მთავარი პროკურატურა მოწმეზე ზეწოლას უარყოფს

სამართალი

მთავარი პროკურატურა მოწმეზე ზეწოლას უარყოფს

2013 თებ 22 20:58:16
რომ ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას მიერ რამდენიმე დღის წინ გამოძიებისათვის წარმოდგენილი ვიდეოფირი ასახავს სინამდვილეს და მან სწორედ ამ ფირის ნახვის შემდგომ აღიდგინა 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს წერეთლის გამზირზე ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებული გარემოებები. ლობჟანიძემ განაცხადა, რომ ამ საქმეზე განახლებული გამოძიების პროცესში მისი დაკითხვისას მას გამომძიებელმა განუსაზღვრა ჩვენების მიცემის მიმართულება და, შესაბამისად, მისი ჩვენება სინამდვილეს არ შეესაბამება.

საქართველო მთავარი პროკურატურა კატეგორიულად გამორიცხავს მოწმე ლ. ლობჟანიძეზე რაიმე სახის ზემოქმედების მოხდენის მცდელობას, ხოლო საქმისადმი მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით საჭიროდ მიიჩნევს განასაჯაროოს ლ. ლობჟანიძის მიერ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით 8 წლის განმავლობაში მიცემული ჩვენებები საქმის ძირითად გარემოებებთან დაკავშირებით:

"ლ. ლობჟანიძე 2004 წლის 26 ნოემბრის ღამეს, შემთხვევის ადგილზე მივიდა პატრულ-ინსპექტორ გ. ბაშალეიშვილთან ერთად, იყო რა მისი მეწყვილე. მიუხედავად იმისა, რომ იგი არის შემთხვევის თვითმხილველი მოწმე, მის მიერ ჩვენება არაერთგზის იქნა შეცვლილი. მისი ჩვენებების რადიკალური ცვლილებებით არასოდეს დაინტერესებულა იმდროინდელი გამოძიება და, შესაბამისად, არც მათი სამართლებრივი შეფასება მომხდარა. გთავაზობთ საზოგადოებას მასალას ლ. ლობჟანიძის ჩვენებებიდან:

2004 წლის 14 ნოემბერს, შემთხვევის დღესვე, ლ. ლობჟანიძე იყო რა შემთხვევის უშუალო თვითმხილველი, პატაკით მიმართავს დიდუბე-ჩუღურეთის მე-3 ქვეგანყოფილების უფროსს ა. გვაზავას (ამჟამინდელ ბრალდებულს), სადაც იგი მიუთითებს, რომ "ჩვენი (მისი და გ. ბაშალეიშვილის) მისვლისთანავე მანქანის უკანა მარჯვენა მხრიდან გადმოხტა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც განახორციელა გასროლა ორჯერ ავტომატური იარაღიდან ჩვენი მიმართულებით. პატრულ-ინსპექტორ გ. ბაშალეიშვილის საპასუხო სროლის შედეგად აღნიშნული პიროვნება იქნა განეიტრალებული... გიორგი ქურდაძემ მანქანის გვერდზე დააგდო ავტომატი. ი. მიქაბერიძემ დააგდო რევოლვერი. ლ. დანგაძემ დააგდო ხელყუმბარა და ა.შ".

ლ. ლობჟანიძე ცნობილ იქნა დაზარალებულად და 2004 წლის 24 ნოემბერს დაზარალებულის სახით დაკითხვისას მან აჩვენა, რომ "დავინახე, რომ მანქანის უკანა მარჯვენა კარებიდან გადმოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მოძრაობდა მანქანის საბარგულის მხარეს. როდესაც გაუსწორდა საბარგულს მე დავინახე ავტომატი და ამ მომენტში იმ ბიჭმა ჩვენი მიმართულებით განახორციელა ორი გასროლა. მის გასროლაზე მე წამიერად დავიკუზე, რა დროსაც ჩემმა მეწყვილემ გ. ბაშალეიშვილმა განახორციელა გასროლა მისი მიმართულებით." პარალელურად მან (ლ. ლობჟანიძემ) დაინახა" რომ ავტომანქანის წინა მარჯვენა კარები იყო ღია, საიდანაც გადმოხტა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ძირს გადმოაგდო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ამის შემდეგ უკანა მარჯვენა სავარძლიდან გადმოვიდა ბიჭი, რომელსაც ხელში ეკავა რევოლვერი, გადმოვიდა კიდევ ერთი ბიჭი, რომელმაც ძირს დააგდო ხელყუმბარა და ა. შ".

