ციხიდან გათავისუფლებული პატიმრის რამდენიმე საათიანი სიცოცხლე

სამართალი

ციხიდან გათავისუფლებული პატიმრის რამდენიმე საათიანი სიცოცხლე

1 დეკ. 2012, 16:08:09

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა "გურია ნიუსთან" კომენტარი გააკეთა:

_პატიმარი იყო დაავადებული ტუპერკულიოზით, ჩემს მიერ იქნა გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში ხუდადოვზე. პარალელურად, ტუბერკულიოზის ცენტრში გავაგზავნე საბუთები გადავადებაზე, მაგრამ რადგან ამ პროცედურისთვის დიდი ხანი იყო საჭირო, ეს ძალიან გრძელი პროცედურაა და ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ გავიყვანეთ ასევე უზუსტობის სიაზე, ანუ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიაზე და გავათავისუფლეთ. ანუ პატიმარი, როცა გარდაიცვალა, ის უკვე იყო პირობით ვადამდე გათავისუფლებული და იმყოფებოდა სამოქალაქო საავადმყოფოში ხუდადოვზე. სამწუხაროდ, საავადმყოფოში მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.  ის ამდენი წლის განმავლობაში ძალიან ცუდ პირობებში იხდიდა სასჯელს.

როცა მე მინისტრი გავხდი და ამ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გავიგე, უკვე ის ძალიან მძიმე ავადმყოფი იყო. ის  უშუალოდ ჩემი დავალებით გადაიყვანეს საავადმყოფოში და როცა გარდაიცვალა, გათავისულებული იყო პირობით ვადამდე შესაბამისი კომისიის მიერ.

_ბატონო სოზარ, გარდაცვლილი ოჯახი ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, სოფელში ამბობენ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმა ოჯახს ამ ფაქტის გახმაურებისგან თავის შეკავება ურჩია, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?

_ გამორიცხულია, ეგეთი რამ არ არსებობს, ვერავინ დაემუქრებოდა, თუნდათ იმის გამო, რომ პატიმარი კი იყო, მაგრამ ის იყო პირობით ვადამდე გათავისუფლებული. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზორბეგი ხუხუნაიშვილი "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ  პატიმარი ციხეში უმძიმეს პირობებში იყო და დაავადდა.

_რა გარემოებაში გარდაიცვალა და როგორ, ამას დანამდვილებით ვერ გეტყვით, მეც ვიცი ისე, როგორც თქვენ გაიგეთ. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ძალიან სამწუხაროა, როცა  სოფელში ახალგაზრდა ბავშვს ჩამოასვენებენ, უკვე დაკრძალეს.  როგორც გავიგე, გამოსულა საპატიმროდან და სამი საათის შემდეგ გარდაცვლილა საავადმყოფოში. რაიმე ცემის ფაქტი, ან სხვა რაიმე სახის ზეწოლის შესახებ არავის უთქვამს. როგორც ამბობენ, ის ციხეში დაავადდა და მძიმე სენით გარდაიცვალა, -_ აცხადებს დეპუტატი "გურია ნიუსთან".




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...