სტატისტიკური მარათონი

სამართალი

სტატისტიკური მარათონი

2012 ივლ 28 13:18:20

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციას უპასუხა არა სისტემური ცვლილებით არამედ შინაარსობრივად განსხვავებული მშრალი სტატისტიკით. ცხადია, სასამართლო არ ცნობს და არ აღიარებს საკუთარ სისტემაში არსებულ იმ ნაკლოვანებებს, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მწვავე კრიტიკის საბაბი ხდება.

საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მონიტორინგის შედეგები 23 ივლისს გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მონიტორები 6 თვის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს 520 სისხლის სამართლი საქმის განხილვას. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეებიდან არც ერთზე არ დამდგარა გამამართლებელი განაჩენი. სერიოზულ პრობლემად რჩება მოსამართლეთა მიუკერძოებლობა და არაობიექტურობა, _ აღნიშნავს მონიტორინგის შედეგებზე საუბრისას საია-ს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.

24 ივლისს, საია-ს პრესკონფერენციიდან მეორე დღეს უზენაესმა სასამართლომ ახალი და აბსოლუტურად განსხვავებული სტატისტიკა გააცნო საზოგადეობას. საია-ს მსგავსად კვლევის პერიოდი გასული 6 თვე იყო.

სასამართლოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით მდგომარეობა ყველა თვალსაზრისით გაუმჯობესებულია წინა წელთან შედარებით. ისევე, როგორც წინა წლის მონაცემები სჯობდა შარშანწინდელს.

სტატისტიკის მიხედვით 2012 წელს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 1086-ით ნაკლებ ადამიანს.

მსჯავრდებულია 2692 პირი, ანუ 27,9 %-ით ნაკლები გასულ წელთან შედარებით.

საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა შეეფარდა 7-ჯერ უფრო მეტ პირს.

რაც შეეხება გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკას , ამ გრაფაში ვკითხულობთ, რომ გამართლებული პირების ხვედრითი წილი არსებითად განხილულ საქმეებში 9,6 % შეადგენს.

"გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობაც. 2012 წლის 6 თვეში გამამართლებელი განაჩენი გამოტანილია 83 პირის მიმართ, რაც წინა წლის მონაცემს 64 პირით, ანუ 3,4-ჯერ აღემატება," _ ვკითხულობთ უზენაესის სასამართლოს ვებგვერდზე.

სტატისტიკის მიხედვით კვლავ მაღალია საპროცესო განაჩენების რაოდენობა და ის 88% -ს აღწევს.

აღნიშნული სტატისტიკის "ადმინისტრაციული საქმეების "ნაწილი ფაქტობრივად ამყარებს ივნისის დასაწყისში "საერთაშორისო - გამჭვირვალობის მიერ ჩატარებული მონიტორინგის რეზულტატს, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული დავები ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ წყდება. სასამართლოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა ფიზიკური პირის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანეს 1302 საქმეზე, მაშინ როდესაც 2564 საქმე ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ გადაწყდა. კასაციაში ეს მდგომარეობა იცვლება და როგორც სტატისტიკა აჩვენებს აქ კერძო პირს გამარჯვების მეტი შანსი აქვს.

უზენაესმა სასამართლომ არასამთავრობოებს საკუთარი კვლევებით უპასუხა ერთი თვის წინაც.

ივნისში ორმა არასამთავრობო ორგანიზსაციამ საია-მ და "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ" სასამართლო მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. საია, რომელიც კვლევას სისხლის სამართლის საქმეებზე ატარებდა, მიუთითებდა ისეთ სისტემურ პრობლემებზე როგორებიცაა მოსამართლეთა მიკერძოებულობა, არაობიექტურობა, გამამართლებელი განაჩენების ნაკლებობა და ა.შ.

ამ პრეზენტაციების კვალდაკვალ უზენაესმა სასამართლომ ARC-ის მიერ ჩატარებული "სასამართლოს მომსახურების ხარისხის კვლევა" გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შეფასების 5-ბალიან შკალაზე მოსამართლეებმა ნდობის 4,4 ბალი დაიმსახურეს. რესპონდენტები ძირითადად მაღალი ქულებით აფასებდნენ სასამართლო პერსონალის პროფესიონალიზმს, ინფრასტრუქტურის კომფორტულობას, მაღალი იყო სასამართლოს მიმართ ნდობის ხარისხიც.

მიუხედავად იმისა, რომ 14 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არასამთავრობოებს მადლობა გადაუხადა სასამართლოს მონიტორინგისათვის, მათ ჩათვალეს, რომ წარმოდგენილი პრობლემები კერძო შემთხვევებია და სისტემურ ხასიათს არ ატარებს. უფრო მეტიც იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ კახიძემ ფრთხილი შეფასებებისკენ მოუწოდა USAID-ს მისიის ხელმძღვანელ პარკერს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში სასამართლოს დაბალი ნდობა აქვს.

"ასეთი განცხადებები დიდი სიფრთხილით უნდა გაკეთდეს , არსებობს არაერთი კვლევა, რომ საქართველოში სასამართლოების მიმართ ნდობა არ ჩამოუვარდება ევროპული სასამართლოებისას,"- განაცხადა კახაძემ.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ კვლევების პრეზენტაციებს მუდმივად ესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციები.ვისი სჯერათ და რომელი სტატისტიკით ხელმძღვანელობენ ეს ორგანიზაციები, ამას მათ მიერ მომზადებული ანგარიშებიდან ვიგებთ ხოლმე. ამ სტატისტიკის კითხვისას რჩება შთაბეჭდილება, რომ საია და უზენაესი სასამართლო სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო ინსტიტუტებზე საუბრობენ.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...