კოტე კუბლაშვილის "კეთილი რჩევები" "გურია ნიუსს," პროკურორებს და გამომძიებლებს

სამართალი

კოტე კუბლაშვილის "კეთილი რჩევები" "გურია ნიუსს," პროკურორებს და გამომძიებლებს

31 დეკ. 2012, 11:33:31

"გურია ნიუსის" დასმული შეკითხვა ბატონ თავმჯდომარეს როგორც ჩანს, არ მოეწონა და ჩვენ, პროკურორებსა და გამომძიებლებს, ერთდროულად მოგვცა "კეთილი რჩევა." რჩევის მოცემამდე კი ასეთი კომენტარი გაკეთდა მისი მხრიდან:

კოტე კუბლაშვილი: "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლე იყოს უვადოდ დანიშნული და მისთვის არ იყოს საინტერესო და არაფერს ნიშნავდეს პოლიტიკურ ხელისფლებაში განხორციელებული ცვლილებები. სამწუხაროდ, დღეს ისე მოხდა, რომ ამ ცვლილებებმა მართლაც მიიქცია სასამართლო ხელისუფლების ყურადღება. ნორმალურ, ცივილიზებულ და დემოკრატიულ  ქვეყნებში  პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებები  არავითარ ინტერესს არ იწვევს შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ მოსამართლეებმა იციან  თავიანთი საქმე, ისინი არიან ხელშეუხებელნი, ამიტომ რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ 100%-ით ობიექტურად, შეიძლება იყოს ხარვეზები, მაგრამ  ეს არის მხოლოდ გამონაკლისი...

ჩვენ მოგვიხდა ყურადღების მიქცევა პოლიტიკურ ცვლილებებზე, რადგან ახალი ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წამოვიდა შეტევა სასამართლო ხელისუფლებაზე.

მოსამართლეები თითქოს ვიღაცეებს იცავენ კონკრეტულად, ეს მათი ეჭვები და ვარაუდებია, ვინც ამას ამბობს. საერთოდ, ეჭვი ძალიან ცუდი მრჩეველია. ეჭვებს დაანებონ თავი და რეალურად შეხედონ სიტუაციას, რაც ხდება. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ მხოლოდ გადაწყვეტილებებით და არა იმით, რომ ვიღაცას რაღაცის ეჭვი აქვს. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მიიღეს მოსამართლეებმა მაგალითად აღმკვეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით და მათთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, კონკრეტული ადამიანი რომელიმე თანამდებობაზე მუშაობდა ადრე, თუ უმუშევარი იყო და საერთოდ არ მუშაობდა. თუ თქვენ თვალს გადაავლებთ გადაწყვეტილებებს, ნამდვილად ასეთ სურათს დაინახავთ. მაგრამ თუ თქვენ თვალს გადაავლებთ პროკურატურის მიერ შემოტანილ შუამდგომლობებს, ამ შუამდგომლობებში უთითებენ მოთხოვნას, სადაც მაღალჩინოსნების და რიგითი მოქალაქეების მიმართ ნამდვილად დაინახავთ გარკვეულ ინტერესს.

მე, მაგალითად შემიძლია მოგიტანოთ შემთხვევა, როდესაც ხულიგნობის ფაქტზე, იქ თან მოხდა დაჭრა, პროკურატურა ერთ-ერთი ადამიანის მიმართ, რომელიც მათთვის რაღაც ინტერესის საგანი იყო, შემოვიდა გირაოთი. მაგრამ ზუსტად იგივე გარემოების ფაქტზე, სადაც დაჭრა არ მომხდარა, მაგრამ ეხებოდა ყოფილ მაღალჩინოსანს, ყოფილი ხელისუფლების წევრს, ისინი შემოვიდნენ დაპატიმრებით. როგორია მათი პოლიტიკა, თავად განსაჯეთ, მაგრამ ფაქტი ესაა. სასამართლომ პირველი შემთხვევა დააკმაყოფილა გირაოთი. ასეთი ძალიან ბევრი ფაქტი შემიძლია მოგიტანოთ და ამით უფრო დაინახავთ, ვინ ახორციელებს შერჩევით სამართალს და ვინ შემოდის ასეთი მართლაც შერჩევითი ინტერესით სასამართლოში, _ განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

