"ხმა მიმაწვდენინეთ არჩილ კბილაშვილისთვის!"

სამართალი

"ხმა მიმაწვდენინეთ არჩილ კბილაშვილისთვის!"

2013 მარ 9 11:59:09
ქალბატონმა "გურია ნიუსის" აბაშის ოფისში წერილი მოიტანა და თან ითხოვა, როგორმე ხმა მიმაწვდენინეთ მთავარ პროკურორისთვისო.

"გურია ნიუსი" წერილს უცვლელად გთავაზობთ.

"ვიცი, ყველა შევაწუხე, ჟურნალისტების დიდი მადლობელი ვარ _ არა ერთი სიუჟეტი გაკეთდა ტელევიზიებით თუ გაზეთებით. მაგრამ დღეს რომ ჩემი გასაჭირი არ გითხრათ, ვერ მოვისვენებ. სოფელში თქვეს, პოლიციიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ისევ აღადგინესო და ეს რომ გავიგე, თითქოს მეორეჯერ მომიკლეს შვილი. ველოდები სამართლის აღდგენას, მაგრამ არ დაადგა ჩვენი საჩივრის ხელახალ განხილვას საშველი.

2007 წლის 25 სექტემბერს, საღამოს 18.45 წუთზე გავიდა ჩემი შვილი ცხენის მოსაყვანად. საძოვრის კართან რომ მივიდა, იქ პოლიციელები ყოფილან ჩასაფრებული, რაღაც სპეცოპერაციას ატარებდნენ თურმე. ცხენთან რომ მივიდა, პოლიციას დაუძახია, შეჩერდიო. ეს არ შეჩერებულა და სროლა აუტეხიათ. ზურგში უსვრიათ. სამი ტყვია აქვს მოხვედრილი, საქმეში კი ორი ნასროლი აქვთ დაფიქსირებული, მესამე ნატყვიარი ჩვენს მიერ მოყვანილმა ექსპერტმა აღმოაჩინა. ის ორი გამავალი ჭრილობაა, მესამე – შემავალი. ტყვია მუცლის ღრუში უნდა გაჩერებულიყო და სწორედ ეს ტყვიაა გამქრალი გვამის გაკვეთის შემდეგ, რათა არ დადგენილიყო, ვისი იარაღით არის მოკლული ჩემი შვილი. გამოუძახიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გაურეცხიათ იქვე ონკანზე მოკლული და ქუთაისში წაუსვენებიათ.

მეორე დღეს გვაცნობეს, რომ ზვიადი დაჭრილი იყო და ქუთაისის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ტანსაცმელი წავიღე სახლიდან, საჭირო ნივთები და ადგილზე მისულებმა პროზექტურაში მივაგენით. გამწარებული წამოვედით მე და ჩემი მეორე ვაჟი აბაშის პოლიციაში. არავინ მომაქცია ყურადღება და ფანჯარას ქვა ვესროლე. მაშინ კი გამოცვივდნენ და შეგვათრიეს განყოფილებაში. პოლიციელი ოტია გაბელაია მაგინებდა და იძახდა, ესენიც ჩავხოცოთ და თავიდან მოვიშოროთო. ჩემი შვილი საშინლად სცემეს და საღამომდე პოლიციაში დაგვტოვეს. ჩემი გარდაცვლილი შვილის ჩამოსვენებას არ დავსწრებივარ. მერე ნათესავები მოვიდნენ და ჩხუბის და წივილ–კივილის შემდეგ გამოგვიშვეს. ფანჯრის გაბზარვისათვის 200-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა შეგვიფარდეს. ჯარიმის გადახდის თავი სად მქონდა, არც გამხსენებია ისეთ დღეში ვიყავით. მერე კი ჯარიმა გაორმაგდა და უკვე 400 ლარი გახდა.

ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში სახალხო დამცველის აპარატის ჩართვის შემდეგ იმ ოთხი პოლიციელის ვინაობა დადგინდა, რომლებიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. ესენი არიან: დავით დარცმელიძე, სერგო მიქაძე, ლაშა სიგუა და გურამ ხინტკირია. მას მერე ყველგან მათ გვარებს ვიმეორებ, ყველას დახმარებას ვთხოვ. ჩემი შვილის მკვლელი დავით დარცმელიძე დღეს პარლამენტის წევრია და სინდისი არ აწუხებს. გურამ ხინტკირია ისევ აბაშის პოლიციაში მუშაობს. მიქაძე და სიგუა კი გაათავისუფლეს, მაგრამ არა ამ საკითხზე. ოტია გაბელაიაც მოიხსნა სამსახურიდან და ცოტა გულზე მომეშვა, თუმცა, კაცი, რომელმაც შვილმკვდარ დედას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, დღეს ისევ დააბრუნეს სამსახურში. მარტო მე კი არა, გაიკითხეთ, რამდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული. იმედი მქონდა, ახალი მთავრობის და ჯერ კიდევ არ დამიკარგავს რწმენა, რომ მკვლელები დაისჯებიან. ქალაქში ვეღარ ჩავდივარ, პოლიციის შენობას რომ შევხედავ, არ ვიცი მერამდენედ ვკვდები.

ახლა კიდევ საკრებულოს იურისტად ნინო კუპრეიშვილი დაინიშნა. ის ადრე პროკურორი იყო სენაკის სასამართლოში. სწორედ ნინომ მითხრა, შენი შვილი შეცდომით შემოაკვდათო, მაგრამ საბოლოოდ საქმე სხვანაირად წაიყვანა, დაზარალებულადაც არ მცნო, საქმეში რომ არ ჩაგვეხედა და მასალები არ მაჩვენა. გამგებლის არჩევნები რომ იყო, თქვეს, დარცმელიძეც იქნებაო. მივედი, მინდოდა თვალებში ჩამეხედა მისთვის, მაგრამ ვიღაცამ დაურეკა და საკრებულოში არ მოვიდა. პარლამენტში წავალ, თბილისში ჩავალ და მაინც ვნახავ, როდემდე დამემალება? უკანონოს რას ვითხოვ? ვაცხადებ, რომ ჩემს შვილს პოლიციის უფროსმა დავით დარცმელიძემ ესროლა და საქმის ხელახალ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ვითხოვ.

გთხოვთ, ხმა მიმაწვდენინეთ არჩილ კბილაშვილისთვის! იმდენ საქმეს მოჰფინეს ნათელი და იქნებ მეც მომხედონ".

როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ნოდიების ოჯახს საჩივარი რამდენიმე თვის წინ შეუტანია მთავარ პროკურორთან. იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა ამჟამად საქმე. ვეცადეთ, ოჯახის ადვოკატს დავკავშირებოდით, თუმცა, ვერ მოვახერხეთ.

"გურია ნიუსი" უახლოეს მომავალში ამ თემას დეტალურად გააშუქებს, მანამდე კი, თუ კი ქალბატონი ლალის მიერ დასახელებულ პირებს სურთ საკუთარი მოსაზრება გამოთქვან ამ საკითხზე, "გურია ნიუსი" ამის საშუალებას აუცილებლად მისცემს.




