"ზარს იმდენჯერ ჩამორეკდნენ, რამდენი მკვდარი პატიმარიც გაჰყავდათ"

სამართალი

"ზარს იმდენჯერ ჩამორეკდნენ, რამდენი მკვდარი პატიმარიც გაჰყავდათ"

20 მარ. 2013, 00:14:41
ან რატომ არ უნდა დაისაჯოს ყალბი განაჩენის გამოტანის გამო მოსამართლე, მოსამართლის სიყალბე უფრო დიდი დანაშაული არ არის?! არანაირი დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო საქართველოში არ არსებობდა, რის გამოც ევროპის სასამართლოში საქართველოდან ყველაზე მეტი საჩივარია შესული"-ასე დაიწყო "გურია ნიუსთან" საუბარი ყოფილმა პატიმარმა, გოჩა გორგოძემ, რომელმაც ციხეში რამდენიმე წელი გაატარა. ახლა, სამშობლოდან შორს მყოფმა, ჩვენთან #1 საპყრობილეში გატარებული დღეები გაიხსენა.

გოჩა გორგოძე: _ კუბლაშვილი და სააკაშვილი დამოუკიდებელ სასამართლოზე რომ საუბრობენ, ეს ცინიზმია! რომ ვუსმენ, თავს ვერ ვიკავებ სიბრაზისგან. რომ არა კუბლაშვილი და მისი მონური სასამართლო, უსაფუძვლოდ არ გავატარებდი ციხეში 6 წელს. ორჯერ დამაკავეს ერთი და იგივე საქმეზე და თან, არმომხდარზე. ბაღდათის "ახალგაზრდა მოქალაქეების" თავმჯდომარე ვიყავი, თან ბაღდათის საფინანსო სამსახურის მთავარი ბუღალტერი. ყოფილმა საგადასახადო სამსახურის უფროსმა, 2001 წელში, მთხოვა, რომ გამეყალბებინა ბიუჯეტი და არშესრულებული შემოსავლები მეჩვენებინა შემოსულად, ანუ ფიქტიური შესრულება გამეკეთებინა. ამაზე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი; ის რევოლუციის შემდეგ გამგებელი გახდა და შურისძიების ტალღა ააგორა კიდეც.

2003 წელს გამათავისუფლეს სამსახურიდან ოპოზიციონერობის გამო. 2003 წლის 30 დეკემბერს ჩემი საქმე გადააგზავნეს ბაღდათის რაიონის პროკურატურაში. 8-თვიანი დევნის შემდეგ, გადამახდევინეს 4200 ლარი ბაღდათის ბიუჯეტში და მომისაჯეს 2 წელი პირობითი სასჯელი.

ეს დარღვევა ეხებოდა კონკრეტულად 2003 წელს. 2004 წელს ხელახლა დამიწყეს დევნა ახლა უკვე 2002 წელზე და 10 200 ლარს მედავებოდნენ. 2004 წლის 24 დეკემბერს დამაკავეს და 2005 წლის 13 იანვარს ზედამხედველობის ქვეშ სააპელაციო სასამართლომ გამათავისუფლა.

_ მეორე ჯარიმაც გადაიხადეთ?

_ არა, უკვე აღარ ღირდა. 2006 წლის 25 სექტემბერს ბაღდათის რაიონულმა სასამართლომ გაყალბებული ექსპერტიზის საფუძველზე მომისაჯა 7 წლით პატიმრობა

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტურად ვამტკიცებდი, არავითარი გაყალბება და მითვისება არ მომხდარა. გავასაჩივრე, სააპელაციო სასამართლომ გამომიშვა, მაგრამ საქმე დარჩა ძიებაში. მიუხედავად იმისა, რომ ვამტკიცებდი ჩემს სიმართლეს, სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა მაინც დამიტოვეს სასჯელი _ სააპელაციომ უცვლელად 7 წელი, ხოლო უზენაესმა _ 6 წელი. მთლიანობაში ციხეში 4 წელი მომიხდა ყოფნა; 2008 წელს სააკაშვილის ამნისტია ჩემს მუხლსაც შეეხო და ერთი წელი მომაკლო. ჩემი საქმე გაშვებული მაქვს სტარსბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლოში. მე ვაგრძელებდი ბრძოლას. უზენაეს სასამართლოსა და მთავარ პროკურატურას რამდენჯერმე გადავუგზავნე ჩემი საქმე, რომ პროკურატურისა და სასამართლოს სიყალბეებზე აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ იქედან სრულიად აბსურდული პასუხები მომდიოდა. 2010 წლის 14 აგვისტოს მივმართე პროკურატურას ისე, რომ რა თქმა უნდა აღიარება არ გამიკეთებია, მოეხდინა ჩემი შეწყალება და 2010 წლის 23 ნოემბერს შემიწყალეს.

