შოთაძის უწყების ახალი სკანდალი: პატრიარქის მკვლელობა არ იგეგმებოდა _ ვინ შეიყვანა პრემიერი შეცდომაში?

სამართალი

შოთაძის უწყების ახალი სკანდალი: პატრიარქის მკვლელობა არ იგეგმებოდა _ ვინ შეიყვანა პრემიერი შეცდომაში?

16 თებ. 2017, 16:07:46

პატრიარქის შესალო მოწმავლის მცელობის და ე.წ. ციანიდის საკნდალურ საქმესთან დაკავშირებით გაზეთი რეზონანსი დღევანდელ ნომერში ვრცელ წერილს აქვეყნებს სათაუირით - ”პროკურატურა: პატრიარქის მკვლელობა არ იგეგმებოდა.

”პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არაპატრიარქის, - აცხადებენ "რეზონანსთან" საუბრისას მთავარ პროკურატურაში და ამბობენ, რომ პროკურატურის განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ არასწორად გაიგეს, რადგან მათ არსად უთქვამთ - პატრიარქი.

"მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ," - განგვიცხადეს მთავარ პროკურატურაში, სადაც აღნიშნავენ იმასაც, რომ არათუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი, საუბარია "ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან".

კონკრეტულად ბრალდებაში ვისზეა საუბარი, ამის შესახებ პროკურატურაში არ საუბრობენ, თუმცა, დიდი ალბათობით საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებია საზოგადოებაში ყველა ილია ||-ის მკვლელობის მომზადებაზე საუბრობს, სასულიერო პირებიც სწორედ პატრიარქზე აკეთებენ აქცენტს, უფრო მეტიც, როდესაც პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი და "ქართული ოცნების" დეპუტატები ღიად აცხადებენ, რომ სწორედ უწმინდესის მოწამვლა იგეგმებოდა, რატომღაც პროკურატურას ამდენი დღის განმავლობაში გარკვევით არ უთქვამს, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობაზე არ არის საუბარი.

"რეზონანსთან" საუბრისას მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ამბობს, რომ მთავარმა პროკურორმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ პატრიარქზე საუბარი არ არის.

"ბრიფინგზე მთავარ პროკურორს ჰკითხეს, იყო თუ არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ილია ||, ირაკლი შოთაძემ უპასუხა, რომ - არა, მე პატრიარქი არსად მიხსენებია. ჩვენ პრესრელიზში, თუ კარგად წაიკითხავთ, წერია, რომ განმცხადებელმა, რომელიც პროკურატურაში მოვიდა, თქვა, რომ უნდა მოეხდინათ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ ციტატა მისი განცხადებიდან მოვიყვანეთ, თორემ უკვე მეოთხე აბზაცში წერია ის, რაც გამოძიებით დადგინდა - ანუ, იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა პატრიარქის გარემოცვიდან და აქ საუბარი არ არის მაღალი იერარქიის წარმომადგენელზე. უბრალოდ განცხადება კარგად არის წასაკითხი. თუმცა არ ვიცი, რატომღაც ასე აიტაცეს და გადაწყვიტეს. "გამოძიებით დადგინდა"-ში რაც წერია, ესაა მნიშვნელოვანი," - ამბობს სუხიაშვილი.

თუკი მაღალ იერარქზე და საერთოდაც პატრიარქზე არ იყო საუბარი, რის საფუძველზე ისაუბრა პატრიარქზე პრემიერმა, თან როდესაც კვირიკაშვილმა თქვა, რომ მას გამოძიებიდან აქვს ინფორმაცია? ამ შეკითხვაზე პროკურატურაში პასუხი არ აქვთ.

"მესმის, მაგრამ ეს (ჩვენი) უწყების ბრალი ნამდვილად არ არის. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ. ვისზეა საუბარი, მე არ ვიცი. მე ვხელმძღვანელობ იმით, რაც მთავარმა პროკურორმა თქვა და რაც ოფიციალურად გვაქვს გაცხადებული," - დასძენს სუხიაშვილი.

