ბიზნესმენის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში საეთერო დრო ძალით აყიდინეს.
2010 წლიდან მე ჩემს ცოლისძმასთან, გაგა ბუიშვილთან ერთად ჩამოვაყალიბე შპს და ჩავერთე ანალოგიურ სამეწარმეო საქმიანობაში. წლების განმავლობაში ჩემს ოჯახზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რის შედეგადაც კომპანიების ანგარიშებიდან განხორციელდა ერთჯერადი გადარიცხვა პოლიტიკური პარტია "ნაცმოძრაობის" ანგარიშზე. ასევე, ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მითითების საფუძველზე ჩვენმა კომპანიებმა საეთერო დრო უყიდა ტელეკომპანია რუსთავი 2"-ში პოლიტიკურ პარტია ქრისტიან-დემოკრატებს". მათი განმარტებით, ეს ორი პარტია წარმოადგენდა ერთი პოლიტიკის გამტარებელ ძალას" _ აცხადებს ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი.
შოშიაშვილი კიდევ ერთი მათგანია, რომელიც მის მიმართ გახორციელებულ ბიზნესტერორზე საუბრობს და კონკრეტულ მაღალჩინოსნებს ასახელებს, რომლებიც მას წინასაარჩვენო პერიოდში აიძულებდნენ, რომ ფული ქრისტიან _დემოკრატიული პარტიისთვის გადამერიცხა.
"თუ არ გავაკეთებდი ამას, მაშინ ჩემი ოჯახის წევრების დაჭერით მემუქრებოდნენ, ჩემი ბიზნესტერორი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე, გრემის კულტურის სახლს ძალით მაყიდინებდნენ" _ აცხადებს ვალერი შოშიაშვილი. კონკრეტული მაღალჩინოსანი კი რომელზეც ვალერი შოშაიშვილი საუბრობს, მისი თქმით პროკურატურის თანამშრომელი ბექა ბასილაია გახლდათ.