დაზარალებულმა პოლიციის უფროსის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეცვალა

სამართალი

დაზარალებულმა პოლიციის უფროსის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეცვალა

2013 იან 11 12:56:25
და განაცხადა, რომ ჭრილობა უცნობმა მიაყენა.

2012 წლის 8 დეკემბერს, ვანის რაინის პოლიციის საგამოძიებო ნაწილში საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღიძრა. საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო დაჭრილი ალექსანდრე ქავთარაძის საავადმყოფოში მიყვანა, სადაც დაზარალებულმა განაცხადა, რომ ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ ლევან მიგინეიშვილმა ტყეში წაიყვანა და მიაყენა ცეცხლსასროლი ჭრილობა ფეხის არეში. ვინაიდან საქმეში ფიგურირებდა პოლიციის თანამშრომლის სახელი, ამიტომ საქმე გამოსაძიებლად გადაეცა სამტრედიის რაიონულ პროკურატურას.

ქავთარაძემ ჩვენება მესამე დღეს მისცა პროკურორს, სადაც მიგინეიშვილის ბრალეულობა არ დაადასტურა და განმარტა შემდეგი:

ალექსანდრე ქავთარაძის ჩვენება: "საქმის ირგვლივ თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე გიპასუხებთ შემდეგს: ვცხოვრობ ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში. ოჯახში მყავს დედა _ ნათელა ქავთარაძე, მეუღლე _ ვერა გოგელიძე, შვილები: 15 წლის ნათია ქავთარაძე და 5 წლის ლიზი ქავთარაძე. მამა ადრე გარდამეცვალა, იგი პროფესიით იყო მკერავი, ჩვენს რაიონში ბევრი ადამიანი იცნობდა როგორც ზედმიწევნით პატიოსან ადამიანს და პატივს სცემდნენ მას. მისი გარდაცვალების შემდეგ მე ვცდილობ გავაგრძელო მამის პროფესია, შევინარჩუნო ჩვენი ოჯახის სიპატიოსნე და მისი სახელი არ შევარცხვინო. პროფესიით მეც მკერავი ვარ, შეკვეთებს ვღებულობ სახლში. 2012 წლის 08 დეკემბერს, საღამო დროს, დაახლოებით 19 საათზე ვიმყოფებოდი ნასვამი, რა დროსაც გადავწყვიტე წავსულიყავი „სოხანეიშვილების" უბანში არსებულ წყლის წისქვილში, რომელიც მდებარეობს მდ. სულორის პირას. წისქვილში მე დატოვებული მქონდა სიმინდი დასაფქვავად და მინდოდა ფქვილის სახლში წამოღება. აღნიშნული წისქვილი ჩემი სახლიდან, დაახლოებით 1,5 კმ-ი მანძილით არის დაცილებული. წისქვილთან დაკეტილი დამხვდა, რის შემდეგაც მოვბრუნდი უკან. ამ დროს იქნებოდა, დაახლოებით, 20 საათი. ბნელი ღამე იყო და წვიმდა. წისქვილიდან, დაახლოებით 30-40 მეტრის გავლის შემდეგ შემომხვდა უცნობი პიროვნება, რომელიც ჩემს წინ შეჩერდა და მითხრა, „ვინ ხარ და სადაური ხარო". მისი ხმა ჩემთვის უცნობი იყო, თუმცა, ხმის მიხედვით მივხვდი, რომ ის იქნებოდა, დაახლოები 25-30 წლის, ხმის ტემბრი ჰქონდა მამაკაცური, ოდნავ ბოხი, ლაპარაკობდა იმერულ კილოზე, აღნიშნულ კითხვაზე მე ვუპასუხე: „აქაური, დიხაშხოელი ბიჭი ვარ, შენ სადაური ხარ,-თქო", რაზეც მიპასუხა „მე აქაური არ ვარ, სტუმრად ვარო". თუმცა, არც მე და არც მას ერთმანეთისთვის გვარ-სახელები არ გვითქვამს. აღნიშნულის შემდეგ უცნობმა