"უკანონო შემომწირველთა" გაუყიდავი ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადავა

სამართალი

"უკანონო შემომწირველთა" გაუყიდავი ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადავა

6 აგვ. 2012, 18:35:38
დღეს, 3 საათისთვის ამოიწურა პირველ ნაკადში გატანილი ქონების აუქციონის ვადა და ელოდებიან, რომ რამდენიმე საათში სააღსრულებო ბიურო ახალ ლოტებს გამოიტანს. ამ დროისათვის უცნობია, ვინ გახდა გაყიდული ქონების მეპატრონე.

როგორც ცნობილია ქართველი ემიგრანტები გამოეხმაურნენ მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის მოწოდებას და გადაწყვიტეს, ქონება შეისყიდონ და შემდეგ ძველ მფლობელებს დაუბრუნონ. "გურია ნიუსი" დაუკავშირდა იურისტ არჩილ ჭანტურიას, რომელიც აცხადებს, რომ პირველ აუქციონზე გატანილი 6 ლოტიდან ოთხი გაიყიდა, ორს კი მყიდველი არ გამოუჩნდა.

როგორც ცნობილია, ხობში ქართული ოცნების მაჟორიტარის გიგა ბუკიას სახლი 312 000 ლარად გაიყიდა რაც 120 000 ლარით აღემატება საწყის ფასს.

აღსანიშნავია, რომ ყველა გაყიდული უძრავი ქონების ფასი საწყის ფასს აღემატებოდა.

ეროვნული ფორუმის წევრის ლევან ჩიჩუას საკუთრებაში არსებული ბინა და ავტოფარეხი ფალიაშვილის ქუჩაზე _ ქონების საწყისი ფასი იყო 120 500 ლარი, გაიყიდა 138 780 ლარად.

ეროვნული ფორუმის წევრის ირმა დავითაძის ქონება _ საცხოვრებელი ბინა და სარდაფი ცაგარელის ქუჩაზე _ საწყისი ფასი 152 ათასი ლარი, გაიყიდა 158 080 ლარად.

ირმა დავითაძის კუთვნილი საზაფხულო ფართი და ავტოსადგომი მცხეთის ქუჩაზე _ საწყისი ფასი 326 ათასი ლარი, გაიყიდა 1 810 560 ლარად

ეროვნული ფორუმის წევრის კახა ჩაკვეტაძის უძრავ ქონებას ორთაჭალის ქუჩაზე _ საწყისი ფასი 35 ათასი ლარი, თელეთის ქუჩაზე _ საწყისი ფასი 9500 ლარი, მყიდველი არ გამოუჩნდა და შესაბამისად მათ აღსრულების ბიურო 15 დღის ვადაში ან სახელმწიფო საკუთრებად მიაქცევს ან განმეორებით აუქციონს დანიშნავს, სადაც ამ ქონებას უკვე ნახევარ ფასად გაიტანენ.

“გურია ნიუსთან“ საუბარში იურისტი არჩილ ჭანტურია აცხადებს, რომ აუქციონზე გაყიდული ქონების მფლობელთა ვინაობა 10 დღეში გახდება ცნობილი, როდესაც ისინი სრულად დაფარავენ თანხას და საჯარო რეესტრში ქონებას გადაიფორმებენ.

ჭანტურიას თქმით, დაჯარიმებულია სულ 32 ადამიანი, რომელთა ქონებასაც აღსრულების ბიურო ეტაპობრივად გაყიდის აუქციონზე. დაჯარიმებულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც უძრავი ქონება არ გააჩნიათ, მათი ავტომანქანები კი იმდენად იაფი ღირს, რომ სახელმწიფოს მათ მიმართ ინტერესი არ აქვს.

პარტიებისათვის თანხების უკანონო გადარიცხვისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დავით ბაციკაძეს დაეკისრა 135.750 ლარის გადახდა, ზაალ გოგსაძეს – 60 ათასი ლარის, გიგა ბუკიას – 77.250, გივი რამაზაშვილს – 80 ათასი ლარის, ბიძინა გუჯაბიძეს – 150 ათასი ლარის, კახა ჩაკვეტაძეს – 93.460 ლარის, ლევან ჩიჩუას – 24.987, ლევან ჩქარეულს – 20 ათასი ლარის, მარინა ნადირაძეს – 57.400 ლარი, ირმა დავითაძეს – 78.365, ავთანდილ დავითაძეს – 114.192, გიორგი მოსიაშვილს – 125.350, მაია თანიაშვილს – 24.986, ირაკლი ჭუბაბრიას – 79.145, ბეჟან ედიშერაშვილს – 25 ათასის, ბადრი ცინცქილაძეს – 40.100, ალექსანდრე შალამბერიძეს – 40.250 ლარის გადახდა.




