დაკავების მოლოდინში მყოფი პროკურორი საჯაია და მის მიერ დაკავებულების ჩვენებები

სამართალი

დაკავების მოლოდინში მყოფი პროკურორი საჯაია და მის მიერ დაკავებულების ჩვენებები

2012 ნოე 17 19:29:04

"მინდა სანამ დამაკავებენ, განცხადება გავაკეთო. იცით, რაც გაუკეთეს თენგო გუნავას _ ჩაუდეს წამალი და იარაღი. გამორიცხული არ არის, ყველას ჩაუდონ, რაღაც პროვოკაცია მოუწყონ. მინდა განვაცხადო, რომ არც სახლში და არც არსად არც წამალი მექნება და არც იარაღი.

ესენი ყველაფერს კადრულობენ. რაც თენგო გუნავასთან იკადრეს, იმის შემდეგ გამორიცხული არ არის, მეც დამაკავონ. მე კი არ მეშინია, ან თავს კი არ ვიზღვევ. მინდა, უბრალოდ, იცოდეთ. ჩემი თავმოყვარეობა, ჩემი სახელი და ჩემო ოჯახის სახელი რომ არ შებღალონ, ამიტომ გეუბნებით. არც ნარკოტიკების მომხმარებელი ვარ, არც იარაღი მაქვს გაფორმებული არც კანონიერად და არც ისე, არც ვაპირებ მქონდეს, რადგან ჩემი იარაღი არის კანონი," _ გვითხრა რომეო საჯაიამ.

იყო თუ არა კანონი, როგორც „იარაღი“ რომეო საჯაიასთვის და ფიქრობდა თუ არა სხვისი ოჯახის  რეპუტაციასა და სახელზე 2007, 2008  და მომდევნო წლებში, სანამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურაში ჯერ გამომძიებლად, შემდეგ კი საგამოძიებო ნაწილის უფროსად მუშაობდა?

"გურია ნიუსი" 2007-2008 წლებში, რომეო საჯაიას მონაწილეობით ერთი კონკრეტული საქმის მასალებს შემოგთავაზებთ, რომელიც თავად საჯაიასაც კარგად უნდა ახსოვდეს. არ არის გამორიცხული, რომ თავის შესაძლო დაპატიმრებაზე განცხადების გაკეთების დროს, რომეო საჯაია "ზუგდიდვაჭრობის" იმ გახმაურებულ საქმეზეც ფიქრობდა, რომლის  "მოგვარებაც" 2008 წელს მას ანდეს. ახალაიას ნდობა გაამართლა კიდეც...

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ საოლქო პროკურორს ბატონ როლანდ ახალაიას 2008 წელს
მოქალაქე გულნარა ჯინჯოლავამ განცხადებით მიმართა. განცხადების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გამომძიებელ რომეო საჯაიას ეხებოდა.

„ბატონო როლანდ: უმორჩილესად გთხოვთ გამონახოთ დრო და პირადად გაეცნოთ ჩემს მიერ მოყვანილ არგუმენტებს და აქედან გამომდინარე მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ბრძენის ნათქვამია - "ჯობია დარჩეს ასი დამნაშავე დაუსჯელი, ვიდრე დაისაჯოს ერთი უდანაშაულო".
ზედმეტად არ შეგაწყენთ თავს იმის ახსნით, თუ რა ტრაგედია დამიტრიალდა თქვენი თანამშრომლების წყალობით, როგორ გავატარე 52 დღე ჯოჯოხეთში, როგორ შემერყა ისედაც შერყეული ჯანმრთელობა და როგორ მივედი სიკვდილის ზღვრამდე.
მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი ქვეშევრდომები და ყველაზე მეტად გამომძიებელი რომეო საჯაია მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემზე და ჩემს საქმიანობაზე გაწვდიდათ აშკარად გამუქებულ და გაყალბებულ ინფორმაციებს. სწორედ ასე მოახერხა შეექმნა თქვენთვის ჩემი "თაღლითობის" შთაბეჭდილება.
სწორედ საჯაიამ მოახერხა ზეწოლითა და დაპატიმრების მუქარით გამოეძალა ყოფილი ბუღალტრის - ლუიზა წყაროზიასთვის ცრუ ჩვენება, რომლის საფუძველზეც შეითითხნა ჩემთვის წაყენებული ბრალდება და ჩამსვა საპყრობილეში...“

„ენგურის“ სახელით გახმაურებელი საქმის მთავარი „გმირი“ და შემსრულებელი სწორედ გამომძიებელი რომეო საჯაია გახლდათ. ის მოგვიანებით, თავდადებული ერთგულებისთვის როლანდ ახალაიამ დააწინაურა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში საგამოძიებო განყოფილების უფროსად დანიშნა.