2005 წლის 7 აპრილს ი. მიქაბერიძესთან (მაშინდელი ბრალდებული) დაპირისპირებისას ლ. ლობჟანიძემ აჩვენა, რომ "როდესაც გადმოვედი მანქანიდან შევტრიალდი მარცხენა მხარეს. ამ დროს მოულოდნელად გავიგონე გასროლის ხმა, ამ ხმაზე მე ინსტიქტურად დავიხარე, ამის შემდეგ მე გავიგონე კიდევ რამდენიმე გასროლა, თუ რამდენი ჩემთვის უცნობია, რადგანაც არ დამითვლია. როდესაც შეწყდა გასროლები მე წამოვდექი და დავინახე, რომ ის პიროვნება, რომელიც იდგა ავტომანქანის მარცხენა მხარეს იდგა წელში მოხრილი, ხოლო მის სიახლოვეს იმყოფებოდა გ. ბაშალეიშვილი. ამის შემდეგ მე გავიხედე ავტომანქანის უკანა მხარეს და დავინახე, რომ ასფალტზე იწვა ჩემთვის უცნობი ახალგაზრდა. ასევე მე დავინახე, რომ იმ ახალგაზრდას გვერდით ედო ავტომატი... ასევე დავინახე, რომ ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს ძირს ეგდო მეორე ავტომატი".

2005 წლის 29 ივნისს უკვე მოწმის სახით დაკითხვისას (ვინაიდან გაუქმდა მისი დაზარალებულად ცნობის დადგენილება გ. ბაშალეიშვილის პასუხისგებაში მიცემის გამო) ლ. ლობჟანიძემ აჩვენა, რომ "მაშინ, როდესაც ჩემი მეწყვილე გ. ბაშალეიშვილი იარღმომარჯვებული გადავიდა ავტომანქანიდან მე ჯერ არ ვიყავი გადასული ავტომანქანიდან ისე გავიგონე გასროლის ხმა. იმ მომენტში ვერ დავინახე, თუ ვინ გაისროლა, თუმცა შემდეგ შევიტყვე, რომ გაუსვრია გ. ბაშალეიშვილს...". ამავე ჩვენებაში ლ. ლობჟანიძემ მის მიერ მიუთითა, რომ მის მიერ ადრე მიცემული ჩვენებები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და მის მიერ ჩვენების შეცვლა ახსნა იმით, რომ "იყო აღელვებული და დაძაბული და იხელმძღვანელა სხვათა მიერ გადმოცემული ფაქტებით".

