დაპატიმრებების სერია დაიწყო _ სამ დღეში 20 ადამიანი დააკავეს!

სამართალი

დაპატიმრებების სერია დაიწყო _ სამ დღეში 20 ადამიანი დააკავეს!

2012 სექ 24 00:35:23

_ ეს ადამიანები დაახლოებით სამი საათის წინ გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სოფელ იგოეთთან. მიშა ოსაძემ მოახერხა და დამიკავშირდა. ჩვენი ჯგუფის გაგზავნამდე, მე გადავურეკე ადგილობრივ მედიასაშუალებებს, რომ დაეფიქსირებინათ მომხდარი. სანამ ისინი მივიდოდნენ, დაახლოებით 20 წუთში, დაკავებულები სასწრაფოდ წაიყვნეს და როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მათი გადაყვანა სპეცნაზის საშუალებით მოხდა“ _ აცხადებს თედო კობახიძე „გურია ნიუსთან“.

ინფორმაციას ამ ოთხი დაკავებულის შესახებ, ჯერჯერობით არ ავრცელებს შსს-ს. თუმცა, ბოლო 3 დღის განმავლობაში პოლიციელები ძალიან გააქტიურებულები არინ, განსაკუთრებით რეგიონებში. 21 დან 23 სექტემბრის ჩათვლით, მათ 20 ადამიანი ჰყავთ დაკავებული. მათი უმეტესობა „ქართული ოცნების“ წვრები არიან და თითქმის ყველა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით _ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა დააკავეს. სტატისტიკური ჩამონათვალი ასეთია:

23 სექტემბერს _ შსს მესტიის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანი დააკავეს. კაპიტონ ჟორჟოლიანს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა  კოდექსის 166-ე მუხლით წაეყენა. კაპიტონ ჟორჟოლიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მესტიის საოლქო საარჩევნო კომისის წევრ არჩილ სოფრეომაძეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კაპიტონ ჟორჟოლიანს 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

23 სექტემბერს _ ქარელის რაიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა   ზვიად იმერლიშვილი და ილია ქელეხსაშვილი დააკავეს. ზვიად იმერლიშვილი და ილია ქელეხსაშვილი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული

23 სექტემბერს _  შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  იაგო  ქიტიაშვილი და გიორგი ნოზაძე დააკავეს იაგო  ქიტიაშვილი და გიორგი ნოზაძე პოლიეციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან  დაკავებული.

23 სექტემბერს _ შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ტარიელ გურგენიძე. ტარიელ გურგენიძე პოლიეციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული.

23 სექტემბერს _ შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ შინდისში ზვიად საბანაძე, გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თავლიაშვილი დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და შინდისში მცხოვრები ირმა პაპუნაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. ზვიად საბანაძეს, გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წაეყენათ. სასამართლომ ზვიად საბანაძე 100 ლარით დააჯარიმა, ხოლო გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს 30-30 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ.

23 სექტემბერს _ კასპის რაიონული  სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ხოვლეში მცხოვრები 1974 წელს დაბადებული მამუკა პავლეს ძე ჯანანაშვილი დააკავეს.  აღნიშნულ პოიროვნებას საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩნდა უკანონოდ შენახული ტყვია-წამალი.  ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის  236 -ე მუხლის პირველი ნაწილით.

22 სექტემბერს _  თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე  ორი პირი დააკავა დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი. ფაქტზე აღძრულია საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 - ე  მუხლით. სასამართლომ მათ 10 დღიანი  პატიმრობა შეუფარდა.

დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი  იქცეოდნენ აგრესიულად, მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოადგინეს საბუთები.  მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ფაქტზე აღძრულია საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 - ე  მუხლით. სასამართლომ მათ 10 დღიანი  პატიმრობა შეუფარდა.

21 სექტემბერს _ თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის  4 პირი დააკავა. მათ ბრალად პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ. ლაშა ზურაბის ძე მესხია და დავით გიორგის ძე ფაცაცია, რომლებიც „BMW"-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, საპატრულო პოლიციამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.  ანალოგიური ბრალდებით არიან დაკავებულები შოთა გელას ძე ბაზერაშვილი და კონსტანტინე ზურაბის ძე ლაბარტყავა. ოთხივე დაკავებულს პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენა. ისინი გადაყვანილი არიან სასამართლოშ




