კოტე კუბლაშვილი ხელფასების გაზრდასთან ერთად, პენსიების გაზრდასაც ითხოვს

სამართალი

კოტე კუბლაშვილი ხელფასების გაზრდასთან ერთად, პენსიების გაზრდასაც ითხოვს

7 ნოე. 2012, 16:52:12
მისი თქმით, უნდა შეიცვალოს საპენსიო სისტემაც, ასევე 10%-იანი ზრდის თვალსაზრისით. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარზე განაცხადა ყვარელში.

"საკითხი, რომელზეც უნდა ვიმუშავოთ, ეს არის მოსამართლეთა ხელფასების ზრდა, რომელსაც ითვალისწინებდა რეფორმები მუდმივად და ეტაპობრივად. 2005 წლიდან დაწყებული, მუდმივად იზრდებოდა მოსამართლეთა ხელფასები და ძალიან კარგ დონეს მიაღწია, ვგულისხმობ პირველ ინსტანციას და შემდგომ ყველა ინსტანციაში იზრდებოდა.

ეს ყველაფერი შეჩერდა ეკონომიკური კრიზისის გამო. ჩვენ, ამასწინათ მოწვეული გვქონდა მოსამართლეთა კონფერენცია და გამოვიტანე ბიუჯეტის პროექტი. ეს ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს იგივეს, რაც სასამართლოს აქვს ამ წელს, მაგრამ ერთადერთი ცვლილება არის ის, რომ ახალი პროექტი ითვალისწინებს მოსამართლეთა და თანამშრომელთა 10%-იან მატებას. ეს ყველაფერი გავაცანით მოსამართლეებს და მათაც მხარი დაუჭირეს. ეს ყველაფერი შეჩერებული იყო ობიექტური მიზეზების გამო და ახლა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ დრო იყო, იგივე ტენდენცია გაგვეგრძელებინა 2013 წლიდან.

მეორე საკითხი, რაც ასევე კონფერენციაზე იდგა, ეს გახლდათ მოსამართლეთა საპენსიო სისტემის შეცვლა. თუ თქვენ ნანახი გაქვთ რეფორმის კონცეფცია, ერთ-ერთი საკითხი იყო მოსამართლეთა საპენსიო სისტემის გაუმჯობესება. ჩვენ ამ გაუმჯობესებას გარკვეულწილად მივაღწიეთ იმით, რომ 2006 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი კომპენსაციების შესახებ და მოსამართლეთა პენსიებიც ასე თუ ისე, გაუმჯობესდა, უფრო უკეთესი გახდა, უფრო სხვა დონეზე ავიდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ენიშნება პენსია 1200 ლარის ოდენობით და ქვედა ინსტანციის მოსამართლეებს 560 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ ჩვენ უკვე გავჩერდით. კიდევ გვინდოდა ამ საკითხის წამოწევა, ეს იყო 2008 წლის ბოლო, 2009 წელი, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო არ მოხერხდა.

ახლა კიდევ ერთხელ გვინდა შევეცადოთ, რომ ეს პრინციპი ავამოქმედოთ, რაც ძალიან მარტივია. ჩვენ პრაქტიკა მოვიძიეთ სხვა სახელმწიფოების და მათ ასე აქვთ ძირითადად, რომ 10 წელი ვინც იმუშავებს მოსამართლედ, ის მიიღებს მოქმედი ხელფასის რაღაც პროცენტს, 20-ზე მეტი თუ იმუშავა _ უფრო მეტს და ასე შემდეგ. ამაზეა აწყობილი ეს ახალი პროექტი და მოსამართლეთა კონფერენციაზე ამას დაუჭირეს მხარი.

ბიუჯეტი უკვე გადაგზავნილია მთავრობაში და ნოემბერში გადაწყდება, რამდენად დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას. რაც შეეხება საპენსიო სისტემის შესახებ პროექტს, ეს პირდაპირ იქნება შეტანილი პარლამენტში და იქ დაიწყება მსჯელობა. ეს სხვათაშორის, დიდ დანახარჯებს არ მოითხოვს. ბევრი მოსამართლე არ არის გასული პენსიაში, თუმცა მომავლისკენ თუ გავხედავთ, შეიძლება მოიმატოს ხარჯებმა," _ განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე განმარტებით, უზენაესი სასამართლო 2012 წლის ბიუჯეტზე 2 მილიონ 100 ათასი ლარის დამატებას ითხოვს.

"გურია ნიუსი": _ ბატონო კოტე, თქვენ აღნიშნეთ, რომ მოსამართლეთა ხელფასების ზრდა, რომელიც რეფორმით ყოფილა გათვალისწინებული, შეჩერდა ეკონომიკური კრიზისის გამო. რატომ გგონიათ, რომ 2013 წლის ბიუჯეტში უნდა იყოს ეს თანხა განსაზღვრული? მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს წელი არის საგარეო ვალების გადახდის წელი, ამას ემატება პენსიები და შეწყვეტილი სოციალური დახმარებები?

კოტე კუბლაშვილი: _ იცით რა, ეს მატება შეჩერდა და უკვე 4 წელია, არ გაზრდილა, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ახლა არის ამის დრო. თანაც, ეს არის ძალიან მცირე თანხა ბიუჯეტისთვის. როგორც ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა 8 მილიარდი ლარი იქნებაო, ამიტომ ეს 2 მილიონ ასიათასი იქნება ძალიან მცირე პროცენტი.

თანაც ეს არის მხოლოდ 10 %-იანი ზრდა და არა 50 %-იანი ან 20%-იანი, რაც უფრო არარეალური და პროვოკაციული იქნებოდა. იმედი მაქვს, რომ პასუხი დადებითი იქნება, რადგან ხელფასების ეტაპობრივი ზრდა სასამართლო რეფორმის მთავარი მიმართულება იყო. ეს შეჩერდა ეკონომიკური კრიზისის გამო, მაგრამ მივიჩნევთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამის საშუალება შეიძლება გამოიძებნოს, _ განაცხადა კუბლაშვილმა.




 ახალი ამბები
  • ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლთან მოქალაქემ შველი იპოვაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავი​დან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა. შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში ... ...
  • „ვიბრუნებთ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც“„ვიბრუნებთ აფხაზეთს,ვიბრუნებთ სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც",_ ამის შესახებ ქართველი წინასწარმატყველი,  ლელა კაკულია მის ახალ ვიდეო მიმართვაში აცხადებს. აღნიშნული ვიდეო მიმართვა ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ... ...
  • „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ"- აშშ-ის საელჩოდღეს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეხმაურება: „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს. დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ ... ...
  • გამყრელიძე: თამბაქოს ინდუსტრია ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას ცდილობს„თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია ერთი ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკით და მიმზიდველობით, შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს",_ ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, გააკეთა. გამყრელიძის განცხადებით, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობა დიდი უზნეობაა და სწორედ ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. „სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეოება ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა“, - განაცხადა ... ...
  • "უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში" _ საჯარო სამსახურის ბიუროსაჯარო სამსახურის ბიურო თხოვნით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ამავე განცხადების თანახმად, აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ააიპ-ების თანამშრომელთა მიერ  . აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პირობების თაობაზე შესაბამისი სარეკომენდაციო წესი გეცნობებათ დამატებით“, – აღნიშნულია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?