საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნა არაკონსტიტუციურად სცნო

სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნა არაკონსტიტუციურად სცნო

17 თებ. 2017, 18:00:28

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 41-ე პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე, 3 წლის ვადით იმ პირის განმწესებას ითვალისწინებს, ვინც არის ყოფილი ან მოქმედი მოსამართლე და აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპალაციო სასამართლოს მოსამართლის, ომარ ჯორბენაძის სარჩელის საფუძველზე მიიღო, რომელიც სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ იყო შეტანილი.

როგორც ჯორბენაძე ამბობს, გამოსაცდელი ვადით მოსამართლის დანიშვნა ქმნიდა მითქმა-მოთქმის საფუძველს, რომ სხვა პირებს შეეძლოთ ეს ვადა  თავიანთი მიზნებისათვის გამოეყენებინათ.

"აღნიშნული გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა ჩემ მიერ 2015 წლის 22 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი #659 სარჩელთან დაკავშირებით. 

აღნიშნული სარჩელი შეტანილი იყო მხოლოდ ჩემს მიერ. ამას ადასტურებს თვით გადაწყვეტილების სათაური "საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". არც ერთი სხვა სუბიექტს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, აღნიშნული მოთხოვნით არ მიუმართავთ. 

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მასმედიის ზოგიერთ საშუალებაში საკითხი გაშუქდა ისე, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სხვა სუბიექტების საჩივარი", _ აღნიშნავს ჯორბენაძე.
მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ასევე ვენეციის კომისიის მიერ მიჩნეულია მოსამართლის უვადოდ განმწესება.

"აღნიშნული ორგანოები მიუთითებენ სასამართლოს დამოუკიდებლობის 3 ძირითად გარანტიაზე: 
1.
მოსამართლის უვადოდ (ხანგრძლივად, მაგალითად საპენსიო ასაკამდე) დანიშვნა; 
2.
მოსამართლედ მუშაობის პერიოდში ღირსეული ანაზღაურება, რომელიც არ გახდის მოსამართლეს დამოკიდებულს ხელისუფლების სხვა შტოზე ან ნებისმიერ სხვა პირზე; 
3.
მოსამართლის ვადის ამოწურვის შემდეგ (მაგ., საპენსიო ასაკი) ან მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ (მაგ., ავადმყოფობის გამო) მისი (მოსამართლის) სათანადო სოციალური (საპენსიო) უზრუნველყოფა.

ამ სამივე კომპონენტის ერთობლიობა აუცილებელია იმისათვის, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიცვლება არასწორი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ყველა პირი მიუხედავად გამოცდილებისა და სტაჟისა, ინიშნებოდა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით, რაც ქმნიდა მითქმა-მოთქმის საფუძველს, რომ სხვა პირებშეეძლოთ გამოსაცდელი ვადა გამოეყენებინათ თავიანთი მიზნებისათვის. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ადგენს, რომ მოსამართლე თანამდებობაზე განმწესდება უვადოდ. ეს არის წესი. კონსტიტუციამ დაუშვა ასევე მოსამართლის თანამდებობაზე განმწესება გამოსაცდელი ვადით გამონაკლისის სახით, ხოლო დღემდე არსებული პრაქტიკით "წესი" იყო გამოსაცდელი ვადით დანიშვნა, ხოლო "გამონაკლისი" უვადოდ დანიშვნა. აქვე აღვნიშნავთ, რომ უვადოდ განმწესება არათუ გამონაკლისი იყო, არამედ საერთოდ არც ერთი მოსამართლე არ დანიშნულა უვადოდ (უვადოდ დაინიშნა მხოლოდ 12 მოსამართლე, მაგრამ მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მათ გაიარეს 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა). ანუ კონსტიტუციით დადგენილი წესი იყო აბსოლუტურად უგულვებელყოფილი. სწორედ ეს მიდგომა მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად. 

