ყოფილი პატიმრის განცხადებით, პოლიციის უფროსი მას აშანტაჟებს

სამართალი

ყოფილი პატიმრის განცხადებით, პოლიციის უფროსი მას აშანტაჟებს

2013 მარ 30 11:43:45

დედა სამუშაოდ თურქეთში არის წასული. როგორც თავად ამბობს, ცოტა ხნის წინ მასთან უბნის ინსპექტორი მივიდა და უთხრა რომ ბათუმში, პოლიციის #5 განყოფილებაში განყოფილების უფროსთან, იაკობაძესთან იყო დაბარებული. ფაღავა დათქმულ დროს ადგილზე გამოცხადდა. ყოფილი პატიმარი "გურია ნიუსს" პოლიციის განყოფილების უფროსისა და მისი დიალოგის შესახებ უყვება, რომელსაც სტილის დაცვით გთავაზობთ:

"უბნის ინსპექტორი მოვიდა და მითხრა პოლიციაში მიდი უფროსთან, დაბარებული ხარო. რომ მივედი, მითხრეს დაჯექიო. რომ დავჯექი, მერე მეუბნება ბიჯო რატომ დაჯექიო? მე გითხარი რომ დაჯექიო? მეთქი, როგორ არ მითხარი, მითხარი-თქო. შეხედე ამასო, ამან იგიც არ იცისო ჯენტლმენურად მოქცევაო. რაზე იყავიო ნასამართლევიო. მოვუყევი. შენო ხარო ჩამოყალიბებული კრიმინალი ბიძიაო.  კვირაში ორჯერ მოხვალ აქანეო. ხუთშაბათს და კვირასო და ერთ მშვენიერ დღესაცო, შენო არ გინდა ჩვენთან მეგობრობაო გატყობ მე უკვე შენო და მეორე კარებში ვეღარ გახვალო რა. ხო იცი რა შემიძიაო. პასუხი ვეღარ მივეცი. მე ვუთხარი, თქვენ ბევრი რაცხა შეგიძლია, მარა-მეთქი, რატო? რისთვის-მე ვუთხარი. მეო რა ვიციო, თქვენო გამოგიშვათ მთავრობამო რვაი ათასი კაციო. სკაში, რომ ჩავყოფ ხელსო რომელი ფუტკარი მიკბენს მაგას ვერ გავიგებ მეო. თქვენი კარგი მოვ**ო, თქვენ  სად გზდიოთო. შენს უბანშიო და მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვაც რომ ვიაცამ ეიღოსო უსამართლოთო, პირველი ხარ შენო ციხეზეო. ეს პირველია და იფიქრეო. კვირა დღეს მოხვალ ჩემთანო და მერე ჩვენ გადავწყვეტთო რომელ დღეებში ივლი აქო".

ფაღავა არასრულწლოვანი იყო როდესაც ქურდობაზე დააპატიმრეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხელმეორედ დააპატიმრეს. მესამე დაპატიმრება კი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიების ქონის გამო მოხდა. ფაღავას თქმით, მას როგორც ყოფილ პატიმარს, ტყვიები ჩაუდეს.

"უნდათ, რომ ინფორმაციები მიუტანოს. საქმის გარჩევებზე ეს არ დადის და არც ისეთი ცხოვრებით ცხოვრობს, რომ ინფორმაციები მიუტანოს. იციან, რომ ამას პატრონი არ ჰყავს  და უნდათ გაწირონ" - ამბობს ავთანდილ ფაღავას მეგობარი.

ავთანდილ ფაღავა პოლიციის განყოფილების უფროსის მხრიდან თანამშრომლობის შეთავაზების შესახებ აცხადებს, რომ ბათუმის #5 განყოფილების უფროსმა ფაღავას, პირადად მასთან მეგობრობა შესთავაზა. -  "მითხრა ჩვენთან იმეგობრე, პირადად ჩემთანო. გამუშავებო პოლიციაშიო. თუ გინდაო მუშაობაო და არ გაქვს სამუშაოო, ჩემთან იმუშავეო. მე უარი ვუთხარი" - ამბობს იგი.

ავთანდილ ფაღავა ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობარს დისტრიბუციაში ეხმარება. ოფიციალურად იგი დაუსაქმებელია და როგორც თავად ამბობს, ოჯახს დედა არჩენს, რომელიც სამუშაოდ თურქეთშია  წასული.

