სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური განცხადება პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

სამართალი

სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური განცხადება პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

2012 აგვ 1 23:01:48

განცხადება მსჯავრდებულ ე.გ.-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს მსჯავრდებულ ე.გ-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ამცნოს შემდეგი ინფორამცია:

მსჯავრდებული ე.გ. გასამართლებულ იქნა 2012 წლის 19 ივნისს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სქართველოს სსკ-ის 260 მუხლის 2 ნაწილის ,,ა,, ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვა/ რეალიზაცია).

მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულ ე.გ.-ს უეცრად განუვითარდა სავარაუდოდ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, რის გამოც პაციენტს მყისიერად დაეწყო ადეკვატური მკურნალობა და სასწარაფო წესით გადაყვანილ იქნა №18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მედპერსონალის მიერ გაუგრძელდა რეანიმაციული ღონიძიებები, მაგრამ სამწუხაროდ დადგა მსჯავრდებულის ლეტალური შედეგი.

მსჯავრდებულ ე.გ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2012 წლის 1 აგვისტოს, ისევე, როგორც სისტემაში დაფიქსირებულ ნებისმიერ გარდაცვალების ფაქტზე, მყისიერად დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ვინაიდან უკანასკნელ პერიოდში, ცალკეული სუბიექტების მიერ განსაკუთრებით გახშირდა ზემოაღნიშნული სახის სამწუხარო ფაქტებით მიზნობრივი სარგებლობა და დეზინფორმაციის გავრცელება, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ არ მოხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ზემოაღნიშნული ფაქტის წინასწარი შეფასება და არცერთი სუბიექტი არ ისარგებლებს იმ გარემოებით, რომ კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე სამინისტრო არ არის უფლებამოსილი გაავრცელოს უფრო დეტალური ინფორმაცია.




 ახალი ამბები
  • ალაფიშვილი: ზურაბიშვილმა სალომემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ კონსტიტუცია უკვე დაარღვია"სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ აამოქმედა კონსტიტუცია და პირველი დამრღვევიც თვითონაა", _ ამბობს სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი. მისივე თქმით, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს: "პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, მთაწმინდის მაჟორიტარის მანდატი აქვს და ახალი კონსტიტუციით ეს არ შეიძლება.  აამოქმედა და პირველივე თვითონ გახდა დამრღვევი პირველივე წამიდან. ესეთი რამ ისტორიას არ ახსოვს _ მსოფლიო რეკორდია", _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას ლევან ... ...
  • სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადოსაქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში სახელმწიფო ფიცი დადო. ამის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ასევე გაისროლეს ქვემეხები.  ცერემონიას 1500 სტუმარი ესწრება. მათ შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები. საქართველოს ისტორიაში პირველად ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას მისი წინამორბედი ესწრება. დღეიდან ამოქმედდება საქართველოს კონსტიტუციის ახალი ... ...
  • ომბუდსმენი შსს-ს აქციის მონაწილეების კონსტიტუციურ უფლებას ახსენებს და აქციის ორგანიზატორებსაც მიმართავსსაქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით, _აღნიშნულია ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლომჯარიას თქმით, "აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით". "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს,"_ წერია განცხადებაში. გურჯაანში მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დაძაბული ვითარებაა. ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევასა და თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ცდილობენ. გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს ... ...
  • შსს: აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, მამუკა ჭელიძე აცხადებს, რომ უწყებამ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დილით გაავრცელა ინფორმაცია. "თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები. თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება. კახეთის მიმართულებთ, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის გავლით მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას. მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან. აშკარაა რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა. პოლიციის მიერ შესწავლილი იქნება თითოეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" _ განაცხადა მამუკა ... ...
  • "ნაციონალური მოძრაობის" აქციის მონაწილეები "იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენგურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი პირდაპირი ეთერის დროს „იმედის“ კამერას ხელით შეეხო. მათ ტელეკომპანიის ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დასარტყმელად გაიწიეს. აქციის მონაწილეების დამშვიდება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ სცადა. როგორც მან მომხდარის შეფასებისას განაცხადა, მათ აქციაზე სუს-ის აგენტები არიან შეგზავნილი და პროვოკაციას ისინი ... ...

არქივი

ზაფრანი

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...