პროკურატურის პასუხის პასუხი სასამართლოს

სამართალი

პროკურატურის პასუხის პასუხი სასამართლოს

10 იან. 2013, 12:09:53
საპასუხო განცხადება პროკურატურამ დღეს გაავრცელა.

"დღეს, 2013 წლის 09 იანვარს, სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც შეეცადა აეხსნა ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიღებული სრულიად გაურკვეველი გადაწყვეტილებები.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი საპატიმრო ვადის გაგრძელებისთვის აუცილებელი მტკიცებულებები, მათ შორის, პირის დაკავების ოქმი, რის გამოც, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და ემსჯელა პატიმრობის გაგრძელების კანონიერებაზე. ამიტომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგლობლობა.

ვაცხადებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოვიდა 2012 წლის 20 ნოემბერს. იგი დააპატიმრეს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. ოქმის ეკზემპლარები დიდი ხანია წარდგენილია, როგორც თბილისის საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოშიც, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ მიმდინარეობს საქმეთა განხილვა. ამიტომ აპელირება ოქმის წარუდგენლობაზე, არ არის არგუმენტი.

მეტიც, სასამართლომ ბრიფინგზე განაცხადა: "სასამართლომ ახალ არსებით გარემოებად არ ჩათვალა პროკურორის არგუმენტაცია, რომ საქმეზე დასაკითხი იყვნენ მოწმეები და ამიტომაც არ შეუცვალა ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით;"

"დღეის მდგომარეობით ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობის ვადა გასულია და რადგან პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე პროკურორს ეთქვა უარი, ბრალდებული ი. ოქრუაშვილი ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დარჩებოდა არა პატიმრობაში, არამედ აღმკვეთის ღონისძიების გარეშე."

"მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უკვე შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმას"

"ბრალდების მხარეს შეეძლო ზემდგომ ინსტანციაში გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია."

პროკურატურა განმარტავს, რომ: აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, მისი ვადის გაგრძელება და შეცვლა, სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა, ამ გადაწყვეტილებათა მიღებისას სასამართლო შებოჭილია კანონით. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებელი წინაპირობაა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომლის არსებობის გარეშე, სასამართლო უფლებამოსილი არაა მიიღოს ამ ღონისძიებათა გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება.

მარტივი სამართლებრივი საკითხია და გაურკვეველია, რატომ ართულებს სასამართლო, რომ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მხარეს და არ შეუძლია უფრო დაამძიმოს ბრალდებულის მდგომარეობა, ვიდრე ამას ბრალდების მხარე ითხოვს. უდავო ფაქტია, რომ პატიმრობაში დატოვებით, სასამართლომ ბევრად უფრო დაამძიმა ირაკლი ოქრუაშვილის მდგომარეობა, ვიდრე ამას პროკურატურა ითხოვდა, რაც სამართლებრივი ნონსენსია და ანალოგი არ მოეძებნება არც ერთი სამართლებრივი სახელმწიფოს სამართალწარმოებაში.

ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც პროცესის ორივე მხარე (პროკურატურა და დაცვა) ითხოვდა პატიმრობის შეცვლას.

სასამართლოს განცხადება იმის შესახებ, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის გამო, პატიმრობის ვადა გავიდოდა და ამიტომ ირაკლი ოქრუაშვილი ასეთი ღონისძიების გარეშე დარჩებოდა, არაპროფესიონალურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ არის მიმართული.

თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება ამ მიზანს ემსახურებოდა, მაშინ მას თავად უნდა გაეუქმებინა აღკვეთის ღონისძიება, რასაც პირდაპირ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა.

რაც შეეხება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას: გვინდა განვმარტოთ, რომ სასამართლოს 4 იანვრის გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში პროკურატურის მხრიდან არავითარი აზრი აღარ ჰქონდა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში უბრალოდ ვეღარ ესწრებოდა ვადაში, რადგან სასამართლომ უარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე განგვიცხადა 4 იანვარს, ირაკლი ოქრუაშვილის საპატიმრო ვადა კი იწურებოდა 06 იანვარს. ამდენად, ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იყო დარღვეულიყო საპატიმრო ვადა, რაც საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, რასაც პროკურატურა ვერ დაუშვებდა,” _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს პასუხად გაავრცელა.




