ჯანმრთელობაშერყეული პატიმრის ოჯახი შველას ითხოვს

სამართალი

ჯანმრთელობაშერყეული პატიმრის ოჯახი შველას ითხოვს

2012 ნოე 5 10:34:47

მანამდე ცინცაძემ 5-წლიანი პატიმრობა მოიხადა. ციხეში იგი ტუბერკულოზით დაავადდა და სასჯელის ნახევარზე მეტი, მძიმე დიაგნოზით, ქსნის იზოლატორში გაატარა.

2012 წლის ივნისში ლაშა ცინცაძე ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს განყოფილების თანამშრომლებმა ხელმეორედ დააპატიმრეს _ რამდენიმე ახალგაზრდამ ერთად დალია ღვინო, რომელიც მოპარული აღმოჩნდა. პატიმრის ძმა თემურ ცინცაძე ამტკიცებს, რომ ლაშა ცინცაძის წინააღმდეგ ერთ-ერთ მოწმეს პოლიციაში ძალით მიაცემინეს ჩვენება.

ახლობლების თქმით, პოლიციის განყოფილებაში ცინცაძე საღსალამათი მიიყვანეს, იქედან კი ციხეში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. პატიმრის ოჯახი ლაშა ცინცაძის ცემაში ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომელს, ლაშა ჩხაიძეს ადანაშაულებს: "ისე იყო ნაცემი, ფეხზე ვერ დგებოდა. ეტყობა, ცემის გამო ხერხემალი დაუზიანდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ჯერ ერთი, ცრუ ჩვენების გამო დაიჭირეს ჩემი ძმა, მერე არაადამიანურად აწამეს და სამუდამოდ შეურყიეს ჯანმრთელობა. რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთში სასამართლო პროცესზე ჩამოიყვანეს, იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეებისთვის განკუთვნილ ეტლში იჯდა, მაგრამ ისე ცუდად იყო, პროცესი არ ჩატარდა. მასთან მიახლოების საშუალება ბადრაგმა არ მოგვცა. ცუდად ყოფნის გამო, იძულებული გახდნენ, ისევ ციხის საავადმყოფოში დაებრუნებინათ", _ ჰყვება პატიმრის და, ლიკა ცინცაძე.

სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, ცინცაძეებს სახლში ვესტუმრეთ. ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, გია გოგუაძის გამგებლობის პერიოდში, მათ საცხოვრებელი ფართის უქონლობის გამო, ე. წ. მეურნეობის კორპუსში ერთოთახიანი ბინა გამოუყო. თუმცა, ამ ბინაში მრავალსულიანი ოჯახის და ბავშვების ცხოვრება წარმოუდგენელია _ იქ არ არის ელექტროენერგია, წყალი, სველი წერტილები. ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, აივანს კი მოაჯირებიც არ აქვს და გამუდმებით არსებობს ბავშვის გადავარდნის რისკი.

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც ხუთსულიანი ოჯახისთვის რამდენიმე დღის სამყოფი პურის ფულია. როგორ უნდა შეინახოს ასეთ მდგომარეობაში მყოფმა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ავადმყოფი პატიმარი, ძნელი წარმოსადგენია.

მათი თქმით, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი გოგუაძე წინასაარჩევნოდ ყოფითი პრობლემების მოწესრიგებას ჰპირდებოდა ოჯახს, რომლის წევრები ხანშიშესული, ავადმყოფი ბებია და მცირეწლოვანი ბავშვები არიან. ეს დაპირებები დაპირებებად დარჩა, ისინი კი კვლავ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან.

ლიკა ცინცაძეს ერთ-ერთი პატიმრის მშობელმა დაურეკა და აცნობა, რომ მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია. ცინცაძე საქმის გარკვევას ითხოვს.

მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ოჯახმა კერძო ადვოკატის აყვანა ვერ შეძლო და ცინცაძის ინტერესებს ამის გამო, სახაზინო ადვოკატი, დავით მამალაძე იცავს. პატიმრის და ადვოკატს მისი ძმის მიმართ გამოჩენილ გულგრილობაში ადანაშაულებს: "ერთხელაც არ ჩასულა და არ მოუნახულებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი, რომელიც ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაშია", _ ამბობს ლიკა ცინცაძე. ადვოკატი კი განმარტავს, რომ მართალია, თბილისში არ ჩასულა, რადგან ამის აუცილებლობა არ დამდგარა:

_ მე სატელეფონო კავშირი მაქვს მის ექიმებთან და ვიცი, რომ ამჟამად მკურნალობის ქვეშ იმყოფება. მას აქვს მემკვიდრეობითი ტუბერკულოზი და როგორც ექიმები ამბობენ, ამან გამოიწვია ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები და ის, რომ მას ამ ეტაპზე მოძრაობა შეზღუდული აქვს, _ ამბობს მამალაძე, _ მე გვიან ჩავერთე ამ საქმეში და არანაირი დოკუმენტი არ მაქვს, ვამტკიცო, რომ მისი ჯანმრთელობის შერყევა დაკავებისა და ცემის შემდეგ მოხდა.

_ ლაშა ცინცაძის ნაცნობები ამბობენ, რომ პატიმრობამდე მას არ ჰქონდა მოძრაობის და გადაადგილების პრობლემა.

_ ხომ გითხარით, რომ საქმეში გვიან ჩავერთე. მასთან ერთად დაკავებულმა ორმა ეჭვმიტანილმა აღიარა დანაშაული და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე. ცინცაძე ბრალს არ აღიარებს, ამიტომ, მისი საქმე ცალკე უნდა გამოიყოს. სასამართლო 7 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული. ამჟამად ლაშა ცინცაძე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. მაქვს ინფორმაცია, რომ ეტლით გადაადგილდება და ინტენსიური მკურნალობა უტარდება. რამე რომ გართულებულიყო, აუცილებლად დამიკავშირდებოდნენ და შემატყობინებდნენ, _ განმარტავს ცინცაძის ადვოკატი.

სასოწარკვეთილებამდე მისული პატიმრის ოჯახის წევრებისთვის ბოლო იმედად სახალხო დამცველის აპარატი რჩება. ისინი იმედით ელიან, რომ "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები დაინტერესდებიან ავადმყოფი პატიმრის მდგომარეობით.

_ თითქმის ყოველდღე მირეკავენ პატიმართა ახლობლები. უკვე რამდენიმე დღე გავიდა, ჩემი ძმის ბედით კი არავინ ინტერესდება. ვიცი, რომ იგი ციხეში არავის მოუნახულებია. ამიტომ, მხოლოდ თქვენს იმედზე ვართ, რომ ვინმე წაიკითხავს ამ წერილს და დაინტერესდება ჩვენი ბედით, _ ამბობს პატიმრის და.




 ახალი ამბები
  • პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცადღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით  საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა და ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. „გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,_ ბრძანა ... ...
  • უდუმაშვილი:მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები  შედეგს ვერ გამოიღებს, რომ  არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს,  აქციები გაგრძელდება და ხელისუფლებას მძიმე გაზაფხული ექნება. „ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთ ჩიხში შეიყვანონ ეს მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ ითქვას, არ გამოვიდა ეს მოლაპარაკება და არც ერთი ვარიანტი არ აწყობთ კომპრომისული. ბუნებრივია, თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები კიდევ უფრო მწვავედ. ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას. უკან დასახევი გზა ნამდვილად არ დაგვიტოვეს“,- განაცხადა უდუმაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩცევნები ხელისუფლება მაინც დამარცხდება. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაგეგმვა დამოკიდებულია ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებზე, რომელთა ორგანიზებითაც, რამდენიმე შეხვედრა უკვე ... ...
  • წარსულში ნასამართლევ პირს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოუჩინესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი, 2 მაყუჩი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ... ...
  • ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე. სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილი გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. როგორც tv25 იუწყება, შუახევის მერიის პრესცენტრში ამბობენ, რომ გარდაცვლილები ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. ... ...
  • ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული მ.შ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, მ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 200 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...