5 მილიონის გამოძალვა ადეიშვილის, ზოდელავას და ღვინიაშვილის სცენარით


სამართალი

5 მილიონის გამოძალვა ადეიშვილის, ზოდელავას და ღვინიაშვილის სცენარით

7 მარ. 2013, 19:53:39
კოკაია მზად იყო შვილის გასათავისუფლებლად, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დააკავეს, ნებისმიერი თანხა გადაეხადა. მურთაზ ზოდელავა ნინო კოკაიასთან საპროცესო გარიგება ექვსნიშნა რიცხვით გამოსახა.

მთავარმა პროკურატურამ უკვე დაკითხა ადვოკატი ყავლაშვილი, რომლის ჩვენებაც ზოდელავას გარდა, კახეთის იმჟამინდელ გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილსაც ამხელს.

"2011 წლის ივნისის თვეში, დამიკავშირდა ჩემი ნაცნობი, ბიზნესმენი ილია კოკაია და მითხრა, რომ მის შვილს ნინო კოკაიას შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის გამოც დაკავებული იყო და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა. ილიამ აქვე განმიცხადა, რომ მის შვილს იცავდა ადვოკატი მაია სირაძე. ილიას გადმოცემით, მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებდა მისი შვილის საქმეზე საშეღავათო გადაწყვეტილების მიღებას, იმის მიუხედავად, რომ დაზარალებული მხარე პრეტენზიას არ აცხადებდა. ამასთანავე, განმიმარტა, რომ მაია სირაძე რეგულარულად კონტაქტობდა ზედამხედველ პროკურორთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროკურატურა თავს იკავებდა მისი შვილის პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. ვინაიდან გამაჩნდა გარკვეული საქმიანი კონტაქტები პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებთან, მთხოვა, რომ მოკლე დროში გამერკვია, თუ რას ითხოვდა პროკურატურა მისგან, რათა დროულად გადაწყვეტილიყო მისი ქალიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი. მოცემული საუბრიდან მეორე დღესვე, მთავარ პროკურატურაში შევხვდი მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას. მას ვუთხარი, რომ წარმოვადგენდი ილია კოკაიას ქალიშვილის ინტერესებს და გადავეცი ილიას თხოვნა, რომ საკითხი გადაეწყვიტა დროულად და შეეტყობინებინათ მისთვის, თუ რა რაოდენობის ჯარიმაზე იქნებოდა საუბარი. მურთაზ ზოდელავამ მიპასუხა, რომ საკითხს აუცილებლად გადაუწყვეტდნენ, თუმცა საუბარი იქნებოდა ექვსნულიან ციფრზე, რომლის ზუსტ ოდენობასაც შეგვატყობინებდა იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან შეთანხმების შემდეგ. ზოდელავას სამუშაო ოთახიდან გამოსვლისთანავე მისი ნათქვამი შევატყობინე ილია კოკაიას. ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში, ილია კოკაიამ მითხრა, რომ ნინო კოკაიას ადვოკატს მაია სირაძეს დაუკავშირდნენ ქ. თბილისის პროკურატურიდან და უთხრეს, რომ ნინო კოკაიასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში და პროკურატურა ელოდა ილიასგან პასუხს აღნიშნულ წინადადებაზე. ამ საუბარში ილიამ ასევე მითხრა, რომ პროკურატურასთან ვაჭრობას მისი მხრიდან აზრი არ ჰქონდა, შეიძლება უარესად გართულებოდა სიტუაცია და დამავალა, თანხმობა გადამეცა პროკურატურისთვის. მანვე განმიცხადა, რომ სჭირდებოდა რამდენიმე დღე თანხის მობილიზაციისთვის და მანამდე გამერკვია, რა ანგარიშის ნომერზე უნდა მომხდარიყო თანხის გადარიცხვა.

აღნიშნული საუბრიდან დაახლოებით ორ დღეში, თბილისის პროკურატურის შენობაში მივედი ანგარიშის ნომრის ასაღებად და შევხვდი საქმის ზედამხედველ პროკურორს. მან განმიცხადა, რომ დასახელებული თანხა ჯარიმის სახით არ უნდა გადახდილიყო და მითხრა, რომ დეტალები თვითონ უნდა გამერკვია ხელმძღვანელობასთან. მაშინვე ჩემი მობილური ტელეფონით დავუკავშირდი მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, ვუთხარი, რომ ილია კოკაია თანახმა იყო დასახელებული თანხის გადახდაზე და ვკითხე, სად უნდა გადაგვეხადა თანხა. მურთაზმა მითხრა, რომ აღნიშნული თანხიდან 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარად ილია კოკაიას ახალციხის მუნიციპალიტეტში უნდა შეეძინა გარკვეული ობიექტი, ხოლო დანარჩენი 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარი უნდა გადაერიცხა კახეთის მუნიციპალური განვითარების ფონდში, რის შესახებაც მე დამიკავშირდებოდნენ როგორც ახალციხის, ასევე კახეთის გუბერნიებიდან. საუბრის დასრულების შემდეგ, ტელეფონით დავუკავშირდი ილია კოკაიას (როგორც მახსოვს, მოცემულ დღეს ილია კოკაია იმყოფებოდა უცხოეთში) და შევატყობინე მურთაზ ზოდელავასთან საუბრის შინაარსი.