პროკურატურის ამ განცხადების შემდეგ, რაც ოფიციალურად იმის უარყოფას ნიშნავს, რასაც დღეებია ხელისუფლებისგან მტკიცებით ფორმაში ვისმენთ, კითხვები უფრო მეტი გააჩინა იმაზე, რატომ კეთდებოდა აქცენტი პატრიარქზე და რატომ ამტკიცებდნენ ამას ხელისუფლების წარმომადგენლები.

საგულისხმოა, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან, რადგან ეს იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული და მას ინფორმაცია სწორედ პროკურატურისგან აქვს, რის გამოც სახელმწიფომ პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანა საქმე და ბერლინის კლინიკაში, სადაც პატრიარქი მკურნალობს, დაცვა გააგზავნა.

ასევე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ "უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა აცილებული თავიდან და ეს არ იქნებოდა დარტყმა არა მხოლოდ ეკლესიაზე არამედ ადარტყმა სრულიად საქართველოზე."

"ოცნების" დეპუტატები, მამუკა მდინარაძეც და ეკა ბესელიაც ანალოგიურად პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობაზე საუბრობდნენ, თუმცა როდესაც "რეზონანსი" შეეცადა მათგან მოესმინა, რაზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა, კომენტარი ვერ მივიღეთ.

მდინარაძემ არც სატელეფონო შეტყობინებებს და არც ზარებს არ უპასუხა, ბესელიამ კი შეკითხვაზე, "საიდან აქვს ინფორმაცია, რომ სწორედ პატრიარქის მოწამვლა იგეგმებოდა და არა სხვისი?" - მოგვწერა, რომ "უკვე საუბრობენ კიდეც საჯაროდ და პროკურატურამაც ისაუბრა", დანარჩენს კი გამოძიება გვეტყვის.

"მე რაც ვთქვი, ის ვთქვ! კარგად ვიცი, რასაც ვამბობ და სად გადის პრეზუმფციის ზღვარი," - მოგვწერა ბესელიამ.” - წერს რეზონანსი

შეგახსენებთ რომ განცხადება ’ციანიდის საქმეთან” დაკავშირებით მთავარმა პოკურორმა ირაკლი შოთაძემ 13 თებერვალს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, მას შემდეგ რა გადაცემა პ.ს-იდან გახდა ცნობილი რომ დაკავებულია დეკანოზი მამა გიორგი მამლაძე. ბრიფინგზე მთვარმა პოკურორმა შემდეგი განაცხადა ”აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა” - (http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1137)

სწორედ ამ განცხადების შემდეგ გააკეთეს პრემიერ მინისტრმა რამოდენიმე მინისტრმა და უმრავლეოსბის წევრება საგანგებო განცხადებები, რომ ქვეყანამ უდიდესი უბედურება ავიცილა თავიდან და აღკვეთილია ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული - ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა. მმართველი გუნდის ლიდერებსი განცხადებები აღქული იქნა როგოც პატრიარქის სიცოხლის ხელწყოფის მცდელობა. 13 თებერვლის შემდეგ ეს პიველი შემთხვევაა როდესაც პოკურატურის წრამომადგენელი ღიად აცხადებს რომ შოთაძეს საუბარი არ მაღალი იერარქიის სასილიერო პირზე. შესაბამისად ჩნდება კითხვა რატომ გახდა საჭირო პრემიერი და ვიცე პ[რემიერი საგანგაბო განცხადებები გაკეთება და რატომ გაძლიერდა პატრიარქის დაცვა, რისთვისაც ბერლინში სდსს უფროსი ანზორ ჩუბინიძე პირადად ცავიდა. ასევ ჩნდებ კითხვა რის საფუველზე აკეთებდნე განცხადბებს საპარლამნტო უმრავლესობის ლიდერები რომ თავიდნა იქნა აცილებული პატრიარქის მოწამვლა.