_ სად იხდიდით სასჯელს?

_ 6 თვე ვიყავი ქუთაისის #2 საპყრობილეში, შემდეგ უზენაესში საჩივრის შეტანის გამო გადამიყვანეს #1 საპყრობილეში, ეგრეთ წოდებულ "კრიტში", სადაც 19 თვე ვიყავი.

უმძიმესი მდგომარეობა იყო, ალბათ ნახეთ დახურვის დროს რა დღეში იყო?!. ერთ საწოლზე 2 პატიმარი მოდიოდა და იძულებული ვიყავით მორიგეობით გვეძინა. ზემოდან ცელოფანი გვქონდა გაჭიმული _ კედელი იმდენად ნესტიანი და დამპალი იყო, კედლიდან და ჭერიდან ცემენტი ცვიოდა. კამერაში 38_40 კაცი ვიყავით, ჰაერი არ იყო, მითუმეტეს, ზაფხულში.

ზამთარში ფანჯრებზე ცელოფანს აფარებდნენ, რომ სიცივე არ შემოსულიყო, მაგრამ მერე ჰაერი არ შემოდიოდა და ვხსნიდით. საშინელი ანტისანიტარია იდგა....

ცემა იქ ჩვეულებრივი ამბავი იყო. ციხის თანამშრომელს თუ უნდოდა დაწინაურება, პატიმარი უმიზეზოდ უნდა ეცემა ერთხელ მაინც.

სოციალური თანამშრომელი იყო ერთი, ვეშაპოვი გვარად, რომელსაც მხოლოდ პატიმრების წერილების წაღება და პატიმრების მომსახურება ევალებოდა. ერთხელ, ჩვენს კამერაში ნასვამი შემოვიდა, პატიმარს აუხირდა, გაიყვანა და ცემა. ამის მერე უსაფრთხოებაში გადაიყვანეს, ხოლო უსაფრთხოების თანამშრომელი, რომელიც პატიმრებს ნორმალურად გვეპყრობოდა, იმ სოციალის ადგილას გადაიყვანეს.

დამემართა ტუბერკულოზი, უკვე ანთებითი პროცესი მქონდა, რომ შემამოწმეს, რის შემდეგ 10 თვე ტუბზონაში ვიყავი სამკურნალოდ, შემდეგ რუსთავის ზონაში გადამიყვანეს.

ციხის ექიმები ცალკე თემაა; მათთან ურთიერთობას ისევ ზედამხედველებთან ურთიერთობა ჯობდა, არანაირი შეწყალება. ტუბერკულოზზე გასინჯვას 5-6 თვე ვითხოვდი და სანამ არ გადამივიდა ანთებით პროცესში, ყურადღება არ მოუქცევიათ. ტუბზონაშიც მორიგეობით გვეძინა საშიელ პირობებში, თუმცა კვება იყო შედარებით ნორმალური.

ყველაზე ცუდი მოპყრობა #1 საპყრობილეში იყო. იქაური თანამშრომლები სადისტები და დასასჯელები არიან. მიყვანისთანავე ცემა ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. არც ერთი ეტაპი ცემის გარეშე არ დამთავრებულა.

#1 საპყრობილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მგონი დათო ერქვა, სოციალური სამსახურის მუშაკებიც კი იღებდნენ ცემაში მონაწილეობას. გამორიცხული იყო, პატიმარი იქ მოეყვანათ და მიყვანისთანავე არ ეცემათ, თან ჯგუფურად 8-10 კაცი ცემდა ერთ პატიმარს.

"კრიტი" მართლაც ადამიანის საწამებელი დაწესებულება და იქ ვინც მოიხადა სასჯელი ერთი დღე 2 და 3 დღედ უნდა ჩაეთვალოს, პატიმრებს ფსიქოლოგიურად ანადგურებდნენ...

სანამ ციხის საავადმყოფოში გადაიტანდნენ მიცვალებულს, იქვე ჩვენს გვერდით იყო. ამბობდნენ, ეკლესიის ზარი რამდენჯერაც დაკრავს, იმდენი მკვდარი პატიმარი გაყავთო...

იყო დღეები, ზარი დღეში ორჯერ და სამჯერ ჩამოჰკრავდა, ხოლმე და ჩვენც პატიმრების სულის მოსახსენიებელ ლოცვას ვკითხულობდით...

_ თქვენ იყავით ათენში იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც გადაწყვიტეს, სააკაშვილს კვერცხებით დახვედროდნენ, თუმცა ვერსად ნახეთ...

