"ჩატაევის დაცვა პირადად ზელიმხან ხანგოშვილმა მთხოვა"

სამართალი

"ჩატაევის დაცვა პირადად ზელიმხან ხანგოშვილმა მთხოვა"

3 ნოე. 2012, 01:17:50

 

ადვოკატი ბაცანაძე ამბობს, რომ მისი საქმიდან ჩამოცილება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ინიციატივით მოხდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი, რომელიც ამავე დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის ჯგუფის წევრია, # 18 სამკურნალო დაწესებულებაში პირადად შეხვდა ლოპოტას სპეცოპერაციის ერთ-ერთ მონაწილეს ახმედ ჩატაევს. ამავე დროს, ჟურნალისტმა ჩაწერა ის მესაზღვრეები, რომლებმაც გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალეს და განაცხადეს, რომ ჩატაევი შეიარაღებული არ ყოფილა.

გელა მთივლიშვილმა მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს ღია წერილით მიმართა და ჩატაევის, როგორც უკანონო პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, უნდობლობაგამოცხადებულ ადვოკატებს შორის ერთი სახაზინო ადვოკატია, მეორე კი, ოჯახის ახლობლების მიერ დაქირავებული.

ზურაბ ბაცანაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო გელა მთივლიშვილის სატელეფონო ზარი: "გელა მთივლიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ციხეში მონიტორინგს ატარებდა, რა დროსაც შეხვდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ახმედ ჩატაევს. ჟურნალისტმა მითხრა, ამ წუთებში ციხის უფროსთან ვარ შესული და შენი აცილების შესახებ ვწერ განცხადებას, უნდობლობას გიცხადებთ, პატიმარი არ გენდობაო... გამიკვირდა, რადგან პატიმარს იმ დღეს, 3-ის ნახევარზე დავშორდი და მსგავსი არაფერი უთქვამს. არ ვიცი, რატომ ჩაერია მთივლიშვილი ჩემს კომპეტენციაში. ჩატაევს ან მის ახალ ადვოკატ ანდრიაშვილს შეეძლოთ წინასასამართლო სხდომაზე დაეყენებინათ ჩემი აცილების საკითხი," _ ამბობს ბაცანაძე.

ბაცანაძე არ მალავს, რომ ახმედ ჩატაევის დაცვა ზელიმხან ხანგოშვილმა, წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე 3 დღით ადრე სთხოვა. ზელიმხან ხანგოშვილი, იგივე "დიშნა", ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომლის საქმიანობაც კავკასიური საკითხების ანალიტიკასთანაა დაკავშირებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, რომელმაც, მისივე თქმით, ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, დიდი როლი ითამაშა ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებში.

ბაცანაძე აცხადებს, რომ ხანგოშვილი მან 5 წლის წინ, პანკისელი ასლან ალდამოვის პროცესზე გაიცნო, სადაც სასამართლოს ხანგოშვილი თარჯიმნად ჰყავდა მიწვეული: "მას შემდეგ, არაერთი ქისტის ინტერესები დამიცავს; აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ ხეობაში და არ გამკვირვებია, როდესაც ძველმა ნაცნობმა ხანგოშვილმა ჩატაევის დაცვა მთხოვა. 26 ოქტომბერს შევხვდი პატიმარს, ვუთხარი, ვინც ვიყავი, ვუთხარი, რომ მისი დაცვა ხანგოშვილმა მთხოვა, რაზედაც მიპასუხა, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანიაო. მისი მხრიდან უნდობლობა არ ყოფილა. ჩვენ ვისაუბრეთ და დავგეგმეთ წინასასამართლო სხდომა. ჩატაევს ვთხოვე, გონება მოეკრიბა და გაეხსენებინა ყველა დეტალი, რადგან გამორიცხული არ იყო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება. იმის გამო, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა და საქმეშიც არ იდო მისი მამხილებელი მტკიცებულებები, მოვილაპარაკეთ, რომ ამ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლოზე შუამდგომლობას დავაყენებდით. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავისგან მიგზავნილი ადვოკატი არ ვარ; მიგზავნილი ადვოკატები ასე არ იქცევიან და არ სთხოვენ განსასჯელს რაც გაახსენდება, პროცესზე ყველაფერი ილაპარაკოს," _ აცხადებს ადვოკატი ბაცანაძე. ადვოკატის თქმით, მისი მომსახურების თანხა ზელიმხან ხანგოშვილს უნდა გადაეხადა.

ადვოკატი ბაცანაძე აცხადებს, რომ პატიმრის გათავისუფლების შუამდგომლობა მათ პირველივე სხდომაზე უნდა დაეყენებინათ: "ჩატაევს მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს; სამწუხაროდ, აქვს ნასამართლეობა. ადვოკატ მამუკა ბასილაშვილთან ერთად დავგეგმე, რომ საქმეში ჩაგვერთო ქისტების სათვისტომოს წარმომადგენლები, ჯამაათის წევრები, რომლებიც პატიმარზე პასუხისმგებლობას აიღებდნენ. ამავე დროს ვაპირებდით, დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჩატაევის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მისთვის ციხეში გატარებული თითოეული დღე სიკვდილის ტოლფასია," _ აცხადებს ბაცანაძე "გურია ნიუსთან" საუბარში.