ავთანდილ ფაღავა  არასამთავრობო სექტორს დახმარებისათვის მიმართვას აპირებს. ამბობს, რომ ეშინია, ისეც ციხეში არ მოხვდეს.  ფიქრობს მისი უფლება ირღვევა და პოლიციის უფროსმა მასზე მუქარა განახორციელა. "მშვიდად მინდა ცხოვრება. დამანებონ თავი" - ამბობს იგი.

ბათუმის #5 განყოფილების უფროსი როლანდ იაკობაძე პატიმარზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს. " არ არის მართალი. არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. არ მცალია. საქმეები მაქვს" - განაცხადა იაკობაძემ "გურია ნიუსთან" საუბარში და ტელეფონი გათიშა.




 ახალი ამბები
  • დღეს ოზურგეთში არჩილ თალაკვაძის ბიუროს ბოქლომს დაადებენევროპული საქართველოს წევრები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. როგორც ცნობილი ხდება, ისინი რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქს დააბოქლომებენ, მათ შორის, ბოქლომის დადებას ოზურგეთში, არჩილ თალაკვაძის ოლქზეც გეგმავენ. ოზურგეთის მერიის შენობაში განთავსებულ ოლქში მისვლას დილის 9 საათისთვის გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით ... ...
  • “დედაჩემი იქ აღარ მუშაობს გააბრაზეს“ - თამარ ჩუგოშვილის შვილის წერილიპარლამენტარი თამარ ჩუგოშვილი ფეისბუქზე მისი შვილის ნინის ნაწერს აქვეყნებს. “ნინის მიმოწერა კლასელთან. 9 წლის ბავშვის თვალით დანახული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება“- წერს თამარ ჩუგოშვილი. “დედაჩემი იქ აღარ მუშაობს გააბრაზეს“, “არ არის ცუდი უხარია“ - წერს 9 წლის ... ...
  • ბელგიის სამეფოში, ტონგერენში, სასამართლოზე, ქართველ ბრალდებულს სასჯელის ნაცვლად ...საჩუქარი მიართვესქართველი ემიგრანტი ქალბატონი, ანა ბალამწარაშვილი, რომელიც 26 წელია, ბელგიაში ცხოვრობს, დღეს, ბელგიის სამეფოში, ტონგერენში, ქართველი ბრალდებულის, 45 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესს დაესწრო. ბრალდება ქურდობა იყო.   ქალბატონი ანა  თავის ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს, თუ როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი და რა გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ... მოსამართლე  -  ბატონო მირზა , რატომ ჩამოხვედით ბელგიაში , ვინ ხართ და რა გინდათ? რატომ  მოიპარეთ ბოთლები და სიგარეტები? ასე ხომ ციხეში მოხვდებით?! მირზა- ბატონო მოსამართლევ, (თქვენო უმაღლესობავ, ვუსწორებ მე)არ ვიმართლებ თავს, რადგან მრცხვენია, მრცხვენია რომ ამხელა ცხოვრება გამოვიარე და დღეს თქვენ წინაშე მიწევს ბრალდებულის სკამზე ჯდომა, მე ქართველი ვარ, უმაღლესი განათლებით, სამი შვილის მამა, ჩემი უმცროსი შვილი ექიმების დაუდევრობით ინვალიდია და საწოლსაა  მიჯაჭვული, მკურნალობა ძალზედ ძვირი ჯდება. მოსამართლე- მოიცათ, რატომ გიჯდებათ ძვირი,  დაზღვევა ხომ გაქვთ? ადვოკატი ერთვება და დეტალებში უხსნის ქართულ სამედიცინო მომსახურებას და დაზღვევის მუშაობის სქემას…  მოსამართლეს თვალები უდიდდება და ვატყობ რომ რაღაცნაირად, მგონი  ეცოდება საქართველო. მოსამართლე- გასაგებია, მაგრამ ,ქურდობა ჩაიდინა და ამისთვის შესაბამის სასჯელს იმსახურებს. ადვოკატი-თქვენო უმაღლესობავ, ქურდობას გამართლება არ აქვს და თანახმა ვართ, ზარალი ავანაზღაუროთ, მაგრამ მოდით, წარმოვიდგინოთ მშობელი, რომლის შვილსაც არ აქვს წამლის ფული და შეიძლება,  ამის გამო დაიღუპოს, ჩვენთვის ეს ძნელი წარმოსადგენია, რადგან სახელმწიფო ზრუნავს ჩვენზე,  ეს ნაბიჯი მან გამოუვალი მდგომარეობიდან და სიცოცხლის გადასარჩენად გადადგა-ის მამაა და მას შვილი უკვდება უწამლოდ, გთხოვთ,  გაითვალისწინოთ ადამიანური ფაქტორი და დანაშაულის საფუძველი და მიზეზი(კიდევ ბევრი ისაუბრა) გმადლობთ. მე დავასრულე. მირზას შევხედე, უფრო მეტად შევერცხლოდა თმა, მგონი,  გათეთრდა კიდეც სირცხვილისგან, ის დამნაშავეს არ ჰგავდა. მოსამართლე დაბრუნდა სათათბიროდან და გამოაცხადა გადაწყვეტილება: “მირზა...