_ ციხიდან გამოსვლის შემდეგ საბერძნეთში ვცხოვრობ. ემიგრანტები თვალყურს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გავიგეთ, სააკაშვილი იყო აქ ჩამობრძანებული და ვეძებდით. ვერსად ვერ მივაკვლიეთ. არც საელჩომ არ იცოდა რამე მისი უეცარი ვიზიტის შესახებ, არც პროტოკოლით ყოფილა გათვალისწინებული. ეტყობა, "სახალხო პარტიიდან" ვიღაც მისმა ლობისტმა "ჩაუწყო"... მერე ამბობდნენ, საავადმყოფოში იყო მისული ჯანმრთელობის პრობლემის გამოო. ალბათ გაიგო, რომ ვეძებდით და დილით, 7 საათზე გაფრენილა.

ილიას ძეგლს იღებენ, აღმაშენებელს ზევით-ქვევით დაარბენინებენ და კვერცხების ძეგლებს აკეთებენ. ეს იყო ყაჩაღების მთავრობა, რომელიც ხალხს იტაცებდა, ოფიციალურად ამწყვევდა ციხეში და მათი თავისუფლების ხარჯზე აღებულ ფულებს აძლევდა ევროპელ და ამერიკელ ლობისტებს.

ხელისუფლებასა და ხალხს შორის რომ გაუცხოვება დაიწყება, მერე იმ ხელისუფლების საქმე წასულია და ვინც არ ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას, ის მედროვეა.

მომავალში უნდა აიკრძალოს "ნაციონალური პარტია", რადგან, კოლონიური მმართველობით ქართველი ხალხის გადაშენებას ისახავდა მიზნად.