 ახალი ამბები
  • დიღომში "თეგეტა მოტორსი" გაქურდესგამთენიისას დიღომში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ მაღაზია გაქურდეს. ქურდებმა ვიტრინა ჩაამსხვრიეს და ამ გზით შევიდნენ მაღაზიაში. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სალაროდან წაღებულია ფული, თუმცა თანხის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოში 17 გრადუსამდე დათბება_ უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში  დღეს, 17 თებერვალს შესაძლოა მცირე ნაელქი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა  +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება. ... ...
  • ჩაფიძის კლინიკაში ვეტერანებს უფასო კვლევები ჩაუტარდათმიმდინარე წლის 15 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია უწყების 150-მდე ბენეფიციარს. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი, ვაჟა დალაქიშვილი. ურთიერთთანამშრომლობა უწყებასა და ჩაფიძის გულის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში დაიწყო და პირველი მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, ყოველწლიურად გრძელდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრმა, თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე, უწყების ბენეფიციარებისთვის, 120-მდე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა და 10 000-ზე მეტ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანსა და მათი ოჯახის წევრებს გაუწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებაც, უწყების ბენეფიციარებს, ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.  ... ...
  • ქურდობის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ი., 1996 წელს დაბადებული ა.ა. და 2000 წელს დაბადებული კ.გ. ქურდობის ბრალდებით,  თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს, რომლებსაც სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ"  ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. ... ...
  • კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს სიცრუეს უწოდებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისის პარკინგთან“ დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია „სითი პარკისგან“ ტექნიკასთნ ერთად, 50  ათასი მოქალაქის ჯარიმა გადაიბარა. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც 2007 წელს „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუფორმა, საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებითაა დაკავებული. „მოვისმინე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები. ბრიფინგს მართავდა ზუსტად ის პარტია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაკავებულია 50 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით. სწორედ მისი მერობის პირობებში გაფორმდა კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება. როგორ ფიქრობთ, რამდენი გადაუხადეს თბილისის მერიას 2007 წელს, როდესაც პარკინგის თემა „სითი პარკს“ ჩააბარეს?! თბილისის მერიამ ნული ლარი მიიღო აღნიშნული ხელშეკრულებიდან, მაშინ, როდესაც დღეს, პარკირების ოპერირების უფლება მინიმუმ 15-20 მილიონად გაიყიდება. ამას ემატება ის შემოსავლები, რომელიც ოპერირების დროს უნდა გაიყოს“, _ განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტასა და კომპანიის ბალანსზე არსებული ტექნიკის გადმობარებისთვის თანხა ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. „ჩვენ მოვისმინეთ ცრუ განცხადებები, თითქოს, ეს თანხები ბიუჯეტიდან წავიდა.  ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა. ეს ზუსტად ის თანხები იყო, რომელიც კონკრეტულად იმ კომპანიის ჯიბეში უნდა წასულიყო. ჩვენ ორი წელია შევწყვიტეთ ეს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2025 წელს ეწურებოდა და იმ თანხით, რომელიც აღნიშნული კომპანიის მოგებაზე უნდა ასახულიყო, გარიგება მოგვიწია. ისინი რომ საარბიტრაჟო სასამართლოში წასულიყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა მოვიგებდით თუ წავაგებდით, ეს გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. 4 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარი იქნა გადახდილი კომანიასთან მორიგებისთვის. აღნიშნული თანხით ჩავიბარეთ ტექნიკა, რომელიც „სითი პარკს“ გააჩნდა. გარდა ამისა, გადმოვიბარეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, იგივე ჯარიმა, რომელიც დღეს ჩვენი საკუთრებაა“,_ აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში, რაც ოპერირება „თბილისი პარკინგმა“ დაიწყო, დედაქალაქის მერიამ შემოსავლის სახით, დაახლოებით, 22 მილიონი ლარი მიიღო. „წლის განმავლობაში, „სითი პარკი“ მილიონ 200 ათას ჯარიმას წერდა. შესაბამისად, მოსახლეობის უკმაყოფილება შემთხვევითი არ ყოფილა. კომპანიის ძირითადი შემოსავლის წყარო მოქალაქეების დაჯარიმება იყო. მოსახლეობა აპროტესტებდა, რომ ისინი არასწორად ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას და ამასთან დაკავშირებით, სასამართლოში უამრავი საჩივარი შედიოდა. ჩვენ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლითაც არც ბიუჯეტი და არც მოქალაქეები დაგვიზარალებია. დღეს პარკირებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები ხმარდება გამწვანების სამუშაოებს, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ა.შ“, _ განაცხადა კახა ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...