საგამოძიებო სამსახური მოსმენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამართალი

საგამოძიებო სამსახური მოსმენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

21 დეკ. 2012, 12:04:11

"2012 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ელენდეფ სერვისის“ დამფუძნებლის გიორგი ნემსიწვერიძის მიერ ცრუმეწარმეობის ფაქტზე,(დანაშაული გათვალისწინებული სსკ 193-ე მუხლით) გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კონკრეტული ინფორმაცია: გიორგი ნემსიწვერიძის მიერ, 2012 წლის 26 ივლისს დაფუძნდა შპს „ელენდეფ სერვისი“. რომლის დირექტორიც თავად იყო. რეგისტრაციის დღიდან საზოგადოებას სამეწარმეო საქმიანობა არ ჰქონდა განხორციელებული. მიუხედავად აღნიშნულისა, საბანკო ანგარიშებზე დაუფიქსირდა ავანსის სახით მიღებული დიდი ოდენობით თანხა.

2012 წლის 9 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს გ.ნემსიწვერიძის მობილური ტელეფონის ნომერზე ფარული მიყურადება-ჩაწერის განხორციელებისათვის ნებართვის მიღების მიზნით, რაზედაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა ფარული მიყურადების ნებართვა.( 2012 წლის 10 ნოემბრიდან 2013 წლის 10 იანვრამდე.)

2012 წლის 12 ნოემბერს, დილის საათებში, გ.ნემსიწვერიძეს საქმის მწარმოებელი გამომძიებლის მიერ, ჩაბარდა სასამართლოს განჩინება შპს „ელენდეფ სერვისის“ საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების თაობაზე. მას შემდეგ, რაც გ.ნემსიწვერიძემ გამომძიებელს განუმარტა, რომ არანაირი დოკუმენტაცია საწარმოს იურიდიულ მისამართზე, ანუ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში არ ინახებოდა, იგი მოწმის სახით დასაკითხად დაიბარეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. მას შემდეგ, რაც გ.ნემსიწვერიძე გამოცხადდა გამომძიებელთან და მისთვის დეტალურად გახდა ცნობილი გამოძიების არსი, იგი 10 საათსა და 31 წუთზე საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრიდან 599 94-42-24 დაუკავშირდა იმ დროისათვის გამოძიებით დაუდგენელ პირს ნომერზე 577 20-12-12, რომელსაც სთხოვა ადვოკატის აყვანა და ამვდროულად ჰკითხა, თუ სად ინახებოდა მის მიერ დაფუძნებული საწარმოს დოკუმენტაცია, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ დოკუმენტები ინახებოდა კახა დამენიასთან.

თავდაპირველად მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, მობილური ტელეფონის ნომრით 577 20-12-12 სარგებლობდა ვინმე „გიორგი“. ვინაიდან სატელეფონო საუბრებიდან გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ნომრით მოსარგებლე პირი იყო დანაშაულებრივ კავშირში გ.ნემსიწვერიძესთან და ფლობდა ინფორმაციას მომხდარი დანაშაულის შესახებ, 2012 წლის 13 ნოემბერს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ხსენებული გამოძიებით დაუდგნელი პირის მობილური ტელეფონის ნომერზე ფარული მიყურადების ნებართვის მისაღებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის ბრძანებით გაცემული იქნა ნებართვა მობილური ტელეფონის ნომერზე 577 20-12-12 სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერაზე.( 2012 წლის 12 ნოემბრიდან 2013 წლის 12 იანვრამდე პერიოდი)

მობილური ტეელფონის ნომერი 577 20-12-12, 2011 წლის 11 სექტემბრიდან რეგისტრირებულია შპს „ფიუჩარ პროდაქტ კომპანის წარმომადგენლობა საქართველო“-ზე, სადაც ნ.გვარამია მუშაობდა მთავარ იურისტ კონსულნტანტად 2012 წლის 14 ნოემბრამდე. ხსენებული მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარული-მიყურადება ჩაწერის პროცესში, დადგინდა, რომ აღნიშნული ნომრით სარგებლობდა ნიკა გვარამია, რომელსაც ამჟამად არ იცავს იმუნიტეტი.

2012 წლის 18 დეკემბერს, მთავარი პროკურატურის პროკურორის შესაბამისი დადგენილებით, საქართველოს კანონის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ“ მე-5 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად მოხდა ზემოხსენებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ოპერატიული მასალის განსაიდუმლოება და აღნიშნული ინფორმაციას გასაჯაროება მოვიდა კანონთან შესაბამისობაში."




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...