 ახალი ამბები
  • ლადო აფხაზავა _ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტიგასული წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს GlobalTeacherPrize 50 ფინალისტთა შორისაა. ლადო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგია, პარალელურად კი მცირე საოჯახო სახლის მენეჯერია, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ლადოს მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს და ხელი შეუწყაოს მათ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა,  საკუთარი იდეებისა და  ინიციატივების განხორციელება.  ლადო მასწავლებელი სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების ... ...
  • მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს _ ირმა ინაშვილიმე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა დღეს პარლამენტში მასსა და ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 1 TV-სთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირებისას დეპუტატ ნიკა მელიასთან იმიტომ მივიდა, რომ მიკროფონიდან მის მოწოდებას, განცხადების გაკეთების საშუალება მიეცა, არ ისმენდა. „მივედი ნიკა მელიასთან, რადგან მიკროფონიდან არ ისმენდა, რასაც ვეუბნებოდი, რომ მოეცა საშუალება ჩემი მოხსენება დამემთავრებინა. მივედი და პირადად ვეუბნებოდი, რომ პატივი ეცა საკუთარი თავისთვის და გაჩუმებულიყო და დამშვიდებულიყო, მოეცა საშუალება, დამემთავრებინა ჩემი განცხადება. როდესაც ვუთხარი გამოდი გარეთმეთქი, სიმართლე გითხრათ, ვეპატიჟებოდი ამ შენობაში, ჩემს კაბინეტში, მეოთხე სართულზე და პირისპირ მინდოდა საუბარი. უტრირება, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“, – განაცხადა ინაშვილმა. საქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი ... ...
  • საავადმყოფოს მთავარ ბუღალტერს თავს დაესხნენ და 1 მილიონ 300 ათასი რუბლი წაართვესსაავადმყოფოს მთავარ ბუღალტერს თავს დაესხნენ და ნოემბრის ხელფასისთვის განკუთვნილი თანხა 1 მილიონ 300 ათასი რუბლი წაართვეს. შემთხვევა ტყვარჩელში  მოხდა. საავადმყოფოს მთავარი ექიმი ლალი გარგულია აღნიშნავს, რომ დილას ნიღბიანი შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა მანქანას, სადაც ბუღალტერი იჯდა. წყარო:  New ... ...
  • „ახალგაზრდა ადვოკატები“: შაჰინის სკოლის ყველა კურსდამთავრებულის ატესტატი იურიდიულ ძალას შეიძენსბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის ყველა კურსდამთავრებულის ატესტატი იურიდიულ ძალას იძენს, კანონიერ ძალაში შევიდა.  ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ უკანონოდ ცნო სახელმწიფოს მიდგომები, სკოლის მიერ გაცემული ატესტატებისთვის  იურიდიული ძალმოსილების არ მინიჭების შესახებ.  „ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც უკვე შესულია კანონიერ ძალაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და შპს ქალაქ ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს წარედგინა სარჩელი, დავის საგანზე: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება და განათლების ატესტატის ნამდვილობის დადასტურება. საქმის მიხედვით, ჯ.ბ.-მ, 2005 წელს დაასრულა შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის“ სრული კურსი. მიღებული საგანმანათლებლო ატესტატის საფუძველზე, ჯ.ბ. 2005 წელს ჩაირიცხა და სწავლა განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, რომელიც წარმატებით დაასრულა 2009 წელს. 2015 წლის 21 დეკემბერს ჯ. ბ.-მ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის დუბლიკატი. 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით, განცხადება არ დაკმაყოფილდა და უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე. გადაწყვეტილების მიხედვით, მის მიერ დამთავრებული სკოლა-ლიცეუმის მიმართ არსებობდა გარკვეული კითხვები, ლიცენზიისა და რეგისტრაციის შესახებ. კერძოდ, სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მხრიდან აღინიშნა, რომ ზოგადი განათლების ატესტატზე დასმულ ბეჭედში გამოსახულია საქართველოს მცირე გერბი, რის გამოც ვერ იქნა დადგენილი საგანმანათლებლო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნულის გარდა, მიეთითა, რომ ვერ იქნა დადგენილი ატესტატის გაცემის მომენტში ეწეოდა თუ არა შპს „ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი“ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ლიცენზირებულ რეჟიმში. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო მოქალაქეს უარი ეთქვა ატესტატის ნამდვილობის დადასტურებაზე. როგორც სასამართლომ დაადგინა, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1996 წლის 20 თებერვალს გაცემული ლიცენზიით ნება დართო ფირმა „ჩაღლარს“, დაეფუძნებინა ქ. ბათუმში ქართული ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის ტიპის მრავალპროფილიანი სკოლა სკოლა-ლიცეუმი, როგორც არასახელმწიფო საერო სასწავლებელი. ამავე მონაცემების მიხედვით, დასტურდება, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1996 წლის 20 თებერვალს გაცემული ლიცენზიის მფლობელად უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში დაარეგისტრირა „სასკოლო ინვენტარის საწარმოოს სავაჭრო ფირმა „ჩაღლარის“ ქვესაწარმო, რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი“. