სასამართლომ „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია 5 ათასი ლარით დააჯარიმა


სამართალი

სასამართლომ „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია 5 ათასი ლარით დააჯარიმა

7 სექ. 2012, 16:22:25
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა,2012 წლის 31 ივნისს, პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიულიმოძრაობის" ორგანიზებით ქ.გურჯაანში, დიდების მემორიალზე, კახეთის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას ჩატარებული ღონისძიებისდაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის და ამ ფაქტის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის საკითხის დადგენის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა.

მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა" დაარღვია ორგანული კანონის 271მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და შემოწირულების შესახებ ინფორმაცია, რაც კანონით დადგენილ ხუთდღიან ვადაში აცნობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და არც ფინანსური საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაში ასახა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაპოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.

2012 წლის 7 სექტემბერს, სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მიმართ სანქციის გამოყენების თაობაზე და პარტია კანონდარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა.“

აღსანიშნავია, რომ 3 ივნისს, თეთრიწყაროს მაჟორიტარ დავით ბეჟუაშვილის მიერ „ასურეთობასთან“დაკავშირებული საზეიმო სუფრის გაშლასთან დაკავშირებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო.

„ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ „ასურეთობის", იგივე წმინდა სამების (სულთმოფენობის) დღესასწაული სოფელ ასურეთში 2003 წლიდან აღინიშნება. დღესასწაული აღინიშნება მასშტაბურად, რა დროსაც ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ ეპარქიის, მრევლისა და სოფლის მოსახლეობის სახსრებით ეწყობა საზეიმო ტრაპეზი, რომელსაც ესწრებიან მოწვეული სტუმრებიც.რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიერ დღესასწაულის ორგანიზებისა და მატერიალური მხარდაჭერის ფაქტი ვერ დადასტურდა. მოპოვებული ინფორმაცია არ იძლევა გონივრული რწმუნების საფუძველს, რომ ადგილი ჰქონდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევას,“-ნათქვამია 17 ივლისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • მოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური დისტანციურად ჩატარდამოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური, რომელიც ყოველ წელს ყველა საგანში ტარდება, ონლაინ რეჟიმით  ჩატარდა. აუცილებლად ჩატარდება მეორე ტურიც, თუმცა ის კვლავ ონლაინ რეჟიმით ჩატარდება თუ არა, ჯერ სკოლებისთვის ცნობილი არ არის. -პირველ ტურში ჩვენმა მოსწავლეებმა სერიოზული შედეგი აჩვენეს. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის ჩატარდება მეორე ტური, დისტანციურად თუ კონტაქტურად. ვიმედოვნებ, ჩვენი სკოლის მოსწავლეები მეორე ტურშიც იქნებიან საუკეთესოები, _ გვითხრა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ფატი სიორიძემ. „გურია ნიუსს“  ოზურგეთის დანარჩენი სკოლებიდანაც უთხრეს, რომ მოსწავლეებს კარგი შედეგები აქვთ პირველ ... ...
  • "მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას"საქართველოს პროკურატურამ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა და გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.მ.-მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტში მძევლად ხელში ჩაიგდო თ.ლ. და ს.ფ., უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას. სამართალდამცველებმა გ.მ. 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' და ,,ი'' ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ცნობისთვის, გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ამავე თემაზე: სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები ... ...
  • უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდეგადმოცემის მიხედვით, საახალწლო  ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდე- ამ კითხვით ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მივმართეთ. „საეკლესიო წესდებაში არ წერია რომ ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. ტრადიციაა ალბათ ასეთი. მე, მაგალითად, იანვრის ბოლომდე მაქვს ნაძვის ხე და არ ვშლი. სავალდებულო არ არის ნაძვის ხის დაშლა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია დაშალოს“,_ გვიპასუხა ... ...
  • ჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობსჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობს. ამ წუთებში კულტურის ცენტრთან განთავსებულ ნაძვის ხეს შლიან. ცნობისთვის, ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს ... ...
  • "19 იანვარს დიდი ღონისძიებები არ იგეგმება" _ დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილიშემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ 19 იანვარს არ იგეგმება მათი მხრიდან დიდი ღონისძიებები. “პანდემიის გამო მდინარეში არ მოხდება საყოველთაო ნათლობა. ხვალ გაიმართება ყველა მოქმედ ეკლესია-ტაძარში წირვა, რის ბოლოს იქნება წყლის კურთხევა", _ გვითხრა მამა ბასილმა. მამა ბასილის თქმით, თუ ვინმე გავა მდინარეში, ეს იქნება საკუთარი ინიციატივით. "გურია ნიუსის" კითხვაზე, იგეგმება თუ არა ოზურგეთის ტაძრებში ტრადიციული ნათლობა, მამა ბასილი გვპასუხობს, რომ ნათლობას მასშტაბური ხასათი არ ექნება. “ვისაც ექნება სურვილი, ნათლობა გაიმართება, მაგრამ ეს მასშტაბურის სახით არ მოხდება", _ აღნიშნა მამა ბასილმა. შეგახსენებთ, რომ ნათლისღების დღესასწაულზე განსაკუთრებით დიდი შეკრება ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟზე იმართებოდა, სადაც საყოველთაო ნათლობა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....