 ახალი ამბები
  • რა ზიანის მოტანა შეუძლია D ვიტამინის ნაკლებობას ადამიანისთვისადამიანის ორგანიზმისათვის D ვიტამინის მნიშვნელობა დიდი ხანია ცნობილია D ვიტამინი დიდ როლს ასრულებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში; იგი აუცილებელია მტკიცე ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის; რაქიტის პროფილაქტიკისთვის ბავშვებში და სხვ. თუმცა, ცოტას თუ სმენია, რომ D ვიტამინი  ძვლების გარდა, სხვა მრავალი ორგანოს გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია. მაგ., იმუნური, ენდოკრინული, ნერვული, რეპროდუქციული და სხვა სისტემების მუშაობისთვის. გავლენას ახდენს ნერვულ-კუნთოვან სისტემაზე და  ფსიქო-ემოციურ სფეროზე. ამდენად, მისი დეფიციტი დაკავშირებულია მთელ რიგ დაავადებებთან, როგორიცაა: მეტაბოლური დარღვევები, აუტოიმუნური დაავადებები, ნევროლოგიური და ნერვ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები, ფსიქიური და ონკოლოგიური პრობლემები, ასევე, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და რეპროდუქციული სისტემის დარღვევები. ორსულობა და ლაქტაცია, ასევე, ბავშვობის პირველი წლები, წარმოადგენს D ვიტამინის დეფიციტის მაღალ რისკფაქტორს. კორონავირუსის პანდემიის ფონზე ამ ვიტამინით დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა. ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რომ D ვიტამინს შეუძლია ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერება და კორონავირუსისგან დაცვა. ამ ვიტამინს საკვებიდანაც და სხვადასხვა ვიტამინებისგან ვიღებთ, თუმცა, უმეტესად მისი სხეულში წარმოქმნის წყარო მზის სხივებია. რა მნიშვნელობა აქვს D ვიტამინს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რა არის ამ ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები, რა საფრთხეს წარმოადგენს D-ს ნაკლებობა  და მიზანშეწონილია თუ არა D ვიტამინის თვითნებურად მიღება_ ამ საკითხების შესახებ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ „უნივერსის“ ექიმ რეპროდუქტოლოგს, ენდოკრინოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ბარბარე გორგოშიძეს ვესაუბრეთ. როგორც ქალბატონი ბარბარე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, D ვიტამინის ნაკლებობა უმეტესად იმ ადამიანებს უვითარდებათ, ვინც მზეზე ნაკლებ დროს ატარებენ, ასევე არასრულფასოვნად იკვებებიან. გარდა ამისა, D ვიტამინის დეფიციტი ვლინდება ენდოკრინოლოგიური დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. „D ვიტამინი შედის გაყიდვაში არსებული  ვიტამინების  კომპლექსების  უმრავლესობაში. ამჟამად უკვე გამოდის D  ვიტამინის მონოპრეპარატები და ადვილად ხელმისაწვდომია ყველასთვის. D3-ს ულტრაიისფერი სხივებისგან ვიღებთ. მზეზე ყოფნა სასარგებლოა დღის 1-ელ საათამდე, რადგან უფრო მეტი ულტრაიისფერი სხივებია. ვიტამინი D2-ს   ორგანიზმი  საკვებისგან იღებს,  მაგრამ თუ ადამიანი ვეგეტარიანელია, არ ღებულობს თევზის და რძის პროდუქტებს,  იმყოფება წონის დასაკლებ დიეტებზე, კუჭნაწლავის ტრაქტის რაიმე დაავადების გამო დაქვეითებულია შეწოვის პროცესები, იქ მოსალოდნელია დეფიციტის არსებობა. დეფიციტი უვითარდებათ ადამიანებს,  რომლებიც ნაკლებად გამოდინ მზეზე. აქვთ ენდოკრინული პრობლემები . D  ვიტამინის დეფიციტის გამომხატველი კონკრეტული სიმპტომები შეიძლება ადამიანმა ვერ იგრძნოს, მაგრამ როცა  მას აქვს დეპრესია, რაიმე ორგანოს სიმსივნური დაავადება, სისუსტე, ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა, სასურველია სხვა გამოკვლევებთან ერთად D ვიტამინიც გამოიკვლიოს სისხლში. ჩვენ,  დიდი ხანია ვიცით D ვიტამინის მნიშვნელობის შესახებ, ადამიანის ჯანმრთელობისთVის და როგორც კი დაინერგა მისი კვლევის მეთოდი დავიწყეთ D ვიტამინის აქტიური გამოკვლევა სხვადასხვა პათოლოგიების დროს. მე უშვილო წყვილებთან მაქვს საქმე და მათში ვიკვლევ. რომ გითხრათ რომ მასიური ნაკლოვანებაა ასე არ არის, მაგრამ უმრავლესობას აქვს ნორმის დაბალ ზღვათან ახლოს. ძალიან დიდი დიაპაზონია ნორმის საზღვრებს შორის, მაგალითად, 30-იდან 100-მდე და ძირითადად მოდიოდა, 40- 45-ის ფარგლებში.  