ეს არის ჩემი აზრით ისტორიული გადაწყვეტილება, როდესაც ერთმა მოქალაქემ (მოსამართლემ) შეძლო მოეგო დავა სახელმწიფოსთან და მიეღწია კონსტიტუციის აღსრულებისათვის. ჩემ მიერ სარჩელის შეტანის მიზანი არ გახლადათ რომელიმე ჯგუფის მოსაზრების მხარდაჭერა, არამედ იგი მიზნად ისახავდა მხოლოდ იმას, რომ აღსრულებულიყო კონსტიტუციის მოთხოვნები. მოსამართლე, რომელიც ვერ შეძლებს თავისი ინტერესის დაცვას, რა თქმა უნდა იგი ვერ შეძლებს სხვა მოქალაქის ინტერესის დაცვასაც. ეს არის ამ გადაწყვეტილების ძირითადი არსი. როგორც წმინდა ავგუსტინე ამბობდა "ჭეშმარიტება შეიძლება დროებით დაიჩაგროს, მაგრამ მისი საბოლოო დამარცხება შეუძლებელია", _ აღნიშნავს ომარ ჯორბენაძე.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსამართლის განსაზღვრული ვადით განმწესება უკავშირდება პირის იმ მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებების გამოკვლევას, რომელთა შესწავლაც რთული იქნება მოსამართლის პრაქტიკული საქმიანობის გაანალიზების გარეშე, თუმცა არსებობენ ისეთი მოსამართლეობის კანდიდატები, რომელთაც უკვე აქვთ მოსამართლედ საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება. შესაბამისად, შესაძლებელია შეფასდეს მათი წარსულში განხორციელებული სამოსამართლო საქმიანობა და ამ გზით დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა მოსამართლის თანამდებობის მაღალ სტანდარტებთან.

ამდენად, ისეთი პირების მიმართ, რომელთაც უკვე აქვთ 3 წლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება და ობიექტურად შესაძლებელია მათი საქმიანობის შესწავლა, სადავო ნორმით განსაზღვრული ვადის დამატებით დაწესება, ზედმეტ, დაუსაბუთებელ ბარიერად იქნა მიჩნეული და არაკონსტიტუციურად გამოცხადდა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის მიზნებისთვის არანაკლებ 3 წლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები და ის კანდიდატები, რომელთაც ასეთი გამოცდილება არ გააჩნიათ, არსებითად უთანასწორო პირებს წარმოადგენენ. ხოლო სადავო ნორმა განსაზღვრული ვადით მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის საერთო წესის დადგენით მათ თანასწორად ეპყრობა ამის ობიექტური საჭიროების გარეშე და, ამდენად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა, რომ რიგ შემთხვევებში, თუ მოსამართლის საქმიანობის განხორციელებიდან ხანგრძლივი ვადაა გასული ან სხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, მისი წარსული საქმიანობის შეფასება შეუძლებელი ან რთულად განსახორციელებელი იყოს. ამასთანავე, მოსამართლეობის კანდიდატის წარსული საქმიანობის შეფასების განხორციელება საჭიროებს სათანადო წესის საკანონმდებლო რეგლამენტაციას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონმდებელს უნდა მიეცეს გონივრული ვადა, რათა მან შეასრულოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და შეიმუშაოს ისეთი საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, დაცული იყოს პირის კონსტიტუციური უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, არ მოხდეს საჯარო ინტერესის დაზიანება, კერძოდ, გამოირიცხოს იმის რისკი, რომ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განმწესდნენ ამისთვის შეუსაბამო კანდიდატები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2017 წლის პირველი ივლისიდან.

ამავე თემაზე:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ორი კანონის გაუქმებას ითხოვს