2006 წლის 13 ივნისს გ. ბაშალეიშვილის ბრალდების სასამართლო განხილვისას მოწმის სახით დაკითხვისას ლ. ლობჟანიძემ აჩვენა, რომ "ბაშალეიშვილი უმალ გადმოვიდა მანქანიდან, მას იარაღი ეჭირა. მე მახსოვს ჭანტურია, რომელიც მანქანის უკან იდგა, მისი მზერა დავაფიქსირე. ამის შემდეგ მე მანანიდან გადმოსვლა დავიწყე. სწორედ ამ დროს გავიგონე მკვეთრი გასროლის ხმა და მანქანის კართან ჩავიმუხლე. რამდენიმე წამში ფეხზე წამოვდექი და დავინახე, რომ ერთი მოქალაქე ძირს ეგდო. არ მახსოვს როგორ, მაგრამ შევიტყვე, რომ გასროლა ბაშალეიშვილის იარაღიდან მოხდა. გასროლა ერთი იყო. ... ჭანტურიამ მომაწოდა იარაღი და მითხრა, რომ ამ იარაღებით იყვნენ. მე დავინახე "ბარაბნიანი" იარაღი, მოგვიანებით ხელყუმბარაც შევნიშნე. მანქანიდან გადმოსულ მოქალაქეზე იარაღი არ შემიმჩნევია, რომ ჰქონოდათ ალბათ შევამჩნევდი. გარდაცვლილის გვერდით ავტომატი იყო. ბაშალეიშვილს მეორედ არ უსვრია, ბ. რობაქიძის ავტომატით არ დამინახავს". "ჩემს მიერ წინა ჩვენებაში რომ განვაცხადე იარაღების არსებობის შესახებ ალბათ ემოციურად განწყობილ ვერსიებს გადმოვცემდი". მის მიერ ჩვენების კიდევ ერთხელ შეცვლა ახსნა იმით, რომ "ემოციური განწყობა გაჰყვა დიდი ხანი". ამავე სასამართლო სხდომაზე დამატებითი კითხვების პასუხად მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ "ჩხრეკის დროს იქ იყო. დაკავებული ბიჭების ხელში იარაღი არ უნახავს. მანქანის წინა მარჯვენა მხარეს ვინც იდგა, იარაღი მხოლოდ მას ჰქონდა. ჭანტურიამ თქვა, რომ მისგან ამოიღო, თორემ მე არ მინახავს, ხელყუმბარაც იქვე ეგდო, პირადად ვინმეს ხელში არ მინახავს. ის, რომ თითქოს ა. რობაქიძე მანქანიდან გადმოვიდა და გასროლა მოახდინა, ტყუილია. მათთვის მე იარაღი არ შემიმჩნევია, ავტომატი უშუალოდ ჭანტურიამ მანახა, რევოლვერი უკანა მხარეს დავინახე".

2012 წლის 3 დეკემბერს გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში ლ. ლობჟანიძე აღნიშნავს, რომ "მანქანიდან გადასვლის მომენტში გავიგონე გასროლის ხმა, ჩავიმუხლე... იყო საკმაოდ დიდი დაბნეულობა... თუ არ ვცდები მივვარდი ჩემს მანქანას, რათა გამომეძახებინა სასწრაფო დახმარება. დავინახე ახალგაზრდა გარდაცვლილი ბიჭი, რომლის გვერდზე არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო (ჯერ კიდევ 2006 წლის სასამართლო პროცესზე ამბობდა, რომ ავტომატური იარაღი იდო გარდაცვლილის გვერდზე) ასევე ავტომანქანის გარშემო და მის საბარგულზე არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა არ ყოფილა იმ მომენტისათვის, როდესაც მე შევათვალიერე შემთხვევის ადგილი". ლ. ლობჟანიძის ჩვენებით გადის დროის რაღაც მონაკვეთი, იგი გადაადგილდება შემთხვევის ადგილის ეპიცენტრიდან, მიდის მანქანასთან სადაც ზის გ. ბაშალეიშვილი. ამ ხნის განმავლობაში ადგილზე თავს იყრის პოლიციის უფორმო თანამშრომელთა დიდი რაოდენობა და მხოლოდ ამის შემდეგ ესმის ვიღაცის ფრაზა "ნახე, რა ჰქონიათ". ამის შემდეგ ხედავს, რომ მანქანის საბარგულზე აწყვია პისტოლეტი და რამოდენიმე დანა. უკვე ამის შემდეგ ხედავს, რომ მიცვალებულის გვერდით აგდია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. მისივე ჩვენებიდან "მას ყოველივე ეს ძალიან გაუკვირდა, ვინაიდან მისი მისვლისას მას არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა იქ არ უნახავს, ხოლო საიდან გაჩნდა შემდგომ მისთვის უცნობია". იგი კვლავ არაერთხელ განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი გაჩნდა მას შემდეგ რაც იქ მივიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები. მის მიერ ადრე მიცემული განსხვავებული ჩვენებები ამჯერად მან ახსნა იმგვარად, რომ იყო "ზოგადი საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ რასაც გამოძიება ეტყოდათ ისეთი ჩვენებები უნდა მიეცათ".

2012 წლის 13 დეკემბერს ამავე გამოძიების ფარგლებში ლ. ლობჟანიძემ მოწმის სახით განმეორებით დაკითხვისას კვლავ აჩვენა, რომ "არც ერთ დაკავებულს არ ჰქონია არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა და თავის დროზე გამოძიებასა და სასამართლოში მას ამის შესახებ დეტალურ კითხვებსაც არ უსვამდნენ, ვინაიდან ალბათ აწყობდათ ისეთი გამოძიება და მას თავისით ინიციატივა არ გამოუჩენია".

