მომსახურების შესასყიდად, სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ ლარი მოვიშოროთ, ანუ შევინახოთ უფრო მყარ აქტივში, ვთქვათ, ამერიკულ დოლარში. შესაბამისად, შემოსავლის ნაწილი, რომელიც უნდა აისახოს დანაზოგებში ხდება უცხოურ ვალუტაში, რაც აუფასურებს ლარს", _ ამბობს ცომაია. ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ ლარის კურსის დაცემა შესაძლებელია არჩევნებსაც უკავშირდებოდეს და ასევე უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შემცირებასაც. "არჩევნებზე დახარჯული ფულის შემდგომი შედეგები შესაძლოა იყოს ამასთანაც დაკავშირებული. ასევე გარკვეულწილად უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შეზღუდვამ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ლარის კურსზე, იმიტომ რომ თუ ადრე უცხოურ ვალუტაში ფინანსდებოდა მომსახურება იმპორტულ საქონელზე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სესხები შემცირებულია ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებული სესხებით ხდება იმპორტის შესყიდვა, რაც ბუნებრივია, რომ გეუბნება იმას რომ შესაბამისად ვერ მოხდება ამ იმპორტის შესყიდვა და ლარი უნდა გაუფასურდეს. ასევე ეკონომიკური ზრდის ტემპი არის დაბალი და ჩვენი შემოსავალი არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიყიდოთ იმ რაოდენობის იმპორტი რა რაოდენობითაც ხორციელდება არსებულ მომენტში",_ამბობს ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართველებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა (R)საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალში „Vinexpo Bordeaux 2019“-ში მიიღეს მონაწილეობა. ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ქართული პროდუქტი წარადგინეს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილ სტუმრებს ქართული ღვინო დააგემოვნებინეს. 4-დღიანი შეხვედრების განმავლობაში ქართველ მეღვინეებს ჰქონდათ საქმიანი შეხვედრების, ახალი აღმოჩენებისა და ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობა. „საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს შემდგომ განვითარებაში და პროდუქციის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე გატანაში. გვინდა, ხელი შევუწყოთ მათ სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში. Vinexpo Bordeaux 2019-ი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ქართულ ღვინოსთან ერთად, საქართველო გავაცნოთ მთელ მსოფლიოს. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. ფესტივალი Vinexpo Bordeaux არის საერთაშორისო არენა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მეღვინეებისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტებისთვის. ღონისძიებაზე ოთხი დღის განმავლობაში გაიმართა დეგუსტაციები, ვორქშოპები, კონფერენციები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ღვინის სექტორში ინვესტიციების ზრდის პერსპექტივები, ელექტრონული კომერცია ღვინის გაყიდვების გასაზრდელად, კლიმატის ცვლილებების გავლენა ღვინის ინდუსტრიაზე. ღონისძიებას ესწრებოდა 2000 ბრენდის წარმომადგენელი, 150 ქვეყნის 40 000 მონაწილე, 850 საერთაშორისო ჟურნალისტი. კონფერენციის განმავლობაში 45 სამუშაო შეხვედრა და დეგუსტაცია გაიმართა. მათ შორის „ჭოტიაშვილის მარნის“, „ფაფრის ველის“, „ველინოსა“ და „თელავის მარნის“ ღვინოების დეგუსტაცია. (R)   ... ...
  • "ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა, დანარჩენები ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ" _ ქანთარიააზრი გამიჩნდა, რომ ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა, პროცესებს საღად და რეალურად უყურებს, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. ქანთარიას თქმით, დანარჩენები ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ და ფლორიდიდან გარკვეულ გზავნილებს ელოდებიან. „ალბათ ზოგიერთი გამოფხიზლდა, კაცი, ოკეანის პირას ირუჯება, მე კანონი აქ უნდა დავარღვიო, ციხეში მოვხვდე, თავი გავიტეხო და ეგრე როგორ არისო?! მგონი, საღი აზრი იმარჯვებს“, – განაცხადა ნუკრი ... ...
  • ლიბერთის ახალი სოციალური პროექტი "რესტარტი" დაიწყო (R)ლიბერთისა და Impact Hub Tbilisi-ის ერთობლივი პროექტი   სპეციალურად 60 წლის ზემოთ ასაკის ქალბატონებისთვის შეიქმნა და  უფასო ბიზნესტრენინგის კურსზე დასწრებას ითვალისწინებს. კულინარიით გატაცებულ  15 ქალს, Impact Hub Tbilisi უმასპინძლებს.  მონაწილეები   7 კვირის მანძილზე გადამზადებას  და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას შეძლებენ. ცნობილი შეფ-მზარეულები, წარმატებული კულინარული ბიზნესის მფლობელები და გამოცდილი მარკეტოლოგები კურსის მონაწილეებს  გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ასწავლიან ყველაფერს, დაწყებული საკუთარი ბიზნესისა და პროდუქტის  შეფუთვიდან მომხმარებელთან კომუნიკაციამდე. ტრენინგის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეებს  თანამედროვე ბაზრისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები დაეხმარებათ  დამოუკიდებლად წამოიწყონ ან ... ...
  • ლიბერთი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის (EYP) მხარდამჭერია (R)24-27 მაისს ლიბერთის მხარდაჭერით ზუგდიდში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული შესარჩევი კონფერენცია გაიმართება. 100-ზე მეტი მონაწილე ახალგაზრდა, საგანგებოდ შერჩეულ აქტუალურ თემას დაამუშავებენ და საქართველოდან გენერალურ ასამბლეაზე  ერთობლივ რეზოლუციას წარადგენენ.,,მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობა და ზოგადად საზოგადოებრივ პროცესებში მათი ინტეგრირება, ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ,  აღნიშნული კონფერენცია მონაწილეებს  საშუალებას მისცემს განავითარონ კარიერისთვის აუცილებელი უნარჩვევები, გაიღრმავონ ცოდნა და აქტიურად ჩაერთონ მოხალისეობრივ აქტივობებში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. ლიბერთი მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტში ჩაერთვება. ამ პროექტში ჩართულობით კი ჩვენ მხარს ვუჭერთ  თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში ევროპული ფასეულობების გაღრმავებას. ‘’ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ. „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - ე.ა.პ “(European Youth Parliament - EYP) არის საერთაშორისო ორგანიზაციათა ქსელი, რომლის  მიზანს ახალგაზრდებში დამოუკიდებელი სოციალურ–პოლიტიკური აზროვნების დახვეწა, ევროპული ღირებულებების გავრცელება, კრიტიკული აზროვნებისა და დებატების უნარჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ორგანიზაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პატრონაჟით მოქმედებს და მის პროექტებში 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან ჩართულები. ორგანიზაციის წარმომადგენლობა  ევროკავშირსა და მის პარტნიორ 40 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საქმიანობს. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო (ე.ა.პ - საქართველო, EYP Georgia) ამ ქსელს ოფიციალურად 2008 წლიდან ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რაციონში ხორცის არარსებობა ქალს აბერებს

ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, იმისთვის, რომ...

ტვინის დაბერებისგან ვაშლი დაგიცავთ

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

მტრედებზე ნადირობა რომაელებმა მოიგონეს

მტრედების ხოცვა შეძლებული ადამიანების ყველაზე...

კარნავალი ძაღლებისთვის

ცოტა ხნის წინ ჭკუამხიარულმა ბრაზილიელებმა...

რომელია მსოფლიოში უდიდესი ალმასი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...