პროკურატურის "მოსაწვევები" და კეზერაშვილის ცნობა _ ახალი დეტალები ახალ პროკურორზე

სამართალი

პროკურატურის "მოსაწვევები" და კეზერაშვილის ცნობა _ ახალი დეტალები ახალ პროკურორზე

2012 ნოე 12 19:10:32

"გურია ნიუსის" ოზურგეთის განყოფილებას მის დანიშვნასთან დაკავშირებით არაერთმა მოქალაქემ მიმართა და საკუთარი აზრის დაფიქსირება ითხოვა. ყოფილი რაიკავშირის თავმჯდომარე ვანო კალანდარიშვილი და რამდენიმე თანამშრომელი "გურია ნიუსთან" ყვებიან, როგორ დაიბარეს პროკურატურაში და როგორ აჩუქებინეს ქონება სახელმწიფოს.

ვანო კალანდარიშვილი: _ 2000 წლიდან მე ვიყავი ოზურგეთის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე, ქონების წართმევა მოხდა 2006 წელს. ეს ასე დაიწყო: საჯარო რეესტრში მოვიდა ცნობა, რომელსაც ხელს დავით კეზერაშვილი აწერდა, ამ შენობის დაყადაღებაზე. ყოველგვარი ოპერაცია შეაჩერა საფინანსო პოლიციის მაშინდელმა უფროსმა კეზერაშვილმა. ანუ, შეჩერდა ყოველგვარი ყიდვა-გაყიდვის უფლება. 208 მეპაიე ჰყავდა ამ შენობას, რაიკავშირს.

2006 წელს, მე პირადად მიბარებს პროკურორი ილია ჯალაღანია, ეს იყო თებერვალი და მეუბნება, მომიტანე დისლოკაცია, ჩამონათვალიო, თუ არა, ამოღების ოქმს გავაფორმებო. მეც მივუტანე. შემდეგ მეუბნება: უნდა წავიდეთ ერთად ქუთაისში და შევხვდეთ საოლქო პროკურორსო. მაშინ გამგებელი იყო ვალერი ჩიტაიშვილი, მოადგილე ივანე ტაბატაძე.

გამგებლის მანქანით წავედით მე და ტაბატაძე ქუთაისში. იქ დაგვხვდა ადეიშვილის პირველი მოადგილე და ასევე, დასავლეთ საქართველოს რაიკავშირის თავმჯდომარეები. იქ გამოგვიცხადეს, _ თქვენ გინდათ თუ არ გინდათ, ოფიციალურად ქონება უნდა ჩააბაროთ სახელმწიფოსო.

ამის შემდეგ მიბარებს ყოველდღე ილია ჯალაღანია, მიმატანინა მეპაიეთა სიები, რადგან უნდა ჩატარებულიყო კრება, კრების გარეშე ეს მოხდებოდა. რა თქმა უნდა, ძნელი იყო მეპაიეთა უმრავლესობის დათანხმება ამ პროცესზე. იძულებული ვიყავი, ზოგიერთთან მე მეწარმოებინა საუბარი, ბევრს ვერ ვითანხმებდი და ზოგიერთს თვითონ ჯალაღანია იბარებდა და ახდენდა ზეწოლას. ვინც ურჩი მეპაიე იყო, იმას ემუქრებოდა, თუ ვინმეს ოჯახის წევრი მუშაობდა, გაათავისუფლებდნენ ან დაიჭერდნენ.

_ ამას ყველაფერს ილია ჯალაღანია აკეთებდა?