 ახალი ამბები
  • თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" გაიხსნა (R)ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" იწყებს ფუნქციონირებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია. საწარმო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ტერიტორიაზე განლაგდა. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რიცხვი 50-მდე გაიზრდება. აქ ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები დასაქმდებიან. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ 2 საწარმოო ხაზს მოიცავს. პირბადეების ე.წ Mელტ Bლოწნ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით იწარმოება და 99%-იან დაცვას უზრუნველყოფს. საწარმოში პირველი პროდუქციის წარმოება იწყება სახელწოდებით - „Fაცეგუარდ", რომელიც პირველ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის" წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. „არსებულ რეალობაში თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელთა მიზანიც ჩOVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაა. აღნიშნული მიმართულებით, თიბისი არაერთი პროექტის როგორც ავტორი, ასევე პარტნიორია. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის" წარმოებული პირბადეები, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი პროდუქციაა. ამასთანავე, თიბისისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. ... ...
  • ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის" მიერ 2 მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა(R)ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის" მიერ 2 ახალი საავადმყოფო გაიხსნა.  მრავალპროფილური, უმაღლესი სამედიცინო აპარატურითა და პროფესიონალი კადრებით აღჭურვილი ფოთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდი", ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო. ამოქმედდა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამშობიარო სახლი, სადაც თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია მოეწყობა. ფოთის მოსახლეობა რეაბილიტირებულ გარემოში შეძლებს სრული ამბოლატორიული და სამეანო-გინეკოლოგიური სერვისის მიღებას. პირველ ეტაპზე საავადმყოფო 19 საწოლით აღიჭურვა, რამდენიმე თვეში კი საწოლების რაოდენობა 54-მდე გაიზრდება. სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგიული ოპერაციები და კომპიუტერული რენტგენოლოგიური კვლევები ჩატარდება. აქვე იფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება და ემერჯენსი, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური ბოქსირებული  განყოფილებები. საავადმყოფო აღჭურვილი იქნება საკუთარი სამედიცინო ტრანსპორტით.  ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდი" პირველ ეტაპზე  ინფექციური განყოფილების (ცხელების ცენტრი),  შემდგომ კი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას. კლინიკა აღჭურვილია 10 ბოქსირებული პალატით, 3 ინტენსიური დაკვირვების სივრცით, თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიითა  და ლაბორატორიით, რომლებიც მწვავე ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.  კლინიკა „ბომონდი" დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა. კლინიკა 2001 წელს, გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ დააარსა. თავდაპირველად „ბომონდი" სამშობიარო სახლს და გინეკოლოგიურ ცენტრს აერთიანებდა, დღეს კი მრავალპროფილური, AC-ტიპის სამედიცინო დაწესებულებაა.  თიბისი ჯანდაცვის სექტორის N1 მხარდამჭერი ბანკია. ამ მიმართულებით თიბისის მიერ დაფინანსებული ბაზრის წილი 37.1%-ია.  ... ...
  • ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება _ დეტალებისაქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით დაუსუბსიდირებს სესხის 4%-ს. ამის შესახებ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს. გარდა ამისა,  იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს - 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე; სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარს შეადგენს. ... ...
  • მთავრობა მოქალაქეებს წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხების 4%-ს დაუსუბსიდირებსმთავრობა მოქალაქეებს 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს ყველა იმ იპოთეკური სესხის 4%-ს, რომელსაც 2020 წლის ბოლომდე აიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ბოლო 2 წლის განმავლობაში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია გაფორმებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ხალხს შუა გზაზე ვერ მივატოვებთ. ვერ მივატოვებთ ვერც სამშენებლო კომპანიებს ბედის ანაბარა. დავეხმარებით მოქალაქეებს, რომელთაც განიზრახეს, ან უკვე შევიდნენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში; ან უკვე საკონტრაქტო ვალდებულებები აქვთ, ან უკვე აქვთ რამე დანაზოგი, რომლითაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სურთ“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • "ისტორიული მინიმუმი" _ საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში 7%-მდე შემცირდება მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. „არაერთ სექტორთან, არაერთი კომუნიკაციის შემდეგ ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის შემდეგ შევჯერდით, რომ დღეს დეველოპერული სექტორი დგას შემდეგი გამოწვევების წინაშე. პირველი ეს არის შემცირებული გაყიდვების მოცულობა, მეორე - მშენებლობის დასრულების რისკების ზრდა და ეს ყველა კრიზისისთვის დამახასიათებელია, მესამე- საცხოვრებელი ფასების მერყეობა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საცხოვრებელ ბინებზე ფასების მერყეობა ზრდის არა მხოლოდ დეველოპერული სექტორისთვის სირთულეებს, რაც თავის მხრივ გამოწვევაა, არამედ ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება გახდეს. მეოთხე ეს არის თავად სამშენებლო კომპანიების წვდომა ფინანსებზე. ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენ - საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, სექტორმა ერთობლივად შევიმუშავეთ სექტორის მხარდაჭერის შემდეგი ღონისძიებები: პირველი - ვთანხმდებით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა სექტორისთვის არის შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ჩვენ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია დეველოპერულ სექტორში მოთხოვნა გავზარდოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინების შესყიდვა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის საქართველოს მთავრობა განახორციელებს იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული აქვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეთავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს უძრავი ქონების შესაძენად“, - განაცხადა ლილუაშვილმა. რაც შეეხება კონკრეტულად სუბსიდირების ნაწილს, როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, „მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს ლარში აღებულ სესხებზე მსგავსად დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა“. „რა თქმა უნდა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლოვობა 10 ან 15-წიანი იყოს, პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს. შესაბამისად, სახელმწიფო სწორედ აქ ეხმარება მას, რომ საპროცენტო ხარჯი შუმსუბუქოს და დაეხმაროს“, - განაცხადა ლილუაშვილმა. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?