ჩვენება 4 _ "თვითმკვლელობის მცდელობამდე, ჩემს ტელეფონში ჩავწერე მესიჯი"

სამართალი

ჩვენება 4 _ "თვითმკვლელობის მცდელობამდე, ჩემს ტელეფონში ჩავწერე მესიჯი"

7 ნოე. 2012, 17:19:48
2010 წლიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე ვმსახურობდი, ქ.თბილისში ვაშლიჯვრის დასახლებაში დისლოცირებულ სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების რაზმში. სექტემბრის თვეში ჩაგვიტარდა ტესტირება, რის შემდეგაც ჩემმა ასმეთაურმა ზ.კ-მ გვითხრა, რომ დათხოვილი ვიყავით სამხედრო სამსახურიდან, ხოლო ვისაც სურვილი გვექნებოდა სამხედრო სამსახურს გავაგრძელებდით ქვეით ბრიგადებში, რაზედაც ჩვენ უარი განვაცხადეთ და წავედით სახლში. 2 საათის შემდეგ დამირეკეს ვინ არ მახსოვს და დამიბარა თავდაცვის სამინისტროში. თავდაცის სამინისტროში შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეს შეგვხვდა გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძე, მან თავისი შეხედულებით გაგვანაწილა ბრიგადებში რამოდენიმე ნაწილად. ბრიგადაში მისვლისას ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავას ვუთხარი, რომ ბრიგადაში სამსახური არ მსურდა და გავენთავისუფლებინე, რაზედაც უარი მივიღე. შემდეგ გაგვიშვეს შვებულებაში. 2011 წლის 16 ოქტომბერს ზურაბ შამათავას ბრძანებით, მიმავლინეს მე-4 ქვეითი ბრიგადის შტაბის G-3 - ის სამსახურში. 2011 წლის 25 ოქტომბერს, საღამოს დაახლოებით 18:00 საათზე მე ბრიგადიდან გამიშვეს ყოველდღიურ დათხოვნაში. იმავე დღის დაახლოებით 23:30 წუთზე, ჩემს მობილურ ტელეფონზე, რომლის ნომერი იყო 8... დამირეკეს სამხედრო პოლიციიდან ჩემთვის უცნობმა პირებმა და მითხრეს, ვყოფილიყავი სახლში, მომაკითახვდნენ და წამიყვანდნენ სამხედრო პოლიციაში. თეთრი ფერის ნივით მოვიდა სამხედრო პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებმაც მიმიყვანეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. მინისტრის მისაღების წინ დამხვდნენ ნ. ქ., დ. ხ. და გ. კ., ხოლო დ. დ. იჯდა იქვე გვერდით ოთახში. მინისტრის კაბინეტიდან გამოვიდა ზურა შამათავა, რომელმაც შემიყვანა თავდაცვის მინისტრის ბაჩანა ახალაის კაბინეტში. იქ იყვნენ - მინისტრი ბაჩანა ახალაია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა, და ი. ს და ჩემი თანამოსამსახურე ზემოთ ნახსენები შ. ბ. კაბინეტში ასევე იყვნენ ჩემთვის უცნობი პირებიც. მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ მითხრა რომ ჩვენ თითქოს მთვრალებს უნდა მოგვეწყო ბუნტი მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. მე მისი ნათქვამი ვიუარე. ამის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ მომასმენინა კომპიუტერიდან გინების ხმა. მე მას უთხარი, რომ არაფერ შუაში არ ვიყავი. ბაჩანა ახალაიამ მითხრა, რომ მომიყვანდა პიროვნებას, რომელიც პირზე დამადგებოდა. ამის შემდეგ, იქვე მდგომმა შ. -მ. ბაჩო ახალაიას შეკითხვაზე უპასუხა, რომ მგონი ესეც იქ იყოვო. ამის შემდეგ ჩემთან მოვიდა გიორგი კალანდაძე და დამიწყო ცემა სახის და თავის არეში ხელით, შემდეგ კაბინეტიდან გამომიყვანა გორგაძემ, ჩემომიყვანა ე.