პაციენტი პალატაში დააპატიმრეს

სამართალი

პაციენტი პალატაში დააპატიმრეს

2013 თებ 8 13:44:31

_ ” ეს ახალგაზრდა ჩვენს კლინიკაში სახელმწიფო დაფინანსებით გადიოდა დეტოქსიკაციის კურსს. მკურნალობის დამთავრებამდე დარჩენილი ჰქონდა სულ რაღაც ხუთი დღე. პოლიციელებს ვთხოვე, რომ არ დაეპატიმრებინათ, რადგან ყველაფერი წყალში ჩაგვეყრებოდა. ახალგაზრდა ნარკომომხმარებელია, მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მხოლოდ იმიტომ, რომ შვილს 2 ათასი ლარი ვერ გადაუხადეს, ის დღეს პატიმარია”.

ზურაბ სიხარულიძე ჰყვება, რომ კლინიკაში პოლიცია და ადვოკატი გუშინ, საღამოს 5 საათზე გამოცხადნენ და სასამართლოს განჩინება წარადგინეს. როგორც გაირკვა, ახალგაზრდაზე, ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ძებნა იყო გამოცხადებული.

”საერთოდ, პოლიციელებს კლინიკაში არ ვუშვებთ, რადგან ჩვენთან მკურნალობა ანონიმურია. პაციენტის მშობლები ძალიან დაბნეულები იყვნენ და მათ შემოუშვეს სამართალდამცავები. როდესაც მითხრეს, რომ ჩემს პაციენტს აპატიმრებდნენ, ამაზე მქონდა საშინელი რეაქცია . 20 წელია, ამ დარგში ვარ და ჯერ არ მომხდარა, რომ პაციენტი ბორკილდადებული გაეყვანოთ კლინიკიდან. ეს არის მახინჯი კანონი, რომელიც ავადმყოფ ადამიანებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ იხდიან ამხელა თანხას“.

ზურაბ სიხარულიძის თქმით, პოლიციელები მცხეთის სამმართველოდან იყვნენ. როდესაც ექიმის წინააღმდეგობას წააწყდნენ, დაპატიმრებით მასაც დაემუქრნენ პოლიციისთვის ხელის შეშლის მოტივით.

”ვერაფრით გავაგებინე პოლიციელებს, რომ სულ 5 დღე გვჭირდებოდა კურსის დასამთავრებლად, რის შემდეგაც ახალგაზრდა თავად გამოცხადდებოდა პოლიციაში, ამაზეც უარი მითხრეს . ვარ სრულიად უსუსური, რა უნდა გავაკეთო, საშინლად შეურაცხყოფილი ვარ, როცა ადამიანი მკურნალობს, როცა აქვს შანსი რომ ნორმალურად იცხოვროს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახმა ვერ გადაიხადა ჯარიმა, ციხეში მიჰყავთ. რა აზრი აქვს ჩემს მუშაობას. რა დახმარებას გაუწევენ მას საპატიმროში?” _ აცხადებს ზურაბ სიხარულიძე “გურია ნიუსთან“ საუბარში.

კობა დავითაშვილის მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ნარკომომხმარებელს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს, როგორც ამბობენ, სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. მოხმარების აბსოლუტურ დეკრიმინალიზაციას ეწინააღმდეგება ნარკოლოგთა ერთი ნაწილიც.

საზოგადოებრივი გაერთიანება ”ბემონის” წარმომადგენელი თამარ სირბილაძე ნარკომანიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი ავტორია. ის თვლის, რომ ნარკომომხმარებელი სისხლის სამართლის წესით არ უნდა ისჯებოდეს, თუმცა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების წინააღმდეგია.

"მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პოლიტიკა დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს, თუმცა, ამავე დროს, ვფიქრობ, რომ ჯარიმის საერთოდ მოხსნა გამართლებული არ არის. ჩვენ ხომ მხოლოდ ნარკოდამოკიდებულებზე არ ვსაუბრობთ, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ. არსებობს ისეთი მომხმარებელი, რომელსაც ჯერ დაავადება არ ჩამოჰყალიბებია და მისთვის ეს ჯარიმა გარკვეული პრევენციაა. დღევანდელ სიტუაციაში მთლიანად რეგულაციის მოხსნა ძალიან საშიშია", _ ამბობს თამარ სირბილაძე "გურია ნიუსთან" საუბარში.

ნარკოტიკის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება 300 ლარით დაჯარიმებას იწვევს, განმეორებით შემთხვევაში ნარკოდამოკიდებული 600 ლარს იხდის, ხოლო პირი, რომელსაც წლის განმავლობაში ორჯერ ან მეტჯერ შეეფარდა ადმინისტრაციული სასჯელი, 3600 ლარით ჯარიმდება. კობა დავითაშვილის კანონპროექტით , გადახდილი ჯარიმით პირს შესაძლებლობა აქვს, გადახდილი ჯარიმით მკურნალობის კურსი სპეციალიზებულ დაწესებულებაში გაიაროს. საქართველოში ნარკომომხმარებელთა უმეტესობა კუსტარულად დამზადებულ იაფფასიან ნივთიერებებს მოიხმარს, შესაბამისად, სოლიდური ჯარიმის გადახდა მათთვის პრობლემაა , რაც ადმინისტრაციული პატიმრობით მთავრდება.




 ახალი ამბები
  • პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცადღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით  საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა და ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. „გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,_ ბრძანა ... ...
  • უდუმაშვილი:მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები  შედეგს ვერ გამოიღებს, რომ  არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს,  აქციები გაგრძელდება და ხელისუფლებას მძიმე გაზაფხული ექნება. „ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთ ჩიხში შეიყვანონ ეს მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ ითქვას, არ გამოვიდა ეს მოლაპარაკება და არც ერთი ვარიანტი არ აწყობთ კომპრომისული. ბუნებრივია, თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები კიდევ უფრო მწვავედ. ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას. უკან დასახევი გზა ნამდვილად არ დაგვიტოვეს“,- განაცხადა უდუმაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩცევნები ხელისუფლება მაინც დამარცხდება. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაგეგმვა დამოკიდებულია ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებზე, რომელთა ორგანიზებითაც, რამდენიმე შეხვედრა უკვე ... ...
  • წარსულში ნასამართლევ პირს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოუჩინესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი, 2 მაყუჩი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ... ...
  • ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე. სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილი გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. როგორც tv25 იუწყება, შუახევის მერიის პრესცენტრში ამბობენ, რომ გარდაცვლილები ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. ... ...
  • ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული მ.შ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, მ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 200 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...