ცრუ მოწმე და ციხეში უსამართლოდ გატარებული წლები

სამართალი

ცრუ მოწმე და ციხეში უსამართლოდ გატარებული წლები

2013 მარ 5 13:14:33

ზვიად ცომაია: "წლების მანძილზე ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, 1998 წლიდან 2007 წლის 19 იანვრამდე ვიმუშავე აბაშის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. ჩემს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ჩემი სამართლიანი პოზიცია და მაშინდელი პროკურორის პოზიცია აცდა ერთმანეთს, ამის გამო მე მათთვის გავხდი მიუღებელი და მოსაშორებელი პიროვნება. რის გამოც საქართველოს შს სამინისტროს მაშინდელმა გენერალურმა ინსპექციამ მომიწყო ქრთამის აღების პროვოცირება, თითქოს მე, ვინმე ბენორ თოფურიას ქრთამის სახით გამოვძალე 500 ლარი. საქმე იმაშია, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა ამ თოფურიას და მისი სიძის, სოსო სიგუას ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებისა. გარდა ამისა, საქმეში ფიგურირებდა დისკი, რომელზეც ვითომდა ასახული იყო ჩემს მიერ ქრთამის აღების ფაქტი. ციხეში გავატარე 3 წელი და 6 თვე. როცა გამოვედი, სენაკის სასამართლოში მოვითხოვე აღნიშნული დისკი არქივიდან. აღმოჩნდა, რომ მოცემული დისკი, რომლის საფუძველზეც ამდენი წელი უსამართლოდ გავატარე ციხეში, ცარიელია!

ახლა, როცა მთავრობა შეიცვალა, ამდენი გაუხსნელი ფაქტები გაიხსნა და ბევრ შემთხვევაში სიმართლე დამტკიცდა, შევიტანე საჩივარი გენერალური ინსპექციის წინააღმდეგ და სამართლიანობის აღდგენას მოვითხოვ."

"გურია ნიუსმა" ინფორმაცია ბენორ თოფურიასთან გადაამოწმა. მან დაადასტურა, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად ცრუ ჩვენება მისცა.

ბენორ თოფურია: – ეს ის პერიოდი იყო, როცა დაშინებით და ძალდატანებით ყველაფერს აგვარებდნენ. 2006 წლის ბოლოს დამაკავეს. ადრეც ვიყავი ნასამართლევი მარიხუანას გამოყენებისთვის და "პერვიჩნის" რომ ეძახიან, ის მქონდა. გამომძიებელმა მაშინვე ზვიად ცომაიას შესახებ მკითხა.

– რატომ გკითხათ, იცნობდით ცომაიას?

– კი, პირველი დაკავების დროს ჩემი საქმე ებარა და თან მეზობელია. როგორც კი უარი ვუთხარი, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც სხვაზე უსაფუძვლოდ ცუდს იტყვის,-მეთქი, მაშინვე წამოვიდა ზეწოლა მათი მხრიდან.

– სად ხდება ეს ამბავი?

– გენერალურ ინსპექციაში. მეუბნებოდნენ, საქმეს თუ არ გააკეთებ, მზის შუქს არ დაგანახებთო. იარაღითაც მემუქრებოდნენ. 4 დღის განმავლობაში ისეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა ჩემზე, რომ ვერ გავუძელი.

– ვინ იყვნენ ეს პიროვნებები?

– სახელები არ ვიცი. რაც მე იქ ვიყავი, ერთმანეთს მხოლოდ ზედმეტსახელებით მიმართავდნენ. ისეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიმყოფებოდი, არაფერი მახსოვს, მხოლოდ ერთის ზედმეტსახელი დავიმახსოვე _ "ჩაფურა". სწორედ ის იყო, იარაღით რომ მემუქრებოდა. მოკლედ, მე გამოვედი ცრუ ბრალდებით და ზვიად ცომაია დაიჭირეს. ძალიან მინდა სამართლიანობის აღდგენას დავეხმარო და ჩემი სათქმელი ვთქვა _ სწორედ ამიტომ ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ეს ყველაფერი იყო ბლეფი, ტყუილი.




