ტრანსგენდერის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 13-წლიანი პატრომრობა მიესაჯა

სამართალი

ტრანსგენდერის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 13-წლიანი პატრომრობა მიესაჯა

6 თებ. 2017, 16:01:13

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მურჯიკნელი დამნაშავედ სცნო.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თბილისში, დიმიტრი გულიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გიორგი მურჯიკნელი ნასვამ მდგომარეობაში მის ნაცნობ ტრანსგენდერ ზურაბ (ზიზი) შეყელაძესთან მივიდა, მის მეგობარ ქალბატონსა და ზურაბ შეყელაძეს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის გარკვევის მიზნით. გიორგი მურჯიკნელსა და ზურაბ შეყელაძეს შორის საუბარი ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც გიორგი მურჯიკნელმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ზურაბ შეყელაძეს თავის არეში სამშენებლო ბეტონის ფილა ჩაარტყა, ხოლო შემდეგ სამზარეულოს დანით ყელის არეში რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა.

მათივე ცნობით, ზურაბ შეყელაძე მიყენებული დაზიანებების შედეგად 22 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გიორგი მურჯიკნელი 16 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მურჯიკნელი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან გიორგი მურჯიკნელს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ჰქონდა პირობითი მსჯავრი, სასამართლოს განაჩენით 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გიორგი მურჯიკნელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.




 ახალი ამბები
  • "ბათუმიდან ჩამოვიდა და თოფით მოიკლა თავი" _ თვითმკვლელობა ლანჩხუთშილანჩხუთში, სოფელ გულიანში 40 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც გარდაცვლილის თანასოფლელები ამბობენ, შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. მათი თქმით, ეს ოჯახი გულიანში რუსთავიდან გადმოვიდა საცხოვრებლად. „ვერაფერს ვიტყვით, კონკრეტულად რა გახდა ამ ფაქტის მიზეზი. ბათუმში იყო და იქედან ჩამოსულმა მამამისის კუთვნილი სანადირო თოფით მოიკლა თავი. როგორც ვიცით, რაღაც ფინანსური პრობლემები ქონდა", _ ამბობენ ... ...
  • ურეკი სეზონის დაწყებამდე: „ზღვა აიფოფრა, სეზონის მოახლოებას მღელვარედ ხვდება“ზაფხული მოახლოვდა. ცოტაც და საზღვაო სეზონი დაიწყება. „ურეკი მაისის წვიმის კორიანტელშია.  ზღვაც საკმაოდ აიფოფრა. ეტყობა, მირაჟიდან გამოდის და სეზონის მოახლოებას არა ღელვით,  არამედ მღელვარედ ხვდება და ასეც უნდა იყოს. ბუნება ხომ ყოვლის შემცნობია თავისი იდუმალებით“, _ გვწერს “გურია ნიუსის“ მეგობარი ლალი თავართქილაძე და გაზაფხულის გურიის ზღვისპირა კურორტის ფოტოებს ... ...
  • სასტიკი მკვლელობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში _ ახალი დეტალებიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული ავთო კალანდაძის ახლობელი "გურია ნიუსთან"ადასტურებს, რომ მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა და მოკლულისა და მკვლელის ოჯახებს ფინანსური დავა ჰქონდათ. "იმ გარეწარმა სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა ბიჭს და გაიქცა. გასროლის ხმა ახლომახლო ყველამ გაიგო, მაგრამ ამას ვინ წარმოიდგენდა. სულთმობრძავი ბიჭი ბიძაშვილმა იპოვა. მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, მაგრამ მოსვლა დააგვიანდათ. მერე მამქოლის კლინიკაში გავიქეცით, ექიმის წავიყვანთო-ვიფიქრეთ. იქ გავიგეთ, რომ სასწრაფო უკვე მისულიყო, თუმცა, ყველაფერი გვიანი აღმოჩნდა. მკვლელმა ავთოს დეიდას დაურეკა და უთხრა "გავაგორე თქვენი ავთოო". ოჯახებს შორის კი იყო ფინანსური დავა, მაგრამ ეს უპატიოსნესი ბიჭი რა შუაში იყო. მკვლელი ბაღდათის პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა ის ბანკომატიდან 2000 ლარის მოხსნას და გაქცევას ცდილობდა", _ გვითხრა მოკლული ბიჭის ახლობელმა. რომლის ინფორმაციითვე, საგამოძიებო მოქმედებების მიზნით, ჩოხატაურის პოლიციამ მოითხოვა მკვლელის გადმოყვანა. "მკვლელობის საღამოს ის მკვლელობის ადგილზეც მოიყვანეს", _ გვითხრა მან. შეგახსენებთ, რომ 21 მაისს, ჩოხატაურის სოფელ გუთურში, საკუთარ ეზოში 26 წლის ავთო კალანდაძე მოკლეს. ბაღდათის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლები შ.ჯ. იმავე დღეს დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისსხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით აღძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ქონებრივი ზიანისა და გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე 1 პირი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ორი კომპანიის სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, განხორციელებული 390 000 ლარის ღირებულების ქვიშა-ღორღის ფიქტიური მიწოდებებით, შემსყიდველ კომპანიებს დოკუმენტურად შეუქმნა უკანონო სასაქონლო ნაშთი და დღგ-ს ყალბი აქტივი, რითაც სახელმწიფოს მიაყენა ზიანი 22 881 ლარის ოდენობით. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი, სხვა ორი კომპანიის სახელით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას,  სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით, სწორად არ ასახავდა შემოსავლებსა და ხარჯებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა ზიანი 275 380 ლარის ოდენობით. ასევე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე მუხლის მეორე, 185-ე მუხლის მესამე და 218-ე მუხლის მეორე ნაწილებით. რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  5-დან 8 წლამდე ვადით“,_ ამბობენ საგამოძიებო სამსახურში. ... ...
  • "ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და 1600 ლარი გასტაცა"- ძარცვა მარნეულშიმარნეულში ძარცვის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში, თანასოფლელს - 1943 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 1600 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ა.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამიღო. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“,_ ამბობენ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?