2007 წელი. "ზუგდიდვაჭრობა". რომეო საჯაია და მოწმედ დაკითხვის თავისებურებანი...

ზუგდიდში, შუაგულ ცენტრში, გუბერნიის მოპირდაპირე მხარეს დგას საკმაოდ დიდი შენობა - "ენგური," რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ თვალი დაადგა და მისი მისაკუთრება გადაწყვიტა. მაგრამ, აღმოჩნდა რომ "ენგურს" უკვე კანონიერი მეპატრონე ჰყავდა,  ხათუნა კაკაჩია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ობიექტი "ზუგდიდვაჭრობას" ეკუთვნოდა. პირველ ჯერზე მოლაპარაკებები მეპატრონეებთან აწარმოეს, რომლებსაც შენობის დაბრუნებას თხოვდნენ. როგორც ხათუნა კაკაჩიას მეუღლე, ბიზნესმენი დავით როგავა, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნავდა:

"ეს პრობლემები რომ დაგვეწყო, პროკურორმა საჯაიამ მითხრა, ამ შენობას რომ ყიდულობდით, თავიდანვე პროკურატურაში რატომ არ მოხვედითო. ჩვენ თვითონ გაყიდვინებდით შენობებს. არ იცოდით, ზუგდიდში ყველაფერი პროკურატურის გავლით რომ იყიდებაო?"
მეპატრონეები დათმობაზე არ წავიდნენ.  ამ დროს, საქმეში გსმოჩნდა"ზუგდიდვაჭრობის" ყოფილი ბუღალტერი, ლუიზა წყაროზია, რომელიც თავის ჩვენებაში წერს, რომ "ზუგდიდვაჭრობის" დირექტორი იმედი ალშიბაია და გულნარა ჯინჯოლავა აიძულებდნენ დოკუმენტაციის გაყალბებას. აღნიშნავს რომ, მას პრივატიზაციის გეგმის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად ხელი არ მოუწერია.
სწორედ ლუიზა წყაროზიას ჩვენება გახდა გულნარა ჯინჯოლავასადმი ბრალის წაყენებისა და მყისიერი დაპატიმრების მიზეზი.

ლუიზა წყაროზია თავის ჩვენებაში ასევე საუბრობს კრების ოქმზე, სადაც თითქოს მისი ხელმოწერა გაყალბებულია. რეალურად კი, ამ ოქმზე საერთოდ არ არის მისი ხელმოწერა და თეთრით შავზე აშკარად იკითხება "ფარცვანია".
საქმეში დევს ჯინჯოლავას ადვოკატის რამდენიმე შუამდგომლობა, ხელნაწერის გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რომელიც გამოძიებამ არ დააკმაყოფილა.
საინტერესოა რომელი დოკუმეტი აქვს გამოძიებას და სად არ აწერს ხელს ლუიზა წყაროზია?!
"იმავე წყაროზიამ ჩემი დაპატიმრების შემდეგ აღიარა, რომ გამოძიების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ზეწოლას და დაპატიმრების მუქარით გამომძიებელმა აიძულა მიეცა ცრუ ჩვენება. ამის უამრავი მოწმე არსებობს, როგორც ჩემი ახლობლების, ასევე თანამშრომლების სახით(არსებობს სხვა მასალაც)."-აღნიშნავს როლანდ ახალაისადმი მიწერილ განცხადებაში გულნარა ჯინჯოლავა."

