გიგი უგულავა: "წამოვიღე ერთი მანქანა ფურცლები, რომელსაც გავეცნობი"

სამართალი

გიგი უგულავა: "წამოვიღე ერთი მანქანა ფურცლები, რომელსაც გავეცნობი"

2013 თებ 23 16:19:20
უგულავა სამართლიანი სასამართლოს იმედზეა და თვლის, რომ ყველა ბრალდება, რომელსაც ახალი მთავრობა ასეულობით ადამიანს უყენებს, სამართლიანი სასამართლოს მხრიდან გაქარწყლდება.

"დარწმუნებული ვარ, სამართლიანი სასამართლოს მხრიდან ყველა ბრალდება, რომელიც წაყენებულია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აქ ვაგონებით დაყავთ, გაქარწყლდება. ვაპატიოთ ყველას, ვინც შეიძლება ამ გზაზე გამოგვაკლდეს", - განაცხადა უგულავამ.

"მზად ვარ, მივიღო ეს გამოწვევა საჯაროდ, სასამართლოზე, ყველას დასანახად. ჩვენი პასუხი ამაზე იქნება მხოლოდ  მოთმინება, სიყვარული და ბრძოლა თავისუფლებისთვის. ხალხის აზრით მანიპულირება არის მოკლე გზა,  რომელიც მთავრობას მიიყვანს ჯოჯოხეთამდე. დროა, გვერდზე გადავდოთ ეს ტაკიმასხარაობა და მივხედოთ ქალაქს. ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა. ამ ამოცანის შესრულებისთვის მე მზად ვარ", - განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა ქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ბრალდება, რომელიც გიგი უგულავას წაუყენეს, მოიცავს ორ  ეპიზოდს.

"პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ფაქტობრივად, გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ გიორგი უგულავა იყო. კერძოდ, 2008 წლის მდგომარეობით შპს "ტელეიმედის" საკონტროლო წილის მფლობელი ჯოზეფ კეი იყო, რომელსაც იმ დროისათვის ტელეკომპანიის ფუნქციონირებისათვის დახარჯული ჰქონდა 10 მლნ აშშ დოლარი. ხელისუფლების სახელით ჯოზეფ კეის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი შეხვდა და პირდაპირი მუქარით დაიყოლია "ტელეიმედის" დათმობაზე, ერთადერთი პირობით, რომ მას გიორგი უგულავა აუნაზრაურებდა მის მიერ გაწეული 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ხარჯებს.
გიორგი უგულავას მითითებით ჯოზეფ კეიმ თავისი წილი გადასცა დავით კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ პანამაში რეგისტრირებულ კომპანია "ბორდეხ ლიმიტედ"-ს, ხოლო თანხის გადახდა განხორციელდა შემდეგი გეგმით: გიორგი უგულავა მოელაპარაკა შპს "ახალი რიყის" მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 000 000 აშშ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 000 000 აშშ დოლარად უკან გამოისყიდდა, საიდანაც 10 000 000 აშშ დოლარი გათვალისწინებული იყო ჯოზეფ კეისთვის გადასაცემათ. ქალაქის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს თბილისის მთავრობის სახელით გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული "ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდიდან" რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის მიზნით შპს "ახალ რიყეს" გადაერიცხა 17 000 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ შპს "ახალი რიყეს" ხელმძღვანელობასა და ჯოზეფ კეის კომპანიას ლაკებროწ ლიმიტედ-ს შორის გაფორმდა ფიქციური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს "ახალი რიყეს" საბანკო ანგარიშიდან ჯოზეფ კეის კომპანიას ჩაერიცხა 8 811 189 აშშ დოლარი, ანუ ტელეკომპანია "იმედი" მისაკუთრებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით.
მეორე ეპიზოდი ეხება საბიუჯეტო თანხების გამოყენებით პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორი ასევე გიორგი უგულავა იყო. კერძოდ, მისი დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფ"-ში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც ფიქტიურად გაფორმდა 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია და ეწეოდა პარტიულ საქმიანობას, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 4 130 728 ლარი დაერიცხათ.
ქალაქ თბილისის მერი გიორგი უგულავა შესაბამისი მუხლებით პასუხისგებაში მიცემულია და მიმდინარეობს გამოძიება", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • საზარელი ავარია სამტრედიაში _ დაღუპულია 5 ადამიანიცოტა ხნის ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედიის შესასვლელთან, რის შედეგაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ადგილიდან გურია ნიუსს ერთ-ერთმა თვითმხილველმა აცნობა ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა. მისი თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი ადგილზე დაიღუპა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276- ე მუხლის მერვე ნაწილით ... ...
  • "მოსწავლეები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ" _ რას პასუხობენ "გურია ნიუსს" გორის რესურსცენტრშიგორში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ოთხი მოსწავლიდან ერთ-ერთს დაუდასტურდა ალკოტესტით ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, შემთხვევა გუშინ, გორის მესამე საჯარო სკოლაში მოხდა. _ მესამე საჯარო სკოლაში მოხდა. უფროსკლასელია, თუ არ ვცდები მეათე ან მეთერთმეტე", _ ამბობს "გურია ნიუსთან საუბრისას ნანა ... ...
  • ვლადიმერ იმნაძემ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო (R)ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, ტაბახმელაში, 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რუსული აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო. "დღეს მთელი საქართველო იხსენებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ერთ-ერთი პირველნი შეეწირნენ რუსეთის აგრესიას და იმ წლებში, საქართველოსთვის თავი გასწირეს. სამწუხაროდ, იმ იუნკერებს მიმდევრები ჰყავთ 1992/93 წლებში და მით უმეტეს, 2008 წელს. ყველას უნდა მოგონება და პატივისცემა. ეს ერთიანობის დღე უნდა იყოს, იმიტომ რომ ხალხმა თავი გასწირა."- განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ. სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძე, პარლამენტის წევრებმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედმა და თადარიგის ოფიცრებმა. 1921 წლის თებერვალში, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას, იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ, თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. ... ...
  • კობა კობალაძე: „ქვეყნისთვის სამსახური არ არის მხოლოდ გულში მჯიღის ცემა"პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.  „დღევანდელი დღე არის ნაკრები თავდადების, ტკივილის, პატრიოტიზმის და ამავე დროს უპასუხისმგებლობის - ყველაფერი ერთად აღებული. ეს არის მაგალითი იმის, რომ ალბათ უნდა ვისწავლოთ და უფრო მეტად აზრობრივად უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ქვეყნის დაცვა და ქვეყნისთვის სამსახური არ არის მხოლოდ გულში მჯიღის ცემა", - აღნიშნა კობა კობალაძემ. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ... ...
  • სესიაშვილი: "თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, კიდევ გვიწევს ბრძოლა"საბჭოთა ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. „25 თებერვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის არმიამ ჩვენი ქვეყნის ოკუპირება მოახდინა. სამწუხაროდ, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ჩვენ კიდევ გვიწევს ბრძოლა, იმისთვის რომ რუსეთმა დეოკუპაცია განახორციელოს. მაგრამ განსხვავებით 1921 წლისა, საქართველო დღეს არის შემდგარი ქვეყანა და მას გვერდში უდგას ცივილიზებული სამყარო და საერთაშორისო საზოგადოება. ჩვენი ძალა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში მდგომარეობს, ამ გმირი იუნკერების სულში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა მიაღწევს თავის სანუკვარ თავისუფლებას და მოახდენს ტერიტორიების დეოკუპაციას. ამას ვერანაირი წითელი ან სამფეროვანი რუსეთი წინ ვერ აღუდგება", - განაცხადა ირაკლი ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...