თბილისის საქალაქო სასამართლო მთავარი პროკურატურის განცხადებას ეხმიანება

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლო მთავარი პროკურატურის განცხადებას ეხმიანება

2013 იან 9 16:28:11

გაცნობებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით, ირაკლი ოქრუაშვილს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო დაუსწრებლად შეეცვალა - დაპატიმრებით 2 (ორი) თვის ვადით, პატიმრობის ვადის ათვლის დასაწყისად მითითებული იქნა ბრძანების აღსრულების მიზნით ბრალდებულის დაპატიმრების მომენტი.

2012 წლის 28 დეკემბერს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა და იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით შეფარდებული დაპატიმრების 2-თვიანი (ორი) ვადის გაგრძელება, რომელიც აითვალა ბრალდებულის დაკავების მომენტიდან, კიდევ 1 (ერთი) თვის ვადით.

სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან, პროკურატურის მხრიდან არ იყო წარმოდგენილი ვადის გაგრძელებისათვის აუცილებელი შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის პირის დაკავების ოქმი, ხოლო ბრალდების მხარემ დაკავების ათვლის თარიღად მიუთითა ი. ოქრუაშვილის დაკავების ტელევიზიით გაშუქებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი. საქმეში ოქრუაშვილის დაკავების ოქმის არ არსებობის გამო, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და ემსჯელა პატიმრობის გაგრძელების კანონიერებაზე, რის გამოც არ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა.

2013 წლის 3 იანვარს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა და ითხოვა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ 2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით შეფარდებული დაპატიმრების შეცვლა გირაოთი. სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ვინაიდან პროკურორის არგუმენტაცია, რომ საქმეზე დასაკითხი იყო მოწმეები, რაც ვერ ესწრებოდა 2-თვიან საპატიმრო ვადაში, არ წარმოადგენდა ახალ არსებით გარემოებას, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.

დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე უკვე ამოწურულია 2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით (1999 წლის 15 მაისის რედაქცია) შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის 2-თვიანი ვადა და რადგან პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე პროკურორს ეთქვა უარი, ბრალდებული ოქრუაშვილი ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დარჩებოდა არა პატიმრობაში, არამედ აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ამასთანავე, აღსანიშნავია, ამჟამად ი. ოქრუაშვილი სხვა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე იმყოფება პატიმრობაში და ასევე მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია, არათუ უარი თქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, არამედ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით უარი თქვას შუამდგომლობის დასაშვებობაზე და საერთოდ არ განიხილოს აღნიშნული საკითხი. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა მოთხოვნილზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, არამედ უკვე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმას.

სასამართლო ბრალდების მხარეს მოუწოდებს, ნუ გავლენ სამართლებრივი სივრციდან და სასამართლოს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი საჯარო განცხადებების ნაცვლად, გამოიყენონ მხარისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოსილება - ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების სახით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს ორივე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არც ერთი სასამართლო გადაწყვეტილება როგორც საპატიმრო ვადის გაგრძელების, ასევე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, ბრალდების მხარის მიერ არ გასაჩივრებულა.