წყარო: პირველი რადიო



 ახალი ამბები
  • ლარი ისევ გაუფასურდა - სებ-ის ახალი კურსიეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდა. სებ-მა ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, 1 აშშ დოლარი  3.2897 ლარი გახდა. კურსი კი რომელიც დღეს მოქმედებდა 3.2641 ლარი იყო რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8292 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8226 ლარი იყო დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ ... ...
  • აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი''აფხაზეთის თასი 2020'' (R)მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ პარკ'' მზიურის''საფეხბურთო სტადიონ ''მასტერ კლას-არენაზე'' დაიწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 5 გუნდი მონაწილეობს: თბილისის ''თბილისი'', ზესტაფონის ''მარგვეთი'', ზუგდიდის ''ოდიში'', ბათუმის ''აჭარა'' და გორის ''დილა''. გუნდების შემადგენლობაში, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებული ვეტერანები არიან. ტურნირის პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისის''თბილისსა'' და ზესტაფონის ''მარგვეთს'' შორის და იგი მასპინძელთა გამარჯვებით, 7:4 დასრულდა. ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართება 26 სექტემბერს, 12:00 საათზე. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი გადაეცემა. აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიღვნილი ტურნირი 2016 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება.    ... ...
  • "მეხანძრე მაშველს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო" _ ჭიჭინაძე“პოლიციის ზემდეგ, ზაურ გოგიაშვილს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი  და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო. მიზეზი: როგორც მეხანძრე- მაშველი, ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფესიის მოთხოვნებს. ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანებს, ვისაც  23-25 წელი აქვთ ნამსახურები მეხანძრე- მაშველად და პენსიამდე კიდევ 10 წელი რჩებათ, დღეს, ახალი სამსახურის დაწყების პერსპექტივის,  ელემენტალური საარსებო მინუმუმის გარეშე და  ბანკების ვალებით  აბსოლუტურად ბედის ანაბარა აღმოჩნდნენ დატოვებული. საქმე კი იმაშია, რომ 2008-2019 წლებში  სამაშველო და სახანძრო სამსახურები გადაცემული იყო ადგილობრივი თვითმმართველობს ორგანოების  დაქვემდებარებაში. 2019 წელს ისევ დაუბრუნდნენ შსს სტრუქტურა, რის გამოც 55 წლის ასაკის ადამიანებს პენსიაში უშვებენ, მაგრამ ძალოვნებისთვის კუთვნილი პენსიის გარეშე!  ანუ,  გამოდის, რომ სახელმწიფო მათ უბრალოდ პარავს საკუთარი ნამოღვაწარის  11 წელს, რადგან ამ ადამიანებს  ეს პერიოდი არ ეთვლებათ,  როგორც გასამხედროებული სამსახური  20 წლის სტაჟის პირობებში. ამ ყველაფერს კი, შესაბამის სტრუქტურებში უბრალოდ არ იმჩნევენ, ან შეგნებულად ხუჭავენ თვალს.