ხოლო 30-ზე ნაკლები ეს უკვე დეფიციტია. ამიტომ ვთვლი, რომ ეს საჭირო გამოკვლევაა და დეფიციტის  და ნორმის დაბალი მაჩვენებლების შემთხვევაში  მკურნალობა და პროფილაქტიკა აუცილებლად უნდა ჩავატაროთ. თვითმკურნალობა მიზანშეწონილი არ არის, ჯობს გამოიკვლიონ და ისე მიიღონ D ვიტამინი. და მკურნალობის შემდეგ აკონტროლონ D  ვიტამინის დონე. ეს კი უმჯობესია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს. პროფილაქტიკური მიზნით, კი ალბათ ყველამ უნდა მივიღოთ. პროფილაქტიკური დოზა არის 4000-დან 6000 საერთაშორისო ერთეულამდეა“,_ ამბობს  ექიმი გორგოშიძე. ექიმ რეპროდუქტოლოგი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ D ვიტამინის ნაკლებობა განსაკუთრებით სახიფათო ორსული ქალებისთვის და მათი ნაყოფისთვისაა. ის ქვეყანაში აუტიზმის შემთხვევების ზრდაზე საუბრობს. „აქამდე თუ არ ვნიშნავდით D ვიტამინს ცალკე, ახლა უკვე დავიწყეთ დანიშვნა იქ, სადაც ვხედავთ, რომ დეფიციტია. ის ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას. ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევდა ბავშვებში რაქიტს და მოზრდილებში ძვლების სისუსტეს, ოსტეომალაციას. ამას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ გამოჩნდა ისეთი აზრი, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ორსულ ქალში, შეიძლება შემდგომში, ახალშობილში გამომჟღავნდეს აუტისტური სპექტრის აშლილობით. აუტისტური სპექტრის აშლილობა გვიან მჟღავნდება და ამიტომ სჯობია თავიდანვე მივაწოდოთ პაციენტს ვიტამინი, რომ შემდგომში საყვედური არ მივიღოთ. შეიძლება მიზეზი სულ სხვა იყოს,მაგრამ დაბრალდეს ექიმს,  რომ მან არ გამოიკვლია და არ დაუნიშნა D ვიტამინი პაციენტს და ასეთი ბავშვი ამიტომ გაჩნდა. საკამათო საკითხია. ზუსტად დადგენილი არ არის.მიმდინარეობს კვლევები. ფაქტია, რომ აუტიზმმა მოიმატა და ეს დავაბრალოთ D ვიტამინის ნაკლებობას, თუ ბავშვის მამის ალკოჰოლისადმი და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებას თუ რაღაც სხვას, ძნელი სათქმელია. დღეს მომავალი დედების უმრავლესობა  გამოკვლევებს იტრებს, უარს არ ამბობს არც გამოკვლევაზე და არც დეფიციტის მკურნალობაზე რადგან ორივეს გვსურს რომ ნანატრი ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს. შემდეგ კი ესტაფეტას პედიატრებს გადავცემთ“,_ ამბობს ექიმი ... ...
  • სახელმწიფო ინსპექტორმა ბავშვის ინტერესების დამრღვევი ადვოკატი სამართალდამრღვევად ცნო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრუწლოვანის და მისი ოჯახის შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამავრცელებელი ადვოკატი ლ. კ. სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით - 500 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, 2020 წლის 26 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა: „პროფილის“ ეთერით ნაჩვენები იქნა კვიპროსის რესპუბლიკიდან ჩეხეთის მოქალაქე არასრულწლოვანის საქართველოში გადადაგილების ისტორია, რაც ინიცირებული იქნა არასრულწლოვანი დედის მონაწილეობით და საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ფაქტი ბავშვის ე.წ. „გატაცებისა“ და „უცნობი“ ადგილსამყოფელის თაობაზე. გადაცემის სოციალურ ქსელში განთავსების შემდგომ არასრულწლოვანის დედამ და მისმა წარმომადგენელმა - ადვოკატმა არაერთი შეტყობინება გამოაქვეყნეს გვერდზე, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ „დაკარგული“ არასრულწლოვანის „მოძებნას“ და ამ პროცესში აქტიურ დახმარებაზე. როგორც არასრულწლოვანის დედამ, ასევე მისმა წარმომადგენელმა - ადვოკატმა გადაცემის გვერდზე გამოაქვეყნეს ა. არასრულწლოვანის ფოტო-მასალა, ბ. მამის ფოტო-მასალა დედასთან - ბავშვის ბებიასთან ერთად, გ. მამის შესახებ გამოაქვეყნეს მცდარი განცხადებები, რომ ის არის ძებნილი პირი, დამნაშავე, ყოფილი მეუღლე და სხვა. გამოქვეყნებული ფოტოები გააზიარეს Facebook-ის მომხმარებლებმა, რომლებიც ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ ბავშვის, მამის და ბებიის თავშეყრის ადგილებში შემჩნევის შემთხვევაში, მიღებულყო გადამჭრელი ზომები. ორგანიზაცია ცალსახად განმარტავს, რომ არასრუწლოვანი დედის წარმომადგენელმა - ადვოკატმა, მხარის მოთხოვნის მიუხედავად, პირადი Facebook-ის გვერდიდან არ წაშალა 2020 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული არასრულწლოვანის ფოტო-მასალა, ხოლო 2020 წლის 22 მარტს გამოაქვეყნა დედა-შვილის ფოტო და გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია, რომ მამამ დედას შვილი „წაართვა“ და „დამნაშავე“ საქართველოს „აფარებს“ თავს. ასევე, ადვოკატმა 2020 წლის 26 მარტს, გადაცემის ეთერში გასვლის შემდგომ, ასევე პირადი Facebook-ის გვერდზე, გადაცემის გაზიარებასთან ერთად, გამოაქვეყნა შემდეგი სახის ინფირმაცია, რომ „ბავშვი გადამალა მამამ“. მსგავსი შინაარსის შეტყობინებები, აგრეთვე მრავლადაა გადაცემა: „პროფილის“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, რომლის მტკიცებულებებიც წარედგინა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს. ორგანიზაციის სამართლებრივი დასაბუთებით, ადგილი ჰქონდა თანხმობის გარეშე, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემის დამუშავებას, გავრცელებას, რომელიც წარმოდგენილია არასრულწლოვანის, თავისი მამისა და ოჯახის კიდევ ერთი წევრის - არასრულწლოვანის ბებიის ფოტო-მასალის გავრცელებასთან. ამასთან, ადგილი ჰქონდა დასახელებულ პირთა მიმართ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას - არასრულწლოვანის გატაცებაზე, მამის სისხლის სამართლის დამნაშავედ მიჩნევისა და მასზე ძებნის მიმდინარეობის თაობაზე, რაც აშკარად ლახავს მხარის პირად არაქონებრივ ინტერესებს, ლახავს მამის ღირსებას და არ ემსახურებოდა არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, რომლის მიმართაც არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი. ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანის დედის მიზანმიმართულ ქმედებათა ჯაჭვს, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებდა მისი წარმომადგენელი ადვოკატი, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს არასრულწლოვანის, მისი მამისა და ბებიის ფოტომასალის გავრცელებას სოციალური მედიის - Facebook-ის მეშვეობით. სამწუხაროდ, ადვოკატი არღვევდა სასამართლოს მითითებას და დახურული სხდომის მიუხედავად, სადაც საქმეთა მასალებით არ დასტურდება მამის ძებნის, არასრულწლოვანის დაკარგვის ან ადგილსამყოფელის მიუგნებლობის ფაქტი, ამავე საშუალებებით ავრცელებდა საწინააღმდეგო მოსაზრებებს. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით აღნიშნულია, რომ 2020 წლის 21 აპრილის წერილით, ადვოკატს ეთხოვა მომჩივანი მხარის განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენა არაუგვიანეს 28 აპრილისა. შემდგომში, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ადვოკატს გაუხნგრძლივდა მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის ვადები და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისთვის დოკუმენტიის წარდგენა დაევალა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადვოკატმა საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან (2020 წლის 23 მაისიდან) გონივრული ვადის გასვლის მიუხედავად, სამსახურისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარუდგენია. 2020 წლის 4 და 18 ივნისს, ადვოკატს წარმოსადგენილი ინფორმაციის შესახებ ხელმეორედ ეთხოვა. ასევე, ეთხოვა დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის მიზეზების განმარტება. სამსახურმა დაადგინდა, რომ ადვოკატს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოთხოვნის წერილები. 2020 წლის 30 ივნისს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით, ადვოკატი დაბარებულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. ამავე წერილით მას კიდევ ერთხელ ეთხოვა შეხვედრაზე შესაბამისი ინფორმაციის (მათ შორის დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის თაობაზე განმარტების) წარმოდგენა. 