ჟურნალისტის ცემისთვის დაკავებულ პოლიციელებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

სამართალი

ჟურნალისტის ცემისთვის დაკავებულ პოლიციელებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

2017 იან 28 01:32:45

ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემაში ბრალდებულ სამივე ყოფილ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, _ აღნიშნულის შესახებ გიორგი გასვიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის ცემისა და მუქარის ფაქტზე სამი პირი გუშინ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 18 დეკემბერს, ტელეკომპანია „იბერია"-ს ჟურნალისტი გიორგი გასვიანი, მისი კუთვნილი ავტომანქანით, ბორჯომში გაემგზავრა, სადაც სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომში" ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარში მონაწილეობა უნდა მიეღო.

დაახლოებით, 24:00 საათზე, ქ. ბორჯომში ჩასულს, მას სავალ გზაზე ავტომანქანა მოუცურდა, რის გამოც მის მანქანასთან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა გაჩერდა, რომელსაც მიხეილ ხუციშვილი მართავდა. ამ უკანასკნელს თან ახლდნენ მეგობრები - პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი. აღნიშნული პირები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, მივიდნენ გიორგი გასვიანის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანასთან და დაუწყეს ცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ხოლო მიხეილ ხუციშვილმა გიორგი გასვიანს თავზე დაადო მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი) და მის მიმართ განახორციელა მუქარა, რაც გიორგი გასვიანის მიერ აღქმული იქნა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების რეალურ საფრთხედ. მიხეილ ხუციშვილმა, ბორის გოგიჩაიშვილმა და პაატა კვინიკაძემ მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეს ცემა, რაც გიორგი გასვიანისგან შეიტყეს, რომ იგი ჟურნალისტი იყო და დაიწყეს მისი დაყოლიება იმაზე, რომ გიორგი გასვიანს აღნიშნული ფაქტი არსად გაემჟღავნებინა. შემდეგ კი მიაცილეს სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომ"-ში.

მიხეილ ხუციშვილის, ბორის გოგიჩაიშვილის და პაატა კვინიკაძის ბრალდებულის სახით დაკავებისას პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი რომ თავისუფლებაში მყოფი ბრალდებულები ზემოქმედებას მოახდენდნენ მოწმეებზე, ბრალდებულები არ აღიარებენ დანაშაულს არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ამასთან მხედველობაში იქნა მიღებული ის ფაქტიც, რომ მიხეილ ხუციშვილმა, ბორის გოგიჩაიშვილმა და პაატა კვინიკაძემ დანაშაულის ჩადენისთანავე სცადეს მისი დაფარვა, კერძოდ მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული გიორგი გასვიანი იყო ჟურნალისტი, დაიწყეს მისი დაყოლიება, რომ არ გაემჟღავნებინა მომხდარი და არ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. დაზარალებული სასტუმროში დატოვეს მას შემდეგ, რაც მიიღეს პირობა, რომ მომხდარის შესახებ გიორგი გასვიანი არსად განაცხადებდა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს მიხეილ ხუციშვილის, ბორის გოგიჩაიშვილის და პაატა კვინიკაძის დაკავების შუამდგომლობით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-მუხლით და 126-მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით", _ აცხადებენ პროკურატურაში.




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებსშავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. „მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, - აცხადებენ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...