ვიდეოჩანაწერი, რომლის გადმოცემა მოკლულმა სოსო ჩიქობავამ ვერ მოასწრო

სამართალი

ვიდეოჩანაწერი, რომლის გადმოცემა მოკლულმა სოსო ჩიქობავამ ვერ მოასწრო

2012 ნოე 26 21:08:32

ვინაიდან, ამ წუთამდე არავინ დაინტერესებულა ჩვენი სატელეფონო შეტყობინებით, მიგვაჩნია, რომ გვაქვს ჟურნალისტური და მოქალაქეობრივი ვალდებულება (ასევე, ვალდებულებას ვგრძნობთ სოსო ჩიქობავას ხსოვნის წინაშე), საზოგადოებას მივაწოდოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩვენს ხელთ არსებობს.

სოსო ჩიქობავას ბოლო დროს ჰქონდა გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პერსონით დაინტერესებულები იყვნენ.

ქრონოლოგიურად გთავაზობთ მის მიმოწერებს:

ორშაბათი. 19 ნოემბერი. 09:54 საათი. სოსო ჩიქობავა: "რაღაც უცნაურობები მხვდება ჩემს ფეისბუკზე. გაგზავნილ-გამოგზავნილები მაქვს რაღაცეები. უცნობი მეგობრის (ყველას რომ ამატებ იმ პონტის მეგობარი) პასუხი მაქვს შეტყობინებებში კითხვაზე, რომელიც არ დამისვია მისთვის ???????????????????????????????? ასეთი რამე გქონია? პაროლი უნდა გამოვცვალო ზნაჩიტ.“

ორშაბათი. 23:08 საათი. სოსო ჩიქობავა: "ვიხსენი ჩემი პროფილი. ახლა 12-სიმბოლოიანი პაროლი მაქვს...“

ხუთშაბათი. 11:06 საათი. სოსო ჩიქობავა: "ფეისბუკზე ჩემი კლონი გაჩითულა. იგივე სურათი უდევს, რაც მე ახლა მაქვს და სახელი გვარი და ჩემი მეორე სახელიც ზუსტად ისე უწერია, როგორც მე მაქვს. არაფერს არ აქვეყნებს და არ წერს არავის ჩემს ნაცნობებს, მეგობრებიშიც სულ 23 კაცი ყოლია. ვერ ვხვდები, რაში ჭირდება ვიღაცას ეს ყველაფერი".

ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც სოსო ჩიქობავასგან მივიღეთ, გახლდათ იმ ვიდეოფაილის დეტალების აღწერა, რაც მას გააჩნდა. მოწერილ წერილში ის იტყობინებოდა, რომ გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით, თავს იკავებდა ამ მასალის გამოქვეყნებისგან.

_ მაქვს ერთი ჩანაწერი, თუ გადავწყვიტე ამის გამოქვეყნება, თქვენ გადმოგცემთ, _ გვწერდა სოსო ჩიქობავა.

მან ამ ვიდეოჩანაწერის გადმოცემა ვერ მოასწრო. თუმცა, ვორდის ფაილით გამოგზავნილ წერილში, სახელწოდებით 123.docx დეტალურად აღწერა ამ ვიდეოჩანაწერის შინაარსი.

"ფაილს გამოვუშვებ ვიდეოფაილის აღწერაა", _ ეს მონაწერიც მას ეკუთვნის.

წერილს, რომლის ვიდეოვერსიის გადმოცემა სოსო ჩიქობავამ ვერ მოასწრო, "გურია ნიუსი“ სტილის სრული დაცვით გთავაზობთ.

სოსო ჩიქობავა: "ვიდეო ფაილზე ჩაწერილია საუბარი კონტროლის პალატის თავმჯდომარის აპარატის უფროსთან და ლევან ბეჟაშვილის უახლოეს მეგობარ გიორგი ბოტკოველთან (ამ არჩევნებში იყო ნაცმოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი კახეთის მხარეში).

ამ ვიდეს ჩაწერამდე 10 დღით ადრე გამომიძახა გიორგი ბოტკოველმა და გადმომცა ლევან ბეჟაშვილის დანაბარები იმის თაობაზე, რომ მე 700 აშშ დოლარი გადამეხადა იმ ადამიანისთვის, ვისი ვალიც, მისი თქმით ჰქონდა ჩემს სიდედრს, რომელიც უკვე 3 წელი იყო თვალითაც არ მენახა.