რიგითი გამომძიებლის ულტიმატუმი: "მომეცი აღიარებთი ჩვენება და გაგათავისუფლებ"

გულნარა ჯინჯოლავას დაპატიმრების შემდეგ, მეტად საინტერესოდ განვითარდა მოვლენები სასამართლოში.
2007 წლის 12 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამრთლემ დავით კეკენაძემ 5 წუთში, ისე შეუფარდა აღკვეთი ღონისძიება გულნარა ჯინჯოლავას, რომ მისთვის დაცვის საშუალება არც კი მიუცია.
2007 წლის 30 ნოემბერს, ჯინჯოლავას დამცველებმა შუამდგომლობით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის და გირაოს შეფარდების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი გულნარა დაავადებული იყო მძიმე ავადმყოფობით და გირაოს თანხა 10 ათას ლარს შეადგენდა, 1 დეკემბრის დადგენილებით, მოსამართლე ჯეირან მორგოშიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.

როგორც გულნარა ჯინჯოლავა აცხადებდა, ორი დღის შემდეგ, 3 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე, გამომძიებელმა რომეო საჯაიმ ზუგდიდის მე-4 საპყრობილეში, მიაკითხა ბრალდებულს და უთხრა, მომეცი აღიარებითი ჩვენება და გაგათავისუფლებო. გამომძიებელმა ჯინჯოლავასგან უარი მიიღო. საჯაიამ, მოულოდნელად, ბრალდებული, აღკვეთი ღონისძიების შესაცვლელად სასამართლოში წაიყვანა.

ჩვენი წყაროს ცნობით, მოსამართლე კეკენაძე მაშინ გამომძიებელ საჯაიას გაუბრაზდა: გუშინ მოსამართლე ჯეირან მორგოშიამ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, კოლეგასთან ცუდად გამომივა, თან აღიარებითი ჩვენება არ არის, გირაოს ვერ შევუფარდებო. კეკენაძემ გამომძიებელს აღიარებითი ჩვენების მისაღებად დრო 30 წუთი მისცა და ოთახიდან გავიდა. ბრალდებულს გამომძიებელმა "განუმარტა" რომ თუ ის ეტყოდა სასამართლოს რომ ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს, სახლში გაუშვებდნენ. სასამართლოში, დაცვის გარეშე დარჩენილმა 60 წლის ავადმყოფმა ქალბატონმა, რომელმაც თითქმის ორი თვე გაუსაძლის პირობებში გაატარა, მართლაც უთხრა სასამართლოს, რომ იგი ინანიებდა დანაშაულს და გირაოს თანხას გადაიხდიდა.

2007 წლის 3 დეკემბერს კეკენაძემ, ჯინჯოლავას აღკვეთის ღონისძიება-გირაოს 2000 ლარის გადახდით შეუცვალა.
საინტერესოა, რატომ უთხრა გამოძიებამ უარი ჯინჯოლავას 1 დეკემბერს 10 ათასი ლარის გირაოზე და რატომ დათანხმდა 3 დეკემბერს 2 ათას ლარ გირაოს, მითუმეტეს მაშინ, რომ გამოძიება საბრალდებო დასკვნის მიხედვით ბრალდებულს სახელმწიფოსთვის მილიონ ლარზე მეტი ზარალის მიყენებას ედავება?