იმავე ან მომდევნო დღეს, ტელეფონზე დამიკავშირდა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე მინდია დევნოსაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე. მათ მომცეს ვინმე თენგიზ ზედგენიძის მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც გამარკვევდა შესაძენი ობიექტის აუქციონის დეტალებში. თენგიზმა მითხრა, რომ შესაძენი ობიექტი მდებარეობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში და წარმოადგენდა ფერმას. ამასთანავე მითხრა, რომ მიგვევლინა წარმომადგენელი, რომელსაც გაარკვევდა დეტალებში და მიაღებინებდა მონაწილეობას აუქციონში.

ილია კოკაიამ მთხოვა, რომ წარმომადგენლად მიმევლინა ჩემი თანამშრომელი და აქვე მითხრა, რომ რამოდენიმე დღეში გადაიხდიდა თანხას და ქვითრები შემეძლო ამეღო მასთან, თბილისში მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფისში. მოცემული ქონების შესაძენად გამოვყავი ჩემი თანამშრომელი მირდატ ქამადაძე, რომელიც ჩემთან შეთანხმებით, დამოუკიდებლად აგვარებდა ყველა ტექნიკურ საკითხს და საბოლოოდ, 4 მილიონ 949 500 ლარად, აუქციონის წესით შეიძინა კიდევაც სოფელ აწყურში მდებარე ფერმა შ.პ.ს. "ჯორჯიან ინვენსტმენტის" სახელით.

რამოდენიმე დღეში, მობილურზე დამიკავშირდა კახეთის რეგიონის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და მითხრა, რომ მისი წარმომადგენლები ელექტრონულ ფოსტაზე მომაწვდიდნენ კახეთის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის შესაბამის ანგარიშის ნომრებს, რომელზედაც ილია კოკაიას უნდა შეეტანა 2 000 000 აშშ დოლარი. რამდენიმე დღეში, მართლაც მივიღე აღნიშნული რეკვიზიტები, რომელიც შემდგომ მივაწოდე ილია კოკაიას. მოცემული გადარიცხვებიდან რამდენიმე დღეში, პროკურატურის მხრიდან გამოჩენილი იქნა მართლაც კეთილი ნება და ბრალდებულ ნინო კოკაიასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის შედეგადაც მას ძირითად სასჯელად დაუდგინდა პირობითი მსჯავრი და დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

მურათაზ ზოდელავამ ერთი კი მითხრა, რომ თუ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევა სურდა ნინო კოკაიას, ზემოხსენებული პირობა უნდა შეესრულებინათ; წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე არსებითად განსახილველად წარიმართებოდა სასამართლოში და დადგენილი წესით მიესჯებოდა რეალური სასჯელი," _ წერს ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ჩვენებაში.

2013 წლის იანვარში, ბიზნესმენმა ილია კოკაიამ საჩივრით მიმართა მთავარ პროკურატურას და მისგან თანხის გამოძალვის ფაქტზე გამოძიების დაწყება სთხოვა.




