პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსის ჩვენება ვანო მერაბიშვილის საქმეზე

სამართალი

პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსის ჩვენება ვანო მერაბიშვილის საქმეზე

2012 დეკ 2 18:05:56

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აქვეყნებს ამონარიდებს ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაკითხული ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ივანე მერაბიშვილის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსის ზურაბ დარჩიაშვილის, ამავე სამსახურის თაამშრომლის გიორგი გიორგაძის და მესაზღვრე კონტროლიორის ვაჟა ღოღაძის ჩვენებებიდან.

აღნიშნული ჩვენებები და საქმის მასალები ცხადყოფენ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლის მიზნით, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში მოპოვებულ მტკიცებულებებსა და უტყუარად დადასტურებუ ფაქტებს, აგრეთვე, სხვა მოწმეთა ჩვენებებს:

ამონარიდი მესაზღვრე კონტროლიორის ვაჟა ღოღაძის ჩვენებიდან:

2012 წლის 30 ნოემბერს, მე ვმუშაობდი მოფრენის საერთო დარბაზში ხელმძღვანელობის დავალებით დაახლოებით 15:00 საათზე გადავედი ვიპ დარბაზში, როგორც ჩემთვის იყო ცნობილი უნდა შესრულებულიყო ე.წ ლიტერული რეისი, რაც ნიშნავს ქვეყნის პირველი პირების გაფრენას ან მოფრენას, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გაფრენა. გაფრენა, როგორც ჩემთვის იყო ცნობილი უნდა განხორციელებულიყო ერევნის მიმართულებით. ე.წ ვიპ დარბაზში გადასვლის შემდეგ მე აღმოვაჩინე, რომ ერევანში უნდა წასულიყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დელეგაციასთან ერთად.
ჩემთან მოვიდა პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც მანამდე მომაწოდა პასპორტები და მან კვლავ მომაწოდა პასპორტი-საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაცემული ლევან მაისურაძის სახელზე . მე შევამოწმე აღნიშნული პასპორტი და აღმოვაჩინე, რომ მასში იყო მოთავსებული (დატანილი) საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილი ფოტო-სურათი. ვინაიდან მე წლების განმავლობაში ვმუშაობ პოლიციაში ასევე ვმუშაობდი ივანე მერაბიშვილის მინისტრობის დროსაც მე იგი ამოვიცანი ფოტო-სურათზე. მითუმეტეს, რომ ივანე მერაბიშვილი არის ცნობილი ადამიანი იგი ხშირად მინახავს ტელევიზიითაც. მე მისი ფოტო-სურათის ამოცნობა არ გამიჭირდა და შემიძლია კატეგორიულად დავადასტურო, რომ ფოტო-სურათზე გამოსახული იყო სწორედ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი.
ვინაიდან აშკარა შეუსაბამობა იყო პასპორტში არსებულ ფოტო-სურათსა და დემოგრაფიულ მონაცემთა შორის, მე პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელს, რომელმაც მომაწოდა აღნიშნული პასპორტი განვუმარტე, რომ პასპორტის მფლობელს არ მივცემდი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას. ვინაიდან პასპორტში არსებული დემოგრაფიული მონაცემები არ შეესაბამებოდა ფოტო-სურათზე გამოსახულ პიროვნების მონაცემებს. მე წარმომადგენელს ვკითხე თუ ვისი პასპორტი წარმომიდგინა მან, რაზეც მიპასუხა, რომ მის მიერ წარმოდგენილი პასპორტი იყო ივანე მერაბიშვილის. მან დათვალიერების მიზნით გამომართვა პასპორტი დააკვირდა ფოტო-სურათს და თქვა, რომ პასპორტში მოთავსებული იყო ივანე მერაბიშვილის ფოტო-სურათი, რაზეც მე მას ვუთხარი დემოგრაფიული მონაცემებიც შეემოწმებინა. დემოგრაფიული მონაცემების შემოწმებისთანავე მან პასპორტი აღარ დამიბრუნა და მან პასპორტი მიუტანა პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსს ზურაბ დარჩიაშვილს. ამ დროს მე დავინახე, რომ ზურაბ დარჩიაშვილთან ერთად იდგა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი. ივანე მერაბიშვილმა ზურაბ დარჩიაშვილთან ერთად დახედა პასპორტს ხმამაღლა თქვა რა პრობლემა არისო ეს პასპორტი არ გავატაროთო, იმ პასპორტს ცოტახანში მოიტანენო. დაახლოებით 3-5 წუთში დარჩიაშვილმა მომაწოდა საქართველოს ეროვნული პასპორტი გაცემული ივანე მერაბიშვილის სახელზე, მასში მოთავსებული ივანე მერაბიშვილის ფოტო-სურათით, რაც მე შესაბამისი წესით გავატარე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მე დავინახე თუ როგორ გამოართვა ივანე მერაბიშვილმა ზურაბ დარჩიაშვილს ლევა მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი და ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში. ივანე მერაბიშვილმა სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა მის სახელზე გაცემული პასპორტით, რომელიც მე მომაწოდა ზ.დარჩიაშვილმა.

ამონარიდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი ზურაბ დარჩიაშვილის ჩვენებიდან:

დაახლოებით 15:30 საათზე სახელმწიფო დელეგაცია შეიკრიბა ქ.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ვიწყებდით საპასპორტო კონტროლის გავლას სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე რამოდენიმე მეტრის მოშორებით ივანე ბერაბიშვილმა მომაწოდა პასპორტი რომლითაც უნდა მომხდარიყო მის მიერ საზღვრის კვეთის დაფიქსირება და საპასპორტო კონტროლის გავლა. ივანე მერაბიშვილის პასპორტი მე მივაწოდე ჩემს თანამშრომელს გიორგი გიორგაძეს რომლის ზუსტი დემოგრაფიული მონაცემები და მისამართი მე არ ვიცი, თუმცა აღნიშნულს მოგაწვდით ვინაიდან იგი არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელი, გ.გიორგაძემ მითითებული პასპორტი მიიტანა სასაზღვრო გამტარ პუნქტთან და მიაწოდა მესაზღვრე კონტროლიორ პატრულ-ინსპექტორს. რამოდენიმე წუთში გ.გიორგაძემ მითხრა, რომ გაურკვევლობა იყო ივანე მერაბიშვილის პასპორტთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მითითებული პასპორტი არ იყო ივანე მერაბიშვილის, რომელიც არის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი საქართველოში. მე მივედი მესაზღვრე კონტროლიორთან სადაც ჩემმა თანამშრომელმა გიორგი გიორგაძემ მესაზღვრე კონტროლიორს გამოართვა და მე მომაწოდა ჩემს მიერ ზემოთ ხსენებული პასპორტი, მე გამოვართვი პასპორტი მას, შევამოწმე პასპორტის გრაფაში არსებული სახელი და გვარი რომელიც არ ემთხვეოდა ივანე მერაბიშვილის სახელს და გვარს, კერძოდ როგორც მე მახსოვს ხსენებული პასპორტი გაცემული იყო ლაშა მაისურაძის სახელზე თუმცა მე არ დამიხედავს და ამჟამად ავღნიშნავ, რომ ყურადღებით არ დამითვალიერებია ხსენებული პასპორტი რაც არ შედიოდა ჩემს მოვალეობაში, ანუ ვისი სურათი იყო პასპორტში ჩაკრული არ ვიცი, მე ზეპირად ვიცოდი საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პირების სია და ლაშა მაისურაძე არ ირიცხებოდა ამ სიაში და აქედან გამომდინარე ხსენებული პასპორტი დავუბრუნე პირადად ივანე მერაბიშვილს.
ივანე მერაბიშვილმა განმარტა, რომ ეს პასპორტი ნამდვილად სხვა პასპორტი იყო და მითხრა, რომ ცოტა ხანში მოიტანდნენ მის პასპორტს და მართლაც 5-7 წუთში, ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა რომელიც შესაძლოა იყო ივანე მერაბიშვილის თანმხლები პირი მოიტანა ივანე მერაბიშვილის პასპორტი რომელიც წესის და რიგის შესაბამისად გადაეცა მესაზღვრე-კონტროლიორს.

ამონარიდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გიორგი გიორგაძის ჩვენებიდან:


აეროპორტის ვიპ დარბაზში შემოვიდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, რომელმაც პასპორტი გადასცა ზურაბ დარჩიაშვილს, ხოლო მან თავის მხრივ გადმომცა მე იმ მიზნით, რომ პრეზიდენტთან და სხვა დელეგაციის წევრებთან ერთად გაევლო ივანე მერაბიშვილს საპასპორტო კონტროლი და გამგზავრებულიყო მათთან ერთად ქ.ერევანში. მე ისე, რომ ზურაბ დარჩიაშვილის მიერ გადმოცემული ივანე მერაბიშვილის პასპორტისათვის არც კი დამიხედავს ისე წარვუდგინე პატრულ-ინსპექტორს (მესაზღვრე-კონტროლიორს) და მივბრუნდი აეროპორტის დარბაზში, რამდენიმე წუთში პატრულ-ინსპექტორმა მითხრა, რომ ჩემს მიერ წარდგენილი პასპორტი არ ეკუთვნოდა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს და ამ პასპორტით ვერ მიცემდა ივანე მერაბიშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლებას. მე დავუძახე იქვე დარბაზში მყოფ ზურაბ დარჩიაშვილს და ვუთხარი, რომ ივანე მერაბიშვილის პასპორტთან დაკავშირებით იყო პრობლემები. კერძოდ პატრულ-ინსპექტორი (მესაზღვრე-კონტროლიორი) აცხადებდა, რომ ჩემს მიერ წარდგენილ პასპორტში არსებული დემოგრაფიული მონაცემები არ ემთხვეოდა ივანე მერაბიშვილის დემოგრაფიულ მონაცემებს. ზურაბ დარჩიაშვილმა პატრულ-ინსპექტორს გამოართვა აღნიშნული პასპორტი და რამოდენიმე წუთში მოიტანეს ივანე მერაბიშვილის პასპორტი, რომლის საშუალებითაც მან გაიარა საპასპორტო კონტროლი და გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ოფიციალურ დელეგაციის წევრებთან ერთად ქ.ერევანში.

ამონარიდი ყოფილიპრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის ჩვენებიდან:

2012 წლის 30 ნოემბერს ე.წ ვიპ დარბაზში დელეგაციის დამხმარე პირს გადავეცი ჩემი ეროვნული პასპორტი, რომელსაც უნდა მიეტანა იგი მესაზღვრე კონტროლიორამდე, მის ბიომეტრიულ გვერდზე დატანილი იყო ჩემი სურათი ჩემი სახელი და გვარი ივანე მერაბიშვილი დაბადებული 15.04.1968 წელი და შესაბამისი პირადი ნომერი, რომელიც არ მახსოვს. დასმულ შეკითხვაზე დამხმარე პირმა გადმომცა თუ არა ჩემს მიერ მიწოდებული ეროვნული პასპორტი და მითხრა თუ არა რაიმე. გიპასუხებთ: მე რამდენადაც მახსოვს დამხმარე პირს ჩემი ეროვნული პასპორტი წარვუდგინე გადავეცი ერთხელ და მას ჩემთვის არაფერი არ უთქვამს პასპორტთან დაკავშირებით და არც რაიმე ინციდენტი შემინიშნავს და ასევე გაფრენის შემდეგ, როდესაც ასევე დავბრუნდი საქართველოში არც შემდეგ მქონია რაიმე შეხება.
მე ლევან მაისურაძეს დაბადებულს 12.02.1970 წელს არ ვიცნობ, არც მისი რაიმე სახის დოკუმენტი მინახავს და არც მქონია.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...