"ნარკოტიკი, რომელიც მას აღმოაჩნდა, წამების და ძალადობის შედეგად მიაღებინეს"

სამართალი

"ნარკოტიკი, რომელიც მას აღმოაჩნდა, წამების და ძალადობის შედეგად მიაღებინეს"

2012 დეკ 2 16:39:37
ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული პირები, 2011 წლის 9 დეკემბერს, ნიღბებითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში მცხოვრებ აბაშმაძის ოჯახს. ბრალდებულებმა ე.წ "სკოჩის" გამოყენებით, ოჯახის წევრებს შეუკრეს ხელფეხი, გააცხელეს უთო და დაშინების მიზნით ითხოვდნენ ძვირფასეულობას.

ფიზიკური ზეწოლის შედეგად, ეჭვმიტანილებმა მოახერხეს ოჯახიდან ოქროსა და ვერცხლის ნივთების, მობილური ტელეფონის, სანადირო თოფისა და „მერსედესის" მარკის ავტომობილის გატაცება, რის შემდეგაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

სამართალდამცავების თქმით, დაკავებულებმა დანაშაული უკვე აღიარეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა იმის დასადასტურებლად, მონაწილეობდნენ თუ არა ეს პირები ჩოხატაურში მომხდარ ყაჩაღობებში. თუმცა, როგორც გვენეტაძე ჩვენთან საუბარში განმარტავდა, ამ ყაჩაღობების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

"გურია ნიუსი" ამ ყაჩაღობის  საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებზე ერთი წლის წინათ წერდა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩხრეკა ისე ჩაატარეს დაკავებულ კობა და ლაშა ლომჯარიების ოჯახში, რომ მათი ნათესავები და ახლობლები ამ პროცესს არ დასწრებიან. როგორც ოჯახის წევრები ჩვენთან საუბრის დროს აცხადებდნენ, სამართალდამცავებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს.

_შეაშინეს ბავშვები, არავის არ ერიდებოდნენ, პოლიცილები პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ. ჯერ დააკავეს კობა ლომჯარია, მოგვიანებით კი დააკავეს ლაშა ლომჯარია და ედიშერ ცისკარიძე, რომლებსაც ბრალად ყაჩაღობა ედებოდათ. მათი აყვანა ლანჩხუთში, მოხდა, ისინი თბილისიდან მოდიოდნენ, მათ დასაკავებლად ჩაატარეს სპეცოპერაცია და დაპატიმრეს.  მათ წაუყენეს სხვადასხვა დანაშაულებში მონაწილეობა, _ აცხადებს „გურია ნიუსთან“ პატიმრების კობა და ლაშა ლომჯარიას ოჯახის წევრი თინათინ სირაძე და იმ დეტალებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით არაკანონიერად მოხდა.

თინათინ სირაძემ კიდევ ერთხელ მოგვმართა, რათა მისი პოზიცია დაგვეფიქსირებინა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მაზლისთვის უკანონოდ გამოტანილ განაჩენს სათანადო ორგანოები შეისწავლიან და რეაგირებას მოახდენენ.

თინათინ სირაძე: ნარკოტიკი, რომელიც ჩემს მაზლს, ლაშა ლომჯარიას აღმოაჩნდა, ძალადობის, მუქარის და წამების შედეგად მიაღებინეს, იმ მიზნით, რომ უფრო დაემძიმებინათ მისთვის ბრალდება და შეეფადებინათ წინასწარი პატიმრობა, რაც სისრულეში მოიყვანეს, სასამართლო წარიმართა უსამართლოდ, ვინაიდან დეკემბერში დაპატიმრებულ-ბრალდებულებს აგვისტოში შეუფარდეს  სასჯელი, რომელიც ერთი ადამინის ჩვენებას და უსაფუძვლო ბრალდებებს ეყრდნობა.

იმედი მაქვს, დღევანდელ საქართველოში, სამართალდამცავების  ახალი გუნდი გადახედავს ბრალდებულების საქმეს და გაასამართლებს სამართლიანად. აღარ უნდა არსებობდეს საქართველოში მუქარისა და ზეწოლის შედეგად ადამიანების დაპატიმრებები.