 ახალი ამბები
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...
  • “დაანებონ ლიხაურს და შემოქმედს თავი“ _ აშენდება თუ არა ლიხაურში ქვესადგური“ყველა ლიხაურს რატომ უტევს? ხვალ 17 ოქტომბერს,12 სთ ზე,კომპანია "სლრ ცუნსულტინგ" მართავს შეხვედრას სოფ.ლიხაურში. თემა-მძლავრი ელექტრო გადამცემი სადგურის მშენებლობა და გარემოზე დაკვირვების განხილვა. მსურს მოგახსენოთ, რომ სოფელი ლიხაური არის, უნიკალური ბუნების, ხეობის და უძველესი ისტორიის მქონე ტურისტული ზონა. ოზურგეთის ერთ-ერთი მარგალიტი. მჭიდროდ დასახლებული სოფელი. აქ, მის ტერიტორიაზე ასეთი სადგურის მშენებლობა, ყოვლად დაუშვებელია. ააშენონ ლიხაურის ტერიტორიის გარეთ. ყველა როგორ უტევს სოფელ ლიხაურს. ხან კლდის ნგრევა, კარიერები, ახლა სადგური გვაკლია. ავსახლდეთ სოფლიდან? ელექტრო მაგნიტურ გამოსხივებას სად გავექცეთ?“ - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გადავარჩინოთ გურიის მდინარეებს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ გაავრცელა. შეხვედრა სოფელ ლიხაურში მართლაც შედგა, მაგრამ დარბაზში ცარიელი სკამები უფრო ჭარბობდა, ვიდრე ხალხი. როგორც სოფელში აღნიშნეს, მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო და სწორედ ეს აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ლიხაურისთვის კარგი არ კეთდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ  სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა იგეგმება. თინა დობორჯგინიძე, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი: ისე ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ განვითარების წინააღმდეგი ვართ. ძალიან კარგად ვიცით, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, თუმცა... სახელმწიფო ადამიანებისთვის არსებობს უპირველეს ყოფვლისა. ადამიანებს ამ ჰესის წინააღმდეგი არის იმიტომ, რომ ჩვენ ბევრჯერ მოგვიაწია ლიხაურის დაცვა, ფაქტიურად ომში ვიყავით ჩართული. ეს იყო კარიერების თემა, ეს იყო ციხის თემა, ეს იყო მიწის თემა და არაერთი საკითხი, რომელიც ჩვენი სოფლისთვის მიუღებელია. რატომ? ლიხაური არის ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი გურიაში და მას პატრონობა ჭირდება და არა დაქცევა, განადგურება.  ირმა გორდელაძე: “ლიხაური არის ტურისტული ზონა და ეს ქვესადგური სხვა ადგილას ააშენონ, სადაც ადამიანებს და ბუნებას არ შეეხებიან. დაგვანებონ  ლიხაურს და შემოქმედს თავი, ამ ბოლო დროს ძალიან ამ სოფლებს გადაეკიდნენ და ყველას მივმართავთ, ნუ მიდიხარ ხალხის საწინააღმდეგო მხარეს. ვანო მუმლაძე, "სლრ ცუნსულტინგ საერთაშორისო პროექტების უფროსი ინჟინერი: “ეს პროექტები ხალხის კეთილდღეობისთვის კეთდება. ჩვენი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რაც შეიძლება ინფორმირებული იყოს მოსახლეობას და მათ უნდა გავაცნოთ რამხელა მნიშნელოვანია ამ პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის და გურიის რეგიონისთვის.“ მთავარი კითხვა შედგება თუ არა სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა ამ ეტაპისთვის პასუხის გარეშე ... ...
  • დუისში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაციის, "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" (თავმჯდომარე, მაია კვეზერელი-კოპაძე) მხარდაჭერით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ადგილობრივ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს თბილისის წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული ექიმები_ (პედიატრი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი) კონსულტაციებს და ლაბორატორიულ კვლევებს ჩაუტარებენ. ბენეფიციარებს ასევე, უფასოდ დაურიგდებათ ფართო სპექტრის მედიკამენტები. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: სოფელი დუისი, ამბულატორიის შენობა.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საერთაშორისო ასოციაციასთან "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" უკვე მესამე წელია თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში, უწყებასთან ერთად, ასოციაციამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა;ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ... ...
  • "ექვთიმეს სურვილები გვქონოდეს საქართველოში" _ სახალხო დღესასწაული სოფელ ლიხაურში17 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში  ტრადიციული „ექვთიმობა“   წელს იმით გახდა ნიშანდობლივი, რომ  ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  დოკუმენტს ხელი მოაწერეს  ოზურგეთისა და ზუგდიდის საკრებულოების თავმჯდომარეებმა დავით დარჩიამ და მამუკა წოწერიამ. აქ განმარტეს, რომ ეს სასიხარულო მოვლენაა, რადგან  მუნიციპალიტეტის საკრებულოებს შორის,   ასეთი  სახის ურთიერთობა, თვითმმართველობის ისტორიისთვის ახალია და პირველად ხდება. _ მემორანდუმის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია ერთობლივი მრავალი  ერთობლივი პროექტის გახორციელება, _ თქვა ოზურგეთს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციის წევრებმა, ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად,  მოინახულეს რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრი, ეწვივნენ  ოზურგეთის სურათების გალერეას,  კოლეჯ „ჰორიზონტს“, ფოლკლორის ცენტრს და  ბოლოს  დაესწრნენ „ექვითმეობის“ დღესასწაულს. ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი რუსლან ურუშაძე მიესალმა სტუმრებს, მათ ესაუბრა საქართველოში დაკარგულ  და მერე სასწაულებრივად აღდგენილ მინანქრის ხელოვნებაზე,  აჩვენა მათ  მეორე სუკუნის ძეგლზე აღმოჩენილი  მინანქრის ხელოვნებით შესრულებული ხატის ასლი,  რომელიც ათი წლის წინ საპატრიარქომ სპეციალურად დაამზადა ექვთიმეს სახლ-მუზეუმისთვის.   ასევე ისუბრა ექვთიმე თაყაიშვილის არა როგორც განძის მცველის, არამედ მისი, როგორც  პილიტიკური  და საზოგადო მოღვაწის უდიდეს დამსახურებაზე : _ ექვთიმე თაყაიშვილმა მოახერხა და საქართველოს კულტურის გვირგვინი დაადგა ..   და ეს გვირგვინი  ჩვენს ქვეყანას დღემდე ადგას!  ექთიმეს სურვილები გვქონოდეს საქართველოში, ოჯახებში დ მთელ მსოფლიოში, _ თქვა მან ემოციური გამოსვლის დროს. ვრცლად ამ საინტერესო ღონისძიების შესახებ, ჩვენს მკიხველებს უახლოეს საგაზეთო სტატიაში ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...