პიროვნებამ მკითხა, სიგარეტი ხომ არ მქონდა, რაზეც ვუპასუხე რომ „სიგარეტი არ მქონდა", ავუარე მას გვერდი და დავაპირე გზის გაგრძელება, რა დროსაც უკნიდან მომაძახა „ახალგაზრდა კაცს სიგარეტი როგორ არ გექნება და რატომ მიმალავო", მე მოვბრუნდი უკან და ვუთხარი: „სიგარეტი ყველას ხომ არ აქვს ან ყველა ხომ არ ეწვა,-თქო" და კვლავ დავაპირე გზის გამოგრძელება რა დროსაც უცნობმა კვლავ მითხრა: „მოიცადე, მე მოგცემ სიგარეტს და მოწიეო", ჩვენ ამ დროს ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, უცნობმა მარჯვენა ხელი ჩაიყო სავარაუდოდ ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში, მოულოდნელად ხელი ამოიღო და ამ დროს გავიგონე გასროლის მაგვარი ხმა, თუმცა, არც ისეთი ძლიერი, როგორც ამა თუ იმ იარაღს აქვს, უფრო მცირე ზომის საახალწლო სათამაშო ასაფეთქებლის ხმას ჰგავდა. ამავდროულად მე ვიგრძენი, რომ მარცხენა ფეხის ტერფში რაღაც მომხვდა, მაგრამ ძლიერი ტკივილი არ განმიცდია, მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, ამის შემდეგ უცნობი სწრაფად შებრუნდა და წისქვილის მხარეს გაიქცა. მე მას არც გავკიდებივარ და გავაგრძელე გზა სახლის მიმართულებით. გზაში მსვლელობისას ტკივილმა ცოტა მომიმატა. სახლში მისულმა ვნახე, რომ ფეხსაცმლის ზედაპირი დაზიანებული იყო, მაგრამ ძირზე არაფერი ეტყობოდა. ჭრილობა მქონდა მარცხენა ფეხის პირველ და მეორე თითებზე საიდანაც მდიოდა სისხლი. ჩემმა ოჯახის წევრებმა მაშინვე მკითხეს, თუ რა მოხდა, რაზეც დავუმალე სიმართლე და ვუპასუხე, რომ მეზობელს რკინის „ფეჩის" გადაადგილებაში ვეხმარებოდი და ფეხზე დამეცა,-თქო. მე მოვიწმინდე ჭრილობა და შევიხვიე, მაგრამ ვინაიდან ვატყობდი, რომ ფეხი ნელ-ნელა მიშუპდებოდა, გადავწყვიტე, საავადმყოფოში წასვლა. ჩემს ოჯახის წევრებს დავაძახებინე მეზობლად მცხოვრებ ჩემს ბიძაშვილზე ვალერი ქავთარაძეზე, რომელსაც ყავს ა/მანქანა „ვაზ 2106", სახელმწიფო ნომრები არ მახსოვს, რის შემდეგაც მე და ვალოდი მისივე ავტომანქანით წავედი ქალაქ ქუთაისში და მივედით ავტოქარხნის საავადმყოფოში. საავადმყოფოში მე არ დამიმალავს, რომ მქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა, თუმცა, დავმალე სიმართლე თუ რა ვითარებაში მივიღე ჭრილობა. ექიმების შეკითხვაზე, თუ ვინ დამჭრა, ვუთხარი, რომ შუადღისას ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ გამიყვანა მდინარე რიონის პირას და დამჭრა. მართალია, მე ვიცოდი, რომ ვანის პოლიციის უფროსის მოადგილეს ლევან მიგინეიშვილი ერქვა, მაგრამ საავადმყოფოში ვთქვი, რომ მისი სახელი და გვარი არ ვიცოდი. აღნიშნულის შემდეგ მე სათანადოდ დამიმუშავეს ჭრილობა. აღმოჩნდა რომ პირველი თითის ძვალი მქონდა გატეხილი. დამადეს ორივე თითზე ნაკერები და დაახლოებით დილის 05 საათზე გამომწერეს ბინაზე.

კითხვა: გაგვიმარტეთ მიზეზი თუ რატომ თქვით საავადმყოფოში, რომ დაგჭრათ ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ?

