"დავინახე, რომ ბიჭების მანქანაზე, ტანკის გარდა, ყველანაირი იარაღი ეწყო"

სამართალი

"დავინახე, რომ ბიჭების მანქანაზე, ტანკის გარდა, ყველანაირი იარაღი ეწყო"

12 თებ. 2013, 13:44:39

გოჩა მუკბანიანმა ბუტა რობაქიძის საქმეზე უკვე მისცა პროკურატურას ჩვენება, რის შემდეგაც, გურამ დონაძე მას სოციალური ქსელ facebook-ით დაუკავშირდა და გარკვეული დეტალების გამხელისგან თავის შეკავება ურჩია.

"თქვენ მიხვდებით, თუ რაში სჭირდებოდა დონაძეს ამ წერილის მოწერა მაშინ, როდესაც მე ახლად დაკითხული ვიყავი პროკურატურის მიერ. თუმცა სასამართლომ ეს ტექსტი მუქარად ვერ აღიქვა", _ განაცხადა გოჩა მუკბანიანმა პრესკონფერენციაზე, რომელსაც გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველიც დაესწრო.

გოჩა მუკბანიანი 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველია _ ის და ოპერატორი ზურაბ ვაწაძე შემთხვევის ადგილზე პატრულ ბაშალეიშვილთან ერთად მივიდნენ.

"ჩვენ შემთხვევის ადგილზე მივედით პატრულ-ინსპექტორ გრიგოლ ბაშალეიშვილის მანქანით. ის და მისი მეწყვილე მომაგრებული იყო პატრულის გადამღებ ჯგუფზე. ამ დროს რაციით გადმოსცეს ინფორმაცია, რომ გაჩერებული ჰყავდათ ახალგაზრდები, რომლებიც პატრულს წინააღმდეგობას უწევდნენ. მათ გამოიძახეს დამხმარე ჯგუფი, ჩვენ კი დაახლოებით 4 წუთში მივედით შემთხვევის ადგილზე. პატრულები გადავიდნენ მანქანიდან, გადავედით ჩვენც. ოპერატორმა მაშინვე ჩართო კამერა. ახალგაზრდები პატრულებს ეკამათებოდნენ, თუ რატომ გააჩერეს. ამ დროს არანაირი იარაღი არ შემიმჩნევია. რატომღაც სიტუაცია მოვიდა წინააღმდეგობაში, რის შემდეგაც პატრულებმა გადაწყვიტეს, რომ დაეკავებინათ და ხელბორკილი დაედოთ ბიჭებისთვის. ბაშალეიშვილი ხელს უგრიხავს ბუტა რობაქიძეს და ცდილობს, რომ ხელბორკილი დაადოს. იარაღი მას თავიდანვე ჰქონდა მომარჯვებული. სროლის ხმა არ გამიგია, თუმცა, როგორც მაშინ ითქვა, ძიძგილაობის დროს ბაშალეიშვილს გაუვარდა იარაღი და ბუტა წაიქცა", _ ყვება გოჩა მუკბანიანი.

რამდენიმე წუთის შემდეგ, გურამ დონაძემ გოჩა მუკბანიანს დაურეკა და ოპერატორთან ერთად საპატრულო პოლიციის უფროს ზურაბ მიქაძის მანქანაში დაიბარა.

"ამ დროს დამირეკა დონაძემ, ვაწაძეს დაუძახე და მოდით, ქუჩის მეორე მხარეს მანქანაში ვზივარო. დონაძე იჯდა მიქაძის მანქანაში, იქვე იჯდა მიქაძეც. გურამი ეკითხება ოპერატორს, გადაიღეთ თუ არა რამეო. ოპერატორმა უპასუხა, რომ გადაღება მისვლის წუთიდან დაიწყო. დონაძემ რამდენჯერმე გადაახვია კასეტა, კადრი არ იყო, მაგრამ სროლის ხმა ისმოდა. დონაძემ კასეტა ამოიღო, ოპერატორს დაუბარა, დაგიძახებო და მანქანიდან გადავიდა. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ დაუძახეს ოპერატორს, შემდეგ გადავედი მეც და დავინახე, რომ ბიჭების მანქანაზე, ტანკის გარდა, ყველანაირი იარაღი ეწყო. ბუტას ფეხებთან კი ავტომატი დაედოთ," _ აცხადებს გოჩა მუკბანიანი.

მისი თქმით, გადაღებიდან დავბრუნების შემდეგ გურამ დონაძემ საკუთარ კაბინეტში დაიბარა ჟურნალისტი და ოპერატორი და დაემუქრა, ხმას თუ ამოიღებთ, თქვენს გვამებსაც ვერ იპოვიანო.

სასამართლო პროცესზე გოჩა მუკბანიანმა სრულიად განსხვავებული ჩვენება მისცა. დღეს ის ამბობს, რომ დაკითხვამდე დონაძემ მას წინასწარ დაწერილი ჩვენება გადასცა და უთხრა, თუ იმას იტყვი, რომ ამ დროს თბილისში ვიყავი, ცრუ ჩვენებისთვის დაგიჭერო. დონაძის თქმით, მას პასპორტში ვიზა ჰქონდა ჩარტყმული, რაც შემთხვევის ადგილზე მის ყოფნას გამორიცხავდა.

როგორც მუკბანიანი ამბობს, ამ დროისთვის ოპერატორი ვაწაძე დაკითხული არ არის, გავრცელებული ინფორმაციით, მან ინსულტი გადაიტანა და მეტყველება უჭირს. მუკბანიანის თქმით კი ვაწაძე მეგობრებთან ჩვეულებრივად საუბრობს და შესაძლოა, შიშის გამო არიდებს თავს გამოძიებასთან თანამშრომლობას.

გოჩა მუკბანიანმა გადაცემა "პატრული" შემთხვევიდან 5 წლის შემდეგ, 2009 წელს დატოვა. ის ამბობს, რომ მომხდარის გამო პროტესტის ნიშნად სამსახურს ვერ დატოვებდა, რადგან გურამ დონაძისგან თავს ამ გზით ვერ დაიხსნიდა. მუკბანიანთან ერთად დღევანდელ პრესკონფერენციას გადაცემა "პატრულის" პროდიუსერი ქეთი ხოსიტაშვილიც უნდა დასწრებოდა, თუმცა, დანიშნულ დროს ის პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში არ მივიდა.




 ახალი ამბები
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცააჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება.კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება.ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“. მათივე თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება. სხდომას ევროპული საქართველოსა და „ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებიც არ ესწრებოდნენ.უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. მათივე თქმით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულესუმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...