მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სამართალი

მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

2017 იან 18 00:56:13

რუსთავის #6-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშრებით სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პატიმარი კ.ბ. ჯანმრთელობასთან დაკავშრებული პრობლემის შედეგად გარდაიცვალა:

"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 15.01.2017 წელს დაფიქსირდა მსჯავრდებულის - კ.ბ-ს გარდაცვალების ფაქტი. მსჯავრდებულ კ.ბ-ს, რომელიც რამდენჯერმე ნასამართლევია და მორიგ სასჯელს 2013 წლის აგვისტოდან იხდიდა, დაწესებულებაში შესვლისთანავე არაერთი სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა სხვადასხვა სახის დაავადებები და ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა.

იგი არაერთხელ იქნა გადაყვანილი, როგორც სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში, ასევე, სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ კლინიკებში.

დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი: ბიურგერის დაავადება, ქვემო კიდურების ქრ. არტერიული უკმარისობა, მარჯვენა ქვემო კიდურის კრიტიკული იშემია. ანგიოპლასტიკების შემდგომი პერიოდი, რეაქტიული ართრიტი, პოლინეიროპათია, ქრ. შეგუბებითი პროსტატიტი, საყლაპავის დიაფრაგმული თიაქარი, ქრ. გასტრო-დუოდენიტი, რეფლუქს ეზოფაგიტი, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ფილტვის ტუბერკულოზის გადატანის შემდგომი ნარჩენი მოვლენები, ფქოდი, ემოციურად არასტაბილური პერსონოლიოგიური აშლილობა, სხვადასხვა ნივთიერებების ერთდროლი მოხმარებით გამოწვეული ქცევითი აშლილობები. მსჯავრდებული ანამნეზში აღნიშნავდა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას.

მსჯავრდებულს რამდენჯერმე ჩატარებული აქვს ანტიტუბერკულოზური მკურნალობა; 2012 წელს - თიაქარკვეთა, თიაქარპლასტიკა. 25.02.13 წელს - კლინიკა „ავერსში“ ორმხრივი კროსექტომია, ორმხრივი აღმავალი თრომბოფლებიტის გამო.

24.01.13 წელს კლინიკური მედიცინის კვლევით ინსტიტუტში ჩატარებული აქვს მუცლის აორტისა და ქვედა კიდურების კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიულ რეჟიმში, დასკვნა: მუცლის აორტა და ორმხრივი თეძოს არტერიების დაკონტრასტირებული სანათური ისახება მთელს სიგრძეზე. ორმხრივ ბარძაყის არტერიები ისახება მთელ სიგძეზე. ორმხრივ წვივის არტერიების დაკონტრასტირებული სანათური ვიზუალიზდება პრაქტიკულად მთელს სიგრძეზე. მარჯვნივ წვივის არტერიის დისტალური სეგმენტის და ტერფის მედიალური არტერია არ ვიზუალიზდება.

მსჯავრდებულს ამბულატორიულად გაკეთებული აქვს ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, კოაგულოგრამა, სისხლის გამოკვლევა რევმატოიდულ ფაქტორებზე, ნახველის ბაქტერიოსკოპიული კვლევა, ნახველის ბაქტერიული გამოკვლევა.

28.03.14 წელს ექიმი ფტიზიატრის კონსულტაცია - ნახველის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა მგბ(-) უარყოფითი, ნახველის Genexpert გამოკვლევით მგბ უარყოფითი. ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით მგბ (+) (დათესვა) დადებითი. გაუკეთდა გულმკერდის რენდგენოლოგიური კვლევა. დიაგნოზი: მარცხენა ფილტვის კეროვანი ტუბერკულოზი ინფილტრაციის ფაზაში. პაციენტი ჩაერთო მკურნალობის DOTS პროგრამაში 17.04.14 წლიდან.

08.05.14 წლიდან გადაყვანილ იქნა N19 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მკურნალობდა 15.12.15 წლამდე. გაეწერა დეფინიციით „განკურნება“.

16.10.13 წელს გაკეთებული აქვს ლაპარატომია, გასტროტომია. ?

11.12.13 წლიდან 12.12.13 წლამდე გადაყვანილი იყო შ.პ.ს. „ავერსის“ კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა გამოკლევები: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინის განსაზღვრა, ეკგ, ქვემო კიდურების არტერიების და ვენების დუპლექსსონოგრაფიული კვლევა და ოპერაციული მკურნალობა.

13.03.14 წლიდან 16.03.14 წლამდე ღუდუშაურის სახ. ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გაუკეთდა ოპერაცია ლაპარატომია, გასტროტომია, ენტეროტომია.

28.03.14 წელს „ავერსის“ კლინიკაში ჩაუტარდა ქვედა კიდურების დუპლექს სკანირება. დიაგნოზი: ქვემო კიდურების არტერიების ქრონიკული იშემია;

18.09.2015 წელს ღუდუშაურის კლინიკაში ჩაუტარდა ლაპაროტომია, გასტროტომია;

30.01.2016 – 08.02.2016 წლამდე იმყოფებოდა N18 სამკურნალო დაწესებულებაში;

29.01.2016 წელს მსჯავრდებულს ღუდუშაურის კლინიკაში ჩაუტარდა ლაპაროტომია;

4.02.2016 - ჩაუტარდა გულმკერდის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოტომოგრაფია; დაიგეგმა მაღალტენოლოგიური გამოკვლევა - გულმკერდის კტ კვლევა, რომელიც პაციენტს ჩაუტარდა 21.03.2016 წელს. დასკვნა: მეტატუბერკულოზური ცვლილებები; გულმკერდის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია ჩატარებული აქვს აგრეთვე - 09.04.2016 წელს, 18.05.2016 წელს.