წ. ,,პლაცზე,, და კატეგორიულად მომთხოვა მეღიარებინა ის რასაც მეუბნებოდა ბაჩანა ახალაია, თან მირტყავდა ტანის არეში. ამ დროს მაიძულებდა მერბინა ,,პლაცის ირგვლივ, რამოდენიმე წრის დარტყმის შემდეგ, მაჩერებდა და ისევ მცემდა, დამაგდებდა დაბლა და მირტყავდა ფეხს ტანზე. ასე აგრძელებდა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამსვა თავის მანქანაში და ჩამომიყვანა მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც დაგვხვდა შავი ფერის მიკრო ავტობუსი, მე გადამსვა აღნიშნულ მიკრო ავტუბუსში, რომლის საჭესთან იჯდა ბაჩანა ახალაია, გვერდზე ეჯდა გიორგი კალანდაძე, იქ სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ მე მათ არ ვიცნობ, ჩვენ წამოვედით მე-4 ქვეით ბრიგადაში. შევედით ყოფილ სასადილოში, იქ დაგვხვდა სამეთაურო რგოლი, თუ ვინ იყვნენ არ მახსოვს, მახსოვს მხოლოდ ვ. ჯ-ვა, ამ ხალხის გარდა იქვე იყვნენ შ. ბ., დ. ხ., ნ. ე, და გ. კ., მათგან გამორჩევით ცალკე იდგა შ. ბ. მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, ჩვენი ანუ ჩემი, შ. ბ., ს. დ., ხ., ნ.ქ, გ. კ-ს მისამართით თქვა, რომ ჩვენ ვიყავით უსინდისო ადამიანები, ვაპირებდით დალევას, ბუნტის მოწყობას და დაგვიწყო გინება. ბაჩო ახალაიამ იქვე მდგომ შ. ბ-ს ყველას დასანახად თავში ჩაარტყა რაღაც წვრილი საგანი. ამის შემდეგ იგი წავიდა. ჩვენ გამოგვიყვანეს გარეთ, მე რამოდენიმეჯერ სახეში ხელი გამარტყა ზურაბ შამათავამ. ასევე დავინახე, რომ შ. ბ-ს ხელი და ფეხი რამოდენიმეჯერ გაარტყა გ-მ, ხოლო ნ. ქ-ს კი ზურა შამათავამ. ამის შემდეგ მე, ბ., ხ., ქ., და კ. სამხედრო პოლიციის ავტომანქანით წაგვიყვანეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, იქ მეორე სართულზე ჩვენ ცალკ-ცალკე შევდიოდით ერთ-ერთ კაბინეტში. როდესაც შევედი, კაბინეტში დამხვდა ჩემთვის უცნობი ორი პიროვნება, დაახლოებით 35 წლამდე საშუალო აღნაგობის, მათი ვინაობა არ ვიცი. მათგან ერთმა-ერთმა მითხრა, რომ თუ არ დავწერდი ბუნტის შესახებ პროვოკაციას მოგიწყობ და შენ და შენი ოჯახის წევრებს ჩაგიდებთ წამალს და დაგიჭერთო. ამის შემდეგ, მესამე სართულზე ერთ-ერთ ოთახში სამხედრო პოლიციელმა გვარად მ-მ, ფურცელზე დამაწერინა განმარტება რომ ვაპირებდით დალევას და ბუნტის მოწყობას, ასევე დამაწერინა პატაკი რომლის მიხედვითაც მე ვითხოვდი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას, რომელიც დაიტოვა თვითონ. ასევე მითხრა რომ ჩემი თვითოეული გადაადგილება უნდა შემეთანხმებინა მასთან. ამის შემდეგ ოთახში მაძახებინეს გაუმარჯოს მეოთხე ქვეით ბრიგადასო. სამხედრო პოლიციაში მე დამტოვეს 26 ოქტომბრის საღამომდე, ხოლო შემდეგ წავედი სახლში. მეორე დღეს ვინაიდან ვიყავი დამცირებული და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ კრედიტს ვეღარ დავფარავდი ვცადე თავის მოკვლა, კერძოდ ავედი ელექტრო გადამცემი ხაზის ბოძზე და მაღალ ძაბვას შევახე მავთული. ამის შედეგად მოვხვდი საავადმყოფოში, დამწვრობის ცენტრში, სადაც გამიკეთეს ოპერაცია, გადამინერგეს ხორცი მკერდის მარჯვენა მხარეს და მარჯვენა ხელის თითებზე. აქვე ავღნიშნავ, რომ თვითმკვლელობის მცდელობამდე, ჩემს ტელეფონში ჩავწერე მესიჯი, რომელშიც მივუთითე ჩემი თვითმკვლელობის მიზეზები. ეს ტელეფონი დღეისათვის აქვს ბიძაჩემს ა. გ-. იგი არის ღვთისმსახური."