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 1997 წლის 7 ივლისის დადგენილებით, რეგისტრაციაში გატარდა თურქეთის რესპუბლიკის შპს „სასკოლო ინვენტარის საწარმო-სავაჭრო ფირმა „ჩაღლარის“ ქვესაწარმოდ დარეგისტრირებული, შპს „რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი ქალაქ ბათუმში“ და მასზე გაიცა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო ლიცენზია. მოსარჩელემ 2005 წელს სწორედ შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის სრული კურსი დაასრულა და მიიღო ზოგადი საშუალო განათლების ატესტატი. სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია განაგრძობდა საგანმანათლებლო საქმიანობას, შპს „სასკოლო ინვენტარის საწარმოოს სავაჭრო ფირმა „ჩაღლარის“ ქვესაწარმო, რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმის“ მიერ შექმნილი სასწავლებლის ბაზაზე. თუმცა, როგორც შემდეგ გამოირკვა, მას საქართველოს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო ლიცენზია არ გააჩნდა. 2007 წელს შპს „ჩაღლარ საგანმანათლებლო დაწესებულებების რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა“ საქმიანობა შეაჩერა და საგანმანათლებლო საქმიანობა ყოველგვარი წყვეტის გარეშე განაგრძო შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმმა“ (ამჟამად მას ეწოდება შპს „შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმი“) რომლის დამფუძნებულია შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი“ და რომელსაც საგანმათლებლო საქმიანობის ლიცენზია, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, გააჩნდა. აღნიშნულ დაწესებულებას, 2015 წლის 22 დეკემბრიდან ეწოდება შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“. როგორც სასამართლომ აღნიშნა, სასარჩელო მოთხოვნას იურიდიული პირების უფლებამონაცვლეობის (სამართალმემკვიდრეობის) დადგენის თაობაზე, შპს „ჩაღლარ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმსა“ და შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ შორის, განიხილავდა, როგორც საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობის აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის შემადგენელ ნაწილს, რომელიც გულისხმობდა მითითებულ ფარგლებში, ორი იურიდიული პირის სამართლებრივი კავშირის დადგენასაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად ნამდვილად არსებობდა კავშირი შპს „ჩაღლარ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმს, შპს „რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი ქალაქ ბათუმში“ და შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ შორის, რამდენადაც ყველა მათგანის მიერ წარმოებდა, ერთი და იგივე საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა-გამგეობა. უდავოდ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე სწავლობდა და 2005 წელს სრული კურსი დაასრულა შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმში, რომელიც საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა კანონით სავალდებულო, საგანმანათლებლო ლიცენზიის გარეშე და მიიღო სწორედ ამ სასწავლებლის მიერ გაცემული, ზოგადი საშუალო განათლების ატესტატი. დადგენილი და დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ მოსარჩელე აღნიშნული ატესტატის საფუძველზე, 2005 წელს ჩაირიცხა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, რომელიც დაასრულა 2009 წელს. სასამართლომ  აღნიშნა შემდეგიც - „უფრო მეტიც, საქართველოს განათლების სამინისტრო (და აჭარის ა.რ. განათლების სამინისტრო), ასევე სხვა სახელმწიფო უწყებები აღიარებდნენ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებას და მასთან შედიოდნენ სამართლებრივ ურთიერთობაში,  როგორც ლიცენზირებულ, აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რისი დასტურია ისიც, რომ სკოლა-ლიცეუმის კურსდამთავრებულებზე გაიცემოდა შესაბამისი განათლების ატესტატი, რომელიც მიღებული და აღიარებული იყო თავად განათლების სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ და მათი ნამდვილობა და ლეგიტიმურობა სადავო არასოდეს გამხდარა“. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიღო, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა განახორციელა“,_წერია გავრცელებულ ... ...
  • „გინდათ გაგანგრიოთ და მოგკლათ?!“_პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობას“ მიმართავს„ყეფდა, რეებს არ იძახა, რა პირიდან ამოდიოდა, გინდათ, რომ პასუხიც არ გავცეთ? რა გინდათ, ერთხელ რომ გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ?“,_აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „ნაციონალური  მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელის მისამართით. მისივე თქმით,  „მართლა სამარცხვინოა ეს გაქაჩვა- გამოქაჩვები. არც მე მომწონს, მაგრამ ნუ ამოდიხართ აქამდე, საჩხუბაო მოედანიც კი არაა ნორმალურად, რომ კაცმა იჩხუბოს და ვის უნდა ეს ჩხუბი“, _ აღნიშნა ... ...

არქივი

ზაფრანი

სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

ვერძი _  "მე ძალიან ვეჭვიანობ და...

ადამიანის გატაცება და ასტროლოგია

ვერძი. მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი...

რა საფრთხე ახლავს ბურთის თავით თამაშს

თავით თამაში ფეხბურთის დროს ჩვეულებრივი...

პირველი ჭკვიანი სექს-რობოტი ქალებისთვის

ქალებისთვის შესაძლებელი ჭკვიანი სექს-რობოტების შეძენა...

რატომ უნდა შეწყვიტოთ სახლში ფეხსაცმლით სიარული

ყველას გვიყვარს ლამაზი და მოხდენილი...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...