"პატიმრების ცემა და ვიდეოგადაღება მოხდა ადეიშვილის ბრძანებით"

სამართალი

"პატიმრების ცემა და ვიდეოგადაღება მოხდა ადეიშვილის ბრძანებით"

2012 დეკ 22 23:00:42

პროკურატურის განცხადებით, 2012 წლის  სექტემბრის  დასაწყისში,    საქართველოს იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისათვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ, პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი კადრები გაიტანა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც გეგმავდა მათ დემონსტრირებას ევროპელი უფლედამცველებისა და მედიის წინაშე.

მოსალოდნელი პოლიტიკური სკანდალის თავიდან აცილების მიზნით, ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტა დაესწრო მოვლენებისთვის და სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან, დავით ჭაკუასთან  ერთად  შეიმუშავა სპეციალური დანაშაულებრივი გეგმა, რომლის თანახმადაც #8 იზოლატორის თანამშრომლებს, კერძოდ კი, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაახლოებულ პირებს - ლევან ფხალაძეს და ბორის ფარულავას (მეტსახელად "ბასტის" და "ბუბუს") ციხეში უნდა ეცემათ და ეწამებინათ პატიმრები, ყოველივე ამის ამსახველი კადრები კი, რომელსაც ფარულად ჩაიწერდნენ, საზოგადოებითვის იმ დროინდელი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების  - "ქართული ოცნების" შეკვეთად წარედგინათ

გაგა მკურნალიძის ჩვენება

"ჭაკუამ დავით ხუჭუას უთხრა, რომ მოეყვანა ლევან ფურცხვანიძე.  მანაც დარეკა მობილური ტელეფონით და დავით ჭაკუას მოსვლამდე მოვიდა ლევან ფურცხვანიძე. დაახლოებით ამავდროულად დაბრუნდა დავით ჭაკუა. ჩვენ შევიკრიბეთ მის ოთახში მე, თვითონ დავით ხუჭუა, დავით ჭაკუა და ლევან ფურცხვანიძე და მან თქვა, რომ ძაან სერიოზულად იყო საქმე და გვქონდა სერიოზული პრობლემები. ადეიშვილი იყო გაგიჟებული და შესაძლოა ყველა ჩვენთაგანი, დაწესებულების სხვა თანამშრომლები და გლდანის #8 დაწესებულების თანამშრომლები დავეჭირეთ. დავით ჭაკუამ თქვა, რომ ვლადიმერ ბედუკაძის გადაღებული იყო პატიმართა წამების ვიდეოები და მასში სავარაუდოდ მონაწილეობა უნდა ჰქონოდა მიღებული გლდანის ციხის თანამშრომლებს "ბასტის" და "ბუბუს". ამიტომაც, კარგი იქნებოდა თუ პატიმრების ცემა მოხდებოდა მათი მონაწილეობით და ჩანაწერიც ბუნებრივი იქნებოდა. ცემა ისე უნდა მომხდარიყო, რომ ამის შესახებ ლევან ფხალაძეს და ბორის ფარულავას არაფერი ცოდნოდათ. ლევან ფურცხვანიძეს გლდანის ციხეში ერთ-ერთ კამერაში ფარული ვიდეოკამერით უნდა გადაეღო პატიმრების დამცირების და წამების კადრები. მათ უნდა ჩაეტარებინათ საკნის შემოწმება, გაეშიშვლებინა პატიმრები და უნდა ეხმარა შემდეგი სიტყვები: "დუბინკას გაგიკეთებ ტრაკში", "სიგარეტს გაგიკეთებ ტრაკში". ლევან ფურცხვანიძეს თავდაპირველად შეეშინდა, მაგრამ, როდესაც გაიგო, რომ ციხის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც შეიძლება დაეჭირათ, დასთანხმდა. ლევან ფურცხვანიძეს უთხრა დავით ჭაკუამ, რომ სამი თვე უნდა ჩაჯდე ციხეში და ეს შეთანხმებული იყო ზურაბ ადეიშვილითან, ამის შემდეგ, ლევან ფურცხვანიძეს ჩემთვის უცნობმა პირმა, რომელიც მოიყვანა დავით ჭაკუამ, უფრო სწორედ მისი დარეკვის შემდეგ მოვიდა, ჩააცვა მაისური, მგონი "სად"-ის მაიკა, რომელზეც ფარულად დამონტაჟებული იყო მინი ვიდეოკამერა. ამის შემდეგ დავით ხუჭუა, ლევან ფურცხვანიძე და ჩემთვის უცნობი მამაკაცი წავიდნენ გლდანის ციხეში. რამოდენიმე საათის გასვლის შემდეგ, უკვე იქნებოდა დილა, 10-11 საათი, დავით ჭაკუამ მითხრა, რომ დამერეკა შოთა ხიზანიშვილისთვის, რომელიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ვიცნობდი პირადად, და ლევან ფურცხვანიძე მიმეყვანა მასთან. მე და ლევან ფურცხვანიძე შევხვდით ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველ შენობასთან, ორთაჭალაში და ავედით შოთა ხიზანიშვილთან. როგორც მახსოვს იქ ლევან ფურცხვანიძემ მისცა ინტერვიუ ან დაკითხეს და გადაიღეს ვიდეოზე, ზუსტად არ ვიცი. შემდეგ მე დავბრუნდი სამსახურში. ლევან ფურცხვანიძე ჩემთან ერთად წამოვიდა თუ დარჩა, ჩემთვის უცნობია".

კითხვა: განუმარტეთ გამოძიებას, ვისი დავალებით მოხდა ლევან ფურცხვანიძის, ბორის ფარულავას და ლევან ფხალაძის მიერ პატიმრების ცემა და ვიდეოგადაღება?

პასუხი: მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მოხდა ზურაბ ადეიშვილის დავალებით. პირადად მე აღნიშნულზე როგორც გითხარით საუბრები მქონდა დავით ჭაკუასთან და დავით ჩხატარაშვილთან.

კითხვა: განუმარტეთ გამოძიებას, რა მიზანს ემსახურებოდა პატიმრების წამების ინსცენირებული ვიდეოგადაღების სატელევიზიო ეთერით ჩვენება და ვისი დავალება იყო ლევან ფურცხვანიძის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის?

პასუხი: მოგახსენებთ, რომ აღნიშნულით პატიმრების ცემის და წამების შემკვეთი  უნდა გამოსულიყო სხვა პიროვნება _ თამაზ თამაზაშვილი. ესეც და ყველაფერი ზემოხსენებული იყო ზურაბ ადეიშვილის დავალებით. აღნიშნული პირადად მითხრა დავით ჭაკუამ.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...