შსს-ს განცხადება ბოლო პერიოდში განხორციელებულ დაპატიმრებებთან და დაკავებებთან დაკავშირებით

სამართალი

შსს-ს განცხადება ბოლო პერიოდში განხორციელებულ დაპატიმრებებთან და დაკავებებთან დაკავშირებით

25 სექ. 2012, 23:29:13

„სამწუხაროდ ბოლო დღეების განმავლობაში იმატა ძალადობრივი ქცევის შემთხვევებმა, სადაც ხშირად ჩართული იყვნენ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირში შემჩნეული პირები. წინა პერიოდში არსებული მშვიდი გარემოს მიუხედავად, ციხის სკანდალური კადრების გამოჩენის შემდგომ სიტუაცია დაიძაბა და გაჩნდა აგრესიული, დაშინების, მუქარის და ზოგ შემთხვევებში ძალადობრივი ქმედების ფაქტები. მათ შორის იმატა საჯარო მოხელეების და პოლიტიკური პარტიების მხადრამჭერთა მიმართ მუქარებმა და ხშირ შემთხვევებში თავდასხმის ფაქტებმა ან თავდასხმის მუქარებმა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პოლიტიკური აქციების უმეტესობა მშვიდობიან ხასიათს ატარებს ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტების ქცევა პრობლემატური გახდა წინა საარჩევნო პერიოდში. ყველა სამართალდამცავს და პოლიციის ოფიცერს მიეცა განკარგულება შეინარჩუნონ სიმშვიდე და მაქსიმალურად თავი შეიკავონ ამ პოლიტიკური თვალსაზრისით აქტიურ პერიოდში. ხსენებული კონფლიქტების უმეტეს შემთხვევებში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს არ დაუპატიმრებიათ და დაუკავებიათ არც ერთი პირი, თუმცა იმ შემთხვევებში, სადაც არსებობდა საშიშროება რომ მომხდარიყო ფიზიკური ძალადობა მოქალაქეების ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ სამართალდამცავები ვალდებული იყვნენ რეაგირება მოეხდინათ, რათა არ გადაიზარდილიყო სიტუაცია უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში.

ბოლო დროინდელ საქმეებთან დაკავშირებული მაგალითები:

მესტიაში, საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს დაემუქრა და ფიზიკურად თავს დაესხა „ქართულ ოცნება"-სთან კავშირში მყოფი პირი; მხოლოდ მეორე მუქარის ფაქტის შემდეგ მოხდა აგრესორის დაკავება პოლიციის მიერ

ხარაგაულში „ქართული ოცნების" აქტივისტები თავს დაესხნენ და სცემეს ადგილობრივი გამგებელი.

ფოთში „ქართული ოცნების" აქტივისტები თავს დაესხნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს, რომელსაც ეცვა მაისური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სლოგანით

მოხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის აქტივისტის დაჭერა „ინფო 9"-ს ოპერატორზე განხორციელებული თავდასხმის გამო

იმ შემთხვევებში, სადაც საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება საშიშროების წინაშე იდგა, პოლიცია ვალდებული იყო მოეხდინა რეაგირება. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ პოლიცია მაქსიმალურად თავშეკავებულად მოქმედებს იმ სიტუაციებში, სადაც მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ. მაგალითად, როდესაც კახა კალაძე დაემუქრა პოლიციელებს და მოხდა მათი მანქანის გარშემორტყმა ქართული ოცნების აქტივისტების მიერ, როდესაც მანქანის ზედაპირზე მუშტის რტყმის პარალელურად ეუბნებოდა მათ რომ სამაგიერო მიეზღვებოდათ. პოლიციას არ დაუპატიმრებია ის პირები, რომლების ამ ინციდენტის ინიციატორებად გვევლინებოდნენ. კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება კახი კალაძეს. ის მიუძღვებოდა აქტივისტების ჯგუფს სამტრედიის პოლიციის განყოფილების ბლოკირების მიზნით, რა დროსაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მათ. ხსენებული ჯგუფიდან დაიკითხა ერთი ყველაზე აგრესიულობით გამორჩეული პირი და განთავისუფლებულ იქნა პოლიციიდან. დემონსტრაცია გაგრძელდა დაკავებებისა და დაპატიმრებების გარეშე.