 ახალი ამბები
  • "ცოლი და ახლობელი ადგილზე დაიღუპა, ქმარი კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი მძიმედ დაშავდა, "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოს ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი უყვება, გარდაცვლილები ახალგზარდა ქალი და ოჯახის ახლობელია,  ხოლო მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, ამ წუთებში, ქუთაისის საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის. "გუშინ საშინელი  ტრაგედია დატრიალდა. ფოთიდან თბილისში მიდიოდნენ ცოლ-ქმარი და მათი ახლობელი. სამწუხაროდ, ორივე  ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში",- აცხადებს მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ქალები ახალი კორონავირუსის დროსCOVID-19-მა მსოფლიო ახლი გამოწვევების წინაშე დააყენა. მან მოქალაქეების ცხოვრება საქართველოშიც მკვეთრად შეცვალა. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩა. გამონაკლისი არც გურიის რეგიონი ყოფილა. ამ ეტაპზე ჩვენ დაბა ლაითურის, ნასაკირალისა და ნარუჯის მცხოვრებლებით დავინტერესდით. სამივე დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მათი მოსახლეობის უმეტესობა ეკომიგრანტია. ახალ კორონავირუსამდე შემოსავლის საძიებლად ისინი ძირითადად მეზობელ თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე გადადიოდნენ. „მე და ჩემი მეუღლე თურქეთში სეზონურად,  ჩაის საკრეფად გადავდიოდით. ეს ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. 4 შვილი გვყავს, იქედან ჩამოტანილი ფული  წლიდან წლამდე გვყოფნიდა და ახლა სულ უკაპიკოდ დავრჩით. თურქეთში სამუშაო ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მაინც მირჩევნია წავიდე, ვიმუშაო და სახლში მოვიტანო პურის ფული. მართალია, მოცვის კრეფაზე აქაც დაიწყო მუშაობა, თუმცა ეს სამსახურიც სეზონურია და შემოსავალიც არ არის საკმარისი“, - უყვება დაბა ლაითურში მცხოვრები ფატი ვაშაყმაძე “გურია ნიუსს”. ლია კოტრიკაძე, ახალშექმნილი სათემო კავშირის თავმჯდომარეა, რომელიც ფონდ „ტასოს“ ინიციატივით ჩამოყალიბდა. ლიკა ამბობს, რომ დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ, ადგილზე, ჩაისა და მოცვის პლანტაციებში დასაქმდნენ. „საქართველოში უფრო ნაკლები ანაზღაურებაა, ვიდრე თურქეთში, მაგრამ ჩაისა და მოცვის პლანტაციები საუკეთესო გამოსავალი იყო ამ ადამიანებისთვის. პრაქტიკულად მათი სიცოცხლის გადამრჩენელად იქცა. არიან ისეთებიც, რომლებმაც პარალელურად სოფლის მეურნეობის განვითარება, მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა და გაყიდვა დაიწყეს“, - ამბობს ლია და დასძენს, რომ ქალებისთვის საოჯახო საქმეები კორონავირუსმა კიდევ უფრო გაზარდა. „პარალელურ რეჟიმში ქალებს საოჯახო საქმეების კეთება და ბოსტნის მოვლა უწევთ. ზოგი ბავშვებს ონლაინსწავლაში ეხმარება“, - გვიყვება ლია. თურქეთში მუშაობდა დაბა ნარუჯაში მცხოვრები ნადეჟდა კახაძეც. განსაკუთრებით ის ფაქტი აწუხებდა, რომ მცირეწლოვანი შვილის დატოვება უხდებოდა. ახლა მან კალმახა სოკოს სასათბურე მეურნეობის გაკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა ფონდ „ტასოსგან“ მიიღო.  „ახლა უნდა დავიწყო სასათბურე მეურნეობის მოწყობა, თუმცა ფონდიდან ჩამორიცხულ თანხას ჩემი წილიც უნდა დაემატოს, რამაც ისევ ჩიხში მიმიმწყვდია და კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ თურქეთი ამ პრობლემას მარტივად გადამაწყვეტინებდა. მე მაინც მგონია, რომ გამოსავალი თურქეთი არ არის. ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით გაჩნდეს სამუშაოები, არ დაგვჭირდეს საზღვარგარეთ, მძიმე პირობებში, ოჯახს მოწყვეტილებს, მიზერულ ხელფასზე მუშაობა და ეს პირობები უნდა გვაკმაყოფილებდეს და უფრო მეტიც, გვახარებდეს. ალბათ დაცულად ვიგრძნობ თავს მაშინ, როდესაც შევძლებ ვიყო დასაქმებული ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახთან და შვილთან ერთან ახლოს და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისთვის არ დამჭირდეს დავტოვო შვილი, გავწირო ჯანმრთელობა და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო, ახალგაზრდობა  არ გავატარო სხვის სამსახურში“, - ამბობს ნადეჟდა. საიდა ხოსაძე ხუთ შვილთან და ქმართან წლებია დაბა ნასაკირალში ცხოვრობს. ამ ეტაპზე უმუშევარია და ახლა არაერთი პრობლემის წინაშე დგას. „ყველა ველოდებით სახელმწიფოსგან დახმარებას. ამ კორონავირუსის დრო, როგორც მრავალშვილიანი დედა დამეხმარნენ, მაგრამ ის პროდუქტები, რაც გვქონდა, დაგვიმთავრდა და ახლა ისევ კეთილი ადამიანების იმედად ვარ. თურქეთში გადავდიოდი ხოლმე სეზონზე მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ახლა საზღვრები ჩაკეტილია და არც ვიცი, წინ რა გველოდება”, - გვითხრა საიდა ხოსაძემ. კორონავირუსის დროს რა პრობლემების წინაშე დადგნენ ქალები და რა დახმარება გაუწია მათ სახელმწიფომ? - ამ კითხვებზე  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „გენდერული თანასწორობის საბჭოს” წევრმა ლელა საჯაიამ გვიპასუხა. „COVID 19 - ის კრიზისმა ძალიან მძიმედ იმოქმედა საზოგადოების ყოველდღიურ ყოფაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე. ვირუსის შესაკავებლად მკაცრი ზომები იქნა მიღებული, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეიზღუდა ეკონომიკური და სხვა ტიპის აქტივობები. ბევრი ადამიანი დარჩა შემოსავლის ან სამუშაოს გარეშე, საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა და მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა კვირებისა და თვეების განმავლობაში. ყოველივე ამან სხვადასხვა საჭიროება და პრობლემა წარმოქმნა. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად დამატებითი სოციალური დახმარება იყო აუცილებელი. ქალები იმ მოწყვლად ჯგუფებს შორის არიან, რომელზეც კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მხრივ, ქალები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ არაფორმალურ ეკონომიკაში იმ სამუშაო ადგილებზე, რომლითაც ან არ იყო უზრუნველყოფილი ან მცირედით იყო უზრუნველყოფილი მათი სოციალური დაცვა, დღესდღეობით დარჩნენ ეკონომიკურად დაუცველები და შეზღუდული/მცირე არჩევანის წინაშე. ასევე, ხანშიშესულები დამატებით წნეხს განიცდიან არარსებული ან მცირე ოდენობის პენსიის გამო. მეორე მხრივ, ქალები ასრულებენ მთავარ როლს ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ჯანდაცვის მუშაკთა და მედდების დიდ ნაწილს სწორედ ქალები წარმოადგენენ. ის ზრდის მენტალურ სტრესს ჯანდაცვის მუშაკებისთვის. კრიზისის განმავლობაში წინა ხაზზე მყოფი პერსონალი, შესაძლოა, ოჯახებშიც დამატებითი სტრესის ქვეშ მოქცეულიყო სხვადასხვა მზრუნველობით პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების საჭიროებები, რომელთა სკოლები დაიხურა და უწევდათ დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრება, ან მათ ოჯახებში მცხოვრებ მოწყვლად ადამიანებთან ფიზიკური დისტანცირების საჭიროებიდან გამომდინარე”, - ამბობს ლელა. ფოტოები "გურია ... ...
  • სუს-ი : ოკუპანტების მიერ კასპში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილიაოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...