2020 წლის 2 ივლისს, ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაცია მიუწოდებია. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილების მიხედვით, ადვოკატი გამიზნულად თავს არიდებდა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენას, რამაც გააჭიანურა განცხადების განხილვის პროცესი და აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა, მოცემულ დრომდე, ვერ შეძლო შეესწავლა მონაცემთა სუბიექტების მონაცემების დამუშავების კანონიერება. ადვოკატი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და მას შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, მსჯელობს ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის კვიპროსის რესპუბლიკაში შესაძლო დაბრუნების ან საქართველოში საცხოვრებლად დატოვების საქმეზე. დასახელებულ საქმეზე სამართალდამრღვევი ადვოკატი სწორედ დედის - ოლივია ანტონის ინტერესებს წარმოადგენს, რომელმაც, ამავე პალატამ, 2020 წლის 5 ივნისს, ბავშვის საქართველოდან გადაადგილება (გაყვანა) აუკრძალა. 2020 წლის 30 მარტს, ადვოკატის მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულების პროცესში სავარაუდო დარღვევების შესახებ, წერილობით ეცნობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. ასოციაციის თავმჯდომარის 2020 წლის 29 აპრილის წერილით, განმცხადებელს ეცნობა, რომ „დასაფასებელია ის სულისკვეთება, რასაც ადვოკატის პროფესიის იმიჯსა და რეპუტაციაზე ზრუნვა ჰქვია“. ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ სურვილი გამოთქვა ასოციაციის მოდავე წევრებვს შორის მომრიგებლად (მედოატორად) გამოსულიყო, თუმცა განმცხადებელმა დამატებითი წერილით ასოციაციას აცნობა, რომ საკითხი შეეხებოდა არა კოლეგებს შორის დავას, არამედ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ქმედებებს და განმცხადებელი ვალდებული იყო პროფესიული მოვალეობების განხორციელების პროცესში დარღვევებზე, ოფიციალურად ეცნობებია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის.  ... ...
  • #გადაარჩინეხადა - ხადის ხეობის დასაცავად პეტიცია შეიქმნახადის ხეობის გადასარჩენად საერთაშორისო პეტიცია შეიქმნა. პეტიცია “გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა” საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ბანკებს მოუწოდებს, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი ხადის ხეობის გავლით არ აშენდეს. “უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ხადის ხეობას საფრთხე ემუქრება”, - ნათქვამია პეტიციაში, რომლის ინიციატორებიც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ბიომრავალფეროვნების ექსპერტები და გარემოს დამცველები არიან. საქართველოს მთავრობასთან ერთად,  პეტიციის ადრესატები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითრების ბანკი - ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის პროექტს აფინანსებენ. პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ: დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები; საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მონაკვეთის ალტერნატივა; პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ჩატარდეს აუცილებელი წინასწარი კვლევები; ხადის ხეობა დაცულ ლანდშაფტად გამოცხადდეს, რათა დაცული იყოს ხადის ბუნებრივ-კულტურული გარემო და ხელი შეეწყოს მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას.  “ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირ ოფიციალურ მეთოდს მივმართეთ იმისათვის, რომ ხადის ხეობა გადაგვერჩინა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მთავრობას ჩვენთვის და სპეციალისტებისთვის მოესმინა, მშენებლობა დაიწყო. ვფიქრობთ, ეს არ  არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლა. ხადის ხეობა თუ დავკარგეთ, მას მთელი საქართველო დაკარგავს. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ხადის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების დასაცავად ყველა გავერთიანდებით”,_ ამბობს ხადის მკვიდრი გიგა ჩოხელი. ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი: „ხადის ხეობის მცირე ტერიტორიაზე თავმოყრილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასაოცარი სიმრავლე, ტიპოლოგიური მრავალფეროვნება და ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონი ცხადად ადასტურებს მის  უნიკალურობას, რომლის ახსნა ჯეროვან მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს. აქ შემორჩენილ ზოგიერთ ნიმუშს ანალოგი არა აქვს. მათ შორის IX-X სს-ების  ეროვნული მნიშვნელობის სამი ძეგლია. ამას ემატება ხეობის განსაცვიფრებელი ბუნებრივი ლანდშაფტი, მასში ჩაწერილი ტრადიციული სტრუქტურის მქონე  ულამაზესი სოფლებით და მაცხოვრებლებით, რომელთა ხსოვნაში აღბეჭდილი ცოდნა არამატერიალური მემკვიდრეობის ასევე შეუსწავლელი ნაწილია. ეს მთლიანობა დიდი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შემცველ კულტურულ ფენომენს შეადგენს, რომლის მნიშვნელობა სცდება ლოკალურ ფარგლებს. ამის საფუძველზე,  დაუშვებლად მიგვაჩნია, მაგისტრალის ხადის ხეობაზე გატარება, რისთვისაც  უნდა მოხდეს  სხვა, ალტერნატიული მონაკვეთის შერჩევა”. პეტიციის სრული ტექსტის გაცნობა და ხელმოწერა შეგიძლიათ აქ. ... ...
  • შვიდი დაშავებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანი - ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში შვიდი ადამიანი დაშავდა ცოტა ხნის წინ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. "ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა 7 დაშავებული, მათ შორის ორი ბავშვია. საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების გამოძახება. ერთ-ერთ დაშავებულ ქალს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმები და იყო შედარებით მძიმე. ყველა მათგანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და გადაყავნილი არიან ფოთის ჰოსპიტალში", _ განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით ... ...
  • „მხარდაჭერას გამოვხატავთ“ _ „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში ბრიფინგი გამართეს„ჩვენ არ გვინდა საკითხის პოლიტიზირება და არც ის გვსურს, ვინმემ ასე გაიგოს.   ვხედავთ, რომ საზოგადოება, ჟურნალისტები, ყველა გამოხატავს მხარდაჭერას სასიქადულო სპორტსმენისადმი   და ვერ ვიქნები გულგრილი ამ ფაქტის მიმართ“, _ განაცხადა ბრიფინგის დაწყებამდე  „პატრიოტთა  ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ოზურგეთის  საკრებულოს  დეპუტატმა, შოთა გოგიბერიძემ. _ ჩვენ დღევანდელ   ბრიფინგზე   მხარდაჭერას  ვუცხადებთ  ჩვენს  სასიქადულო მამულიშვილს,  ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობში, იური ლომაძეს, რომელიც ახლა საგამოძიებო საქმის ფარგლებში  დაკავებულია, მეგობრებთან  ერთად. თანადგომას ვუცხადებთ  მის ოჯახს,  გურიის მოჭიდავეთა მთელ  თემს. როგორც ინფორმაციაა   გავრცელებული და ვიცით, საქმე  ეხება ოჯახურ კონფლიქტს, როცა ბავშვთან წაიყვანეს მამა  თავისი სურვილით.  ძალადობა  არ ყოფილა.   გარდა ამისა, ისინი არ  იმალებიან.  თავად  მივიდნენ პოლიციაში.  ამიტომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ არის საჭირო.  გვინდა, მოვუწოდოთ  ჩვენს მართლმსაჯულებას, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ზედმეტად მკაცრი ნუ იქნებიან.   გაათავისუფლონ ისინი.  აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალოს სახელოვან სპორტსმენს  და  მიეცეს  სპორტული ცხოვრების  გაგრძელების  საშუალება.   ასეთი მიდგომა სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ და მოვუწოდებთ  სამართალდამცავებს, გაითვალისწინონ ჩვენი თხოვნა, _ თქვა შოთა გოგიბერიძემ. ბრიფინგის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთელმა წევრებმა კვლავ ისაუბრეს იური ლომაძის, როგორც ძალზე პერსპექტიული, წესიერი,  შრომისმოყვარე ახალგაზრდის  შესახებ, რომელიც არ უნდა დაიჩაგროს, მისი უფლებები  არ უნდა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...