არცერთი დაკავება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, არამედ მოხდა რეაგირება გარკვეულ ინციდენტებზე. პოლიცია განაგრძობს კანონის დაცვას და უზრუნველყოფს, რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს და პოლიტიკურ პარტიას ქონდეს შესაძლებლობა აწარმოოს საარჩევნო კამპანია მშვიდ და დაცულ გარემოში“ _ ნათქვამია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...
  • ჭიჭინაძე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა გაქცევას აპირებს„ „ოცნების“  მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად ხალხს 200-300 ლარს ჰპირდება. ამასობაში, ბანკებმა მილიარდი უკვე მოიპარეს, რადგან მაშინ, როდესაც ქვეყანაში გადამხდელი პრაქტიკულად არავინ იყო, ბანკების შემოსავალმა სწორედ მილიარდი შეადგინა. რაც ნიშნავს იმას, რომ ფულის აკუმულირება მთავრობასა და ბანკებს შორის კარგი კომბინაციებით ხდება.  ანუ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ გვყავს მთავრობა, რომელსაც ჩემოდნები ჩალაგებული აქვს და სადღაც გაქცევას აპირებენ.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. ჭიჭინაძის განცხადებითვე, ხელისუფლების მიერ ხალხის ერთჯერადი დახმარების მიზნით გამოყოფილი თანხები, ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ იმუშავებს. მისი თქმითვე, „ოცნებას“ არავინ ყავს გუნდში, ვინც გაიაზრებს, რომ ფინანსური კრიზისი და ეკონომიკური კრიზისიდან განსხვავდება. „კარანტინის გამოცხადების დღიდან ვაფრთხილებდი პრემიერ გახარიას, რომ ქვეყანას ეკონომიკური პაკეტი სჭირდებოდა;  რომ ვარდნა იქნებოდა მინიმუმ 8-10 % იქნებოდა;  და, რომ „ოცნების“ ეკონომიკური გუნდის ოპტიმისტური ბოდვა და მათმა უგუნური ქმედებები,  ჩვენს ეკონომიკას მხოლოდ დაანგრევდა. მაგრამ „ოცნების მთავრობა“  ეკონომიკური კრიზისის დამარცხებას ისევ ფინანსურ კრიზისთან ბრძოლის მეთოდებით ცდილობს და სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, ხალხს ფულს ურიგებენ დახმარების სახით.  200-300 ლარიან პაკეტების შეთავაზება,  ამ თანხების გამოყოფა ჰგონიათ  კრიზისთან ბრძოლა, რაც ისევ ქვეყნის ეკონომიკაზე იმუშავებს მძიმედ! რადგან გამოუმუშავებელი, არა ეკონომიკიდან შემოსული ფულის გამოყრა და დარიგება მხოლოდ ფასების ზრდას იწვევს. მოკლედ, არავინ ყავთ გუნდში, ვინც გაიაზრებს, რომ ფინანსური კრიზისი არის აბსოლუტურად სხვა ფენომენი და ეკონომიკური კრიზისი სულ  სხვა. რომ ეკონომიკური კრიზისი იწვევს სამუშაო ადგილების განადგურებას, ფინანსური კრიზისი კი იწვევს ვალის გადაუხდელობას! არადა, დღეს საქართველოში, ტურისტული ბიზნესი, მომსახურების სხვადასხვა სფეროები პრაქტიკულად განწირულია  და  თუ ამას დროულად არ დაუპირისპირდება სახელმწიფოს ქმედითი პოლიტიკა,  თუ არ იქნება  რეზერვები მიმართული როგორ შეიქმნას ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები, როგორ განვითარდეს სხვა მიმართულების ბიზნესები, მაშინ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე კრიზისში აღმოჩნდება. ეს ფულის დარიგება კი, კიდევ უფრო დიდ გაუფასურებას გამოიწვევს ქვეყანაში და მეტს არაფერს“,_ აცხადებს დავით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...