პატიმრები ბუნებრივ განათებას, გაპარსვას და ინფორმაციას ითხოვენ

სამართალი

პატიმრები ბუნებრივ განათებას, გაპარსვას და ინფორმაციას ითხოვენ

2012 დეკ 6 14:30:10
სახალხო დამცველის აპარატი, ციხეში ჩატარებულ მონიტორინგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ე.წ “კრიტში" მოთავსებული პირები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესებულების პირობები არ არის ადაპტირებული გრძელვადიანი განთავსებისთვის - საკნები პატარა ზომისაა, არ აქვს ნორმალური ზომის ფანჯარა და ვერ უზრუნველყოფს საკნის ბუნებრივ განათებას, ნორმალურ ვენტილაციას." მონიტორინგის ჯგუფი მოუწოდებს სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობას გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები #7 ციხეში პატიმრების მდგომარეობის გამოსასწორებლად.

“გურია ნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "2012 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და წარმომადგენლებმა, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, განახორციელეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის #7 დაწესებულების არაგეგმიური მონიტორინგი.

მონიტორინგის დროს მოხდა დაწესებულებაში განთავსებულ ყველა პატიმართან, დაწესებულების ადმინისტრაციასთან. ამასთანავე, დათვალიერდა დაწესებულების ინფრასტრუქტურა და შეფასდა საცხოვრებელი პირობები.

#7 დაწესებულებაში, ძირითადად, განთავსებულები არიან ე.წ. “კანონიერი ქურდები“ და კრიმინალური ავტორიტეტები. აღნიშნული საბაბით, დაწესებულებაში წლების მანძილზე მოქმედებს განსაკუთრებული რეჟიმი და მრავალრიცხოვანი, ხშირად გაუმართლებელი აკრძალვები და შეზღუდვები. სწორედ ამ მიზეზით არ ხდება აქ განთავსებული მსჯავრდებულების გადაყვანა სხვა დაწესებულებაში და ისინი, წლების მანძილზე, დახურულ სისტემაში იხდიან სასჯელს.

მონიტორინგის დროისთვის, დაწესებულებაში განთავსებული იყო 35 მსჯავრდებული, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ ცხრამეტ საკანში.

დაწესებულების ხელმძღვანელობამ გასაუბრებისას განმარტა, რომ მონიტორინგის დროისთვის და უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, პატიმართა მხრიდან რაიმე სერიოზული ხასიათის უკმაყოფილებას ადგილი არ ჰქონია, არის მშვიდი ვითარება და დაწესებულება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.

#7 დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა გასაუბრებისას აღნიშნეს, რომ წარსულ პერიოდთან და წინა წლებთან შედარებით მათ მიმართ მოპყრობა ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან არის საგრძნობლად გაუმჯობესებული და პატიმართა მიმართ გამომწვევი და უხეშ დამოკიდებულება აღარ არის. მათივე თქმით, ამჟამინდელი ხელმძღვანელობა შესაძლებლობების და კანონის ფარგლებში, ითვალისწინებს და ცდილობს მათი პრობლემების მოგვარებას.

ამასთანავე, მსჯავრდებულები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ გარემოების გამო, რომ ისინი, წლების განმავლობაში, #7 დაწესებულებაში არიან განთავსებულნი. მეტიც, მათი თქმით, ეს წარმოადგენს მათ მთავარ პრობლემას, ვინაიდან დაწესებულების პირობები არ არის ადაპტირებული გრძელვადიანი განთავსებისთვის - საკნები არის პატარა ზომის, არ აქვს ნორმალური ზომის ფანჯარა, რაც ვერ უზრუნველყოფს საკნის ბუნებრივ განათებას და ნორმალურ ვენტილაციას. ყოველივე ზემოაღნიშნული, უარყოფითად აისახება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მსჯავრდებულები გამოთქვამენ სურვილს, გადაყვანილი იქნენ ისეთ დაწესებულებაში, სადაც იქნება უკეთესი საცხოვრებელი პირობები და აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი იქნება შემცირებული.

ამავდროულად, დღემდე მოუგვარებელია რიგი საკითხებისა, რაც პრობლემატური იყო წლების განმავლობაში, კერძოდ, მსჯავრდებულებს კვლავ არ აქვთ საშუალება, ისარგებლონ ტელევიზორებით (საკნებში არსებული ტელევიზორები შეერთებულია DVD-ზე და მათ შესაძლებლობა აქვთ, უყურონ მხოლოდ ოჯახის მიერ მოტანილ შემეცნებით და გასართობ გადაცემებს. ამასთანავე, ყველა საკანი უყურებს ერთი და იმავე ჩანაწერს), მხოლოდ ფოსტის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ჟურნალ-გაზეთები, ხოლო უკანასკნელ ხანებში საერთოდ აიკრძალა სპორტული პრესის მიწოდება. ამავდროულად, მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, რომ ფოსტის საშუალებით პრესის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ რუსთავის და თბილისის ერთი საფოსტო განყოფილებიდან (რაიონულ საფოსტო ცენტრებში მისულ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ მათ აღნიშნულის შესახებ ბრძანება არ მისვლიათ), რაც დამატებით პრობლემას უქმნის პატიმართა ოჯახის წევრებს.