პასუხი: მოგახსენებთ, რომ 2012 წლის 28 ნოემბერს ჩემს მეზობლად მცხოვრებ ნელი მჟავანაძეს მოპარეს არყის სახდელი ქვაბი, რასთან დაკავშირებითაც მოსული იყო პოლიცია. მე ვანის პოლიციის უფროსმა ლევან მიგინეიშვილმა, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი და გავიცანი იმ დღეს, წამომიყვანა ვანის პოლიციაში, გზაში მსვლელობისას იგი მეუბნებოდა, რომ მისი ინფორმაციით აღნიშნული ქვაბი იყო ჩემი მოპარული, თუ არა და უნდა მცოდნოდა მაინც, ვისი მოპარული იყო, რაც მისთვის უნდა მეთქვა. მე ლევან მიგინეიშვილს ვუთხარი, რომ მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი, თუმცა, მას ჩემი არ ჯეროდა და იძახდა, რომ მე ყველაფერი ვიცოდი. ვანის პოლიციაში მე დამკითხა გამომძიებელმა აღნიშნულ ქურდობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც წამიყვანეს ნარკოლოგიურ სამსახურში და შემამოწმეს ნარკოტიკზე, რისი მოხმარების ფაქტიც მე არ დამიდგინდა. აღნიშნულის შემდეგ კიდევ ორჯერ მნახა ჩემს უბანში ლევან მიგინეიშვილმა. იგი ყოველ ნახვაზე დაჟინებით მიმეორებდა, რომ ქვაბის ქურდობა იყო ჩემი ჩადენილი. ამასთანავე მეზობლებმა დაიწყეს ჭორაობა, რომ რაღაც ცუდ ქმედებაში ვიყავი გარეული. ჩემი პატიოსნება დადგა ეჭვის ქვეშ, რაშიც სრულად ვადანაშაულებდი ლევან მიგინეიშვილს. ერთხელ მასზე სამაგიეროს გადახდაც გავიფიქრე. სწორედ ამ მიზეზებმა გადამაწყვეტინეს, რომ საავადმყოფოში ჩემს დამჭრელად პოლიციის უფროსის მოადგილე დამესახელებინა. გარდა ამისა ვიფიქრე, რომ თუ ვიტყოდი, რომ დამჭრა პოლიციის უფროსის მოადგილემ, უფრო მომაქცევდნენ ყურადღებას. მე, რა თქმა, უნდა არ ვფიქრობდი იმას, რომ ჩემს სიტყვებს რაიმე მძიმე შედეგი მოყვებოდა, მარტივად გადავწყვიტე და გავიფიქრე, რომ ამ გზით შევძლებდი და ლევან მიგინეიშვილი თავს დამანებებდა და აღარ შემაწუხებდა. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ფეხსაცმელი, რომელიც მე იმ დღეს მეცვა, მაქვს სახლში და წარმოგიდგენთ, ასევე შემიძლია განახოთ ის ადგილი, სადაც მოხდა ჩემი დაჭრა."

აღსანიშნავია, რომ ლევან მიგინეიშვილი ინციდენტის დღეს უკვე აღარ იყო პოლიციის თანამშრომელი. მან 8 დეკემბერს დილით (ალექსანდრე ქავთარაძის დაჭრა მოხდა 8 დეკემბერს საღამოს) საკუთარი პატაკის საფუძველზე დატოვა შინაგან საქმეთა ორგანოები.




