აბაშიძის ყოფილი მთავრობის წევრები დევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

სამართალი

აბაშიძის ყოფილი მთავრობის წევრები დევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

2013 იან 17 13:31:54
პოლიტიკური პარტია "აღორძინების" ბლანკზე დაბეჭდილი შესაბამისი განცხადება უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს რამდენიმე დღის წინ გადაეცა. განცხადებაში სულ სამი ადამიანის _ სერგო და მამუკა გოგიტიძის და აბაშიძის ყოფილი დაცვის სამსახურის უფროსის დავით ხალვაშის , "ქელფეთას" სახელი ფიგურირებს.

"ჯერჯერობით, ამ განცხადების გარდა, არაფერი შემოუტანიათ ჩვენთან. ამიტომ, სანამ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებული მასალები არ გვექნება, ვერაფერს ვიტყვით. მათ რამდენჯერმე განვუმარტეთ, რომ საჭიროა დევნასთან დაკავშირებული მასალების წარმოდგენა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთი და იგივე შინაარსის განცხადება უკვე რამდენჯერმე შემოიტანეს ჩვენთან," _ აღნიშნავს "გურია ნიუსთან" საუბარში ნანა კაკაბაძე.

დღეისთვის სერგო გოგიტიძე საქართველოში ოფიციალურ ძებნილად ითვლება. იგი თავს რუსეთს აფარებს. წლების წინ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მისი საქმე დაუსწრებლად განიხილა და სხვადასხვა დანაშაულობებში დამნაშავედ ცნო.

სერგო გოგიტიძე 1994-1997 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, იყო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე და მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება აჭარის პროკურატურის მიერ გამოძიებული საქმე სერგო გოგიტიძის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე.

სასამართლო განაჩენის მიხედვით, გოგიტიძე დამნაშავეა სამსახურებრივი უფლებამოსილების ანგარებით ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოიხატა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის _ დავით ასანიძის გატაცებასა და მის მძევლად ხელში ჩაგდებაში. სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო განსასჯელის ბრალეულობა დაზარალებულების _ ამირან შამილაძისა და მიხეილ ტაკიძის ანგარებით უკანონო დაპატიმრებასა და მათგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვაში. ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მაღალჩინოსანს ხულიგნობისთვისაც დაედო მსჯავრი, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტის ცემაში გამოიხატა თავად გოგიტიძისა და მისი თანმხლები ნიღბიანი პირების მიერ.

ყველა ამ ბრალდების დამტკიცების მიუხედავად, სასამართლომ სერგო გოგიტიძე დაზარალებულების _ შამილაძისა და ტაკიძის უკანონო დაპატიმრებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის დანიშნული სასჯელების მოხდისგან გაათავისუფლა. ამის საფუძველი გახდა კანონის მოთხოვნა, კერძოდ, დანაშაულების ჩადენის მომენტისთვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლა. ჩადენილი სხვა დანაშაულობებისთვის კი სერგო გოგიტიძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე განიხილა დაზარალებულების სამოქალაქო სარჩელები და მსჯავრდებულს საპატიმრო სასჯელთან ერთად ქრთამად აღებული თანხების _ ამირან შამილაძისათვის 170 000 დოლარის, მიხეილ ტაკიძისათვის _ 50 000 დოლარის გადახდა, დავით ასანიძისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის _ 20 000 დოლარის ანაზღაურება დაეკისრა.

2005 წელს, სასამართლომ გოგიტიძეს უძრავი ქონებაც, მათ შორის სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი ქობულეთის პრესტიჟულ უბანში, ჩამოართვა და მხოლოდ ერთი ბინა დაუტოვა.

რაც შეეხება ასლან აბაშიძის დაცვის სამსახურის ყოფილ უფროს, დავით ხალვაშს _"ქელფეთას", დღეისათვის ისიც ძებნაშია და მას ფულის გამოძალვასა და "ვარდების რევოლუციის" დროს აქციის მონაწილეების დარბევაში ედება ბრალი.




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...