როგორც გიორგი ბოტკოველმა განმიცხადა, ლევან ბეჟაშვილს ამის თაობაზე თხოვა ბეჟაშვილის და მისი მეუღლის ესმა არღვლიანის მეგობარმა თამარ ყაჯრიშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიშა მაჭავარიანის თანაშემწეა. თამარ ყაჯრიშვილის განმარტებით, მისი დედის _ მზია ბუკიას ვალი ჰქონია ჩემს სიდედრს.

მე თავიდანვე განვაცხადე, რომ სიდედრთან წლებია არ მქონია არანაირი კომუნიკაცია და საერთოდ ეს ჩემი საქმე არ იყო ვის, ვისი ვალი ჰქონდა. რამოდენიმე დღის მერე კვლავ დამიძახა ბოტკოველმა და გადმომცა ლევან ბეჟაშვილის დანაბარები: საერთოდ არ მაინტერესებს ეხება თუ არა ეს ვალი, როგორც უნდა ისე იშოვოს და გადაიხადოს, თუ არა და მერე თავის თავს დააბრალოსო“.

ამის შემდეგ გადავწყვიტე მეთამაშა შეშინებულის როლი და ჩამეწერა გამოძალვის მთელი პროცესი. სამწუხაროდ თამარ ყაჯრიშვილი ვერ დავითანხმე შეხვედრაზე და მხოლოდ ბოტკოველთან შეხვედრის ჩაწერაღა მოვახერხე.

რაც შეეხება თავად ვიდეოს, ის ჩაწერილია ბოტკოველის კაბინეტში. საუბრისას ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ ჩემს ცოლის დას მეილი გაუგზავნია თამარ ყაჯრიშვილისთვის და მოუთხოვია ჩემთვის, როგორც ამ საქმესთან არანაირი კავშირის არ მქონესთვის თავი დაენებებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ამბავს წერილობით მისწერდა პარლამენტის ყველა დეპუტატს. ამის შემდგომ თამარ ყაჯრიშვილმა წერილი აჩვენა ხათუნა გოგორიშვილს, რომელმაც დაურეკა გიორგი ბოტკოველს და მოსთხოვა გაერკვია ჩემი ვინაობა და რაიმე ზემოქმედება მოეხდინა ჩემზე. ამ ყველაფერს მე ბოტკოველი მეუბნება და დაფიქსირებულია ვიდეო ფაილში.

ვიდეოში ბოტკოველი ახსენებს ლევან ბეჟაშვილს, რომ მან უკვე მოიკითხა ჩემი ამბავი და ვიდრე კიდევ უფრო გაფუჭდება ჩემი სიტუაცია დროზე გადამეხადა თანხა.

ვიდეოში ბოტკოველს ვაჩვენე თანხა 400 აშშ დოლარი, რომელიც თამარ ყაჯრიშვილის დედისთვის უნდა მიმეცა, რის შემდეგაც შეხვედრა დასრულდა.

რაც შეეხება თანხის წარმომავლობას, ეს თანხა მე გადმომცა თბილისში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სქიიღუმენია ელისაბედმა (ორლოვა). მან როცა ჩემი მეუღლისგან შეიტყო, რომ ვაპირებდი ფიზიკურად გავსწორებოდი ბეჟაშვილს და ბოტკოველს, დამიბარა და თანხა საჩუქრად გადმომცა და მთხოვა იმ არაკაცების სურვილი შემესრულებინა და დააყოლა, რომ ღმერთზე უფრო დიდი მსაჯული არ არსებობს და და სამართალიც აღსრულდებაო", _ გვწერდა სოსო ჩიქობავა.

რადგან ჩიქობავამ ჩვენთვის აღნიშნული ვიდეომასალის გადმოცემა ვერ მოასწრო, იქნებ, სამართალდამცავები დაინტერესდნენ ამ ვიდეომასალით და მოიძიონ იგი.