 ახალი ამბები
  • სახურავგადახდილი დარბაზი და წვიმისგან დაზიანებული ინვენტარი _ ვის ეკისრება პასუხისმგებლობალანჩხუთის სპორტულმა  ცენტრმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაასაჯაროვა ინფორმაცია საჭიდაო დარბაზ „ფალავანში" სარემონტო სამუშაოების დაწყების თაობაზე. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის საჭიდაო დარბაზ "ფალავანში", დაიწყო სარემონტო სამუშაოები. იცვლება შენობის სახურავი და მოპირკეთდება გარე ფასადი“ _ სამსახურის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ამ მოკლე ინფორმაციას ფოტოებიც მრავლად ერთვოდა, მათ შორის საჭიდაო დარბაზის სახურავახდილი შენობისაც.  მიუხედავად იმისა, რომ ლამის ერთი თვეა გასული ამ შემთხვევიდან,  როგორც მოვლენებმა ცხადჰყო, შენობა ჯერ კიდევ სახურავის გარეშეა, რამაც თავისი საქმე ქნა.   გასული კვირის ბოლოს ლანჩხუთში ხვავრიელად იწვიმა და როგორც ირკვევა,  საჭიდაო დარბაზიც გვარიანად დააზარალა.  სპორტული ცენტრის ჭიდაობის მასწავლებელს,  დავით მჟავიას თუ დავერწმუნებით,  შენობაზე სახურავის არ ქონის გამო რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ინვენტარია განადგურებული. მწვრთნელი მომხდარში სპორტული ცენტრის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხსაც არ გამორიცხავს. „ასე ბოროტულად და გულგრილად მოექცნენ საჭიდაო დარბაზს, წყალში ტივტივებს საჭიდაო ლეიბები თავისი გადასაფარებლით, რამდენიმე ათასი დოლარის ინვენტარია გაფუჭებული.  ახალ დაგებული იატაკი, კედლები და ჭერიც ჩამორეცხილია და განადგურებული, სუფთა ვანდალიზმი. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ამის გამკეთებელი, ვინც იქნება - სპორტული სკოლის დირექცია თუ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაცია,. ფაქტობრივად, უშანსოდ დაგვტოვეს მოჭიდავეები. 20 სურათი რომ დადო სპორტული ცენტრის დირექტორმა "ფეისბუქზე", სახურავის შეცვლას ვიწყებთო და თავს რომ იწონებდა, ყველაფერი ჩემი ინიციატივითააო, პირველ რიგში, ეს გაეთვალისწინებინა, რომ წვიმის შემთხვევაში, რა მოხდებოდა... ყველამ უნდა აგოს პასუხი!" – საკუთარ პოზიციას ასე აფიქსირებდა მომხდართან დაკავშირებით სპორტული ცენტრის მასწავლებელი. მჟავიასგან განსხვავებით  ლანჩხუთის საჭიდაო დარბაზში შემნილ სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით  სპორტული ცენტრის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს  ჭიდაობის განყოფილების უფროსი, იგი მომხდარზე  პასუხისმგებლობას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აკისრებს.  „რა შუაშია აქ სპორტული ცენტრის დირექცია? ტენდერის შემსრულებლებს უნდა გაეთვალისწინებინა ამინდის გარემოება და როგორც ვიცი, ისინი მზად არიან ზარალის ანაზღაურებაზე" - ამბობს  კახა აფხაზავა. საჭიდაო დარბაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობამ  განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაზიანებების გამოსწორების ვალდებულებას სამუშაოების მწარმოებელი ფირმა იღებს. „უამინდობის გამო სარემონტო სამუშაოების მსვლელობისას დარბაზში ჩამოსულმა წვიმის წყალმა ნაწილობრივ დააზიანა დარბაზის კედლები. მიუხედავად ამისა, სამშენებლო ფირმა იღებს ვალდებულებას აღმოფხვრას ყველა ხარვეზი და დარბაზში დღეს შექმნილი ვითარება ათი დღის ვადაში გამოასწოროს. რაც შეეხება ტატამს, ამ დროისთვის თითოეული მათგანი წესრიგშია" - ვკითხულობთ სპორტული ცენტრის მიერ გავრცელებულ ... ...
  • საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართადღეს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. გიორგი ჭიჭინაძე მუნიციპალიტეტებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დაგროვებითი საპენსიო სქემა გააცნო. მენეჯმენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ჩართულნი არიან სქემაში და რეფორმის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვთ. მათი შეკითხვები საინვესტიციო საკითხებს და სანდოობას შეეხო. გიორგი ჭიჭინაძემ მათ დეტალურად აუხსნა სქემის ბენეფიტები, რა ეტაპზეა ახლად ჩამოყალიბებული საინვესტიციო საბჭო და რა მიმდინარე სიახლეებია საპენსიო სააგენტოში. მესტიამდე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ამბროლაურში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებისთვის საინფორმაციო ტრენინგი ჩაატარა. ... ...