 ახალი ამბები
  • ,,მშვიდობით, ვანიჩკა, შეხვედრამდე, შეფ!"- ივანე ხუხუნაიშვილი გარდაიცვალა47 წლის ასაკში, გულის შეტევით, მოულოდნელად გარდაიცვალა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ივანე ხუხუნაიშვილი. 1996 წლიდან ის იკავებდა საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას. 2017 წლიდან იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ივანე ხუხუნაიშვილი ლანჩხუთელია, სადაც  დედასთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ივანე ხუხუნაიშვილის მამა, ლუდვიგ ხუხუნაიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სამტრედიის სამხედრო კომისრად. დღეს მთელი დღეა, საკრებულოს თანამშრომლები სამძიმარს იღებენ და უდიდეს გულისტკივილს გამოთქვამენ არაჩვეულებრივი ადამიანის, განათლებული და კეთილშობილი ხელმძღვანელი პირის გარდაცვალების გამო. სოციალურ ქსელში ადამიანები ივანე ხუხუნაიშვილს მოსაფერებელი სახელით ემშვიდობებიან: ,,მშვიდობით, ვანიჩკა, შეხვედრამდე, ... ...
  • მწვრთნელს მძლეოსნობაში, მარინა კოტრიკაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მწვრთნელს მძლეოსნობაში, მარინა კოტრიკაძეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიცილალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების პრესსამსახური ... ...
  • ტყემალაძე: "ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ"საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, კუხიანიძის პოსტი იყო არაკორექტული, ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა, რომლის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზოგადად ასეთი განცხადებების გაკეთება არის მიუღებელი. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამას შეიტყობთ", - განაცხადა ტყემალაძემ. შეგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძის ,,ფეისბუქ პოსტის"გამო ოპოზიციის წევრებმა და მოქალაქეებმა საკრებულოსთან აქცია გამართეს დეპუტატის თანამდებობიდან გადადგომის ... ...
  • მოჭენავს მერაბ ბრძენიშვილის ცხენი გურიაში? _საიუბილეო დაპირება ოზურგეთელებს_ვანდალური აქტი როცა  მოხდა ქუთაისში და მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დაშალეს, ეს იყო მისი ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც თან გაჰყვა დიდ ხელოვანს, _ თქვა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის 30 წლის  საიუბილეო ღონისძიებაზე, სამხატვრო გალერეის დირექტორმა, ავთანდილ თავართქილაძემ და ანონსის სახით  გააცნო ზეიმის მონაწილეებს სამომავლო ჩანაფიქრი. _თქვენ იცით, რომ ჩვენი სახვითი ხელოვნების ცენტრი მერაბ ბერძენიშვილის სახელს ატარებს. მინდა,   გითხრათ, რომ მომავალ წელს მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დაიდგმება ოზურგეთში, გალერეის წინ. როცა მისი ქნდაკება ისე დაშალეს, რომ მისი დემონტაჟიც არ მოხერხდა, მაშინ გვქონდა საუბარი, ძალიან კარგი ლაპარაკი იმის  შესახებ, რომ მერაბის ქანდაკება უნდა  დადგმულიყო აქ. „მზეჭაბუკი“ ჰქვიოდა ამ ქანდაკებას. მახსოვს, მაშინ  მითხრა: „ მე მგონია, ავთოია, ბიჭო, ჩემი ცხენი მოჭენავს გურიაშიო“... მერე ის პროექტიც ჩავარდა. სირცხვილია, რომ ასეთი ხელოვანის, დიდი გურულის ქანდაკება არ იყოს ოზურგეთში.  მართალია,  ასე ვთქვათ, ეს ცხენი რომ გამოჭენდეს გურიაში,  თანხები და მობილიზება სჭირდება,  თუმცა,  ეს მოხერხდება და ძალიან კარგი.  ასეთი  დიდ გურულის ძეგლი რომ არ იყოს გურიაში, სირცხვილიცაა,_  თქვა მან და დასძინა, რომ ბერძენიშვილის ქანდაკება განსაკუთრებით დაამშვენებს ფოლკლორის ქალაქს. საიუბილეო ღონისძიები მონაწილეები ტაშით და ოვაციით შეხვდნენ ავთანდილ თავართქილაძის ... ...
  • წარწერა ,,ღორი" და ,,ნაძირალა"- საკრებულოს წევრის კაბინეტის აბრაზეაქციის მონაწილე ოპოზიციის  დეპუტატებმა საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრაზე გააკეთეს წარწერა ,,ღორი" და ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...