"ციხეებში არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ" _ აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

სამართალი

"ციხეებში არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ" _ აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

2012 აგვ 3 19:38:53

"ახალგაზრდა ადვოკატების" ბრლადებების შესახებ, ხათუნა კალმახელიძის უწყებამ "გურია ნიუსისგან" ამ საკითხზე კომენტირებისას შეიტყო. უწყებამ სატელეფონო კომენტარისგან თავი შეიკავა და დაგვპირდა, რომ წერილობით გვიპასუხებდა. მართლაც, რამდენიმე წუთში, სამინისტროს ვებ-გვერდზე შემდეგი შინაარსის განცხადება გავრცელდა:

"სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ზოგიერთი სუბიექტის მიერ უკვე დაწყებულია სასჯელაღსრულების სისტემაში საპარლამენტო არჩევნების პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის მიზნობრივი გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ საარჩევნო ოლქსა თუ უბანში, ასევე სასჯელაღსრულების სისტემაში გახსნილ საარჩევნო უბნებში, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება გამჭირვალედ, სამართლიანად და მოქმედი საარჩევნო ნორმების დაცვით.

ამ მიმართულებით სამინისტრო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის სრულყოფილად ორგანიზების მიზნით.

მიმდინარე წელს, ბრალდებულებთან ერთად, პირველად საარჩევნო ხმის უფლებით ისარგებლებენ ასევე მსჯავრდებულები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშაული და შესაბამისად, საარჩევნო უბნები გაიხსნება ყველა იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც განთავსებული არიან ზემოაღნიშნული პირები.

უნდა აღინიშნოს, რომ უპირველეს ყოვლისა სამინისტრო არის დაინტერესებული, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მაქსიმალურად ორგანიზებულად წარიმართოს საარჩევნო პროცესი და საარჩევნო ხმის უფლების მქონე პატიმარმა არჩევნებში მონაწილეობის გზით დააფიქსიროს მოქალაქეობრივი ვალდებულება.

სამინისტროს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო მოიმატებს დეზინფორმაციული განცხადებები სასჯელაღსრულების სისტემაში საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და ასეთ შემთხვევებში სამინისტრო მაქსიმალურად შეეცდება საზოგადოებას მყისიერად მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია."

"სასჯელაღსრულების სამინისტრო ციხეში არჩევნების გამჭვირვალობის შესახებ სდუმს," _ ეს განცხადება "ახალგაზრდა ადვოკატებმა" გაავრცელეს, რომლებიც აცხდებენ, რომ სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა მათი კითხვები ციხეებში გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია მინისტრისგან მოითხოვდა პასუხს შემდეგ საკითხებზე: აპირებდა თუ არა სამინისტრო პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა საქმეების გადახედვას, ადვოკატთა ინსტიტუციონალური დევნის შეწყვეტას და 113 მსჯავრდებული ადვოკატის საქმეების გადახედვას; ემხრობოდა თუ არა ქვეყანაში ფართომაშტაბიანი ამნისტიის იდეას; მზად იყო თუ არა საზოგადოებისთვის გაეცნო ახალი უფლებამოსილების მანდატში ახალი პრიორიტეტები. როგორ გეგმავდა სამინისტრო, ციხეებში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამჭვირვალედ, წინასაარჩევნო კამპანიის დასაშვებობით და არასამთავრობო სექტორისა და დამკვირვებლების ჩართულობით.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ "ახალგაზრდა ადვოკატებს" უპასუხა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო საჯარო და ურჩია, საჭირო ინფორმაცია სამინისტროს ვებ-გვერდზე მოეძებნათ.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, წლევანდელ არჩევნებში მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულები მიიღებენ მონაწილეობას; 2012 წლის 1 თებერვლის მონაცემებით კი, დღესდღეობით, ასეთი საარჩევნო ხმის უფლების მქონე 1 500 პატიმარია. ახალგაზრდა ადვოკატები ფიქრობენ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალე არჩევნებს ციხეებში.

"საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრად ძველი მინისტრის კანდიდატურის დამტკიცება ახლა უფრო მეტ შეკითხვას და უნდობლობას აჩენს საზოგადოებაში; მინისტრის ახალი მანდატის შემთხვევაში კი, ჩნდებოდა განცდა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულება დაბრუნდებოდა სამართლებრივ წესრიგში და ადამიანის უფლებების კუთხით გატარებული ღონისძიებები პატიმრებსაც და მათი ოჯახის წევრებსაც მშვიდი ცხოვრების საშუალებას მისცემდა, მაგრამ სახელმწიფოს არ სურს სასჯელაღსრულების სისტემაში გადახედოს საკუთარ მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას და „ნულოვანი ტოლერანტობა" ისევ რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად", _ აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი არჩილ კაიკაციშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში.




 ახალი ამბები
  • ქუთაისის მერმა,შესაძლოა, პოსტი დატოვოსქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს.  ინფორმაციას  "პირველი არხი" ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, ჭიღვარია წასვლის შესახებ განცხადებას  დღეს დაწერს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭიღვარიას გადაწყვეტილების მიზეზი. "გურია ნიუსი" შეეცადა ქუთაისის მერთან დაკავშირებას, თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ცნობისთვის, გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერად 2017  წელს ... ...
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...