მეგის ქარდავა და "ქილერა" კისერზე თასმაშებმულ პატიმრებს, დაჩოქილებს, "ოთხზე" ატარებდნენ

სამართალი

მეგის ქარდავა და "ქილერა" კისერზე თასმაშებმულ პატიმრებს, დაჩოქილებს, "ოთხზე" ატარებდნენ

16 იან. 2013, 03:26:43

პროკურატურა გამოძიების შედეგად დადგენილ საკმაოდ მძიმე ფაქტებს აქვეყნებს, რომელშიც, ერთდროულად, რამდენიმე მაღალი რანგის ჩინოსანი იღებდა მონაწილეობას

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით  დადგენილია, რომ პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და მოხელეების, ასევე მათი დავალებით სხვა პატიმრების  მონაწილეობით   სერგო თეთრაძე აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით  არაერთხელ   ცემეს სასტიკად, აწამეს, შეულახეს ღირსება რის შედეგადაც სერგო თეთრაძე ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა გულსისხლძარღვთა მწვავე უკამრისობით.

გამოძიების მიერ დადგენილია რომ 2011 წლის 19-23 სექტემბრის შუალედში სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში  ის არაერთხელ ცემეს, აწამეს და შეულახეს ღირსება. ანალოგიური მოპყრობის მსხვერპლი იყო ამავე ჯაშუშობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული მე-2 პირი გ.გ, რომელმაც ასევე არ აღიარა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება და რომელიც  უკვე აღაიარებულია პოლიტპატიმრად.

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ გ.გ. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ასევე  სასტიკად სცემეს და აწამეს საქართველოს შაიარღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავამ და სამხედრო პოლიციის სხვა თანამშრომლებმა. მას კისერზე შეაბეს იარაღის დასამაგრებელი ტყავის თასმა, იძულებით დააჩოქეს და ასეთ მდგომარეობაში აიძულებდნენ ევლო ხელებზე დაყრდნობით დაბმულ მდგომარეობაში, როგორც ოთახში, ასევე დეპარტამენტის დერეფანში.

გამოძიების მიერ დადგენილია მე-8 დაწესებულებაში სერგო თეთრაძის  ცემა-წამების, ძალადობის უშუალო აღმსრულებლები. მათ შორის სხვა დანაშაულებებისთვის მრავალჯერ ნასამართლვი მსჯავრდებული პატიმრები, რომლებსაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია როგორც წესი ხშირად იყენებდა  სხვა პატიმართა მიმართ ძალადობის განხორციელების მიზნით.  ამ პირებმა აღიარეს ს. თეთრაძის მიმართ ჩადენილი წამებისა და ძალადობის გარემოებები და აღნიშნეს, რომ ს. თეთრაძის ე.წ. „დამუშავება" მათ დაავალა ვიქტორ ყაჭეიშვილმა (მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი)  და ოლეგ ფაცაციამ (ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი), რათა  მიეღოთ სერგო თეთრაძის აღიარება.

გამოძიების მიერ ასევე დადგენილია, რომ  აღნიშნულ ძალადობებში ასევე აქტიურად მონაწილეობდა მაშინდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია და ალ. მუხაძე, მეტსახელად "ქილერა". ამგვარი მოპყრობისა და სქესობრივი ძალადობის განხორციელების მუქარით მათ მიიღეს დ. ლ-ს  ე.წ. აღიარებითი ჩვენება, თითქოსდა ის ჯაშუშობდა რუსეთის სასარგებლოდ, ვინაიდან ვერ ეგუებოდა საბჭოთა კავშირის დაშლას და სურდა მისი აღდგენა. დ. ლ-ს ამგვარი ჩვენების საფუძველზე ს. თეთრაძე. გ. გ.  და ს. ჩ. მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჯაშუშობის ბრალდებით. გადატანილი ცემა-წამების, ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის შედეგად დ. ლ.  მძიმედ დაავადდა.

ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის 2013 წლის 14 იანვარს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს და შემდგომში ამ დეპარტამენტის უფროსს მეგის ქარდავას, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს _ ვიქტორ ყაჭეიშვილს, წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. კერძოდ, დასახელებულ პირებს ბრალი ედებათ წამებაში, წამების ორგანიზებასა და სხვა ძალმომრეობითი მოქმედებების ორგანიზებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.




 ახალი ამბები
  • "უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში" _ საჯარო სამსახურის ბიუროსაჯარო სამსახურის ბიურო თხოვნით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ამავე განცხადების თანახმად, აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ააიპ-ების თანამშრომელთა მიერ  . აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პირობების თაობაზე შესაბამისი სარეკომენდაციო წესი გეცნობებათ დამატებით“, – აღნიშნულია ... ...
  • რას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევარას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. ეზუგბაიას თქმით, 26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინო სივრციდან, 4 კი საბურთალოს კლასტერიდანაა. „დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 26 შემთხვევა. აქედან 18 არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან. თქვენ იცით, რომ ამ სოფლის მცხოვრებლების კვლევა გრძელდება. კვლევისას დადასტურებულ შემთხვევებს სტაციონარში ვათავსებთ და მათ კონტაქტებს ვსწავლობთ. ამისთვის არაა საკმარისი ერთჯერადად უარყოფითი პასუხი, ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას მათ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენონ უარყოფითი პასუხი. დანარჩენი 8 შემთხვევიდან 4 არის საკარანტინო სივრციდან, 4 კი ე.წ. საბურთალოს კლასტერის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. რაც შეეხება ჩვენს ცენტრში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს 48 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 11 გუშინ მუშევანიდან მივიღეთ. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, დღეს ჩაუტარდებათ რადიოლოგიური კვლევა. 24 საათში 1 პაციენტი გავწერეთ. გვყავს სამი პაციენტი მძიმე პნევმონიით, თუმცა მათ თანმდევი დაავადებები არ აქვთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უმეტესად მსუბუქია“, - განაცხადა ეზუგბაიამ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - ... ...
  • 11 ინფიცირებულის 50 კონტაქტი _ ე. წ. საბურთალოს კლასტერისაქართველოში საგანგებო რეჟიმის გაუქმებიდან ერთ კვირაში სრულიად ახალი და მასშტაბური ე.წ. საბურთალოს კლასტერი გაჩნდა. მისი წარმოშობის პირველწყარო სავარაუდოდ ექთანია, რომელმაც საკუთარი ოჯახის 6 წევრი დააინფიცირა. ახალგაზრდა ქალის მეზობლები ამბობენ, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები პირველად მის მამას გამოუვლინდა. ინფიცირებულ ოჯახთან პირდაპირ კავშირში მყოფი ორი მეზობელი დღეს ტესტირების შემდგომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ლუგარის ცენტრის თანამშრომლებმა დღეს ტესტირება კორპუსში მცხოვრებ პირებს ადგილზე ჩაუტარეს. სულ ე.წ საბურთალოს კლასტერი 11 ინფიცირებულს ითვლის. ექთნის და მისი ოჯახის 6 წევრის გარდა კოვიდინცირებულია მისი 4 ნათესავი - ბიძაშვილი ქალი, მისი მეუღლე და მათი 2 შვილი. დღეს ეპიდემიოლოგები საბურთალოზე მდებარე კიდევ ერთ კორპუსში მუშაობდნენ. ექთნის ბიძაშვილი იქ ერთ-ერთ ოჯახში ბოლოს 5 დღის წინ სტუმრად იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ახალი კლასტერის პირველწყარო სავარაუდოდ მისი კოლეგა გახდა. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში დაინფიცირებულთა დაახლოებით 13% სწორედ მედიცინის მუშაკია. ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს. გაიზრდება თუ არა ე.წ. საბურთალოს კლასტერი ვირუსის ინკუბაციის 2 კვირიან პერიოდში გამოჩნდება. საკარანტინო ზონაში კლასტერში შემავალ პირთა 50 კონტაქტია გადაყვანილი. წყარო: ... ...
  • ოზურგეთის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი, სახლიდან 1 კმ-ის დაშორებით, გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით საქმე აღძრულია სსკ-ის 115-მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?