_ კი, კი, რა თქმა უნდა. ამის შემდეგ დამანიშნინა რიგგარეშე სხდომა, 2016 წლის 12 აპრილს. ამ სხდომას სჭირდებოდა მეპაიეების წინასწარი გაფრთხილება და ის მეპაიეების გასართხილებელი მოსაწვევები თვითონ პროკურატურის კომპიუტერში ამობეჭდა. დამარიგებინა მოსაწვევები, კრებას სჭირდებოდა ნოტარიუსი, რადგან დაემტკიცებიდა კრების ოქმი, ნოტარიუსი მაშინ კურსებზე იმყოფებოდა და დაურეკა სასწრაფოდ, მოხსნა კურსებიდან და ჩამოიყვანა, მანვე შეუკვეთა ყოფილი რუდოს შენობა, იქ დიდი კლუბია,სხვაგან ვერ დავეტეოდით ამდენი მეპაიე, კრებას 110 კაცი მაინც სჭირდებოდა, ერთი მესამედი. მივედით და დაგვხვდა უშიშროების მთლიანი შემადგენლობა: შალვა ბოლქვაძე რომელიც მაშინ უფროსი იყო, ასევე ვანო საჯაია, თვითონ ჯალაღანია. ჩატარდა კრება და კრების თავმჯდომარედ დაგვინიშნეს მაშინდელი საგადასახადო ინსპექციის უფროსი აწ.უკვე გარდაცვლილი მიშა მიქატაძე. ის მეპაიეც იყო. რამდენიმე პირი წინააღმდეგი წავიდა, თუმცა, კრება ჩატარდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, _ ნებით თუ უნებლიეთ ქონება გადაეცა სახელმწიფოს.

კრების შემდეგ წამოგვიყვანეს პროკურატურაში, ჯალაღანიას კაბინეტში, სადაც ამობეჭდეს ამ კრების ოქმი, რომელიც ჩვენ შევადგინეთ. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, ჩაიბარეს ეს შენობა მათ.

_ ანუ, იძულების წესით ჩამოგართვეს ქონება?

_ კი, ეს იყო ძალოვნების მიერ, კონკრეტულად კი პროკურორის მიერ იძულების გზით ჩამორთმეული ქონება.

_ როგორ ვითარდება ამის შემდეგ მოვლენები?

_ გადავეცით ქონება, მე შემაქმნევინეს კომისია. ქონება ჩაიბარა ეკონომიკის სამინისტრომ. ამის შემდეგ, როგორ გაყიდეს ქონების ნაწილი, სად და ვის მიყიდეს, დამამტკიცებელი საბუთები უკვე აღარ გვაქვს. ამის შემდეგ, მიბარებდნენ ყველა კვირაში ქუთაისში, საფინანსო პოლიციაში და რა ზეწოლა იყო ჩემზე, ვერ აგიღწერთ.

_თქვენ ხომ ჩააბარეთ ქონება, ზეწოლა რატომ ხდებოდა მერე?

_ გვამუშავებდნენ, შიშის ფაქტორი იყო, _ თუ არ გაჩერდებით და სადმე იტყვით, საფინანსო პოლიცია დაგადგებათ და ნახავთო. რა გგონია, ვერ დაგიჭერთო? ასე გაგვაჩერეს.

საინტერესო, იცით, რა არის? ეს ქონება წაიღეს და ერთი თვის შემდეგ მირეკავენ და მეუბნებიან, საქართველოს პროკურატურიდან ვართო და წადი ახლა ფოთში და ხელახლა დაარეგისტრირე ეს შენობაო.იმიტომ, რომ რაიკავშირს მაშინ ჰქონდა ვალი და არ უნდოდათ, რომ ეს ვალით წაეღოთ და ამიტომ თავიდან დაარეგისტრირეს ორგანიზაცია. ის ვალი კი, მე მაწერია. სულ მეძახიან სააღმსრულებლოში. რაიკავშირმა მაშინ მოსახლეობაში დაარიგა მარილი და პურის ფქვილი, რომელიც ხელისუფლებას უნდა გადაეხადა, მაგრამ არაფერი. ყველა ჩვენ გვაწერია.

ნორა მოლარიშვილი: "აქ ვიმუშავე 35 წელი , როცა გაიხსნა ეს რაიკოოპერატივი, იმ დღიდან ვმუშაობ . ეს მოხდა 2006 წელს. მოიწვიეს სხდომა მაღაროთა სამმართველოს კლუბში, ვიყავით მეპაიეები და გამოგვიცხადეს, რომ გადაგვეცა სახელმწიფოსთვის ეს ქონება. თუმცა, ოქმში ჩაიწერა, რომ თუ გაიყიდებოდა აუქციონზე, პირველს ჩვენ _ თანამშრომლებს უნდა გვეყიდა. თუ ჩვენ ვერ ვიყიდდით, მერე უნდა გაყიდულიყო აუქციონზე. მერე კი ჩვენთვის არავის არაფერი შეუტყობინებია. გაიყიდა. ჩვენ გვეუბნებოდნენ, თითქოს, მილიონად არის ეს შეფასებული და თქვენ ვერ შეძლებთ ყიდვასო, მაგრამ როგორც გავიგეთ, ძალიან იაფად გაიყიდა. „ პროკრედიტ ბანკი“ სადაც არის განთავსებული, ის ადგილი მთლიანად იყო ჩემი სექცია და გაიყიდა 30 000 ლარად. შემდეგ ეს 80 000 ლარად გაყიდა. ეს იყო ჩვენი, რომელიც არ უნდა გაყიდულიყო საერთოდ, ეს არ იყო სახელმწიფოსი, ეს იყო ხალხის ქონება. ისე ჩამოგვართვეს ამხელა ქონება, არავის არაფერი უკითხვას.