 ახალი ამბები
  • ერქომაიშვილის, შარაშენიძის და გოგიბერიძის პრესკონფერენცია, რომელსაც "ქართული ოცნება" ემიჯნებადღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სოსო ერქომაიშვილმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და შოთა გოგიბერიძემ, ადამიანებმა, რომელიც საკუთარ თავს, როგორც „2012-იანელები“, ისე მოიხსენიებენ, პრესკონფერენცია გამართეს. თუმცა, პრესკონფერენციაზე, რომელიც საკუთარი არსით, მედიის დასწრებას და მათი მოსაზრებების გაშუქებას მოიაზრებს, მხოლოდ ერთი მედიასაშუალება _ „გურიის მოამბე“ მიიწვიეს. როგორც გამოცემა წერს, „შეხვედრაზე საუბარი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასა და მათივე განცხადებებიდან გამომდინარე, საქართველოს გადარჩენაზე იყო.  იყვნენ მკვეთრად კრიტიკულებიც, რომლებიც ამ "ბრძოლაში" ჩართვას სწორედ იმის გამო არ აპირებენ, რომ პარტიის შტაბს მათთვის მიუღებელი პირები _ მერაბ ჭანუყვაძე და კობა დუნდუა ხელმძღვანელობენ.  „რა გააკეთა პარტიამ ამ წლების განმავლობაში? ვინ დაიყენა გვერდით? რას მიხსნით აქ? შტაბს რომ მერაბ ჭანუყვაძე და მართლა მთელი ცხოვრება "ნაციონალების" მხარდამჭერი, კობა დუნდუა უდგანან სათავეში, იმათ დავუდგე გვერდით?“ _ დამსწრეთაგან იმათი განცხადებების საპასუხოდ კი, ვინც 'ოცნებას" წინა ხელისუფლების იმ პირებთან გარიგებაში ადანაშაულებენ, ვინც დამნაშავეები იყვნენ, ერქომაიშვილმა და შარაშენიძემ შემდეგი განცხადებები გააკეთეს:  კოტე შარაშენიძე: "ვიცი, რასაც შენ განიცდი, ისე განვიცდით ჩვენც, მაგრამ რაღაც რაღაცეების გამო შეზღუდულები ვართ. დავუჭიროთ მხარი ბიძინა ივანიშვილს, ისე კი არა, ზოგიერთი რომ იძახის ტყუილად ჰაერზე. ის საქმე უნდა გავაკეთოთ, რასაც დღევანდელი რეალობა ქვია. ბეწვის ხიდზე გავდივართ ახლა".  სოსო ერქომაიშვილი: "თუ იმაზე ვსაუბრობთ ახლა, საქართველო თუ სხვა რამე, ეს არაა სწორი. მე საქართველოს გვერდით ვდგები ახლა და დავამთავროთ. ამაზე ახლა მოვრჩეთ ლაპარაკს, ვსო. დროის ამბავი რა არის, ამას მე გეტყვით არჩევნების მეორე დღეს”, _ აღნიშნულია „გურიის მოამბის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. „გურია ნიუსი“ რამდენიმე საათია, ცდილობს, გაარკვიოს, რატომ არ მიიწვიეს პრესკონფერენციაზე სხვა მედიასაშუალებები და რატომ გაკეთდა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი პრესკონფერენცია მხოლოდ ერთი მედიისთვის. როგორც პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში გვითხრეს, აღნიშნული პრესკონფერენციის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, და ეს იმ ფონზე, როცა სოსო ერქომაიშვილი „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრია. ბიუროს წევრის მიერ გამართული პრესკონფერენციის შესახებ საქმის კურსში არ იყო არც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დიტო სამხარაძეც. პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ლელა გაბეჩავას თქმით, პრესკონფერენცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული არ ყოფილა, ამის შესახებ ინფორმაციაც არ ჰქონდათ და მისთვის უცნობია, რა უნდოდა პრესკონფერენციაზე ბიუროს წევრს და რატომ იყო მიწვეული მხოლოდ ერთი მედიასაშუალება. კითხვაზე, რას გვეტყვიან პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ ბრალდებებზე, რომ „ოცნების“ შტაბში „ნაციონალები“ არიან, მით უმეტეს, რომ ამ ბრალდებებზე მმართველი პარტიის ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრს და პრესკონფერენციის ორგანიზატორს პასუხი არ გაუცია და ამაზე საუბარი სამომავლოდ გადადო, პარტიაში აღნიშნეს, რომ ვერაფერს: _ ერქომაიშვილს ვერ ვუკავშირდებით და ამ დროისთვის რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ, სავარაუდოდ, ეს ერქომაიშვილის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო. ამ პრესკონფერენციასა და იქ მყოფ ადამიანებთან პარტიას შეხება არ ჰქონია და არანაირი პრესკონფერენცია ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, _ გვითხრა გაბეჩავამ. ჩვენ შევეცადეთ კომენტარები პრესკონფერენციაზე მყოფი ადამიანებისგანაც მიგვეღო. შარაშენიძემ, როგორც ყოველთვის „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მისგან მაგალითი აიღო სოსო ერქომაიშვილმა და კონტაქტზე არ გამოვიდა. ერთადერთი, ვინც კომენტარი გააკეთა, შოთა გოგიბერიძე იყო, რომლის განმარტებით, დღეს პრესკონფერენცია არ ჩატარებულა: _ ეს იყო „2012-იანელების“ სამუშაო შეხვედრა და არა პრესკონფერენცია. არავინ მიგვიწვევია. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, როცა ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ამ შეხვედრის შესახებ სტატია წავიკითხე. ვერ გეტყვით, ვინ იყო. 50 კაცი იყო იქ და ყველას არ ვიცნობდი, _ აღნიშნა გოგიბერიძემ.   ... ...
  • ზურაბიშვილი: საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები (R)საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ჟურნალისტებმა ქალთა ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, არიან თუ მის საარჩევნო კამპანიაში ჩართული პიარკონსულტანტები ისრაელიდან, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არ არიან ჩართული რუსი პიარსპეციალისტები". პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის" წევრებს შეხვდა, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ... ...
  • "მერი გვეკაიფება" _ რატომ დაუპირისპირდნენ დაბა ლაითურის მაცხოვრებლები ოზურგეთის მერსოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის #2 საბავშვო ბაღში ახალის ნაცვლად ძველი საბავშვო ატრაქციონები მიიტანეს - ამის შესახებ დაბის მცხოვრებლებმა “გურია ნიუსს“ დაუკავშირდა. “კარგად დააკვირდით ამ სურათს და არ გაგიკვირდეთ _ ეს ის დაპირებაა, რომელიც რამდენიმე დღის უკან ბატონმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ლაითურს მე-9 რაიონის მოსახლეობას მისცა და  რომელსაც დიდი სიხარულით ელოდნენ. თქვენთვის მომინდია, დაარქვით სახელი _  ეს შეურაცხყოფაა, დაცინვაა თუ სხვა რამ მსგავსი, რადგან ასეთი და ცოტა უკეთესი უკვე ლაითურის #2 საბავშვო ბაღში დგას 50 წელია. რატომ ჩათვალა მერმა, რომ ჩვენ ამითაც კმაყოფილი ვიქნებოდით, მაშინ როცა თავისი სახლის წინ ეზოში აშენებს ახალ პარკს.  ეჭვი გვაქვს ეს სწორედ იმ პარკიდან ამოიღო და გამოგვიგზავნა იმ ადამიანებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს და მუნიციპალიტეტის მერად აირჩიეს  _ ვინ გაგვცემს ამაზე პასუხს?“ - ეს წერილი ფოტოებთან ერთად „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურიდან გამოუგზავნეს. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ საბავშვო ბაღში მიტანილი ატრაქციონები დაზიანებული _ ერთ-ერთი კი დაჟანგულია. დაბაში არ მალავენ, რომ შარაშენიძის საქციელით შეურაცხყოფილები არიან: _ მერი გვეკაიფება _ სხვა არ ვიცით რა ვიფიქროთ. ასეთი აგდება და შეურაცხყოფა გინახავთ სადმე? ხელისუფლების კანდიდატისთვის ხმა კი უნდათ და დაპირების შესრულება არა! ნურავის გონია, რომ ასე ადვილად მოტყუვდება ხალხი. თუ დაგვცინიან არც ჩვენ დავრჩებით ვალში და არჩევნებზე გავცემთ საკადრის პასუხს, _ აღნიშნავენ დაბაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის თანაშემწის რეზო მესხიძის თქმით, ატრაქციონები ლაითურში გვიან ღამით მიიტანეს: _ კომუნისტების დროინდელი ატრაქციონებია, მაგრამ ვინ მოიტანა არ ვიცით. ჩვენთვის არავის არაფერი არ უთქვამს. მუნიციპალიტეტის მერიისგან იყო დაპირება, რომ საბავშვო ატრაქციონებს მოიტანდნენ _ ხალხიც ელოდებოდა და მოიტანეს ძველი ატრაქციონები. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ესენი სხვაგან იდგა და ჩვენთან გადმოისროლეს. არადა, მასეთი ატრაქციონები დგას დაბაში _  უბრალოდ, ერთს ცალი ფეხი არ აქვს და მეორე კიდევ გაფუჭებულია, _  გვითხრა რეზო მესხიძემ. ვინ და საიდან მიიტანა ძველი ატრაქციონები დაბაში უცნობია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, დაბა ლაითურის მაჟორიტარი დეპუტატის გია ჩაგანავასთვისაც. „გურია ნიუსმა“ კი გაარკვია, რომ ატრაქციონები, ოზურგეთის მერის სახლთან მდებარე პარკიდან წაიღეს, რომლის ნაცვლად შარაშენიძის მეზობლად არსებულ სკვერში ახალი იდგმება. ის, რომ ატრაქციონები ნამდვილად ოზურგეთიდანაა წაღებული „გურია ნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ: „ეს საბავშვო ატრაქციონები ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე პარკიდან, სადაც ააჯამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გუშინ, მერიის გადაწყვეტილებით წაიღეს. როგორც მერისგან გავიგე,  ადგილზევე მოხდება ატრაქციონის დამონტაჟება, რესტავრაცია, შეღებვა და განახლება,“  _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ამ ბრძოლაში ქალები იქნებიან მთავარი ძალა (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობა აუცილებელია. აღნიშნულ საკითხზე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალები საქართველოში ამომრჩეველთა 53 პროცენტს წარმოადგენენ, მაგრამ პოლიტიკაში სათანადო ადგილი არ აქვთ. „ქალების ჩართულობა აუცილებელია. ქალები წარმოადგენენ ამ ქვეყნის ამომრჩევლების 53 პროცენტს, მაგრამ არ აქვთ სათანადო ადგილი პოლიტიკაში. ამ დროს ქვეყნის ყველა სხვა დარგში, პრაქტიკულად, ქალები არიან წარმოდგენილი. ისინი არიან ძალიან ძლიერები, ზოგჯერ, ძალიან წარმატებულიც, მაგრამ არა პოლიტიკაში, არც ადგილობრივ დონეზე და არც პარლამენტში. მაგალითი, რაც მე მინდა, შემოვიტანო ქართულ პოლიტიკაში, რომ როგორც სხვა მოწინავე ქვეყნებში, საქართველოსაც ეყოლება ქალი პრეზიდენტი, ეს არის მაგალითისა და შემდეგი ბრძოლისთვის, რაც უნდა გავიაროთ, რომ საზოგადოება თანამედროვეობისკენ შეიცვალოს და ამავდროულად, შეინარჩუნოს ყველაზე ღირებული ტრადიციები. ამ ბრძოლაში ქალები იქნებიან მთავარი ძალა. ეს არის ამ ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც მთავარი ძალა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე. პრეზიდენტობის კანდიდატმა მოძრაობის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი მისი ფოტოს შეცვლის შესახებ: მე ეს სტილი ბევრად უფრო მომწონსსაქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ბილბორდებიდან მისი ფოტოების ნაცვლად ოცნების  ლიდერების გამოსახულებით ჩანაცვლებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია ბანერების შეცვლით და განმარტავს, რომ პირველი ტურისთვის გადაღებული ფოტო მას არ მოსწონდა. „განცდა იყო, რომ ვარ ძალიან ბედნიერი იმიტომ, რომ ის პირველი სურათი ნაკლებად მომწონდა. მე არ ვიცი, თქვენი მოსაზრება როგორი არის, მე ძალიან მომწონს ახალი სურათი და პირველი ტურის დროს, მე სულ ვამბობდი, რომ მე მეგონა, რომ ჩემი სურათი ცოტა ძალიან ბევრი იყო და ძალიან დიდი იმიტომ, რომ ეს არ არის ის ევროპული სტილი, რომელიც მომწონს და მე ეს სტილი ბევრად უფრო მომწონს, იმედი მაქვს, თქვენც,“  - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ორგანიზაცია ქალები სამართლიანობისთვის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ეს საზოგადოება უნდა შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რომელიმე სხვა ქვეყნის „კოპიო“, არამედ თანამედროვე და ქართული“. ზოგიერთ ბილბორდზე პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარი წერია, თუმცა, ბანერზე მხოლოდ ქართული ოცნების დამფუძნებლის ან პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოებია განთავსებული.  ... ...

არქივი

ზაფრანი

უცნობი ფაქტები მამაკაცის სხეულის შესახებ

დიდი ტვინი საშუალოდ, ტვინის მოცულობა...

სიყვარულის ფერების თეორია

ჯონ ალან ლი კანადელი მეცნიერია,...

ყველაზე არაპროგნოზირებადი და სახიფათო ცხოველები

თაფლიჭამია თაფლიჭამია, იგივე რეიტელი, მართალია,...

როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო

ღვინისათვის “სუნთქვის" საშუალების არ მიცემა...

7 თვისება, რომლითაც მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანს ამოიცნობთ

ინტელექტი ადამიანის თვისებაა, რომელიც აზროვნების...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?