 ახალი ამბები
  • თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" გაიხსნა (R)ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" იწყებს ფუნქციონირებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია. საწარმო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ტერიტორიაზე განლაგდა. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რიცხვი 50-მდე გაიზრდება. აქ ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები დასაქმდებიან. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ 2 საწარმოო ხაზს მოიცავს. პირბადეების ე.წ Mელტ Bლოწნ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით იწარმოება და 99%-იან დაცვას უზრუნველყოფს. საწარმოში პირველი პროდუქციის წარმოება იწყება სახელწოდებით - „Fაცეგუარდ", რომელიც პირველ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის" წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. „არსებულ რეალობაში თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელთა მიზანიც ჩOVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაა. აღნიშნული მიმართულებით, თიბისი არაერთი პროექტის როგორც ავტორი, ასევე პარტნიორია. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის" წარმოებული პირბადეები, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი პროდუქციაა. ამასთანავე, თიბისისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. ... ...
  • ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის" მიერ 2 მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა(R)ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის" მიერ 2 ახალი საავადმყოფო გაიხსნა.  მრავალპროფილური, უმაღლესი სამედიცინო აპარატურითა და პროფესიონალი კადრებით აღჭურვილი ფოთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდი", ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო. ამოქმედდა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამშობიარო სახლი, სადაც თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია მოეწყობა. ფოთის მოსახლეობა რეაბილიტირებულ გარემოში შეძლებს სრული ამბოლატორიული და სამეანო-გინეკოლოგიური სერვისის მიღებას. პირველ ეტაპზე საავადმყოფო 19 საწოლით აღიჭურვა, რამდენიმე თვეში კი საწოლების რაოდენობა 54-მდე გაიზრდება. სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგიული ოპერაციები და კომპიუტერული რენტგენოლოგიური კვლევები ჩატარდება. აქვე იფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება და ემერჯენსი, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური ბოქსირებული  განყოფილებები. საავადმყოფო აღჭურვილი იქნება საკუთარი სამედიცინო ტრანსპორტით.  ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდი" პირველ ეტაპზე  ინფექციური განყოფილების (ცხელების ცენტრი),  შემდგომ კი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას. კლინიკა აღჭურვილია 10 ბოქსირებული პალატით, 3 ინტენსიური დაკვირვების სივრცით, თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიითა  და ლაბორატორიით, რომლებიც მწვავე ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.  კლინიკა „ბომონდი" დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა. კლინიკა 2001 წელს, გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ დააარსა. თავდაპირველად „ბომონდი" სამშობიარო სახლს და გინეკოლოგიურ ცენტრს აერთიანებდა, დღეს კი მრავალპროფილური, AC-ტიპის სამედიცინო დაწესებულებაა.  თიბისი ჯანდაცვის სექტორის N1 მხარდამჭერი ბანკია. ამ მიმართულებით თიბისის მიერ დაფინანსებული ბაზრის წილი 37.1%-ია.  ... ...
  • ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება _ დეტალებისაქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით დაუსუბსიდირებს სესხის 4%-ს. ამის შესახებ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს. გარდა ამისა,  იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს - 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე; სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარს შეადგენს. ... ...
  • მთავრობა მოქალაქეებს წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხების 4%-ს დაუსუბსიდირებსმთავრობა მოქალაქეებს 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს ყველა იმ იპოთეკური სესხის 4%-ს, რომელსაც 2020 წლის ბოლომდე აიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ბოლო 2 წლის განმავლობაში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია გაფორმებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ხალხს შუა გზაზე ვერ მივატოვებთ. ვერ მივატოვებთ ვერც სამშენებლო კომპანიებს ბედის ანაბარა. დავეხმარებით მოქალაქეებს, რომელთაც განიზრახეს, ან უკვე შევიდნენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში; ან უკვე საკონტრაქტო ვალდებულებები აქვთ, ან უკვე აქვთ რამე დანაზოგი, რომლითაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სურთ“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • "ისტორიული მინიმუმი" _ საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში 7%-მდე შემცირდება მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. „არაერთ სექტორთან, არაერთი კომუნიკაციის შემდეგ ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის შემდეგ შევჯერდით, რომ დღეს დეველოპერული სექტორი დგას შემდეგი გამოწვევების წინაშე. პირველი ეს არის შემცირებული გაყიდვების მოცულობა, მეორე - მშენებლობის დასრულების რისკების ზრდა და ეს ყველა კრიზისისთვის დამახასიათებელია, მესამე- საცხოვრებელი ფასების მერყეობა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საცხოვრებელ ბინებზე ფასების მერყეობა ზრდის არა მხოლოდ დეველოპერული სექტორისთვის სირთულეებს, რაც თავის მხრივ გამოწვევაა, არამედ ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება გახდეს. მეოთხე ეს არის თავად სამშენებლო კომპანიების წვდომა ფინანსებზე. ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენ - საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, სექტორმა ერთობლივად შევიმუშავეთ სექტორის მხარდაჭერის შემდეგი ღონისძიებები: პირველი - ვთანხმდებით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა სექტორისთვის არის შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ჩვენ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია დეველოპერულ სექტორში მოთხოვნა გავზარდოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინების შესყიდვა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის საქართველოს მთავრობა განახორციელებს იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული აქვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეთავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს უძრავი ქონების შესაძენად“, - განაცხადა ლილუაშვილმა. რაც შეეხება კონკრეტულად სუბსიდირების ნაწილს, როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, „მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს ლარში აღებულ სესხებზე მსგავსად დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა“. „რა თქმა უნდა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლოვობა 10 ან 15-წიანი იყოს, პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს. შესაბამისად, სახელმწიფო სწორედ აქ ეხმარება მას, რომ საპროცენტო ხარჯი შუმსუბუქოს და დაეხმაროს“, - განაცხადა ლილუაშვილმა. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?