გოჩა ფერსაშვილი გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსად დანიშნეს

სამართალი

გოჩა ფერსაშვილი გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსად დანიშნეს

2013 მარ 7 13:22:28

აღნიშნული ინფორმაცია ფერსაშვილმა ჩვენთან საუბრისას დაადასტურა. ფერსაშვილმა ამ პოსტზე ზაზა პეტრიაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით, მას შემდეგ დატოვა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ალასანიას კადრების მიერ მისი მეგობრების გადაბირების სურვილზე მედიასთან ისაუბრა.

ფერსაშვილის შესახებ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" კადრად მიიჩნეოდა, "გურია ნიუსის" არაერთხელ წერდა. მისი კარიერა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო.

ქვემო ქართლელი ახალგაზრდა ირაკლი ოქრუაშვილის კადრად სახელდებოდა და ამბობდნენ, რომ "ოქროს ბიჭის" გავლენით, მაღალ თანამდებობაზე 2007 წელს უნდა დანიშნულიყო, თუმცა, მოვლენები მის სასიკეთოდ არ განვითარდა და ოქრუაშვილმა სააკაშვილის მთავრობა დატოვა. შესაბამისად, ფერსაშვილიც "უპატრონოდ" დარჩა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დიდხანს _ არა. როგორც გვითხრეს, მან "პატრონის მონახვა" ადვილად მოახერხა და სამაშველო სამსახურიდან, ტრასის პატრულის სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი პოლიციური კარიერის აღმასვლა.




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებსშავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. „მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, - აცხადებენ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...