გიორგი ჭიქაბერიძე,  (გულნარა ჯინჯოლავას ადვოკატი) მაშინ ასეთ განმარტებას აკეთებდა: "თუნდაც დამნაშავე იყოს ბრალდებული გულნარა ჯინჯოლავა, მის მიერ კი ე.წ. "დანაშაულის" ჩადენიდან გასულია 10 წელი, კერძოდ: ე.წ. გაყალბებული 1996 წლის 13 ნოემბრის ოქმის შედგენიდან, იმედი ალშიბაიას მიერ ქონების მართვის სამმართველოსადმი მიმართვიდან (1997 წლის 22 აპრილი), პრივატიზაციის გეგმის წარდგენიდან (1997 წლის 28 დეკემბერი), სააქციო საზოგადოება "ზუგდიდვაჭრობის" აქციონერთა კრების ჩატარებიდან და კრების ოქმის შედგენიდან (1997 წლის 29 დეკემბრიდან), ნოტარიუსის მიერ აქციონერთა კრების ოქმზე ხელმოწერის დღიდან (ე.წ. 1998 წლის 9 თებერვლიდან), იმედი ალშიბაიას ს/ს "ზუგდიდვაჭრობის" გენერალურ დირექტორად, ხოლო გულნარა ჯინჯოლავას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევიდან (1997 წლის 29 დეკემბერი) გასულია ათი წელი.
აქედან გამომდინარე, სულ მცირე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო".
საქმეში არსებული მასალებიდან გაირკვა რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის - რომეო საჯაის წერილის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზა. სადაც წერია: საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს 2007 წლის 1 ოქტომბრის #15 ექსპერტიზის დასკვნით 1993, 1995 და 1997 წლებში სახაზინო საწარმო "ზუგდიდვაჭრობაში" განხორციელებული ძირითადი ფონდების გადაფასება მოხდენილია სწორად.
გამომძიებელ საჯაიას, საბრალდებო დასკვნაში "გამორჩა" ეს დეტალი და არ წერია, რომ 1993, 1995 და 1997 წლებში სახაზინო საწარმო "ზუგდიდვაჭრობაში" განხორციელებული ძირითადი ფონდების გადაფასება მოხდა სწორად.
არადა, გამოძიება  სწორედ ამას ედავებოდა ჯინჯოლავას.
ნაწყვეტი გულნარა ჯინჯოლავას როლანდ ახალაის სახელზე მიწერილი განცხადებიდან: "რომეო საჯაიასთან ჩემი ბოლო შეხვდრისას მან მოითხოვა აღიარებითი ჩვენება .ე.ი. უნდა ვაღიარო, რომ ვარ თაღლითი, სახელმწიფოს მივაყენე მილიონ ლარზე მეტი თანხის ზიანი და ვიმსახურებ სასჯელს. მას იქვე განვუმარტე, მაგრამ ვერ გაიგო და ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებს, თუ რატომ არ შემიძლია 60 წლის ოჯახის ქალს, შვილებისა და შვილიშვილის პატრონს, 40 წელზე მეტი მუშაობის სტაჟის მქონეს, ვაღიარო "დანაშაული", რომელიც არ ჩამიდენია, ამ ქვეყნად ვიცხოვრო თაღლითის სტატუსით და რომ არაფრით დავუშვებ ჩემი მიზეზით სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდებმა, რომლებმაც ყველა არსებული კანონის დაცვით შეისყიდეს ჩვენი აქციები (თამაზ ქანთარია და თორნიკე ცხადაია) ჩემი ცრუ ჩვენებით გაიმრუდონ ცხოვრება.

„გულნარა ჯინჯოლავა: რომეო საჯაია დაჟინებით მთხოვდა, მეღიარებინა არჩადენილი დანაშაული“

გულნარა ჯინჯოლავა,  გაუთავებელი ზეწოლების და დაპატიმრების მოლოდინის გამო, რომელსაც ის ცრუ ჩვენების მიუცემლობისთვის ყოველდღე ელოდებოდა, საქართველოდან გადაიხვეწა. მისი მოლოდინი გამართლდა. ის ძებნილად გამოაცხადეს.

არქივს შემორჩა გულნარა ჯინჯოლავას 2008 წლის კომენტარები, სადაც ის დეტალურად აღწერს, როგორ აიძულებდა რომეო საჯაია ცრუ ჩვენებების მიცემას.