რა მოხდა ერთი წლის წინ

ადვოკატმა გელა ნაცვალაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ 2011 წლის 11 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე, მას ლომჯარიების ოჯახის წევრებმა სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართეს:

_ საღამოს 10 საათისთვის უკვე გაფორმებული მქონდა ხელშეკრულება, გამაჩნდა ორდერი, მივედი პოლიციაში, სადაც ყურადღება საერთოდ არ მომაქციეს.

მორიგემ მითხრა, მიმართე პოლიციის უფროსსო და მეც მივმართე. რა თქმა უნდა, ყველამ მითხრა, ასეთი პიროვნება ჩვენთან არ არის დაკავებული, არაფერი ვიცითო. არადა, ნამდვილად დაკავებული იყო. შემდეგ დავურეკე გამომძიებლებს. ვეცადე, იქნებ ასე მაინც მიმეღო ინფორმაცია. ყველა მეუბნებოდა, არ ვიცითო. არც სამმართველოს გამომძიებელმა მაჩვენა პატიმარი. შემდეგ მითხრეს, საერთოდ არ არის შენობაში ასეთი პიროვნებაო. ერთი სიტყვით, არ მომცეს საშუალება, შევხვედროდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს.

ამის მიზეზი, ჩემი აზრით, არის პოლიტიკური სიტუაცია. მონაწილეობას ვიღებდი ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებაში. მე პოლიტიკაში არ ვერევი _ უბრალოდ, დავაფიქსირე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია.

რადგან ვერ მივაღწიე პატიმართან შეხვედრას, ხელშეკრულების ორდერი გამიუქმა დაზარალებულის პატრონმა _ შენ პატიმართან ვერ შეხვედი, ვერ ნახე და მე რას დამეხმარებიო. იგივე პიროვნებამ მიმართა სხვა ადვოკატს, რომელიც პატიმარს უპრობლემოდ შეხვდა. რატომ უნდა იყოს აქ პოლიტიკური ორიენტაცია განმსაზღვრელი? მე რას დავაშავებდი ჩემი პოლიტიკური ორიენტაციით? რატომ უნდა შეეშალათ ჩემთვის ხელი?, -ამბობდა გელა ნაცვალაძე ერთი წლის წინ „გურია ნიუსთან“.

_საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი დაბრკოლება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდება. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველოს თანამშრომელმა ვანო საჯაიამ დამიძახა პოლიციის შენობის წინ და მითხრა, გავიგე, ივანიშვილის შესახებ ხელმოწერებს აგროვებო. ვაცხადებ საქვეყნოდ  _ რა განაჩენიც უნდა დადგეს მომავალში, იქნება უკანონო და უსამართლო, იმიტომ, რომ ის პიროვნება, რომელმაც დასაცავად მომმართა, იყო დაცვის გარეშე. ეს დაფიქსირებულია პოლიციაში ვიდეოკამერებით. 2011 წლის 11 დეკემბრის საღამოს ათი საათიდან, 2011 წლის 12 დეკემბრის დილის 5 საათამდე ვცილობდი, შევხვედროდი პატიმარს.

იმ დროს, როცა პატიმართან არ მიშვებდნენ და ვერ დავადგინე, ვისთან და სად იმყოფებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, მივედი მორიგესთან, სადაც დავინახე დაგდებული ქაღალდი _ დაკავების ოქმი, რომელიც პოლიციელებს დარჩათ მორიგესთან, _ ამბობდა ნაცვალაძე.

"გურია ნიუსთან" საუბარში დაკავებული კობა ლომჯარიას მეუღლე, თინათინ სირაძე მალის უდანაშაულობაზე საუბრობს:

_ ჩემი მაზლი უდანაშაულოა. არ მომცეს იმის საშუალება, რომ ადვოკატის მომსახურებით გვესარგებლა. ორდერის მქონე ადვოკატი არ შეუშვეს მასთან. დიდხანს გვაწვალეს, საღამოს 8-ის ნახევრიდან დილის 7 საათამდე ვიყავით პოლიციის შენობაში. პოლიციელები ხან იძახდნენ ქუთაისშიაო, ხან _ ჩოხატაურშიაო, ბოლოს შეურაცხყოფაც კი მიაყენს ჩვენს ადვოკატს და როგორც მათ უნდოდათ, ისე გააკეთეს.

_ რა გაძლევთ იმ განცხადების გაკეთების საფუძველს, რომ თქვენი მაზლი უდანაშაულოა?