ჩვენ არ გავჩერდებით, ვაპირებთ გასაჩივრებას. ეს იყო ჩვენი საკუთრება, რომელიც იჩუქნიეს ძალით და გაყიდეს შემდეგ. ალბათ წილებში იქნებიან. ჩვენ იქ 40 და 26 წელი ვმუშაობდით. მოგვატყუეს, მაგრამ არავის არაფერი არ შერჩება_ ამბობენ „გურია ნიუსთან“ კვაჭანტირაძე დოდო და ხომერიკი იზოლდა".

ივანე ტაბატაძე, რომელიც 2006 წელს გამგებლის ვალერი ჩიტაიშვილის მოადგილე იყო, "გურია ნიუსთან" ადასტურებს ფაქტს, რომ ის და ვანო კალანდარიშვილი ნამდვილად იყვნენ ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში რაიკავშირის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით: _ კი ბატონო, ნამდვილად ვიყავი ქუთაისში. ვესწრებოდო შეხვედრას, სხვათაშორის, მარტო ოზურგეთიდან არ ვყოფილვართ, იქ იყო ყველა რაიონის გამგებლები ან მოადგილეები და რაიკავშირის ყოფილი დირექტორები.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ახალდანიშნული პროკურორი ილია ჯალაღანია "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ ვანო კალანდარიშვილი ახსოვს, მაგრამ უკანონოდ არაფერი გაუკეთებია.

_ ბატონო ილია, ვანო კალანდარიშვილი ასეთი პიროვნება გახსოვთ?

_ კი ბატონო, როგორ არა, მახსოვს.

_ ვანო კალანდარიშვილი, რომელიც მაშინ რაიკავშირის ყოფილი თავმჯდომარე იყო, აცხადებს, რომ 2006 წელს თქვენ პირადად დაიბარეთ და განუცხადეთ, რომ ეს შენობა რომელიც იყო მეპაიეთა საკუთრება, "ჩუქების" სახით ჩამოგერთვათ მათთვის...

_ დიახ, უკვე მივხდი რასაც ეხება. ახლავე აგიხსნით, რომ თქვენ თვითონაც იყოთ საქმის კურსში რა და როგორ მოხდა. ასეთი ფაქტი ნამდვილად იყო, რომელიც ილია ჯალაღანიას ინიციატივა ნამდვილად არ იყო, ეს განხორციელდა მთელი საქართველოს მასშტაბით.

თვითონ რაიკავშირის ხელმძღვანელობამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. უვარგისი შენობები, რომელიც მოუვლელი იყო, გადაეცა სახელმწიფოს. პროკურატურის კურსი, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ იყო, უბრალოდ ევალებოდა ასეთი შენობების აღრიცხვა, რა ქონება იყო. ამ ქმედებაში პროკურატურას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

ძალიან გთხოვთ რა, გაიგეთ სწორად, არანირი ზეწოლა არ ყოფილა პროკურატურის მხრიდან. ეს მოხდა ყველა რაიონში. ჩემი თხოვნა იქნება ობიქტურად გააშუქეთ და გადაუმოწმებელ მასალებს ნუ დადებთ!

_ ბატონო ილია, იქნებ გვითხრათ რას გულისხმობთ, რა გავაშუქე არაობიექტურად?

_ თქვენზე ნამდვილად არ ვსაუბრობ, თქვენ არ გგულისხმობთ, _ გვითხრა ილია ჯალაღანიამ.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...