 ახალი ამბები
  • ტეხურაში 20 წლის ბიჭი გადავარდა, მის გადარჩენას ადგილობრივები ცდილობენსენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში 20 წლის ბიჭი გადავარდა. სასწრაფო დახმარების მანქანა უკვე ნახევარი საათია იგვიანებს და ბიჭის გადარჩენას გულის ხელოვნური მასაჟით თვითმხილველები ცდილობენ. ბიჭი ამ წუთებში პოლიციას გადაჰყავს საავადმყოფოში. "გურია ნიუსი" დამატებით ინფორმაციას ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს Bolero & Company საწარმო ხაზებს აფართოებს (R)საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკისა და შპს Bolero & Company-ს პარტნიორობის შედეგად ღვინის საწარმო ხაზების გაფართოებასა და წარმოებისათვის მნიშვნელოვანი დანადგარების შესაძენად 18 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიცია კომპანიას სამომავლო განვითარების, წარმოების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის  ახალ შესაძლებლობას იძლევა.  „გვიხარია რომ პარტნიორობა შპს Bolero & Company-სთან გრძელდება. კომპანია  2012 წელს დაარსდა და საქართველოში ღვინისა და საკონიაკე სპირტების ექსპორტის სფეროში დღესდღეობით ლიდერ პოზიციას იკავებს.  შპს Bolero & Company ფლობს საკუთარ ვენახებს კახეთში. ექსპორტს კი აწარმოებს შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, უკრაინა. 2015 წელს კომპანია გაფართოვდა, ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვა და გააუმჯობესა წარმოება.  კომპანიის მენეჯმენტმა საწარმოს მეტად განვითარების მიზნით დამატებითი ინვესიტიციები განახორციელა. მიგვაჩნია, რომ კომპანია რომელიც ამდენი წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე კიდევ უფრო მეტად მომგებიანი იქნება და წარმოების ზრდითა თუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ქოქოსაძემ.  ინფორმაციისთვის, 2015 წელს შპს Bolero & Company-მ სახელმწიფოსგან გრუზვინპრომის ქარხანა შეისყიდა. აღნიშნული ქარხანა 1929 დაარსდა. ის წარმოადგენდა ცენტრალურ ქარხანას, რომელიც დამატებით 10 ქარხანას აერთიანებდა და კახეთის რეგიონში ყურძნის მიღებას უწევდა კოორდინაციას.  გრუზვინპრომში აღდგენილი იქნა ერთ-ერთი უძველესი და საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ქვევრის ღვინის მარანი, რომელიც 224 ქვევრისაგან შედგება. თითოეულის მოცულობა 2500-4000 ლიტრია და ქვევრების, როგორც ნაკეთობის ასაკი ბევრად ადრეულია, ვიდრე თვით მარნის დაარსების თარიღი. აღსანიშნავია, რომ ახალ მარნებში  ქვევრების საერთო რაოდენობა ახლაც იზრდება. გრუზვინპრომში 2 ჰექტარზე მეტ ფართობზე,  -1 და -2 დონეზე აღდგა საბრენდე სპირტის საძველო მიწისქვეშა საცავები.  ამჟამად კომპანიის საკუთრებაში დაახლოებით 15000 მუხის კასრია და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. საფუძველი ჩაეყარა საქართველოში (და არა მხოლოდ) ყველაზე მოცულობით სპირტის რეზერვების ბანკს.  კომპანიის მიერ წარმოებული საბრენდე სპირტის დიდი ნაწილის რეალიზაცია ხდება საფრანგეთის და ესპანეთის ბაზარზე, (რაც ადრე საერთოდ  არ ხდებოდა) და ამ ფაქტმა საქართველოს მსოფლიოში ადგილი დაუმკვიდრა,  როგორც საბრენდე სპირტის მწარმოებელ, ასევე მეღვინეობის მაღალი თანამედროვე კულტურის მქონე ქვეყანას. რაც სასიკეთოდ აისახება ქართული ღვინის იმიჯსა და მარკეტინგულ პოტენციალზე.  შპს Bolero & Company შპს გრუზვინპრომის გარდა  ოპერირებას უწევეს შპს კ და ქართულ სპირტს.  კომპანია საქმიანობას აწარმოებს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და სარგებლობს სპირტების წარმოების ექსკლუზიური უფლებით. კომპანია ოპერირებას უწევს  შპს უნივერსალ სპირიტსაც, რომელიც შპს კ და ქართული სპირტის მთავარი მიმწოდებელია ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანიის ყველაზე ცნობილი სავაჭრო ნიშნებია - დავით ივერიელი, ბეთანელი, დიასი, ბერიკონი, ტალავარი, იორელი მირონი და სხვა. Bolero & Company ასევე აწარმოებს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს, როგორიცაა წინანდალი, ქინძმარაული, მუკუზანი.  ასევე შემდეგი  ბრენდის სასმელებს- არაგვი, ვარციხე, ... ...
  • თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება (R)2020 წლის 1 ივლისიდან, თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება. პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად წამოიწყო, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას გულისხმობს, ხუთი  წლის განმავლობაში.  პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი- 240 თვე. მომხმარებელმა უზრუნველყოფის სახით  შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად.  პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში.  პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი სტატუს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.  „თიბისისთვის სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკის ინვესტიცია აღნიშნულ სექტორებში მხოლოდ 2019 წლის ივლისიდან  2020 წლის ივნისამდე პერიოდში 721 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ სექტორის განვითარებას წაახალისებს. იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ერთი მხრივ,  დაეხმარება მომხმარებლებს, შეიძინონ სასურველი ბინა, მეორე მხრივ კი, დეველოპერული ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორს ბევრ სხვა ინდუსტრიასთან აქვს გადაკვეთა. ამიტომ, ვფიქრობ, ინიციატივა მნიშვნელოვნად წაახალისებს, როგორც დეველოპერული, ისე სხვა სექტორების წარმატებულ საქმიანობას და  დასაქმებას", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.  იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  თიბისის ვებ-გვერდზე -https://www.tbcbank.ge/web/ka/tbc-joins-subsidization-program ; ცხელ ხაზზე - (032) 2 27 27 27  ასევე,  ბანკის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით. ... ...
  • სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის, მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს _ ომბუდსმენი"სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს", _ ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სუს-ის მიერ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი არხის რესპონდენტების დაბარებას და ტელევიზიიდან დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვას. ლომჯარიას თქმით, ეს ჟურნალისტებზე ზემოქმედებისთვის კეთდება.  "ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სუს-ისგან, თუ კონკრეტულად რა ფაქტებს შეეხება და როდის დაიწყო ეს გამოძიება. მიღებული პასუხებით, ის არ იყო კავშირში რამდენიმე დღის წინ მთავარზე გასულ სიუჟეტთან. სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს. ეს გამოძიება, რაც მიმდინარეობს, იმ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაციას უფრო ვხედავ",— განაცხადა ... ...
  • ირაკლი კობახიძე: "დიდი იმედი გვაქვს, რომ კოვიდ 19 არჩევნების ჩატარებაში ხელს არ შეგვიშლის"„დღევანდელი შეხვედრის „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე"- ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან წელს ტარდება არჩევნები", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე. „პირველ რიგში, მსურს მივესალმო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ვენეციის კომისიის ექსპერტებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომელმაც თვეების განმავლობაში უდიდესი როლი შეასრულა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბატონო პრეზიდენტო, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. მიუხედავად კოვიდ 19-თან დაკავშირებული პრობლემებისა თქვენ მაქსიმუმს აკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველყოთ საპარლამენტო ასამბლეების ჩატარება და ფუნქციონირება", - მიმართა ირაკლი კობახიძემ შეხვედრაში ონლაინ მონაწილეებს. . მან პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით განხორციელებული სიახლეები გააცნო აუდიტორიას. „ორშაბათს მესამე მოსმენით წარმატებით მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში დამკვიდრდება პროპორციული არჩევნები. ჩვენ ასევე დავასრულეთ საარჩევნო კოდექსის ცვლილება სწორედ ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში. ეს წინ გადადგმული ნაბიჯები ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კოვიდ 19 მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებაში ხელს არ შეგვიშლის და არ წარმოქმნის დაბრკოლებებს", -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მან ყურადღება გაამახვილა კოვიდ 19-თან მიმართებაში საქართველოს საუკეთესო სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ევროსაბჭოს 48 ქვეყანას შორის. „ჩვენ ყველაზე დაბალი მონაცემებით გამოვირჩევით. აქტიური ქეისების რაოდენობა 107-ია, რაც ევროსაბჭოს ქვეყნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ასეთი სიტუაცია ჩვენ საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ზომას ვიღებთ იმისთვის, რომ კოვიდ 19-მა ხელი არ შეგვიშალოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. ჩვენ ამ საკითხის გამო, ასევე, მივიღეთ სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციები, მაგრამ კიდევ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ შევძლოთ გამოწვევებთან გამკლავება. დღევანდელი დისკუსია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოვისმენთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებებს და ვენეციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით", _ განაცხადა ირაკლი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...