_ როცა ყაჩაღობა მოხდა, ის სახლში იყო. ჩემს მაზლს ცხოვრებაში წამალიც კი არ აქვს დალეული, სისხლში ოპიუმი აღმოუჩინეს. მაქვს ინფორმაცია, როგორ მიაღებინეს წამალი, დაალევინეს რაღაც სითხის სახით. ადვოკატს მასთან შესვლის უფლება არ მისცეს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციის თანამშრომლებმა კიბეზე რომ არ აუშვეს გელა ნაცვალაძე, ეს ხომ არის დაფიქსირებული ვიდეოთვალში? ტანსაცმელი, რომელიც ლაშას ეცვა, არ მოგვცეს. ამბობენ, ნაცემია და ტანსაცმელი ტანზე შემოაგლიჯეს. იმასაც არ მეუბნებოდნენ, ამ საქმის გამომძიებელი ვინ იყო.

მეტსაც გეტყვით _ მეც რომ ვყოფილიყავი იმ მანქანაში ჩემს მაზლთან ერთად, ალბათ, მეც ამიყვანდნენ და მეც ჩამიდებდნენ ნარკოტიკს. მაქვს ინფორმაცია, რომ ნარკოტიკის ჩადება ჩემთვისაც მზადდებოდა. მთელ ოჯახს წირავდნენ. მოვიდნენ და ახლაც გამწირონ, არ მეშინია. პასუხი არ უნდა მოეთხოვოს შეურაცხყოფისთვის? კი, ბატონო, ჩემმა მეუღლემ აღიარა, მე ჩემს ქმარზე პრეტენზია არ მაქვს, ჩემი მაზლი უდანაშაულოა.

ბრალდებულის სტატუსით დაკავებულის ბიცოლა "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ როცა აიყვანეს კობა ლომჯარია, მამამისს უთხრეს სიურპრიზი გელოდება: _ თურმე მეორე შვილის აყვანას აპირებდნენ. მე მიყვირეს, არ შემოხვიდე შიგნით, არ შეიძლება, აქ ისეთი რაღაცები ვნახეთ, არავის შემოსვლა არ შეიძლებაო. მერე ერთ-ერთმა პოლიციელმა აგინა დედას.

ეჭვმიტანილის ადვოკატი, დავით მამალაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ მოპოვებული მტკიცებულების ოფიციალური დოკუმენტაცია ჯერ არ გააჩნია, თუმცა რაღაც მონახაზები აქვს:

_ ეს უნდა იყოს აუცილებლად დაუშვებლად ცნობილი, რადგან ადვოკატის გარეშე ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება არის უკანონო.

_ როცა თქვენ ჩაერთეთ საქმეში, ეს პროცედურები ჩატარებული იყო?

_  კი. საგამოძიებო სამუშაოები ჩატარებული იყო, რაც უკანონოა. ექსპერტიზა ჩატარებული ჰქონდათ და მე შედეგები გამაცნეს, რაც დარღვევაა.

გელა ნაცვალაძე: _ მთავარი ისაა, რომ ადგილი არ ჰქონდათ, ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში რომ მოეთავსებინათ პატიმარი. პირს დაკავების მომენტშივე უნდა განემარტოს დაცვის უფლების შესახებ.

"გურია ნიუსმა" ინფორმაციის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარა-გურიის პრესსამსახურის უფროსთან, მაია გიორგაძესთან სცადა, თუმცა გიორგაძემ კითხვის დასმაც არ დაგვაცალა, ისე გადაგვამისამართა გვენეტაძესთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ზურაბ გვენეტაძემ კი სატელეფონო საუბრისას "გურია ნიუსს" ერთი "რჩევა" მისცა: _ ჩვენს საიტზე დევს ყველანაირი ინფორმაცია და შეგიძლიათ, გადმოიღოთო, გვითხრა და ტელეფონი გაგვითიშა.

გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა, დავით ცირეკიძემ "გურია ნიუსის" კითხვა მოისმინა და გიორგაძესავით, გვენეტაძესთან დაკავშირება "გვირჩია".

ჩვენ ასევე დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველოს თანამშრომელს, ვანო საჯაიას და ვკითხეთ, ადასტურებდა თუ არა გელა ნაცვალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას:

_ ხუთ წუთში მე თვითონ დაგირეკავთ, _ გვიპასუხა საჯაიამ და რასაკვირველია, აღარ დაურეკავს.




