სოსო პავლიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სამართალი

სოსო პავლიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

2013 მარ 29 22:16:36
განსასჯელის სკამზე მომღერალ სოსო პავლიაშვილის დის ქმარი ვახტანგ ჩხაპელია სხვა ექვს ბრალდებულთან ერთად ზის; მათგან ოთხს, ჯგუფურად ჩადენილ შეკვეთილ მკვლელობაში ედება ბრალი, დანარჩენებს კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ასამართლებენ.

როგორც პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განაცხადა, სოსო პავლიაშვილის მიმართ საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო, თუმცა, დიდი ალბათობით, ის საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.

ბიზნესმენი ავთო ადუაშვილი გასულ წლის 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს მოკლეს. ბიზნესმენის გვამი ზაზიაშვილის ქუჩაზე მიტოვებულ მისივე ჯიპში იპოვეს. ვახტანგ ჩხაპელია, რომელიც მოკლულთან მეგობრობდა, ჭირისუფლების გვერდით ტრიალებდა და როგორც ადუაშვილის ერთ-ერთი მეგობარი იხსენებს, პირადად შეარჩია მიცვალებულის ჩასასვენებელი საყინულე. ადუაშვილებისთვის მოულოდნელი იყო მკვლელობის ბრალდებით ჩხაპელიას დაკავება. სოსო პავლიაშვილმა, რომელმაც ბავშვობის მეგობრის გარდაცვალება ოჯახს ტელეფონით მიუსამძიმრა, ჩხაპელიას დაკავების შემდეგ, ადუაშვილებთან კონტაქტი შეწყვიტა.

ოჯახი დღემდე ეჭვობს, რომ მკვლელობის უკან სოსო პავლიაშვილი დგას, რომელსაც ადუაშვილთან სომხეთსა და უკრაინაში საერთო ბიზნესი ჰქონდა. მათ ეჭვს ამყარებს ის ფაქტიც, რომ სოსო პავლიაშვილმა, წყაროს ინფორმაციით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მშობლები და და _ მაკა პავლიაშვილი საქართველოდან რუსეთში წაიყვანა. პავლიაშვილის კვალზე ყველა მინიშნებით საუბრობს და კონკრეტული ფაქტების გამჟღავნებას ჭირისუფალიც კი სამომავლოდ სდებს.

"გურია ნიუსის" წყაროების ინფორმაციით, პავლიაშვილის დის ქმარმა ვახტანგ ჩხაპელიამ ადუაშვილის თავიდან მოსაშორებლად რამდენიმე ქილერი დაიქირავა და ამაში 50 ათასი გადაიხადა. წყაროსვე თქმით, ერთ-ერთ კაფეში მან პირადად გააცნო ქილერებს ავთო ადუაშვილი, რომელიც ამ შეხვედრიდან მოკლე ხანში, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.

ვახტანგ ჩხაპელია დაბადებული 1967 წელს, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. ბრალი ედება განზრახ მკვლელობაში ჯგუფურად ანგარებით ან შეკვეთით. იგივე ბრალი აქვთ წარდგენილი ფოთელ კობა ყურუას, რომელიც წარსულში ნასამართლევია და ხობელ გელა უბილავას; მკვლელობაში ედება ბრალი ვლადიმერ ქარჩავასაც.

მურთაზ გერგაიას, თეიმურაზ ქობალიას და რამაზ ქარჩავას გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება.

ბრალდებულთაგან დანაშაულს მხოლოდ ქობალია აღიარებს, დანარჩენები კი, ძირითადად, გამოძიების მხრიდან მათზე გახორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.

დღევანდელ პროცესზე აშკარა გახდა, რომ ბრალდებულებს, მოკლულის ოჯახის მხრიდან, შურისძიების ეშინიათ _ კობა ყურუამ რამდენჯერმე გააპროტესტა ის ფაქტი, რომ ფართის სიმცირის გამო, სხვა განსასჯელების მსგავსად, ტყვიაგაუმტარ ჯებირს მიღმა ვერ მოხვდა,

"ვინ მაძლევს იმის გარანტიას, რომ ვიღაც არ შემოვარდება და იარაღს არ დამაჭედებს?! რატომ ვზივარ ადვოკატების გვერდით?! მოვითხოვ სხვების გვერდით ჯდომას. რატომ უნდა მომკლან, არ აინტერესებს დაზარალებულის ოჯახს, სინამდვილეში ვინ არის მკვლელი?! _ განაცხადა ყურუამ, რომელმაც გამოძიება ზეწოლაშიც დაადანაშაულა.

"მოტყუებით მიმიყვანეს პროკურატურაში; მითხრეს, მოწმედ უნდა დაგკითხოთო, ჩემგან სასურველი ჩვენება რომ ვერ მიიღეს, მარცხენა მხარეს თმა ამაგლიჯეს. ყველას გვემუქრებიან, ყველანი ზეწოლის ქვეშ ვართ," _ განაცხადა მან.

პროკურორის კომენტარს, თქვენთან პირადად შემოვალ და რა ზეწოლაა გავარკვევო, ბრალდებულთა მხრიდან პროტესტი მოყვა, მათ ბრალმდებელი მუქარაში დაადანაშაულეს და მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდეს.

ვახტანგ ჩხაპელიას ადვოკატი, ლევან ჯავახაძე "გურია ნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. ადვოკატის მტკიცებით "ზოგიერთი ირიბი მოწმის მხრიდან, სადღაც გაიჟღერა პავლიაშვილის გვარმა, მაგრამ ეს არ იყო პირდაპირი მტკიცებულება და შესაბამისად, მომღერლის ბრალეულობა არსად არ იკვეთება". "გურია ნიუსის" კითხვაზე, როგორ მოხდა ჩხაპელიას დაკავშირება ადუაშვილის მკვლელობასთან, ადვოკატმა კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

"ეს ძალიან რთული საკითხია, რაც არსებითი განხილვის დროს უნდა გაიშალოს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, უბილავას და ჩხაპელიას საერთო თხილის ბიზნესი ჰქონდათ და ჩემდა გასაკვირად მოხდა მათი ამ საქმეში მხილება".

ადვოკატის თქმით, პროკურატურის პოზიცია ჩხაპელიას მიმართ ძალიან სუსტია და ბრალი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ეფუძნება.

საქმის არსებით განხილვამდე კომენტარისგან თავს იკავებს თითქმის ყველა ადვოკატი _ საქმის განხილვა ორი კვირით გადაიდო და ამ დროში გამორიცხული არ არის, მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა კვლავ შეიცვალონ პოზიცია.

როგორც "გურია ნიუსს" ინფორმირებული წყარო ეუბნება, გამოძიების პირველ ეტაპზე ბრალდებულთა ერთი ნაწილი დანაშაულს აღიარებდა, მათ შორის ჩხაპელიაც, თუმცა მათ მალე შეცვალეს პოზიცია და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ბრალდებულმა კი, რომელმაც ამ საქმესთან სოსო პავლიაშვილის კავშირი დაადასტურა, როგორც იგივე წყარო ამბობს, მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და დღეს დუმილის უფლებას იყენებს.

რუსეთში მოღვაწე მომღერალი მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

პავლიაშვილი და ადუაშვილი ბავშვობის მეგობრები იყვნენ _ ისინი "ნახალოვკაში", ხუდადოვის ქუჩაზე ერთ ეზოში გაიზარდნენ.




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...