ჩამოართმევენ თუ არა სასამართლო სხდომების გამშუქებელ ჟურნალისტებს პირად ნივთებს

სამართალი

ჩამოართმევენ თუ არა სასამართლო სხდომების გამშუქებელ ჟურნალისტებს პირად ნივთებს

2012 დეკ 13 14:19:40

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება სასამართლო ხელისუფლებისთვის ხდება ვალდებულება და არა უფლება, რითაც სასამართლოს მიუკერძოებლობისა და კომპეტენციის საკითხი პირველხარისხოვანი და მაღალი სტანდარტის საკითხი ხდება.

"ახალგაზრდა ადვოკატების" შეხედულებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივამ ჯეროვნად უნდა გადმოსცეს მედიის წარმომადგენელთა საქმიანობის ფარგლები სასამართლო სხდომაზე, რათა პროცესის მიმდინარეობისას არ მოხდეს მოსამართლის მუშაობის ხელშეშლა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირებისთვის პირადი ნივთებისა, მათ შორის მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო, კინო, ვიდეო ან აუდიო საშუალებების ჩამორთმევა, თუმცა დაზუსტებას საჭიროებს, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილ ჟურნალისტს აქვს თუ არა უფლება, სასამართლოს/მოსამართლის თანხმობის გარეშე, თავისუფლად მოახდინოს სასამართლო სხდომის გადაღება ან/და სასამართლო შენობაში აწარმოოს გადაღება/ჩაწერა თუ ტრანსლირება. ამასთან, მკაფიოდ განმარტებას მოითხოვს ის შემთხვევაც, რა დროსაც, "თუკი სასამართლო პროცესში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, მედიასაშუალებებმა ისე უნდა გადაიღონ პროცესი, რომ ნაფიცი მსაჯულების ვინაობა და პერსონალური მონაცემები არ გაცხადდეს."

"ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, კანონპროექტში არაფერია ნათქვამი აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში სანქციების შესახებაც. მათ შორის იმ პასუხისმგებლობაზეც, რა დროსაც ნაწილობრივ და სრულად დახურული სხდომის პირობებში, მხარეებს გადაეცემათ პროცესის აუდიო/ვიდეო ჩანაწერი, ისინი წერილობით ადასტურებენ, რომ დაიცავენ გადაცემული ჩანაწერის კონფიდენციალობას, თუმცა უცნობია, რა პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, თუკი რომელიმე მათგანი, ნებსით თუ უნებლიეთ ახდენს გაუმჟღავნებლობის ვალდებულების დარღვევას.

როგორც "ახალგაზრდა ადვოკატები" აცხადებენ ისინი მნიშვნელოვან წინადადებად განიხილავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებას შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის გადაღება, ჩაწერა და ტრანსლირება, ასევე ვალდებულებას უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მოთხოვნისთანავე და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული მიდგომა, როგორც ზოგიერთი სამართლის სპეციალისტი პირიქით აღნიშნავს, არ არის დისკრიმინაციული, სხვა არხებს არ ამყოფებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში.

"პირიქით, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებსაც თანაბარი უფლება გააჩნია მოახდინოს პროცესის გადაღება და ჩაწერა, რა დროსაც სამართლიანია არხს დასაბუთებული ჰქონდეს კონკრეტული სხდომის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. მეტიც, "ახალგაზრდა ადვოკატები" გამოვდივართ ინიციატივით და პარლამენტს მივმართავთ, დაჩქარებული წესით მიიღოს ინიცირებული კანონპროექტი "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ," რა დროსაც, სასამართლო სხდომების გაშუქების თანაბარი უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს აჭარის ავტონომიაში აჭარის საზოგადოებრივ ტელევიზიასაც. ჩვენი აზრით, კანონპროექტში ასევე დასაზუსტებელია შეუზღუდველი უფლებამოსილების დეფინიციაც, რა დროსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი სასამართლო პროცესის გადაღებას, ჩაწერას და ტრანსლირებას ახდენს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, კონკრეტულად რა პრინციპით იმუშავებს საზოგადოებრივი მაუწყებელი სასამართლო სხდომების გაშუქებისას, გადაიღებს ყველა პროცესს, შერჩევით თუ რა კრიტერიუმებით მოხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილების განხორციელება", _  აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატები"

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტში "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების ინიციატორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა, აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის საკანონდებლო ინიციატივა კი ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს ეკუთვნის. დღემდე მოქმედი წესით, "სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა დაიშვება სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი წესით. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული გადაწყვეტილებით." ახალ საკანონდებლო ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 20 დეკემბერს განიხილავს.




 ახალი ამბები
  • პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცადღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით  საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა და ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. „გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,_ ბრძანა ... ...
  • უდუმაშვილი:მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები  შედეგს ვერ გამოიღებს, რომ  არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს,  აქციები გაგრძელდება და ხელისუფლებას მძიმე გაზაფხული ექნება. „ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთ ჩიხში შეიყვანონ ეს მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ ითქვას, არ გამოვიდა ეს მოლაპარაკება და არც ერთი ვარიანტი არ აწყობთ კომპრომისული. ბუნებრივია, თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები კიდევ უფრო მწვავედ. ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას. უკან დასახევი გზა ნამდვილად არ დაგვიტოვეს“,- განაცხადა უდუმაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩცევნები ხელისუფლება მაინც დამარცხდება. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაგეგმვა დამოკიდებულია ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებზე, რომელთა ორგანიზებითაც, რამდენიმე შეხვედრა უკვე ... ...
  • წარსულში ნასამართლევ პირს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოუჩინესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი, 2 მაყუჩი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ... ...
  • ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე. სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილი გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. როგორც tv25 იუწყება, შუახევის მერიის პრესცენტრში ამბობენ, რომ გარდაცვლილები ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. ... ...
  • ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული მ.შ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, მ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 200 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...