 ახალი ამბები
  • მაკო გომური: „ეგ რა მაფიაა არ ვიცი, ტეხავს“გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე დაშავებული მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო.  დაზარალებულის სტატუსის მიღების შემდეგ მაკო გომური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ სტატუსის მინიჭება მისთვის და არა გიორგი სულაშვილისთვის, რომელსაც მასზე მეტად ჰქონდა სახე ტრავმირებული „ტეხავს“.„ლამის 5 თვე გავიდა. უი მაკომ ხმა ამოიღოვო და დაფაცურდნენ,მგონი მართლა დაზარალებულიაო,მგონი მართლა ამოთხარეს თვალიო,ვეღარ ხედავსო,ჩამოიღეს ჩემი საქმე თაროდან. თადუმაძემ ორი დღის წინ თქვა, კანონია შესაცვლელი კონსტიტუციაშიო, შეცვალეს ორდღეში, დაამტკიცეს კანონი, გამოიძიეს ჩემი საქმე და უი,მართალი ვყოფილვარ. რა მალე ყოფილა შესაძლებელი რაღაცების შეცვლა თუ სხვებს სურს. ჰოდა, მე რომ მაძლევთ ამ სტატუსს და გიორგი სულაშვილს (რომელსაც ჩემზე მეტად ჰქონდა სახე ტრამვირებული)არ აძლევთ, ეგ რა მაფიაა არ ვიცი. ტეხავს.მადლობა ყველას, აი, ყველააააას, განსაკუთრებით საიას გმირებს. ამდენ ხნიანი ლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, მეტროში თვალის ამოვარდნების, უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე.5 თვის შემდეგ მარა მაინც. ეს ყველაზე მინიმალური იყო რაც შეეძლოთ გაეკეთებინათ. ამით არ მთავრდება ყველაფერი, პირიქით იწყება.კი, დავიღალე, გამოვიფიტე. ხომ არსებობს სამყაროში გამოლევადი,მაგრამ აღდგენადი რესურსები. ჰოდა, აღვიდგენ ისევ ძალებსაც. მარტო ჩემთვის არა, იმ ადამიანებისთვის, ვინც მარტივად ნებდება. ნუ ფიქრობთ რა, ამ ქვეყანაში ჩვენი სიტყვა მაინც არავის ადარდებსო და ფეხებზე ნუ იკიდებთ ყველაფერს, არაა ასე. გამოდი და ამოიღე ხმა, რომ გაწუხებს, გტკივა, ვერ ეგუები. ძალიან გავწელე. მიყვარხართ. სიყვარულით მაკაკა“, _ წერს ... ...
  • ვანო ზარდიაშვილს დღეს უფლებამოსილებას შეუჩერებენ„ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას ოფიციალურად დღეს, პლენარულ სხდომაზე შეუჩერებენ. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე ​თემურ გოცირიძე იქნება. „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა, თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა. პროფესიით სიციოლოგი თემურ გოცირიძე ამჟამად სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ქართული ოცნების წევრი საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრ "პერსონის“ პრეზიდენტი, ასევე საქართველოს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და გოცირიძეების საგვარეულო კავშირის საპატიო თავმჯდომარეა. შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად კი მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია ... ...
  • არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგი _ დაკავებულია ბავშვების დედაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს. გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს - 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს"-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ქედაში სამგზავრო ავტობუსი ამოყირავდაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში 15 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის დროს ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დამატებითი კვლევებისთვის გადაჰყავთ. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას ... ...
  • შიდა ქართლში რუსმა ოკუპამტებმა 2 მამაკაცი დააკავესრუსმა ოკუპანტებმა, სავარუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას ორი მამაკაცი დააკავეს. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 60 წლამდე მამაკაცები საქონელს მწყემსავდნენ. მაუწყებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი ამჟამად უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გატაცების ფაქტს სუსიც ადასტურებს, თუმცა თავად გატაცებულის ოჯახებს მომხდარზე საუბარი კატეგორიულად არ სურთ. უფრო მეტიც - ისინი გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ და "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის მიმართ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?