გიორგი დგებუაძეს ("მასტერას") პროკურატურამ ბრალი წაუყენა

სამართალი

გიორგი დგებუაძეს ("მასტერას") პროკურატურამ ბრალი წაუყენა

7 მარ. 2013, 20:41:31

გიორგი დგებუაძე 2010 წლის 15 სექტემბრიდან იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსი.

2011 წლის 4 იანვარს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ოპერატიულმა მორიგემ თ. ა.-მ, თავისივე ხელმძღვანელს _ ჯემალ ძლიერიშვილს განუცხადა, რომ სოციალური ქსელის საშუალებით კავშირი ჰქონდა რუს სამხედრო მაღალჩინოსნებთან, რომლებთან ერთადაც, საბჭოთა კავშირის დროს, უკრაინაში იხდიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

აღნიშნული გარემოება საეჭვოდ იქნა მიჩნეული და საკითხში გარკვევის მიზნით, იმავე დღეს იგი მიიყვანეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში. სადაც ამავე სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დგებუაძემ მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს, ლაშა მინდაძეს და პლატონ სხულუხიას დაავალა, ნებისმიერი საშუალებით, თემურ ამირანაშვილისგან მიეღოთ ინფორმაცია რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსმა ლაშა მინდაძემ, თემურ ამირანაშვილი ხელბორკილით მიაბა გათბობის მილზე ისე, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში არ ჰქონდა დაჯდომის და გადაადგილების საშუალება, დაემუქრა, რომ ძილის დროს თითქოს მოახდინეს მისი გაუპატიურება და თუ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას არ აღიარებდა, გაუპატიურების ამსახველ ფოტოსურათებს გაავრცელებდა მისი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. მანვე თ.ა. აიძულა თავისი ნების სააწინააღმდეგოდ, მდგარიყო ბრძანება "სმენაზე" და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო სამმართველოს ოპერატიულ მუშაკებს ბესარიონ ჯაჭვლიანს და დავით ფიფიას, დაავალა არ მიეცათ თ. ა.-სთვის დაჯდომის და ძილის საშუალება. თ. ა.-ს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, პატივისა და ღირსების შელახვა და წამება გაგრძელდა 2011 წლის 04 იანვრიდან ამავე წლის 08 იანვრის საღამომდე. აღსანიშნავია, რომ გიორგი დგებუაძემ, რომელიც თავისი სისასტიკით გამოირჩეოდა, საპარლამენტო არჩევნების შედეგის გამოცხადებისთანავე დატოვა საქართველო.

 




 ახალი ამბები
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...
  • "ბოლომდე იხმართ და დააგდებთ" _ მეუფე იაკობიბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი პეტრე ცაავას მიერ მისი მისამართით გაგეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სინოდის დასრულების შემდეგ გახდება ყველაფერი ცნობილი. "დაეკოდეთ სინოდს...სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე, შეხედეთ ვინ არის ვისი იარაღი. მე სამართლიანად მივიღე ის, რაც მივიღე. ეგენი თავს თვითონ ისჯიან, ღმერთი კი არ სჯის, არც ჩვენ არ ვსჯით. ჩვენ სასჯელები არ გვაქვს, ჩვენ შეიძლება ეპიტამია დავადოთ ხოლმე, როცა ვეღარ ხვდებიან მერე ღმერთს, რომ თვითონ მიატოვებენ. მადლის გარეშე რჩებიან საწყლად და ცოტა ხანში გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, გამოწურავთ, ბოლომდე იხმართ, თქვენ თუ სხვები და დააგდებთ, მერე აღარც გაგახსენდებათ, - ამბობს იგი. ბოდბელმა მიტროპოლიტმა, კომენტარი გააკეთა სუს-ის განცხადებაზეც, სადაც ცალკეული ჯგუფების მიერ ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე იყო საუბარი. ბოდბელი ეპისკოპოსის შეფასებით, ამ ჯგუფებში სასულიერო პირები არ მოიაზრებიან და ეკლესია პირიქით, შერიგებისკენ არის მოწოდებული. "მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატარიარქოს წარმომადგენელი ვარ, რისთვის?! ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო, იმიტომ, რომ ასე თუ გააგრძელეს, მე ვთქვი, სათითაოდ, ყველაზე, ვინც გამოჩნდება ყველაზე ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი, ისე კი არა პეტრე რომ ჭორაობს ქალივით. ჩემი ეშინიათ", - აღნიშნავს მეუფე ... ...
  • „ისე ნუ იზამთ, იმ ველზე შემოხვიდეთ, სადაც არაფერი გაგეგებათ" _ გუბაზ სანიკიძე თენგიზ ცერცვაძესსახელს გაუფრთხილდით, არ არის პოლიტიკა თქვენი საქმე, იფიქრეთ ძალიან დანაღმულ ველზე შემოდიხართ, – ასე მიმართა გუბაზ სანიკიძემ „მთავარ აქცენტებში“, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს. სანიკიძემ თენგიზ ცერცვაძეს, ამ სიტყვებით მას შემდეგ მიმართა, რაც გადაცემის წამყვანმა ეთერში ცერცვაძის სიუჟეტი გაუშვა. სიუჟეტში ცერცვაძე საუბრობს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციასა და სხვადასხვა კულტურული ძეგლების აღდგენის შესახებ. „ისე ნუ იზამთ, იმ ველზე შემოხვიდეთ, სადაც არაფერი გაგეგებათ და აუცილებლად შარში გაეხვევით. თუ გავითვალისწინებთ იმ ვერაგი კაცის არსებობას, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, ძალიან ცუდად გამოგიყენებთ. ასაკოვანი კაცი ხართ, მე ვერც უნდა გიბედავდეთ ამას, მაგრამ უმცროსი მეგობრის რჩევად მიიღეთ, დაანებეთ ამ საქმეს თავი, ძალიან ძვირად დაგიჯდებათ ჯანმრთელობის კუთხით, ბევრს ინერვიულებთ და მერე საქმე საქმეზე რომ მიდგება, ბიძინა რომ წავა ხელისუფლებიდან… ჩვენ უფრო ვუფრთხილდებით მე მგონი თქვენს სახელს, ვიდრე თქვენ. დაანებეთ თავი, არ არის პოლიტიკა თქვენი საქმე. ვინმე მოვიდა, ჩაერია, გასწავლათ ეპიდემიას როგორ უნდა ებრძოლოთ? დაგეთანხმეთ, დაგიჯერეთ მაგრამ ეკონომიკურად ექიმები ვერ დააყენებთ ფეხზე ამ ქვეყანას”, – განაცხადა სანიკიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?