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. თავად ზაურ გოგიაშვილის განცხადებით კი,  მის უკან ათეულობით ადამიანი დგას, რომელთაგან ზოგი ხმას ვერ იღებს, რადგან ეშინიათ, ზოგის ოჯახის წევრები კი, სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ და მათაც ასევე ეშინიათ, რომ ისინიც უმუშევრები არ დარჩნენ. ამას გარდა, ზაურ გოგიაშვილის განცხადებით, სახანძრო მანქანების დიდი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია და ხშირად უწევთ შეკეთება, სპეციალური ტანისამოსი ორ წელზე მეტია არ გამოუცვლიათ, საკვებად კი ყოვლედღიურ რაციონში შედის ორი კონსერვი, ჩაი და შაქარი და ეს ყველაფერი პურის გარეშე. ... ...
  • საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობსსაქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნაკეთობების რეალიზაცია უკვე www.amazon.com-ზე ხორციელდება. წარმოებული პროდუქტის გამრავალფეროვნების მიზნით განხორციელებულმა ინვესტიციამ 58,000 დოლარი შეადგინა. წარმოების პროცესში 13 ადამიანია ჩართული. ბრენდი 5 სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ესაა ხელნაკეთი წიგნის დამჭერები. „თილისმა“ ამაზონის გარდა პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასაც გეგმავს. „საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდ „თილისმა“ -ს მიეცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გააფართოვოს წარმოება სხვადასხვა სახეობის ხის ნაკეთობების რეალიზაციით. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესების წახალისებას, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ ისინი და შეიტანონ საკუთარი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • ჭრილობასთან უსათუთესი, თოფთან_ მეომარი _ საქართველოში პირველი ბაზიერი ქალბატონი იუბილარიაოზურგეთელი   ქალბატონი, კლარა  თავართქილაძე სულ მალე 80 წლის ხდება, 57 წელი კი მარტო სამედიცინო სფეროში მუშაობის სტაჟი აქვს. ოზურგეთის  სამედიცინო სასწავლებლის  დამთავრების  შემდეგ, გასული საუკუნის 50-იან წლებში, მუშაობა ოზურგეთის (მაშინდელი მახარაძის) რაიცენტრალურ საავადმყოფოში დაიწყო, ქირურგიულ განყოფილებაში,   შემდეგ  კი ბავშვთა ქირურგიული საავადმყოფოს საოპერაციო ბლოკში გადაინაცვლა და ასე გალია ,თითქმის , 60 წელი მედდად მუშაობაში. როგორც გვიამბობს, მუშაობდა რესპუბლიკაში ცნობილი  ექიმების გვერდით და არცერთი სიკვდილის ფაქტი    საოპერაციო მაგიდაზე  არ მომხდარა. _ ექვსი და-ძმა ვიყავით. მამა ომში დაიღუპა. ერთმანეთი გაზარდეს ჩემმა და-ძმებმა. მე , როგორც ნაბოლარას, დედაც და და-ძმებიც მანებივრებდნენ. ყველაზე დიდი  გატაცება  ჩემი ბაზიერობა იყო, რასაც  13 წლის ასაკიდან ისეთი ლტოლვით ავეკიდე, რომ დღესაც ჟრუანტელი მივლის. დამჭერ მტაცებელ ფრინველზე ნადირობა, გურიაში,  ნებისმიერ   პოპულარულ სპორტზე მეტი ჟინით გამოირჩეობდა.   ჩვენ უამრავი ახალგაზრდა დავიხსენით   ხეტიალისგან თუ ნარკოტიკისგან,  ბაზიერობის დაინტერესებით, _ გვიამბობს ქალბატონი და პირველ ნაბიჯებს იხსენებს, როგორ გაჰყვა 13 წლის ასაკში ძმებს დამჭერ მტაცებელი ფრინველზე სანადიროდ. .. შემდეგ გახდა მაშინდელი მახარაძის მონადირეთა საზოგადოების სექციის წევრი და როგორც ქალი ბაზიერი,   მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, ყურადღების ცენტრში მოექცა. _მე მედდად ვმუშაობდი,   თან ამ უდიდესი საქმის, ბაზიერობის ტრფიალი ვიყავი. როგორც ცნობილია,   ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების   ადათ-წესებთან შესისხლხორცებული იყო ბაზით ნადირობა. თუმცა ქალ ბაზიერს ნაკლებად ნახავდით, _ გვიამბობს კლარა თავართქილაძე და იხსენებს მაკვანეთის ტერიტორიაზე გორმაღალას ფერდობს, სადაც უმეტესად   ხდებოდა მიმინოს  დაჭერა. _ ეეე,  „ნაპერტყულებს“ ვიჭერდით  ჩვენ, ჩოხატაურელებს  და ლანჩხუთელებს რომ გამოექცეოდათ. ისინი აქეთ ნაკლებად გამოუშვებდნენ კარგ მიმინოს და  თუ გამოექცეოდათ, ჩვენც მუდამ იმის ცდაში ვიყავით, როგორმე საუკეთესო მიმინოს დაჭერა მოგვეხერხებინა. მაინც მოხდა ისე, რომ მე მყავდა თეთრზე თეთრი, დედოფალი მიმინო, რითაც 1972 წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი, 100 ქულა მისცეს მსაჯებმა. მიმინოს   დასაჭერად   ძირითადად  ღაჟოს ვიყენებდით. მას ჯერ გალიაში ვათავსებდით,    თვალებზე ტყავს ვაწებებდით, რომ ცაში გაშვების დროს,   მიმინო ვერ დაენახა.  როცა  გორმაღალას სეზონს ვიწყებდით, აგვისტოს ბოლოს, აი, მაშინ, როცა გადაფრენისთვის ემზადებიან    ფრინველები, მონადირეები და მათთან ერთად  მეც ,  დილაადრიან მივდიოდით.   ვამაგრებდით მუქი ფერის ძაფისგან მოქსოვილ ბადეს, რომლის შუაგულში ღაჟოს   ვათავსებდით.  აი, როცა მიმინო გამოჩნდებოდა და შურდულივით   დაეშვებოდა ღაჟოს მიმართულებით, მონადირის მარიფათზე  და სისწრაფეზე  იყო დამოკიდებული, რა სწრაფად  დაიჭერდა ღაჟოზე დამცხრალ მიმინოს. შემდეგ , სახლში   წამოყვანილი მიმინოს  მოთვინიერების უმთავრესი პროცედურა  იწყებოდა თვალების ამოკემსვით, _ ამბის  თხრობას ისე განაგრძობს ქალბატონი კლარა, კარგ ორატორს შეშურდება.    ალბათ, ბაზიერთა სკოლა რომ არსებობდეს, უკეთეს ლექტორს  ვერც ინატრებდა კაცი. იხსენებს, რომ პირველივე შემთხვევაზე  დაჭერილი მწყრის ტვინს აჭმევდნენ მიმინოს, რომელიც მას ყველაზე  ძალიან მოსწონს.  ისე კი წელიწადში, რვათვიან მიმინოს 17 კილოგრამი ხორცი სჭირდებოდა. _ ქალი ბაზიერი, რაც მე ეს საქმე დავიწყე,  სამი წლის შემდეგ  გამოჩნდა ჩოხატაურიდან,   გიული ბერძენიშვილი.      მასთან ერთად,  1970 წელს თბილისში,   „ლოკომიტივის“ სტადიონზე, დამჭერ ფრინველთა  მეორე რესპუბლიკურ გამოფენა-შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.   აქ   გუნდური შეჯიბრი   იყო. 1971  წელს კი ჩოხატაურში გამართულ  დამჭერ ფრინველთა მესამე რესპუბლიკურ გამოფენაზე პირველი ადგილი მოვიპოვე. გუნდურში კი ჩოხატაურელებმა იმარჯვეს. მათ ბადალი ნაკლებად ჰყავთ ამ საქმეში. ძნელია,   გავიხსენო, ყველა გამოფენა თუ შეჯიბრი, რომელშიც ცხოვრების მანძილზე მივიღე  მონაწილეობა და მუდამ მაღალი  შედეგები მქონდა. გორმაღალაზე სიარულს ბოლო ათი წელია, თავი დავანებე, რადგან გულის ოპერაცია გავიკეთე და ახლა უფრო შორიდან ვადევნებ   თვალს ბაზიერთა  საქმიანობას, -სინანულით ამბობს ქალბატონი კლარა და ვერ იხსენებს სიგელების და მედლების რაოდენობას,   რითაც  საუკეთესო ბაზიერობისთვის დააჯილდოეს. თუმცა ის კარგად ახსოვს, რომ ხუთჯერ იყო საქართველოს  დამჭერ   ფრინველთა გამოფენა-შეჯიბრის   ჩემპიონი. კლარა თავართქილაძეს ოჯახი არ შეუქმნია. არც კითხვას გაურბის, თუ რატომ მოხდა ისე, რომ უმშვენიერესი გარეგნობის, განათლებული, სპორტსმენი  ქალბატონი  არ დაოჯახდა. _ ბედის საკითხიაო, რომ იტყვიან, არც მთლად მასეა. რატომღაც, იმდენად ბუნების შვილი ვიყავი, იმდენად კაცურ საქმეში გადართული, განსაკუთრებით ბაზიერობის მხრივ, ადვილად ვერც მელაპარაკებოდნენ ამ საკითხზე. არ ვიცი, რატომ ხდებოდა ასე... თოფს ისე ვისროდი, როგორც კაცი, იარაღთან მეომარი ვიყავი,  თუმცა მგრძნობიარე და  უსათუთესი ჭრილობასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ფრინველი იქნებოდა ეს თუ ადამიანი. აკი, გითხარით, ნახევარ საუკუნეზე მეტი,  ქირურგიულ განყოფილებაში ვიმუშავეთ და ადამიანის, ბავშვის სიკვდილის შემთხვევა არ გვქონია.  ან ის როგორ შეიძლებოდა, ჭრილობა დაჩირქებოდა ვინმეს? ყველაზე მწარედ და გაუნელებელი   ტკივილით  მახსოვს, გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო, თუ არ ვცდები, წვერმაღალასთან   მატარებლები შეეჯახნენ ერთმანეთს. სამგზავრო და  საწვავის  გადამზიდი. აი, მაშინ ვნახე საშინელება, ბევრი გარდაცვლილი, დამწვარი, რომლებსაც ვერ ვუშველეთ. დღესაც მტკივა, მიძნელდება იმ საშინელი სურათის გახსენება, _ ტირილს ვერ იკავებს ქალბატონი. კლარა თავართქილაძე მიიჩნევს, რომ უდიდესი იყო საქმე, რომელსაც საავადმყოფოში ემსახურებოდა -  ავადმყოფობას და სიკვდილს იმდენი ადამიანი გადაარჩინეს მან და მისმა კოლეგებმა, მისივე თქმით, სათვალავი არ აქვს.  ხოლო ბაზიერთა გუნდში ყოფნისას, უფრო მეტი ახალგაზრდა დაიხსნეს უსაქმურად ხეტიალისგან, რასაც, საბოლოოდ, ისინი ციხის კარებთან მიჰყავდა. ქალი მედიკოსი და ქალი ბაზიერი, რომელიც მალე 80 წლის გახდება, სამეზობლოში ახლაც ისე მზადაა  სხვადასხვა მედიკამენტებით სავსე,  საოჯახო თუ საველე აფთიაქით, როგორც ათეული წლების წინ იყო. _ ეს რომ არ გვყავდეს, რა ეშველება ფარნავაზ მეფის ქუჩის სამეზობლოს? ძველებურად მხნე, დაუზარელი,  ენით მოგარჩენს, სხვა რომ არაფერი. შეკრება-საღამოები ხომ მისი მოგონილია. აინტერესებს, რომელ ოჯახში რა უჭირთ, ვინმე ავად ხომ არ არის. 80 წლის ქალბატონს თანაკლასელები, რომლებიც  ცოცხლები არიან,  „სმენაზე ყავს დაყენებული“.   თვე არ გავა, რომ არ შეიკრიბონ ან ერთმანეთს არ შეეხმიანონ. მაგის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. 25 წლის ახალგაზრდას გააკვირვებს თავისი ენერგიულობით და შემართებით.  რაღაც მიზიდულობა აქვს. სულ მასთან  მივდივართ.  რომ ვერ ვნახავთ, რაღაც გვაკლია იმ დღეს, - სამეზობლოს სახელით გვესაუბრება პედაგოგი, ნატო ნიკოლაიშვილი. ქალბატონი კლარა კი შენიშვნას აძლევს, რა ამბავია ამდენი ქება, ადამიანი იმიტომ მოდიხარ ქვეყნად, ადამიანი და საქმე გიყვარდეს, საქმეში  კი გული ჩადო და თუ ასე იზამ, სიცოცხლეს და კეთილ საქმეს დასასრული არ  ექნებაო. „გურია ნიუსი“ 80 წლის იუბილეს ულოცავს  კლარა თავართქილაძეს _ მედიკოსს, პირველ ბაზიერ  ქალბატონს და ქვეყნის  ხუთგზის ჩემპიონს ამ საქმეში.  ქალბატონს,  რომელმაც თავისი პროფესიებით,  შეუფასებელი ამაგი  დასდო ადამიანის  განკურნების  და  ახალგაზრდა თაობების  ქუჩის გავლენისგან და დანაშაულში ჩათრევისგან  დახსნის  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...