_ ყველა სათანადო დოკუმენტაცია წარვუდგინე გამომძიებელ რომეო საჯაიას, მაგრამ მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო, სახელმწიფოსთვის დამებრუნებინა კონკრეტულად ის შენობა, რომლის ნატურით გამოყოფა კანონის სრული დაცვით მოხდა მსხვილ აქციონერებზე. მე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შემეძლო, რადგან შენობა რომელსაც იგი ითხოვდა, ზუგდიდვაჭრობას არ ეკუთვნოდა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში უკვე გატარებული იყო მსხვილი აქციონერების სახელზე. როგორც ჩემთვის ცნობილია, მან იგივე მოთხოვნა წაუყენა ერთ-ერთ მსხვილ აქციონერს, ქანთარიას. მაგრამ, მისგან კატეგორიული უარი მიიღო. საჯაიას კატეგორიული მოთხოვნები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.
12 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ დამიბარა პროკურატურაში, დამისვა ზოგადი კითხვები და ჩემთვის სრულიად მოულოდნელად წამიყენა ბრალი, მაგრამ რაში მედებოდა ბრალი ეს პროკურატურაში კი არა, სასამართლოში მოსამართლისგან გავიგე. გამომძიებელ რომეო საჯაიას, წაყენებული ბრალის გარშემო არ დავუკითხივარ. იმის საშუალებაც კი არ მომცა, რომ მის მიერ წაყენებულ ბრალზე წარმედგინა ჩემი კონტრარგუმენტები. ერთადერთი, რითიც შემოიფარგლა, იგი დაჟინებით ითხოვდა მეღიარებინა დანაშაული.
_ კონკრეტულად როგორ გთავაზობდათ ამის შესრულებას?
_ ვინაიდან, საერთო კრების მოწვევამდე ვარ სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მირჩია დამეყოლიებინა საბჭოს თავმჯდომარე, დანარჩენი საბჭოს წევრები, მოგვეწვია საბჭოს სხდომა და გამოგვეტანა დადგენილება, სახელმწიფოს სასარგებლოდ, თითქოს უარს ვამბობდით ს/ს ?ზუგდიდვაჭრობის? ქონებაზე. ამ წინადადებაზე ჩემგან კატეგორიული უარი მიიღო.
მას შემდეგ, რაც მე, არ დავთანმხდი რომეო საჯაიას წინადადებას, სასწრაფო წესით დაასრულა გამოძიება და საქმე გადასცა სასამრთლოს. ვეჭვობ, სასამართლოში მოვახერხო სამართლის აღდგენა, ვინაიდან აუცილებლად ველოდები მოსამრთლეზე პროკურატურის ზეწოლას, მით უფრო, რომ საქმე დაეწერა იმავე მოსამართლეს, დავით კეკენაძეს, რომელმაც 12 ოქტომბერს თვალის დაუხამხამებლად, ისე გამისტუმრა საპყრობილეში, რომ მხოლოდ საბრალდებო დასკვნის წაკითხვით შემოიფარგლა.

ამავე საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ, უკვე შეიტანა საჩივარი.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ზუგდიდის ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას წინააღმდეგ საქმე უფლებამოსილების გადამეტებისა და მისი ბოროტად გამოყენების მუხლით აღიძვრება. "ამავე მუხლით სარჩელი ზუგდიდის საოლქო პროკურატურის პროკურორ რომეო საჯაიას და მოსამართლე დავით კეკენაძის წინააღმდეგაც შევა", _ განაცხადა ნიკოლაძემ.

როგორც ჩანს, ქვეყნიდან გადახვეწილი, ახლა უკვე 65 წლის ქალბატონის საქმეს და გამომძიებელი რომეო საჯაიას ქმედებებს,   მთავარი პროკურატურის ახალი შემადგენლობა გამოიძიებს.




 ახალი ამბები
  • კახა სიორიძე ოზურგეთში „ლელოს“ უხელმძღვანელებს„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთში საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ ოფისის გახსნა იგეგმება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთში ახალდაფუძნებულ მოძრაობას შპს “ასკანგელ ალიანსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი კახა სიორიძე უხელმძღვანელებს. კახა სიორიძემ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაადასტურა. „დიახ გიდასტურებთ, რომ “ლელოს“ ოფისი იხსნება ოზურგეთში. დანარჩენი დეტალები შემდეგ კვირაში იქნება  ცნობილი“,_გვითხრა კახა სიორიძე. „ლელოს“ ახალი ოფისის გახსნა ოზურგეთში შემდეგ კვირაშია დაგეგმილი. სწორედ გახსნის დროს გახდება ცნობილი ვინ იქნება კახა სიორიძესთან ... ...
  • სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდასამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა,17-წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სიახლე ოზურგეთში _ დასაქმების ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას. _ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო  საჭიროების  მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები,  უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და  შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ. დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.      ... ...
  • ჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალაჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ დაწერა. "წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი მხატვარი, უანგარო და ერთგული მეგობარი გურამ მიქაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", _ წერს გურამ მიქაძის ... ...
  • მკვლელობა სამტრედიაში _ მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა,15-წლამდე პატიმრობა ელის სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკველობა) დაიწყო, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. შეგახსენებთ, მკველობა სამტრედიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით რამდენჯერმე ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...