 ახალი ამბები
  • ექსკლუზივი: სად და რატომ გადაჰყავთ გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა მურადაშვილი"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა მურადაშვილი კახეთში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს. როგორც წყარო გვეუვბნება, მურადაშვილის ადგილს სამცხე-ჯავახეთის  პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დაიკავებს. მურადაშვილი აღნიშნულ პოსტს 5 წლის განმავლობაში იკავებდა, რაც უახლოეს პერიოდში იშვიათია. მან ახლახან კოვიდი დაამარცხა საკმაოდ მწვავე ფორმებში. მურადაშვილს, როგორც უწყებს ერთ-ერთ გამორჩეულ თანამშრომელს, ისე ახასიათებენ. ჩვენი წყაროს თქმითვე, მურადაშვილის გადაყვანა როტაციის პრინციპს უკავშირდება. შსს-ს პრესსამსახურში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. "დავაზუსტებ და დაგიკავშირდებით", _ გვითხრეს უწყებაში. ჩვენი ინფორმაციით კი, მურადაშვილი გუშინ უკვე გამოემშვიდოვბა გურულ ... ...
  • ირაკლი ზარქუა - გუბაზი პარლამენტში 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად, ეძინანაკლებად მაინტერესებს, იქნება თუ არა პარლამენტში გუბაზ სანიკიძე, დანარჩენი ოპოზიცია გუბაზისა და გაკოტრებული სააკაშვილის მძევალი არ უნდა გახდეს, _ ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. „ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური პრობლემები, პანდემია და ა.შ. დროა, სწორედ ამ თემებზე გადავერთოთ. რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციას და მის გარკვეულ ნაწილს, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. თუ უნდათ მუშაობა, სამუშაო აქ არის. „ენდიაის“ კვლევები ხომ ნახეს, სადაც პრიორიტეტი ყოველთვის ოპიზიციის აზრს ენიჭებოდა და იცით, ჩვენი პოზიცია ამ კვლევებთან დაკავშირებით. მათ ამომრჩეველი ეუბნებათ, შედით, ილაპარაკეთ პარლამენტში და იქ გააკეთეთ საქმეო. მეტი რა უნდა ვქნათ? ოპოზიციას გონივრული ვადა მივეცით, იმ პირობებში, რა პირობებშიც შესაძლებელი იყო და წავყევით, რეფორმის ნაწილშიც, იგივე საარჩევნო თემატიკაზე. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გუბაზ სანიკიძე პარლამენტში იქნება თუ- არა. არ მაინტერესებს, რადგან ჩვენ ვნახეთ, გუბაზი 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად, ეძინა. გუბაზისნაირი ტიპები რომ არიან ოპოზიციაში ლიდერებად, დანარჩენი ოპიზიცია არ უნდა გაჰყვეს. არ უნდა გახდნენ მძევალი გუბაზისა და გაკოტრებული სააკაშვილის“, – განაცხადა ირაკლი ... ...
  • ვინ არიან ვაკის, კრწანისის, დიდუბისა და გლდანის რაიონების გამგებლობის კანდიდატები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის, კრწანისის, გლდანისა და დიდუბის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. საკადრო ცვლილებების შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.  როგორც მან აღნიშნა, ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურაა წარდგენილი.  „ვაკის რაიონში გამგებელი იყო ნოდარ ტურძელაძე, რომელიც საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს. მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურას წარმოვადგენ, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, ვაკის გამგებლის მოადგილე იყო. ხუთ წელზე მეტია დავითი ვაკის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და ძალიან კარგად იცნობს ვაკის რაიონის საჭიროებებს. ის არის ეკონომისტი, ბიზნესისა და მართვის სპეციალისტი, ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი.  მას არ აკლია არანაირი გამოცდილება და ყველა პროცესში პირადად იყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა იმ  გამოწვევას, რომელიც ვაკის რაიონს აწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა კრწანისის რაიონის გამგებლად ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე, გლდანის რაიონის გამგეობას ხელმძღვანელობდა. „ცვლილებები გვაქვს კრწანისის რაიონში. ლევან ჯაფარიძე, რომელიც აღნიშნულ რაიონს ხელმძღვანელობდა, ამჟამად, საკრებულოში საქმიანობს. კრწანისის გამგებლად მინდა წარვადგინო ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა, რომელიც აქამდე გლდანის რაიონის გამგებელი იყო. ის არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი სამსახურებრივი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობის. ის არის ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და დარწმუნებული ვარ, კრწანისის რაიონში წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. რაც შეეხება გლდანს, აღნიშნულ რაიონს ლევან ნაროუშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე, გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. „გლდანის რაიონში მინდა წარვადგინო ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა - განათლებით ეკონომისტი, მენეჯმენტისა და ეკონომიკის მაგისტრი. ის დღემდე გლდანის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელიც გლდანის რაიონში დღემდე განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი ახალი თანამდებობით, ყველაფერს გააკეთებს, რომ იმ გამოწვევებს, რომელიც გლდანის რაიონში არსებობს, ღირსეულად უპასუხოს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დიდუბის რაიონის გამგეობას ირმა ზავრადაშვილის ნაცვლად, ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. „მინდა, დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი. არის ძალიან ეფექტიანი მენეჯერი - სპეციალობით იურისტი და ეკონომისტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა შპს-ებში მუშაობის. ლევან ჯღარკავას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონი ბარდება, რომლის მცხოვრებლებს ახსოვთ წინა გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის საქმიანობა. მინდა, მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო. მჯერა, რომ ლევან ჯღარკავა აქაც წარმატებული იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ყველა მათგანს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია, პროექტებში ჩართულობა და მათი მოსაზრებების მაქსიმალურად გათვალისწინება ... ...
  • კალაძე: კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში, ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხსდედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი გადაცდომები მიუღებელია. „რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავება, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ და ყველას დაგევალათ განსაკუთრებული სიფრთხილე ამ კუთხით. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება გადაცდომებთან დაკავშირებით, ამიტომ, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, რომ ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე გადაცდომა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, რაც შეეხება ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს, ამასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. „მე აქ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას და ის დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება თანამშრომლებში, რადგან კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, კორუფციაში ჩართულობა და ა.შ. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომას. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს, რადგან კანონის წინაშე ყველანი თანასწორუფლებიანნი და თანაბარნი ვართ“, - განაცხადა  კახა ... ...
  • ბაღდათში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინესბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  მოქალაქეებს  ბაღდათში ლენტური ტიპის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში კი, ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროები დალუქეს. „ტერიტორიიდან თხმელის სახეობის უკანონოდ მოპოვებული და ტრანსპორტირებული მორებისგან დამზადებული 1,5 კუბური მეტრი ფიცარიცაა ამოღებული. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა“,_ აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....