საქართველოს მოქალაქე.....ბელგიის სამეფოს კანონმდებლობით...ცნობილ იქნას დამნაშავედ და დაეკისროს ზარალის ანაზღაურება 2 წლის განმავლობაში.  მაღაზიას ეთხოვოს, მირზას შვილს  გაუკეთოს საჩუქარი საშობაოდ ბელგიის სამეფოს მხრიდან და გაიგზავნოს მოცემულ მისამართზე სასამართლოს ხარჯებით.  ასევე ეთხოვოს ბელგიის სამეფოს ჯანმრთელობის სამინისტროს, მისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონის დაცვით დახმარება გაუწიოს პატარა პაციენტს (სახელს და გვარს არ ვწერ), მირზას შეუძლია დატოვოს ბელგიის სამეფო და ეტაპობრივად გადაიხადოს ზარალი. მირზა არ შეასახლეს ციხეში! გაოგნებული ვიჯექი კარგა ხანი და ვფიქრობდი როდის,ჩემო ქვეყანავ როდის ასეთი ან ცოტათი მიმსგავსებული სასამართლო ,ადვოკატი (მარკ სამპერმანსი)და ძალა კანონისა! დღეს ძალიან ემოციური დღე მაქვს,მთავარანგელოზობას გილოცავთ! ქალბატონ ანას „გურია ნიუსი“ ესაუბრა. _ნამდვილია ამბავია, აბა, როგორ გამოვიგონებდი? ესაა, სახელი შევცვალე.  მირზა ჰქვია. აქ მუშაობს. ცოლ-შვილი სააქართველოში ჰყავს.  ეს ადვოკატი სამეფო ხარისხისაა. უბრალოდ აქ არაფერი ხდება...დამნაშავე იყო მაგრამ, ყველაფერი გაითვალისწინეს.   აქ სამართალიც ადამიანური არსებობს _ გვითხრა ანა ... ...
  • 27 წელი ქუჩაში _ აფხაზეთიდან დევნილები ბინებს ითხოვენდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი 40-მდე ოჯახი თითქმის 3 თვეა, რაც აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, 59 ოჯახი აკმაყოფილებდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების კრიტერიუმებს, თუმცა, მათგან მხოლოდ 3 ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. „27 წელიწადია ბინებს ველოდებით და გვატყუებენ ამდენივე ხანია.  აფხაზეთიდან დევნილები ასე უსახლკაროდ ვართ ქუჩაში. დაპირებები ბინების გადმოცემის შესახებ არაერთხელ მოგვცეს, მაგრამ არცერთხელ შესრულდა. ჯერ ვითომ ქულების გამო არ მოვხვდით სიაში, მიუხედავად იმისა, რომ იმ პირობებს ბევრი ჩვენგანი აკმაყოფილებდა, ისინი მაინც თავის გემოზე ანაწილებენ. მთელი ეს წლებია ქირით ვცხოვრობთ, რომელსაც ჩვენ თვითონ ვიხდით, ზოგი ჩვენგანი კი ახლობელთანაა შეკედლებული. სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ბინებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ როდის მოვა ჩვენი დრო ამას არ ამბობენ, თვითონაც არ იციან, მაგრამ არც დროებითი თავშესაფრის მოცემა არ უნდათ ჩვენთვის“,_ ამბობენ აქციის მონაწილეები. ისინი 66-ე დღეა, საკუთარი ნივთებით 24 საათის განმავლობაში სამინისტროს ფოიეში იმყოფებიან და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. როგორც სამინისტროში ამბობენ, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აქვს, ნაწილი რეგიონშია დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული. "საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. ამას გარდა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით“,_ ამბობენ უწყებაში.       ... ...
  • შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად შს მინისტრის მოადგილე დაინიშნადღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება - ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჩვენს მომიჯნავე ორგანიზაციებში, როგორც საგამოძიებო სამსახურში, ასევე ძალოვან უწყებებში და ჰქონდა შეხება ეკონომიკურ სფეროსთან და ფინანსებთან. ლევანი არის მაღალი რანგის პროფესიონალი და აქვს საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები“, - აღნიშნა ფინანსთა ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?