2013 წლის 23 თებერვალს 17.00 საათზე ლ. ლობჟანიძე მოწვეული იყო მოწმის სახით დაკითხვაზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2013 წლის 22 თებერვალს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. მთავარი პროკურატურა მისცემს სამართლებრივ შეფასებას მოწმე ლ. ლობჟანიძის ჩვენებებს მას შემდეგ, რაც იგი დაიკითხება მის განცხადებაში მითითებული გარემოებების ირგვლივ".




 ახალი ამბები
  • ლევან იზორია გერმანიაში ელჩად ინიშნებალევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს და გერმანიაში ელჩად ინიშნება. ამის შესახებ თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერშია მიღებული, რასაც სიამოვნებით დათანხმდა. მისივე განმარტებით, ეს არ უკავშირდება მის ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტს. POშთV-ს ეთერში იზორიამ თქვა, რომ დაზვერვის სამსახურიდან წასვლაზე განცხადება 23 იანვარს დაწერა და პრემიერმინისტრს 24 იანვარს გადაუგზავნა. მისივე განცხადებით, გერმანიაში მისი ელჩად დანიშვნის პროცედურები უკვე დაწყებულია და ის გერმანიაში ჩასვლას თებერვლის მიწურულს ... ...
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ძალა ერთობაშიას" ნაცვლად _ ფრაქციამ სახელი შეიცვალადღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ ,,ძალა ერთობაშია“ სხდომა გამართა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ფრაქციის წესდებაში ცვლილება შეიტანა. ფრაქციამ ,,ძალა ერთობაშია“ სახელი შეიცვალა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-დ დარეგისტრირდა. უცვლელი რჩება შემადგენლობა, თუმცა, თავმჯდომარე ლელა ჩახვაძე ... ...
  • ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება„აშშ ამაყობს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას რუდმა თქვა, რომ ამერიკა ქართველ პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლას განაგრძობს. „ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. ელიზაბეთ რუდმა მსოფლიოს მშვიდობის საქმეში საქართველოს წვლილი აღნიშნა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა. „ახალი ცენტრი საქართველოს დაშავებულ მებრძოლთა შესახებ პროგრამების ახალი დასაწყისია. ეს კომფორტული, თანამედროვე და უსაფრთხო რეაბილიტაციის ცენტრი უფრო მეტ დაშავებული მებრძოლისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მაღალი დონის კომპლექსურ მომსახურებას უზრუნველყოფს. ჩვენ თავად ვიხილეთ ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე და სანდოობა ბრძოლის ველზე. ეს გახლავთ შთამბეჭდავი მაგალითი საქართველოს ერთგულების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვალში ვართ მათ წინაშე, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო და ვალში ვართ ჩვენი დაშავებული მეომრებისა და მათი ოჯახების წინაშე“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის ... ...
  • ჯანდაცვის მინისტრი:ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება„ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება“- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ექთნებისთვის ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მინისტრის თქმით, სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც კლინიკებთან მოხდება ეყრდნობა იმ საერთაშორისო ნორმატივებს, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პერსონალის, აუცილებელ აღრიცხვას საავადმყოფოებში. „შესაბამისად მინდა მივცე რეკომენდაცია ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან თავიანთი ხარჯების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 520 დადგენილება, მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომელიც იყო 520-ე დადგენილებამდე. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების ინტერესებს“, - განაცხადა ეკატერინე ... ...
