ბრიფინგი სატელიტური ანტენების საქმეზე

gurianews.com

სამართალი

ბრიფინგი სატელიტური ანტენების საქმეზე

2013 თებ 27 15:16:07

წარმოდგენილი ინვოისების თანახმად, სულ ჩამორთმეულია 2 719 ცალი ანტენა, 1 419 ცალი - „რესივერი“ და 479 ცალი - „ლნბ“.

ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრია გოცირიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართა.

ჩამორთმეული საქონლის საერთო ღირებულებამ 141 616 ლარი შეადგინა. დამსწრეთა განმარტებების თანახმად, სატელიტური ანტენების წაღების მომენტში საქონლის გადათვლა არ მომხდარა. ვერ მოესწრო სრული რაოდენობის საქონლის წაღებაც, რადგანაც აღნიშნულ ქმედებას შესაძლოა რეზონანსი მოჰყოლოდა.

როგორც ანდრია გოცირიძემ განაცხადა, აღნიშნულ პროცესში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. მათ იმავე დღეს საქონლის ნაწილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე შეიტანეს. დარჩენილი ნაწილი კი - ოქტომბრის დასაწყისში, რომლებიც მანამდე ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე დასაწყობდა და დაილუქა. „დასაწყობების პერიოდში საქონლის გადათვლა და შესაბამისი დოკუმენტური აღრიცხვა არ განხორციელებულა. ამასთანავე, სატელიტური ანტენების ნაწილი ოქტომბრის თვეში სხვადასხვა ქვედანაყოფზე განაწილდა, რომელიც შემდგომ აღრიცხვისსა და საბუთების გარეშე, სამხედრო ნაწილებში დამონტაჟდა; ასევე უსაფუძვლოდ გაჩუქდა პირად შემადგენლობაზე. ამჟამად, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე 1 079 სატელიტური თეფში (მათ შორის, 812 კომპლექტის გარეშე) და 285 ცალი „რესივერია“ დასაწყობებული“ - აღნიშნა გენერალური ინსპექციის უფროსმა.

მოგვიანებით, 2012 წლის 12 ივლისს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის მიერ, ჩამორთმეულ საქონელზე შესყიდვის მოთხოვნა საიდუმლო გრიფით განხორციელდა. ანდრია გოცირიძის განცხადებით, სატელიტური ანტენების შეძენის მიზნობრიობა ვერ საბუთდება: „არ ყოფილა არანაირი კანონმდებლობასთან შესაბამისი შესყიდვის მოთხოვნა. სამხედრო პოლიციის წარმომადგენლების ორგანიზებით მოხდა ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებისგან სატელიტური ანტენების წამოღება. შესყიდვაზე თანხა გადარიცხულია რამოდენიმე დღის შემდეგ. ასევე, კანონის დარღვევით, დაგვიანებით არის გაკეთებული შესაბამისი დოკუმენტაცია შეკვეთასთან დაკავშირებით“.

ეს გარემოება საფუძვლიან ეჭვს იწვევს, რომ სატელიტური ანტენების ჩამორთმევა და შემდგომ შეძენა, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება. “სატელიტური თეფშების და მაკომპლექტებელი ნაწილების ბალანსი ერთმანეთს არ ემთხვევა. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ანტენები ამოიღეს იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო მათი მოსახლეობაზე გაყიდვა“ - განაცხადა ანდრია გოცირიძემ.

რამოდენიმე დღის შემდეგ, შპს „თბილავიამშენი“-ს მიერ საქონელზე თანხების გადახდა განხორციელდა. თუმცა, ერთ-ერთი მოვაჭრისთვის 75 000 ლარი გადასახდელი დარჩა. შესყიდვაზე გადახდილი თანხები ფაქტობრივად არსებულ მონაცემებს არ ემთხვევა. არსებული მონაცემებით, დანაკლისია 520 ცალი სატელიტური ანტენის თეფში და 175 ცალი ე.წ. „რესივერი“. სავარაუდო ღირებულებით 22 000 ლარი - ანტენა 15 600 ლარი, რესივერი 6 650 ლარი.