დღემდე მოუგვარებელი რჩება ამანათით ან თუნდაც ფოსტით თბილი ქურთუკების ან ჟილეტების მიწოდების საკითხი. მსჯავრდებულების თქმით, მათთვის გაურკვეველია აღნიშნული აკრძალვა და კატეგორიულად არ ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნული შეზღუდვა განპირობებულია აკრძალული ნივთის შეტანის მოსალოდნელი საფრთხის გამო, რადგან მსგავსი ფაქტი #7 დაწესებულებაში წლების მანძილზე არ მომხდარა.

მსჯავრდებულებისთვის კვლავ კანონით არის აკრძალული გრძელვადიანი პაემნებით სარგებლობა და მეტიც, მოკლევადიანი პაემნებიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს შუშიანი ტიხრის და ტელეფონის მეშვეობით, თვეში ერთხელ, თითო საათით.

მსჯავრდებულების განმარტებით, სასულიერო პირთან შეხვედრა შეუძლიათ თვეში ერთხელ მხოლოდ 10 წუთით.

მსჯავრდებულები გასეირნების უფლებით სარგებლობენ ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. მათივე განმარტებით, უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა გასეირნების დრო, თუმცა სასეირნო ეზოები არის ძალიან მცირე ზომის (დაწესებულებაში არის ოთხი სასეირნო ეზო, რომლების ფართობია: I – 12.40 კვმ; II - 12.8 კვმ; III- 12.50 კვმ და IV – 12.7კვმ) და მათი მდებარეობა და დამცავი აღჭურვილობა დამატებითი შემზღუდველი ხდება გასეირნების უფლების სრულყოფილად სარგებლობისთვის.

კვლავ პრობლემატურია ტელეფონით სარგებლობა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულებს ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ ტელეფონით კანონით დადგენილი წესით თვეში ორჯერ 15 წუთით, მათ მხოლოდ ორ ნომერზე შეუძლიათ ზარის გახორციელება. პატიმრებს კვლავ არ აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ სატელეფონო ზარები საზღვარგარეთ.

მსჯავრდებულთა განმარტებით, ისინი აბანოთი სარგებლობენ კვირაში ერთხელ. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ წვერის გაპარსვის საშუალება აქვთ მხოლოდ აბანოს დღეს, რადგან ეკრძალებათ, საკანში იქონიონ წვერის საპარსი მოწყობილობა. მათი განმარტებით, დაწესებულებაში არის ერთი თმის საჭრელი აპარატი, რომლითაც სარგებლობს ყველა პატიმარი, რის გამოც არსებობს ინფექციური დაავადებების გადადების მომეტებული რისკი.

მსჯავრდებულებს დაწესებულების მაღაზიით სარგებლობა შეუძლიათ ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. აღნიშნულ მაღაზიაშივე შეუძლიათ შეიძინონ რადიომიმღები, რომლით სარგებლობაზე რაიმე შეზღუდვა არ აქვთ დაწესებული.

მონიტორინგის დროს, დაწესებულების რამდენიმე საკანში, სადაც განთავსებული არიან პატიმრები, არ იდგა მაგიდა და სკამები.

სპეციალური პრევენციული ჯგუფი დადებითად აფასებს #7 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის გაუმჯობესებას. აქვე ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ #7 დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულთათვის ნორმალურ და დამაკმაყოფილებელ საცხოვრებელ პირობებს. ასევე, აუცილებელია, უახლოეს მომავალში იქნეს უზრუნველყოფილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის #97 ბრძანებაში, რომელიც განსაზღვრავს ნებადართული ნივთების ნუსხას, შესაბამისი ცვლილებების და დამატებების შეტანა, რათა მსჯავრდებულებს მიეცეთ საშუალება, ამანათით მიიღონ სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები.

სპეციალური პრევენციული ჯგუფი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ #7 დაწესებულების მრავალრიცხოვანი შეზღუდვები, ასევე, ის გარემოება, რომ აქ განთავსებული პირებისთვის წლების მანძილზე მიუწვდომელია ნახევრად ღია რეჟიმი, განსაკუთრებით გაუსაძლისს ხდის მსჯავრდებულთა ყოფას. მნიშვნელოვანია, სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობამ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად," _ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...