"მეც მავალებდნენ, მაგრამ არცერთი უკანონო ბრძანება არ შემისრულებია" _ პასუხი არჩილ კბილაშვილს

სამართალი

"მეც მავალებდნენ, მაგრამ არცერთი უკანონო ბრძანება არ შემისრულებია" _ პასუხი არჩილ კბილაშვილს

2013 თებ 20 13:44:18

მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა არჩილ კბილაშვილის ლოგიკა ადეიშვილის დროინდელი პროკურორების უწყებაში დატოვების შესახებ.

" მე ავიღე ასეთი სტანდარტი: შეცვლილი ყოფილიყო ყველა ხელმძღვანელი ცენტრალურ და შუალედურ დონეზე, რადგან ვთვლიდი, რომ ისინი იყვნენ იდეების გენერატორები იმ პრაქტიკისა და მანკიერი სამართალგანხორციელების პრინციპებისა, რაც კი ხდებოდა. იყო  ეს წყაროები და შეიცვალა. ის ნაწილი, რომ პროკურატურაში ადამიანები ასრულებდნენ ამ დავალებებს, ამ სტანდარტის მიღმა აღმოჩნდნენ და მუშაობენ ჩვენთან, ოღონდ აქ მეორე სტანდარტი შემოვიტანე. თუ იქნება ინდივიდუალური საჩივარი, რომელიც მათ ამხელს იმაზე მეტ დარღვევაში, ვიდრე იყო დავალების შესრულება, ეს საკითხები განიხილება ინდივიდუალურად. ვფიქრობ, რომ ეს უფრო სამართლიანი მიდგომა იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ერთად, ოთხასამდე ადამიანი ხელაღებით უნდა გაგვეშვა და მთლიანად დაცლილიყო პროკურატურის სისტემა. ეს რთული იყო, ტექნიკურადაც რთული იყო. მთლიანად გამოიწვევდა საქმიანობის პარალიზებას და მეორე, არც მაინცდამაინც სამართლიანად მიმაჩნია." _ აცხადებდა არჩილ კბილაშვილი "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ამავე ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ თუკი იქნებოდა ინდივიდუალური საჩივრები რომელიმე პროკურორთან დაკავშირებით, მას ინდივიდუალურად განიხილავდნენ.

"გურია ნიუსმა" უკვე გამოაქვეყნა ერთი გამოხმაურება მთავარი პროკურორის ინტერვიუზე.

"ხელმძღვანელობა ჩემგან დაჟინებით ითხოვდა ყალბ დასკვნას" _ პასუხი არჩილ კბილაშვილის"

შსს  საექსპერტო კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს ექსპერტი მარიკა ტოკლიკიშვილი ჩვენთვის მოცემულ ვრცელ ინტერვიუში იმ დაკვეთების შესახებ საუბრობდა, რომლის შეუსრულებლობის გამო ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მთავარი პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა, კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი ნუგზარ ნაჭყებია გახლავთ:

"კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს სიმპათიას მთავარი პროკურორის ბატონი არჩილ კბილაშვილის მიმართ, მაგრამ ვერ გავიზიარებ მის მოსაზრებას სააკაშვილის კრიმინალური ბანდის პროკურორების დატოვების და ხშირ შემთხვევაში მათი დაწინაურების შესახებ.

მაგალითისთვის მოვიყვან კახა წერეთელს, რომელიც სააკაშვილის ჯიბის პროკურატურაში იყო ზედამხედველი პროკურორი, რომლის მეშვეობითაც ბ. გიორგობიანს დაუსწრებლად მიუსაჯეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ახლა კი ბატონმა არჩილმა კახა წერეთელი დააწინაურა და დანიშნა მნიშვნელოვანი დეპარტამენტის უფროსად გენერალურ პროკურატურაში, რითაც თავს ვგრძნობ შეურაცხყოფილად.  ჩემის ღრმა რწმენით, კახა წერეთელი უნდა იჯდეს განსასჯელის სკამზე.

გადახედოს არჩილ კბილაშვილმა ბ.გიორგობიანის სისხლის სამართლის საქმეს და პირველ გვერდზევე  ნახავს კახა წერეთლის "საგმირო ქმედებებს."  წერეთელი იყო და ახლაც არის სახელმწიფო მოხელე. სახელმწიფო მოხელის პატიოსნებაზე დგას სახელმწიფო. შეიძლება ბატონმა არჩილმა გაამართლოს წერეთელი იმ მოტივით, რომ ასრულებდა სხვის დავალებას, მაგრამ მე ამას ვერ მივიღებ, რადგან მეც მავალებდნენ ბევრ რამეს, მაგრამ არცერთი უკანონო ბრძანება არ შემისრულებია და ამიტომაც ვარ უმუშევარი, მაგრამ სამაგიეროდ ვარ ამაყი და დავდივარ თავაწეული. ზურგზე არ მადევს არავისი ცოდვა, ხოლო კახა წერეთელი არის ცოდვილი. ერთ-ერთ ინტერვიუში შევადარე და ვუწოდე მას თანამედროვე ყვარყვარე. მიჩივლოს წერეთელმა. მზად ვარ დოკუმენტებით დავადასტურო მისი ყვარყვარეობა, რასაც ნებსით, თუ უნებლიედ, ხელს უწყობს არჩილ კბილაშვილი, ან ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელსაც ასევე უდიდეს პატივს ვცემ.

რატომ ჰყავთ პროკურორად დავით კორძაია, რომელზეც თურმე მე მომიხდენია ზეწოლა? აკი, შარშან, 7 დეკემბერს იგივე პოკურატურამ მომიხსნა ბრალი და ვერ დადასტურდა ჩემი ზეწოლა. ორივე პროკურორი ახლაც მუშაობს და იღებენ ხელფასს, ხოლო მე დავრბივარ სასამართლოებში და ადვოკატები მემსახურებიან თავიანთი ხარჯებით. არაა ეს სამართლიანი მიდგომა. სამართალი უნდა აღსდგეს! მე დიდი იმედი მაქვს, რომ მაინც აღსდგება სამართალი." _ წერს ნუგზარ ნაჭყებია "გურია ნიუსისთვის" მოწერილ წერილში.

ჩვენ დავუკავშირდით მთავარ პროკურატურას და ზემოთ დასახელებული პროკურორების შესახებ ვთხოვეთ განმარტების გაკეთება.

როგორც გაგვიცხადეს, კახა წერეთელმა, გიორგობიანის საქმის შემდეგ ძალიან მალე დატოვა პროკურატურა, როგორც ჩანს სწორედ იმ ზეწოლების გამო, რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა უწყებაში.პროკურორ დავით კორძაიას შესახებ ამ ეტაპზე ჩვენთვის კომენატრი არ გაუკეთებიათ.




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...