_ ბატონო კოტე შერჩევით სამართალზე და გირაოზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრეთ და ჩემი კითხვაც სწორედ მაგას ეხება.  წინა ხელისუფლებს დროსაც ძალიან ხშირად ვესწრებოდი სასამართლო პროცესებს, წლების განმავლობაში და ასეთ საქმეებზე კი არა, როგორზეც ახლა საუბრობთ, გაცილებით ნაკლები სიმძიმის დანაშაულზეც კი არ გამოიყენებოდა გირაო. მაგალითად, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ გეგა ქელბაქიანის მსგავს საქმეზე, როდესაც საუბარია ასეულობით მილიონ ფულის გათეთრებასა თუ თანხის მითვისებაზე, წინა ხელისუფლების დროს, ვინმე 150 000 იანი გირაოთი გამოეშვათ. ანუ, ეს რას ნიშნავს, სასამართლო ნამდვილად გათავისუფლდა პროკურატურის ზეწოლისგან თუ რაიმე სხვა ტენდენციასთან გვაქვს საქმე?

_ პირველ რიგში, როგორც პროკურორებს და გამომძიებლებს, ასევე თქვენც მინდა გირჩიოთ, რომ ეჭვებისგან გათავისუფლდეთ.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რამდენიმე ინტერვიუსა და სატელევიზო გამოსვლაში აღვნიშნე, რომ  ის ტენდენცია, რომ სასამართლო უფრო ნაკლებად უფარდებს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას თუკი ჩვენს სტატისტიკას გადაავლებთ თვალს, შეიმჩნევა 2010 წლიდან. პირდაპირ გეტყვით, რომ 2010 წელს სასამართლოებმა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას პატიმრობა გამოიყენეს 54.5 % შემთხვევაში, 2011წ - 49%, 2012 წლის 10 თვეში, სულ 44% იყო პატიმრობა გამოყენებული. ეს ძალიან რადიკალური კლებაა და აქეთ მოდის სასამართლო. მომავალ წელს, ჩვენ პირველად ჩავცდებით 40 პროცენტს, აქეთკენ მიდის ტენდენცია და გაგრძელდება. ამას თავად მოსამართლეები ახორციელებენ და ეს არ არის დაკავშირებული ხელისუფლებაში განხორციელებულ რაიმე ცვლილებებთან. მე იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და მოსამართლეებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინმეს სახელს და გვარს. ერთი და იგივე გარემოებების საქმეებზე არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთ შემთხვევაში გირაო იყოს გამოყენებული და მეორე შემთხვევაში _ პატიმრობა, _ განაცხადა კუბლაშვილმ.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის განცხადებას ჩვენს "ეჭვიანობასთან" დაკავშირებით, მხოლოდ ერთი მაგალითს მოვიყვანთ, „მართლმადიდებელი ბიჭების“ გახმაურებული საქმიდან.

სანამ ამ ბიჭების აღმკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავდნენ, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ და რამდენიმე მეუფემ სასამართლოს მიმართეს, რათა აღმკვეთ ღონისძიებად მათთვის პატიმრობა არ შეეფარდებინათ. თხოვნა არავინ გაითვალისწინა.

არ გაითვალისწინეს არც მაშინდელი პარლამენტარების: დიმიტრი ლორთქიფანიძის, ნიკა ლალიაშვილის, ლევან ვეფხვაძისა და ჯონდი ბაღათურიას შუამდგომლობა და თავდებობა. ასე რომ, ეჭვები, რომელზედაც ბატონმა კოტე კუბლაშვილმა მიგვითითა, რეალურ ფაქტებზს ეფუძნება, რომლებიც ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში უხვად მოიპოვება.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?