  • "სპირიდონისნაირ ნაძირლებს რომ ვითმენთ, ამიტომ გვსჯის ღმერთი" _ ბობოხიძე მეუფე სპირიდონზე"მეგონა, რომ სპირიდონი იდიოტი იყო, სამწუხაროდ, შეგნებული პროვოკატორია", — ამ სიტყვებით გამოეხმაურა ევროპული საქართველოს დეპუტატი, აკაკი ბობოხიძე სხალთის მთავარეპისკოპოსის სპირიდონის ქადაგებას TV პირველთან საუბრისას, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინის ტყუილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ქართველების ცოდვის შედეგია. "ცოდვები იმდენი რამდენიც აქვს რუსეთს, ალბათ, მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს არ მოეძებნება. როგორც ჩანს, მე და სპირიდონს ერთი ღმერთი არა გვყავს. იქნებ, სპირიდონმა მითხრას მისი ღმერთი რატომ არ სჯის ცოდვებისთვის რუსეთს და რა დააშავა ასეთი საქართველომ, რომ ჩვენ გვსჯის? ეტყობა სპირიდონისნაირ ნაძირლებს რომ ვითმენთ, ეგ დააშავა", — განაცხადა აკაკი ბობოხიძემ. სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა თავის ქადაგებაში რუსეთსა და ევროკავშირზე ისაუბრა. ქადაგების ტექსტი ბათუმელებმა გაავრცელა. მეუფე სპირიდონმა თქვა, რომ რუსეთი უფლის გზაზეა და ის პოლიტიკა, რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს საქართველოსთან მიმართებაში, უფლის ნაკარნახევია. მისი მთელი ქადაგება სიძულვილის ენის შემცველი იყო. მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა რუსეთის ლიდერის პოლიტიკა დაახასიათა, როგორც ევროკავშირის "ცოდვილი" პოლიტიკის მთავარი ... ...
  • სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება. ამასთან დაკავშირებით ღონისძიება სოფელ ვარიანში პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამართა.  პრემიერის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი "დედა ენას" უფასოდ მიიღებს. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს. ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.  საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, სამინისტრომ ქართული საანბანე სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადა. იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შეიქმნა ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც, ერთი მხრივ, ეროვნულ და კულტურულ საფუძველს, ხოლო, მეორე მხრივ კი, სწავლების თანამედროვე მეთოდებს დაეფუძნა. იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უკანასკნელი გამოცემის ადაპტირება მოხდა ისე, რომ შენარჩუნდა ავტორის ძირითადი მეთოდები, პრინციპები, მასალა და თანამედროვეობას დაუახლოვდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ლექსიკა, რაც დღესაც გამოიყენება, სახელმძღვანელოში ... ...
  • საქართველოს გავლით რუსეთში რადიოაქტიური მასალების გატანას ცდილობდნენ - სუს-ისაქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში  რადიოაქტიური მასალების გატანას ცდილობდნენ. სუს-ის ინფორმაციით, უწყებამ რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა.  სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო მიკროავტობუსით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში 4 ფუთაში დაფასოებული ნივთიერება „თორიუმის" გადატანის მცდელობას. "ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნული ფუთების საერთო წონაა 71,63 კგ და ისინი შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპს "თორიუმ 232", რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოსხივების დოზის სიმძლავრე ფუთების ზედაპირზე შეადგენდა 18-მდე მიკროზივერტს/სთ. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური უსაფრთხო სიმძლავრე წარმოადგენს 0,5 მკზტ/სთ. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გამოძიების პროცესში დაკავებული იქნა ამოღებული ტვირთის მფლობელი, სომხეთის მოქალაქე მილიტოს მ, რომელსაც ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა,"-ნათქვამია განცხადებაში.  გამოძიება რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...