პროკურატურა პარლამენტარის დაკითხვაზე მისაყვანად იძულებით ზომებს ვერ გამოიყენებს

სამართალი

პროკურატურა პარლამენტარის დაკითხვაზე მისაყვანად იძულებით ზომებს ვერ გამოიყენებს

2013 იან 4 18:29:14

სამივე დეპუტატმა პროკურატურაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა. ლეჟავას განცხადებით, მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება და არ აპირებს დაკითხვაზე მისვლას. ახალაიამ და საყვარელიძემ კი პროკურატურას ალტერნატივა შესთავაზეს და გამოთქვეს მზადყოფნა, საჯაროდ უპასუხონ შეკითხვების. გარდა ამისა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა საჯარო გამოსვლებში არაერთხელ განაცხადეს, რომ პარლამენტის წევრის დაკითხვაზე დაბარებისთვის საჭიროა პარლამენტის თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ არ გააჩნიათ ვალდებულება დაემორჩილონ პროკურატურის მოთხოვნას.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში" აცხადებენ,  რომ აღნიშნული საკითხი სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს კონსტიტუციით რეგულირდება.

„დაკითხვაზე დაბარებას, როგორც ერთ-ერთ საგამოძიებო მოქმედებას, 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს. კოდექსი არ ითვალისწინებს მოწმის დაკითხვის  საჯარო ფორმას. დაკითხვის საჯაროობა სერიოზული ზიანს მოუტანდა როგორც გამოძიების ინტერესებს, ასევე შექმნიდა პირადი, კომერციული თუ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების საფრთხესაც. შესაბამისად, ახალაიასა და საყვარელიძის შემოთავაზება აზრს არის მოკლებული.

საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტის წევრს გააჩნია იმუნიტეტი, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს უკრძალავს, პარლამენტის თანხმობის გარეშე მისი წევრის დაკავებას, დაპატიმრებას, ჩხრეკას და ა.შ. თუმცა კონსტიტუცია არ კრძალავს, საკანონმდებლო ორგანოს ნებართვის გარეშე, პარლამენტარის დაკითხვაზე დაბარებას, ისევე, როგოც არ კრძალავს მის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას (აღნიშნული აკრძალვა კონსტიტუციიდან ამოღებული იქნა 2004 წლის 23 აპრილის კონსტიტუციური კანონით). შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობის წევრების აპელირება პროკურატურის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე საფუძველს მოკლებულია“.-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.

ევროპის ბევრ ქვეყანაში კონსტიტუციური ნორმები იმუნიტეტის შესახებ მნიშვნელოვნად არ განსხვავდება საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერისგან და პარლამენტის წევრებთან დაკავშირებით ანალოგიური რეგულაციები მოქმედებს. მაგალითად, იტალიაში შესაძლებელია პარლამენტის ნებართვის გარეშე პარლამენტის წევრის მოწმედ გამოძახება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაშიც მიცემა, თუმცა შესაბამის ორგანოებს საგამოძიებო მოქმედებების არეალი შედარებით შეზღუდული აქვთ; საფრანგეთში ასევე შესაძლებელია პარლამენტარის საცხოვრებლის ჩხრეკა; დანიაში დაშვებულია, როგორც დაკითხვა, ასევე დაჯარიმებაც პარლამენტის ნებართვის გარეშე.

აქ, ასევე საინტერესოა, რა ბერკეტი აქვს პროკურატურას, როდესაც ყველა პროცედურის დაცვით გამოძახებული პარლამენტის წევრი უარს აცხადებს შესაბამის ორგანოში გამოცხადებაზე. იმუნიტეტის არმქონე პირის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 149-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებელია მისი იძულებით მიყვანა, თუმცა პარლამენტის წევრის შემთხვევაში ასეთ დროს მოქმედებს იმუნიტეტით გათვალისწინებული პრივილეგიები, რომელიც იცავს პირს ყოველგვარი იძულებითი ღონისძიებისაგან, სანამ  პარლამენტი არ გასცემს აღნიშნულ ღონისძიების განხორციელების ნებართვას. შესაბამისად, პარლამენტარების მხრიდან ჩვენების მიცემის ვალდებულება, მხოლოდ ნებაყოფლობით აღსასრულებელ სამოქალაქო ვალდებულებად არის ქცეული, ანუ პროკურატურას შეუძლია პარლამენტარის დაკითხვაზე დაბარება, მაგრამ, უარის შემთხვევაში, იძულებით ზომებს ვერ გამოიყენებს. აქედან გამომდინარე, პროკურატურას არ რჩება სამოქმედო ბერკეტი. გარდა იმისა, რომ პარლამენტისგან  გამოითხოვოს ნებართვა, რისთვისაც საჭიროა პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა, თუმცა არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...