 ახალი ამბები
  • კიდევ ერთი კანონდარღვევა, ამჯერად გრიგოლ ვაშაძის "მონაწილეობით"ეს ფოტო ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავშია გადაღებული. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატი მგზავრთა მოსაცდელზე ემულსიითაა გაკრული. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაში, რომელშიც პლაკატების გასაკრავი ადგილებია მითითებული, მგზავრთა მოსაცდელები არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ პლაკატი კანონდარღვევით გააკრეს. დილით, "გურია ნიუსმა" სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატის უკანონოდ გაკვრის ფაქტიც დააფიქსირა. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის პლაკატი, სოფელ ზომლეთში, საგზაო ნიშანზე დაგვხდა ... ...
  • რუსმა ოკუპანტებმა ლომისის მამათა მონასტერთან ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცესლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველ არხი" ავრცელებს. გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც პირველ არხს სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო ... ...
  • შსს-მ ძალადობის და იძულების ბრალდებით რუსთავში 1 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის და იძულების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ღამით, რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ამავე კორპუსის მაცხოვრებელ გოგონას შეყვა და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაადგილებას აიძულებდა. გოგონამ თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და გ.მ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიება ძალადობის და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს (R)"ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს. ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს", – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას აღნიშნა, გამარჯვების შემთხვევაში, იგი მოსახლეობას ჰპირდება, რომ საქართველოს განვითარება 21 საუკუნის თანამედროვე, ევროპულ ფორმატზე გადავა. "მე ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს. ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ფორმატზე, რაც 21-ე საუკუნის ევროპას გულისხმობს. ევროპის ქვეყნებიდან უნდა გადმოვიტანოთ ის, რაც დადებითი აქვს. კარგი მაგალითები უნდა გამოვიყენოთ. აზრთა სხვადასხვაობა საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის, იქ, სადაც სხვადასხვა აზრი არ არსებობს, ქვეყანა მკვდარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთი უნდა დავჭამოთ. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ ყველა იმ საკითხებში, რაც საჭირბოროტოა ამ ქვეყნის მომავლისთვის, დამოუკიდებლობისთის, გამთლიანებისთვის. ვინც მომყვებით გამთლიანების, გაერთიანების, ევროპულობის გზაზე და რაც მთავარია, ქართველობის გზაზე, ყველა ერთად საქართველოსთვის, მაშინ გამომყევით", – განაცხადა სალომე ... ...
  • ზურაბიშვილი: ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყნის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი (R)ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი,-ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საბურთალოს მოსახლეობას მიმართა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამის მიღწევა მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი. „ჩვენ, რაც ვართ, ამას ვაჩვენებთ მსოფლიოს. მე, ვიქნები თქვენი გარეთ წარმომადგენელი, მე ვიქნები აქ, ქვეყნის შიგნით, თქვენი გამაერთიანებელი, რაც არ უნდა ეს ზოგჯერ რთული ჩანდეს. ეს უნდა მოხდეს თქვენთან ერთად, იმიტომ, ამას მარტო ვერ შევძლებ. ამას ვერ შევძლებთ თუ არ ვიქნებით გაერთიანებული ყველანი ერთად, თუ არ ვიქნებით კავშირში იმ მოსახლეობასთან, რომელიც დარწმუნებული ვარ ჩვენ გველოდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომლის ენა, რომლის კულტურა, ჩვენ უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ დღეს სხვა არავინ არ იცავს მათ. ხვალ ვიქნებით გამთლიანებული და მათთან ერთად გაერთიანებული. ეს არის ის საქართველო, რომელსაც მე გთავაზობთ, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ ერთად- პატარები, დიდები, ხანში შესულები, ყველანი ერთად",-აღნიშნა სალომე ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?