  • რა ეტაპზეა გამოძიება მსაჯის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც თოკზე ჩამოკიდებული იპოვესლანჩხუთელი მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, უპირველესად კი გარდაცვლილის ოჯახში, დროში გაწელილი საგამოძიებო პროცესის გამო დღემდე არსებობს. მკითხველს შევახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის მსაჯი ილო ტუღუში 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში იპოვეს გარდაცვლილი _ იგი ხეზე იყო ჩამოკიდებული, იქვე იყო მისი კუთვნილი ავტომობილიც. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მაშინ გამოძიება ფოთის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, თვითმკვლელობის ფაქტს იმთავითვე გამორიცხავდნენ გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის წევრები და ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ იგი მოკლეს. ოჯახი მომხდარს ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა და ამბობდა, რომ ილო ტუღუშს სიკვდილამდე ერთი დღით ადრე სახლში მიაკითხეს და მისგან ფულს ითხოვდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კონკრეტულ პირებსაც ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ დაძაბული შეხვედრის მიზეზი სწორედ გარიგებული საფეხბურთო თამაშები იყო. "ჩემი ქმარი  თავს არ მოიკლავდა. სახლში იყვნენ მოსულები და დამემუქრნენ. ერთმა მითხრა, მე ხვალ მივფრინავ, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. ის ერთი _ ირაკლი ბახტაძე უბრალოდახლდა . ბათუმელები იყვნენ შავი "მერსედესით". მეორე ჩხაიძეა, ლანჩხუთელი", _ ამბობდა გარდაცვლილის მეუღლე ეკა ტუღუში, რომლის ინფორმაციითაც,  საუბარი იყო 5 000 ლარზე, რომელიც, სავარაუდოდ, ილო ტუღუშს უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა, ვერ შეძლო. ეკა ტუღუში მაშინ იმასაც ამბობდა, რომ მისი მეუღლის მანქანა გატეხილი იყო. რა ხდება  გარდაცვლილი მსაჯის საქმესთან დაკავშირებით და რა ეტაპზეა ახლა გამოძიება, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი"  გარდაცვლილის მეუღლეს, ეკა ტუღუშს დაუკავშირდა. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გარდაცვლილი მსაჯის ოჯახი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად, არც არაფრის თქმა შეუძლიათ: "ერთი წელია, რაც არ დამირეკავს და არ მომიკითხავს ამბავი. შეგნებულად არ ვრეკავ _ ყოველი დარეკვისას ნერვების მოშლის მეტი არაფერი გამოდის. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა ხდება და როგორაა საქმე. ადრეც ყოველთვის მე ვრეკავდი თავად, გამოძიებიდან არასდროს შემხმიანებია ვინმე. აქეთ დარეკვის მაგივრად, სულ მე უნდა ვურეკო მაგათ?! არ უნდათ და არ იძიებენ საქმეს. აბა, სხვა რა უნდა ვთქვა?! ყველას ღმერთი დასჯის. მეტს ვერაფერს გეტყვით", _ გვითხრა სატელეფონო საუბრისას  გარდაცვლილი ილო ტუღუშის მეუღლემ.  ეკა ტუღუშის თქმით,  მისი მეუღლის გარდაცვალების საქმის გამოძიებას  გამომძიებელი გრიგოლ თოფურია აწარმოებს. "გურია ნიუსიც", შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით მეტი  ინფორმაციის მისაღებად  გამომძიებელ თოფურიას დაუკავშირდა, რომელმაც პირდაპირ, ყოველგვარი კომენტარის  გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა _ "მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს", _ გვითხრა გრიგოლ თოფურიამ. აღნიშნული უწყების პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ 33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, პროკურატურასაც დავუკავშირდით, თუმცა, იქედან ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართეს იმ განმარტებით, რომ 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში უკან მობრუნებულებს კი უწყების პრესსამსახურის სამეგრელოს ზონის კურატორმა გვითხრა, რომ ჩვენ მიერ დასახელებული საქმის გამომძიებელი გრიგოლ თოფურია პროკურატურის დაქვემდებრებაში მუშაობს და ეს გაუგებრობაც  ამიტომ მოხდა. საბოლოოდ, ძალოვანი უწყებიდან მხოლოდ მშრალი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლისა, საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 203- მუხლითაც მიმდინარეობს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვას გულისხმობს და გამოძიებას ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, გარდაცვლილის ოჯახი მომხდარს იმთავითვე ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა. თუმცა,  ოჯახისგან განსხვავებით, ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში გამორიცხავდნენ, რომ ტუღუშის გარდაცვალება გარიგებულ თამაშებთან იყო კავშირში. ამგვარ  კავშირს ლანჩხუთის "გურიას" ხელმძღვანელობაც ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...