"გურია ნიუსი" ადვოკატ მამუკა ბასილაშვილს დაუკავშირდა. ის ჩატაევს სახაზინო წესით იცავდა. ბასილაშვილი აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევმა პირადად სთხოვა ზელიმხანთან შუამავლობა: "ჩატაევი გირაოთი გათავისუფლებაზე იყო თანახმა _ საუბარი იყო 10 ათას ლარზე. პატიმარს ვკითხე, ვის დავკავშირებოდი, ვინ იყვნენ მისი შინაურები. მან ზელიმხანი მიხსენა და მომცა მისი სახლის მისამართი. ორჯერ ვიყავი ზელიმხანის სახლში, მაგრამ არც ერთხელ არ დამხვდა. ზელიმხანი ტელეფონით დამეკონტაქტა და მითხრა, რომ არჩევნების საქმეზე იყო წასული და პირადად ვერ შემხვდებოდა. ჩატაევს არ უთქვამს, რისთვის უნდოდა ზელიმხანის ნახვა. ამბობდა, მოვიდეს და მნახოსო. საერთოდ, ახმედ ჩატაევი არ იყო ჩემთან გახსნილი, ეს გასაგებიცაა,რადგან სახაზინო წესით ვიცავდი და არ მენდობოდა," _ აცხადებს მამუკა ბასილაშვილი.

გელა მთივლიშვილი ადვოკატ ბაცანაძის ნათქვამის კომენტირებისას ამბობს, რომ ჩატავმა თავად მიიღო ადვოკატების აცილების გადაწყვეტილება, ნინო ანდრიაშვილის კანდიდატურაც თავად შეარჩია: "მე, როგორც ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრს, მუდმივი მეთვალყურეობა მაქვს დაწესებული ახმედ ჩატაევზე. ერთ-ერთ საღამოს შევედი და მან მომცა დაწერილი განცხადება, სადაც ის აცილებას აძლევდა ორ ადვოკატს _ ბაცანაძეს და სახაზინო წესით დანიშნულ მამუკა ბასილაშვილს. ეს განცხადება მისივე თხოვნით გავატარე რეგისტრაციაში კანცელარიაში, გამოვიტანე და გადავეცი მის ადვოკატს, ნინო ანდრიაშვილს. ასევე, ჩატაევმა მთხოვა, დავკავშირებოდი ორივე ადვოკატს და მეთქვა, რომ აცილებას აძლევდა. პირადად შევხვდი თბილისის იურიდიული დახმარების ოფისთან ბასილაშვილს და მასაც გადავეცი ეს ასლი, რის შემდეგაც დავუკავშირდი ბატონ ბაცანაძეს და ვუთხარი, თუ სურდა მასაც გადავცემდი ამას, თუ არადა მივაწოდე შინაარსი განცხადების თაობაზე. რაც შეეხება ადვოკატ ანდრიაშვილს, პატიმრისთვის მისი კანდიდატურა მე არ შემითავაზებია," _ ამბობს გელა მთივლიშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში.

ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები ახმედ ჩატაევი ლოპოტას სპეცოპერაციის დროს საქართველოში იმყოფებოდა. დუისში მას ცოლ-შვილი ჰყავს და როგორც ირკვევა, ის პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში.

ჩვენი წყაროების ინფორმაციებზე დაყრდნობით, ამგვარი ვერსია იკვეთება: 28 აგვისტოს, ლაფანყურში მდგომარეობის დაძაბვის გამო, ზელიმხან ხანგოშვილმა ახმედ ჩატაევს შეიარაღებულ პირებთან შუამავლობა სთხოვა. მოსალაპარაკებლად წასულ ჩატაევს თან ახლდა ზელიმხან ხანგოშვილი და ვინმე "გოგი". შეიარაღებული ჯგუფიდან კი მოლაპარაკებაში ორი პირი მონაწილეობდა. ხანგოშვილი და "გოგი" ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის პირობების გადასაცემად წავიდნენ, ჩატაევი და ორი შეიარაღებული პირი კი მარტო დატოვეს. სწორედ ამ დროს გაიხსნა ცეცხლი და ჩატაევი მძიმედ დაიჭრა ფეხის არეში. მისი თქმით, სროლის დროს დაიჭრა ქისტიც, თუმცა მსუბუქად და მან, მეგობართან ერთად, გაქცევა მოახერხა.

ამ დროისათვის ახმედ ჩატაევი ლოპოტას მოვლენების ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმეა; ბევრ ინფორმაციას ფლობს ზელიმხან ხანგოშვილიც, რომელიც თანასოფლელებმა ბოლოს 3 ოქტომბერს ნახეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხანგოშვილი და ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი სანდრო ამირიძე, რამდენიმე ქისტ ახალგაზრდასთან ერთად, სირიაში გაემგზავრნენ.

ადვოკატი ბასილაშვილი იხსენებს, რომ ოჯახის წევრებმა მას ხანგოშვილის ტელეფონის ნომერი არ მისცეს, ნომერი თავად აკრიფეს და ისე დაალაპარაკეს. აქედან გამომდინარე, ადვოკატისთვის უცნობია, საიდან დაელაპარაკა ხანგოშვილი.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?