06.04.2016 წელს ჩაუტარდა ექიმ-ფტიზიატრის კონსულტაცია.

07.05.2016 წელს ჩატარებული აქვს ქვემო კიდურების სისხლძარღვების დოპლერულტრასონოგარაფიული კვლევა;

19.05.2016 წელს ჩატარებული აქვს ანგიოლოგის კონსულტაცია;

07.05.2016 წელს გაკეთებული აქვს ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, სისხლის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა, 25.05.2016 წელს ჩაუტარდა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, დაესვა დოაგნოზი: სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი; განმეორებით ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა ჩატარებული აქვს 20.07.2016 წელს, მონაცემები დაფიქსირდა ნორმის ფარგლებში; 27.07.2016 წელს ჩატარებული აქვს ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია;

29.07.2016 წელს ჩატარებული აქვს რევმატოლოგის კონსულტაცია. დაესვა დიაგნოზი: რეაქტიული ართრიტი;

02.08.2016 წელს N18 სამკურნალო დაწესებულებაში ჩაუტარდა სპირომეტრია; დასკვნა: მძიმე მიმდინარეობის ფქოდი; 29.09.2016 წელს ჩაუტარდა პულმონოლოგის კონსულტაცია. დიაგნოზი: TB-ის გადატანის შემდგომი ნარჩენი მოვლენები;

09.09.2016 წლის პაციენტი გადაყვანილ იქნა „ავერსის“ კლინიკაში. მიეცა რეკომენდაცია ოპერაციულ მკურნალობაზე: წვივის არტერიების რეკანალიზაცია, ბალონური ანგიოპლასტიკა.

13.10.2016 წელს – 17.10.2016 წლამდე პაციენტი იმყოფებოდა „ავერსის“ კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა - მარცხენამხრივი მუხლქვეშა უკანა ტიბიალური შუნტირება სისხლძარღვის პროთეზით; ჩაუტარდა სათანადო გამოკვლევები და მკურნალობა. კლინიკიდან გამოეწერა დანიშნულებით;

17.10.2016წ. გადაყვანილი იქნა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც იმყოფებოდა 09.11.2016 წლამდე. უტარდებოდა ანგიოლოგის მიერ რეკომენდებული მკურნალობა; 09.11.2016 წელს პაციენტი დაბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილზე; დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში უტარდებოდა რეკომენდებული მკურნალობა მედიკამენტებით; 29.11.2016 წელს გადაყვანილი იყო ანგიოლოგთან საკონსულტაციოდ; გაუგრძელდა დანიშნული მკურნალობა;

პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა ანგიოლოგის და ფსიქიატრის დანიშნულებით.

14.01.2017 წელს კონსულტირებული იქნა დაწესებულების ექიმის მიერ.

15.01.2017 წელს მსჯავრდებულს მორიგე ექიმის მიერ მიეწოდა დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტი. იმავე დღეს, საღამოს მსჯავრდებული შეუძლოდ გახდა, ექიმი საკანში გამოძახებულ იქნა 19:50 საათზე. ასევე, ადგილზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მიუხედავად ადგილზე გაწეული ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებისა, 20:50 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. დანიშნულია შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ბიოლოგიური სიკვდილის გამომწვევ ზუსტ მიზეზს დაადგენს", _ ნათქვამია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე შვილმა მამა მოკლაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურესამ წუთებში აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პროცესში მონაწილეობს სამი კონკურსანტი, მათ შორის ორი ტელევიზიის  თანამშრომელი ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე. მესამე მონაწილეა ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი. ამ ეტაპზე გასაუბრებას პირველი კანდიდატი გადის. შესარჩევი კომისიის წვერების უმრავლესობა მაუწყებლის თანამშრომელია ერთი კი ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, ვისზე გააკეთებს არჩევანს კომისია. წყარო: ... ...
  • გახარია: "მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი""ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი"_ ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ვანო  მერაბიშვილის შესახებ. ცნობისთვის,  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა. როგორც მან განაცხადა დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერშიშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით  კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშვნელოვანი თემაა.  ეს მოხდა ოქტომბერში. ყველამ გაიგო. დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით  ოფიციალური განცხადება  უკვე გაკეთდა. რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ ღიად, არ დაგვიმალია, საიდან იყო, საიდან მოდიოდა. გითხარით, რომ რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერში. 21-ე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, სამწუხაროდ, მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც,  როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“,_ განაცხადა ვახტანგ ... ...
  • გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარაგალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.   „Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში. გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. "საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და  ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. ჟურნალმა Global Finance-მა, მე-21-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.   Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 189 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 32 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...